ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს, რომ "ფარცხალაძის უწყება" მისი კუთვნილი ავტომობილების წარმომავლობას ამოწმებს.
"ფარცხალაძის უწყებამ მოიარა ყველა ცენტრი, საიდანაც მანქანა გამომიყვანია, ან უბრალოდ შევსულვარ. ჩემი პირველი მანქანის წარმომავლობაც კი გაურკვევია:) ასე იარა, იარა ჭორებზე აყოლილმა ფარცხალაძემ და ბოლოს გაარკვია, რომ ყველა მანქანა, რაც კი მყოლია არათუ კოდუასი არაა, არც უყიდია ირაკლის და მამაჩემის ნაჩუქარია:) აღმოაჩინა, რომ ირაკლის მხოლოდ მინი კუპერი უჩუქებია და იმის გადახდის ქვითარიც გვქონია:) ვაიმეე, ვაიმეე:)", - წერს ტელეწამყვვანი.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ ნანუკა სოციალურ ქსელში წერდა, რომ საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობიდან მოხსნის მიუხედავად, ოთარ ფარცხალაძე "ფინანსურში ზის, დაცვით დადის, 2 მანქანა დაყვება და დავალებებს იძლევა".