პოლიტიკა

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ერისიონის" პიარსამსახური: "სანამ ჩვენს გვამებს ჯერ კიდევ ორთქლი ასდიოდა, უკრაინის ანსამბლები რუსეთში კონცერტებს მართავდნენ"
"ერისიონის" პიარსამსახური: "სანამ ჩვენს გვამებს ჯერ კიდევ ორთქლი ასდიოდა, უკრაინის ანსამბლები რუსეთში კონცერტებს მართავდნენ"

ან­სამ­ბლი "ერი­სი­ო­ნი" მოს­კოვ­ში მა­ინც გა­ემ­გზავ­რე­ბა და 29 ოქ­ტომ­ბერს კონ­ცერტს არა კრემლში, არა­მედ "კრო­კუს სითი ჰოლ­ში" გა­მარ­თავს. ან­სამ­ბლის სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლი ლელა წიკ­ლა­უ­რი "გუ­რია ნი­უს­თან" ამ­ბობს, რომ ოქ­ტომ­ბრის კონ­ცერ­ტი, აპ­რილ­ში ჩაშ­ლი­ლი კონ­ცერ­ტის სა­ნაც­ვლოდ ჩა­ტარ­დე­ბა, თუმ­ცა ან­სამ­ბლის გამ­გზავ­რე­ბა­ზე სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ჯერ არ მი­უ­ღი­ათ.

"ეს არის ის გა­და­დე­ბუ­ლი კონ­ცერ­ტი, რად­გან გახ­სოვთ ალ­ბათ, რომ ჩვენ უარი ვთქვით კრემლზე უკ­რა­ი­ნი­სად­მი სო­ლი­და­რო­ბის გამო. ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი და კო­ლო­სა­ლუ­რი ჯა­რი­მა იყო. რო­დე­საც მსოფ­ლი­ო­ში სი­დი­დით და რე­ი­ტინ­გით მე­სა­მე სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბაზ­ზე ამ­ბობ უარს, აქ რე­პუ­ტა­ცი­ის შე­ლახ­ვა­ზეც არის სა­უ­ბა­რი. შე­სა­ბა­მი­სად, გამ­წა­რე­ბუ­ლი საპ­რო­დი­უ­სე­რო კომ­პა­ნია და მე­ო­რე მხა­რე სა­უბ­რობ­და მაქ­სი­მა­ლურ ჯა­რი­მა­ზე. სწო­რედ ამი­ტომ მო­ი­ძებ­ნა ასე­თი გა­მო­სა­ვა­ლი. პრო­ცე­სი ჯერ­ჯე­რო­ბით მო­ლა­პა­რა­კე­ბის სტა­დი­ა­შია, თუ გა­დავ­წყვი­ტეთ და მშვი­დო­ბაც იქნა, აუ­ცი­ლებ­ლად წავა ან­სამ­ბლი. ანუ მოხ­დე­ბა გად­მო­დე­ბა ამ კონ­ცერ­ტის, თუმ­ცა ზუს­ტად არ ვი­ცით, რა ბედი ეწე­ვა სან­ქცი­ებს", - ამ­ბობს ლელა წიკ­ლა­უ­რი.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, ყოვ­ლად გა­უ­გე­ბა­რია ის აჟი­ო­ტა­ჟი, რაც ან­სამ­ბლის მოს­კოვ­ში შე­საძ­ლო გამ­გზავ­რე­ბას მოჰ­ყვა. წიკ­ლა­უ­რი ამ­ბობს, რომ საპ­რო­ტეს­ტო ტალ­ღის და პე­ტი­ცი­ის უკან კონ­კრე­ტუ­ლი და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ჯგუ­ფი იდგა.

"რა გახ­და "ერი­სი­ო­ნი", რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­დი­ან რუსი მომ­ღერ­ლე­ბი, მსა­ხი­ო­ბე­ბი, და­სე­ბი, ძა­ლი­ან ბევ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბა ტარ­დე­ბა და მა­შინ ნუ შე­მო­ვუშ­ვებთ მათ. ამი­ტომ პო­ლი­ტი­კა და კულ­ტუ­რა უნდა გა­ი­მიჯ­ნოს ერ­თმა­ნე­თის­გან. იქ "ერი­სი­ონს " ელი­ან არა მარ­ტო რუ­სე­ბი, არა­მედ ქარ­თუ­ლი დი­ას­პო­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბიც. ეს არის სხვა ურ­თი­ერ­თო­ბა და მა­შინ, 2008 წელს არა­ვის არ უნდა და­ა­ვი­წყდეს , რომ რო­დე­საც ჩვენს გვა­მებს ჯერ კი­დევ ორ­თქლი ას­დი­ო­და, უკა­რი­ა­ნის სა­ხელ­მწი­ფო ან­სამ­ბლე­ბი, ისე­თე­ბი რო­გო­რიც "ერი­სი­ო­ნი" და "სუ­ხიშ­ვი­ლე­ბი", მარ­თავ­დნენ კონ­ცერ­ტებს რუ­სე­თის სხვა­დას­ხვა ქა­ლა­ქებ­ში", - გა­ნა­ცხა­და წიკ­ლა­ურ­მა.

იხი­ლეთ ვრცლად

"გუ­რია ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"ერისიონის" პიარსამსახური: "სანამ ჩვენს გვამებს ჯერ კიდევ ორთქლი ასდიოდა, უკრაინის ანსამბლები რუსეთში კონცერტებს მართავდნენ"

"ერისიონის" პიარსამსახური: "სანამ ჩვენს გვამებს ჯერ კიდევ ორთქლი ასდიოდა, უკრაინის ანსამბლები რუსეთში კონცერტებს მართავდნენ"

ანსამბლი "ერისიონი" მოსკოვში მაინც გაემგზავრება და 29 ოქტომბერს კონცერტს არა კრემლში, არამედ "კროკუს სითი ჰოლში" გამართავს. ანსამბლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ლელა წიკლაური "გურია ნიუსთან" ამბობს, რომ ოქტომბრის კონცერტი, აპრილში ჩაშლილი კონცერტის სანაცვლოდ ჩატარდება, თუმცა ანსამბლის გამგზავრებაზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ.

"ეს არის ის გადადებული კონცერტი, რადგან გახსოვთ ალბათ, რომ ჩვენ უარი ვთქვით კრემლზე უკრაინისადმი სოლიდარობის გამო. ძალიან სერიოზული და კოლოსალური ჯარიმა იყო. როდესაც მსოფლიოში სიდიდით და რეიტინგით მესამე საკონცერტო დარბაზზე ამბობ უარს, აქ რეპუტაციის შელახვაზეც არის საუბარი. შესაბამისად, გამწარებული საპროდიუსერო კომპანია და მეორე მხარე საუბრობდა მაქსიმალურ ჯარიმაზე. სწორედ ამიტომ მოიძებნა ასეთი გამოსავალი. პროცესი ჯერჯერობით მოლაპარაკების სტადიაშია, თუ გადავწყვიტეთ და მშვიდობაც იქნა, აუცილებლად წავა ანსამბლი. ანუ მოხდება გადმოდება ამ კონცერტის, თუმცა ზუსტად არ ვიცით, რა ბედი ეწევა სანქციებს", - ამბობს ლელა წიკლაური.

მისივე განმარტებით, ყოვლად გაუგებარია ის აჟიოტაჟი, რაც ანსამბლის მოსკოვში შესაძლო გამგზავრებას მოჰყვა. წიკლაური ამბობს, რომ საპროტესტო ტალღის და პეტიციის უკან კონკრეტული დაინტერესებული ჯგუფი იდგა.

"რა გახდა "ერისიონი", როდესაც საქართველოში ჩამოდიან რუსი მომღერლები, მსახიობები, დასები, ძალიან ბევრი ღონისძიება ტარდება და მაშინ ნუ შემოვუშვებთ მათ. ამიტომ პოლიტიკა და კულტურა უნდა გაიმიჯნოს ერთმანეთისგან. იქ "ერისიონს " ელიან არა მარტო რუსები, არამედ ქართული დიასპორის წარმომადგენლებიც. ეს არის სხვა ურთიერთობა და მაშინ, 2008 წელს არავის არ უნდა დაავიწყდეს , რომ როდესაც ჩვენს გვამებს ჯერ კიდევ ორთქლი ასდიოდა, უკარიანის სახელმწიფო ანსამბლები, ისეთები როგორიც "ერისიონი" და "სუხიშვილები", მართავდნენ კონცერტებს რუსეთის სხვადასხვა ქალაქებში", - განაცხადა წიკლაურმა.

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია