სამართალი

29

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:53-ზე, მთვარე ქალწულშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. ნუ დალევთ ლუდს, ბევრ წყალს, რძეს. მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. არ არის რეკომენდებული ფულის გასესხება ან ვალის აღება. არ გადაიღალოთ, არ დარჩეთ სამსახურში გვიანობამდე. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
კონფლიქტები
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რადიომონოპოლია "ყვითელ მარშრუტკებში": ერთი ჰანგი ყველასათვის?
რადიომონოპოლია "ყვითელ მარშრუტკებში": ერთი ჰანგი ყველასათვის?

უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში, ე.წ. ყვი­თელ სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­სებ­ში, მხო­ლოდ ერთი რა­დი­ოს მოს­მე­ნა იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი. ჩვენ და­ვუ­კავ­შირ­დით ამ იდე­ის ავ­ტორს, რე­ჟი­სორ გოგა ხა­ინ­დრა­ვას და კო­მენ­ტა­რი ვთხო­ვეთ:

- ეს იქ­ნე­ბა რა­დი­ო­მა­უ­წყებ­ლო­ბა, რო­მელ­საც ჩვენ კომ­პა­ნია "მიკ­რო­ავ­ტო­ბუს­თან" ერ­თად ვან­ხორ­ცი­ე­ლებთ. რა­დიო სპე­ცი­ა­ლუ­რად იმ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი­სათ­ვის იქ­ნე­ბა, ყვე­ლა იმ ადა­მი­ა­ნის­თვის ვინც მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სით სარ­გებ­ლობს.

-რეკ­ლა­მა თუ გავა რა­დი­ოს ეთე­რით?

-ბუ­ნებ­რი­ვია, რეკ­ლა­მაც იქ­ნე­ბა.

- ბა­ტო­ნო, გოგა დამ­კვე­თი, რო­მელ­საც სწო­რედ ამ სეგ­მენტზე აქვს გათ­ვლი­ლი რეკ­ლა­მა, სხვა კომ­პა­ნი­ა­ში რეკ­ლა­მას აღარ მი­ი­ტანს და ეს რაა, თუ არა მო­ნო­პო­ლი­ზა­ცია?

- უამ­რა­ვი ტრან­სპორ­ტია და იქ არ ის­მე­ნენ რა­დი­ოს? სამი მი­ლი­ო­ნი მან­ქა­ნა და­დის ქვე­ყა­ნა­ში და იქ ალ­ბათ მო­ის­მე­ნენ.

- და სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­სის მგზავ­რებს რომ არ­თმევთ ამ სა­რეკ­ლა­მო კომ­პა­ნი­ებს?

- მა­გას მე რა­ტომ მე­კი­თხე­ბით? კი­თხეთ იმ კომ­პა­ნი­ას, რო­მე­ლიც რეკ­ლა­მას უკ­ვე­თავს. ახლა რე­ი­ტინ­გე­ბის მი­ხედ­ვით მი­აქვთ რეკ­ლა­მე­ბი. სა­ერ­თო­დაც, ესა თუ ის კომ­პა­ნია სად და რო­გორ მი­ი­ტანს რეკ­ლა­მას, მე სა­ი­დან უნდა ვი­ცო­დე?!

- ასე­თი რამ რომ წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს ექნა ვინ­მეს, მო­ი­წო­ნებ­დით?

- რა­ტომ არ უნდა მომ­წო­ნე­ბო­და? თუ კარ­გს გა­ა­კე­თებს ვინ­მე, ყვე­ლას ღმერ­თმა ხელი მო­უ­მარ­თოს. ეს რა­დიო იქ­ნე­ბა კომ­ფორ­ტუ­ლი მგზავ­რე­ბი­სათ­ვის, რად­გან იგი სპე­ცი­ა­ლუ­რად მათ­თვის შე­იქ­მნე­ბა. რა­დიო მათ ინ­ფორ­მა­ცი­ას მი­აწ­ვდის და ყვე­ლა­ნა­ირ ინ­ტე­რესს და­აკ­მა­ყო­ფი­ლებს. ეს იქ­ნე­ბა ერ­თა­დერ­თი რა­დიო, რო­მე­ლიც სრუ­ლად მგზავრზე იქ­ნე­ბა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი. ეთერ­ში გა­სუ­ლი გა­და­ცე­მე­ბის ტი­პა­ჟი კვლე­ვე­ბის შე­დე­გად ჩა­მო­ყა­ლიბ­დე­ბა, რაც უკე­თე­სია, რად­გან დღეს მგზავ­რე­ბი ერთი ადა­მი­ა­ნის, მძღო­ლის გე­მოვ­ნე­ბა­ზე არი­ან და­მო­კი­დე­ბულ­ნი. რა­დიო სრუ­ლად და­აკ­მა­ყო­ფი­ლებს მგზავ­რთა ინ­ტე­რე­სებს. მაგ. "მაკ­დო­ნალდსში" თქვენ შე­გიძ­ლი­ათ მხო­ლოდ კოკა-კო­ლას და­ლე­ვა, სხვა გა­ზი­ა­ნი სას­მე­ლის შე­ძე­ნა კი არ შე­გიძ­ლი­ათ. რა, ამ დროს ჩემი უფ­ლე­ბე­ბი იზღუ­დე­ბა? ბუ­ნებ­რი­ვია, არა. ისე არ შე­ი­ზღუ­დე­ბა მგზავ­რის უფ­ლე­ბაც ამ რა­დი­ოს მოს­მე­ნი­სას.

იხი­ლეთ სრუ­ლად kvirispalitra.ge-ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გამარჯვება პირველივე წუთებზე - ილია თოფურიამ ოლივიერა ნოკაუტში ჩააგდო და ჩემპიონი გახდა

რადიომონოპოლია "ყვითელ მარშრუტკებში": ერთი ჰანგი ყველასათვის?

რადიომონოპოლია "ყვითელ მარშრუტკებში": ერთი ჰანგი ყველასათვის?

უახლოეს მომავალში, ე.წ. ყვითელ სამარშრუტო ტაქსებში, მხოლოდ ერთი რადიოს მოსმენა იქნება შესაძლებელი. ჩვენ დავუკავშირდით ამ იდეის ავტორს, რეჟისორ გოგა ხაინდრავას და კომენტარი ვთხოვეთ:

- ეს იქნება რადიომაუწყებლობა, რომელსაც ჩვენ კომპანია "მიკროავტობუსთან" ერთად ვანხორციელებთ. რადიო სპეციალურად იმ მოქალაქეებისათვის იქნება, ყველა იმ ადამიანისთვის ვინც მიკროავტობუსით სარგებლობს.

-რეკლამა თუ გავა რადიოს ეთერით?

-ბუნებრივია, რეკლამაც იქნება.

- ბატონო, გოგა დამკვეთი, რომელსაც სწორედ ამ სეგმენტზე აქვს გათვლილი რეკლამა, სხვა კომპანიაში რეკლამას აღარ მიიტანს და ეს რაა, თუ არა მონოპოლიზაცია?

- უამრავი ტრანსპორტია და იქ არ ისმენენ რადიოს? სამი მილიონი მანქანა დადის ქვეყანაში და იქ ალბათ მოისმენენ.

- და სამარშრუტო ტაქსის მგზავრებს რომ ართმევთ ამ სარეკლამო კომპანიებს?

- მაგას მე რატომ მეკითხებით? კითხეთ იმ კომპანიას, რომელიც რეკლამას უკვეთავს. ახლა რეიტინგების მიხედვით მიაქვთ რეკლამები. საერთოდაც, ესა თუ ის კომპანია სად და როგორ მიიტანს რეკლამას, მე საიდან უნდა ვიცოდე?!

- ასეთი რამ რომ წინა ხელისუფლების დროს ექნა ვინმეს, მოიწონებდით?

- რატომ არ უნდა მომწონებოდა? თუ კარგს გააკეთებს ვინმე, ყველას ღმერთმა ხელი მოუმართოს. ეს რადიო იქნება კომფორტული მგზავრებისათვის, რადგან იგი სპეციალურად მათთვის შეიქმნება. რადიო მათ ინფორმაციას მიაწვდის და ყველანაირ ინტერესს დააკმაყოფილებს. ეს იქნება ერთადერთი რადიო, რომელიც სრულად მგზავრზე იქნება ორიენტირებული. ეთერში გასული გადაცემების ტიპაჟი კვლევების შედეგად ჩამოყალიბდება, რაც უკეთესია, რადგან დღეს მგზავრები ერთი ადამიანის, მძღოლის გემოვნებაზე არიან დამოკიდებულნი. რადიო სრულად დააკმაყოფილებს მგზავრთა ინტერესებს. მაგ. "მაკდონალდსში" თქვენ შეგიძლიათ მხოლოდ კოკა-კოლას დალევა, სხვა გაზიანი სასმელის შეძენა კი არ შეგიძლიათ. რა, ამ დროს ჩემი უფლებები იზღუდება? ბუნებრივია, არა. ისე არ შეიზღუდება მგზავრის უფლებაც ამ რადიოს მოსმენისას.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა