მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თაღლითური სქემებით რიგით ადამიანებს სახლ-კარს ართმევენ? - "300 000 ოჯახი ქუჩაში გასაყრელად ჰყავთ გამზადებული"
თაღლითური სქემებით რიგით ადამიანებს სახლ-კარს ართმევენ? - "300 000 ოჯახი ქუჩაში გასაყრელად ჰყავთ გამზადებული"

სა­მა­სი ათა­სი ოჯა­ხი ქუ­ჩა­ში გა­საყ­რე­ლად ჰყავთ გამ­ზა­დე­ბუ­ლი, აქე­დან 100 ათას­ზე მეტ­ზე უკვე აღ­სრუ­ლე­ბაა გა­მო­ტა­ნი­ლი და უსახ­ლკა­როდ დარ­ჩე­ნას დღე-დღე­ზე ელო­დე­ბი­ან", - ეს სა­ში­ნე­ლი ინ­ფორ­მა­ცია ერთ-ერთი სა­ად­ვო­კა­ტო გა­ერ­თი­ა­ნე­ბის ხელ­მძღვა­ნელ­მა და უფ­ლე­ბა­დამ­ცველ­მა და­ვით ჩიხ­ლა­ძემ მოგ­ვა­წო­და. მისი თქმით, სა­ქარ­თვე­ლო­ში შექ­მნი­ლია იპო­თე­კა­რე­ბის­გან, ნო­ტა­რი­უ­სე­ბის­გან, არ­ბიტ­რე­ბის­გან და პრო­კუ­რო­რე­ბის­გან ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი ბან­და, რომ­ლე­ბიც თაღ­ლი­თუ­რი სქე­მე­ბით, რი­გით ადა­მი­ა­ნებს სახლ-კარს არ­თმე­ვენ. ამ და­ნა­შა­უ­ლის­თვის კი პა­სუხს დღეს­დღე­ო­ბით არა­ვის სთხო­ვენ.

და­ვით ჩიხ­ლა­ძე:

- ფი­ნან­სუ­რი და­ნა­შა­უ­ლის უდი­დე­სი წილი სა­ქარ­თვე­ლო­ში იმ ნორ­მებ­ზე მო­დის, რო­მე­ლიც სა­მო­ქა­ლა­ქო კა­ნონ­მდებ­ლო­ბით რე­გუ­ლირ­დე­ბა. ეს გახ­ლავთ იპო­თე­კას­თან და უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის ყიდ­ვა-გა­ყიდ­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბი. მქონ­და საქ­მე, როცა ერთ-ერთ კრე­დი­ტორს, იგი­ვე მე­ვახ­შეს, 14-მდე ბინა ჰქონ­და მო­ტყუ­ე­ბით წარ­თმე­უ­ლი. იპო­თე­კარ­თა გა­სეს­ხე­ბუ­ლი თან­ხე­ბის დიდი ნა­წი­ლი არის შავი ფული, რო­მე­ლიც ლონ­დო­ნის ბირ­ჟი­დან შე­მო­აქვთ წლი­ურ 2 პრო­ცენ­ტად და შემ­დგომ ჩვენს მო­ქა­ლა­ქე­ებ­ზე ყი­დი­ან. ეს მიზ­ნობ­რი­ვად, ხალ­ხის გა­სა­უ­ბე­დუ­რებ­ლად კეთ­დე­ბა, იმი­ტომ რომ მა­ფი­ოზ­მა პი­როვ­ნე­ბებ­მა შე­მო­ი­ტა­ნეს ქვე­ყა­ნა­ში ეს თან­ხე­ბი, მერე თვი­უ­რად 4-3 პო­ცენ­ტში მის­ცეს ვი­ღა­ცას და ისი­ნიც ხალ­ხს კა­ბა­ლურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში აყე­ნე­ბენ. ეს არის არა­გო­ნივ­რუ­ლი სეს­ხე­ბი, რო­მე­ლიც ხალ­ხის და­სა­ღუ­პად არის გან­სა­ზღვრუ­ლი. ერთი მე­ვახ­შე ქალ­ბა­ტო­ნია, რო­მელ­საც თვე­ში მი­ლი­ონ 200 ათა­სი აქვს ბრუნ­ვა, თა­ვად იყო შუ­ა­მა­ვა­ლიც, ორ­ჯერ და­ი­ჭი­რეს, 100-100 ათა­სი გა­და­ახ­დე­ვი­ნეს და დღეს ისევ აგ­რძე­ლებს ამ საქ­მი­ა­ნო­ბას. 340 ბინა აქვს თბი­ლის­ში წარ­თმე­უ­ლი უბე­დუ­რი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის თაღ­ლი­თუ­რად. მიკ­რო­სა­ფი­ნან­სო ბან­კი რომ გახ­სნას ადა­მი­ან­მა, სა­წეს­დე­ბო ფონ­დი 200 ათა­სი მა­ინც უნდა ჰქონ­დეს, შსს-სგან და­დე­ბი­თი პა­სუ­ხი უნდა მი­უ­ვი­დეს, რომ ეკო­ნო­მი­კურ და­ნა­შა­უ­ლებ­ზე ნა­სა­მარ­თლე­ვი არ არის, ოფი­სი უნდა ჰქონ­დეს, მაგ­რამ ეს ხალ­ხი კერ­ძოდ ეწე­ვა ასეთ საქ­მი­ა­ნო­ბას და სუ­ლაც არ სჭირ­დე­ბათ ბან­კის გახ­სნა.

- მათი თაღ­ლი­თუ­რი სქე­მე­ბი რო­გო­რია?!

- ვთქვათ, კერ­ძო პირ­მა მოგ­ცათ სეს­ხი და იხ­დით პრო­ცენტს. როცა ხე­და­ვენ, რომ ბი­ნას ვერ წა­გარ­თმე­ვენ ასე, მაგ­რამ მათ აინ­ტე­რე­სებთ შენი ბინა, ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას სეს­ხზე არ გა­გიგ­რძე­ლე­ბენ, მერე კი მოვა რო­მე­ლი­მე მათ­გა­ნი და გე­ტყვის შვი­ლი და­მი­ჭი­რეს და სას­წრა­ფოდ მჭირ­დე­ბა ფუ­ლიო. რა უნდა ქნა, არ შე­გიძ­ლია და­აბ­რუ­ნო მთე­ლი ფული სას­წრა­ფოდ, ამის მერე მოვ­ლენ შუ­ა­მავ­ლე­ბი და გე­ტყვი­ან, გა­და­ვა­ი­პო­თე­კოთ თან­ხაო. ისი­ნი კვლავ აი­ღე­ბენ სა­შუ­ა­მავ­ლოს, რო­მე­ლიც 5-დან 10 პრო­ცენ­ტამ­დეა. მა­ნამ­დე თუ გა­და­სახ­დე­ლი გქონ­და 10 ათა­სი, გახ­დე­ბა 15 ათა­სი, რად­გან მას­ში შე­დის ახა­ლი სა­შუ­ა­მავ­ლო. ასე გაგ­რძელ­დე­ბა და სა­ბო­ლო­ოდ იღუ­პე­ბა ადა­მი­ა­ნი, კარ­გავს სახ­ლს. იყო ქალ­ბა­ტო­ნი, რო­მელ­საც 7 ათა­სი ჰქონ­და აღე­ბუ­ლი სეს­ხი კერ­ძო მე­ვახ­შის­გან და წე­ლი­წად-ნა­ხე­ვარ­ში 42 ათა­სი გა­უხ­და. შუ­ა­მავ­ლე­ბი და იპო­თე­კა­რე­ბი შეკ­რუ­ლე­ბი არი­ან, ფაქ­ტობ­რი­ვად, ეს არის ერთი დიდი ბან­და. მათ სა­ხელ­მწი­ფოს ხომ უნდა გა­და­უ­ხა­დონ შე­მო­სავ­ლი­დან ფული, მაგ­რამ საქ­მე ისაა, რომ არც ამას არ იხ­დი­ან. ნა­ცი­ო­ნა­ლებს არ­ჩევ­ნე­ბის წინ ფული სჭირ­დე­ბო­დათ და მე­ვახ­შე­ე­ბი და­ი­ჭი­რეს, მაგ­რამ თან­ხა წა­არ­თვეს და გა­მო­უშ­ვეს. მე­ვახ­შე ან ინდმე­წარ­მე უნდა იყოს, ან­დაც ფი­ზი­კუ­რი პირი, მაგ­რამ ამა­საც არა­ვინ აკონ­ტრო­ლებს. აფე­რის­ტე­ბის ბან­დე­ბია, რომ­ლე­ბიც "სი­ტყვა და საქ­მეს" აქ­ტი­უ­რად იყე­ნე­ბენ. მოდი სცა­დეთ, გა­მო­აქ­ვეყ­ნეთ ამ გა­ზეთ­ში რომ ყი­დით ვა­კე­ში ხუ­თო­თა­ხი­ან ბი­ნას და ხართ ერთი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნი. გა­მო­გე­ცხა­დე­ბათ სო­ლი­დუ­რი ცოლ-ქმა­რი, რომ­ლე­ბიც გე­ტყვი­ან, რომ სეს­ხით ყი­დუ­ლო­ბენ ამ ბი­ნას. აუ­ცი­ლებ­ლად მო­ი­ტა­ნენ ნამ­ცხვრებს, ყა­ვას, გა­გი­ში­ნა­ურ­დე­ბი­ან, და­გი­მე­გობ­რდე­ბი­ან და ნდო­ბა­ში შე­მოვ­ლენ. ცხა­დია, თქვენ არ იცით რა სეს­ხზეა სა­უ­ბა­რი. იღე­ბენ კერ­ძო პი­რის­გან თუ ბან­კის­გან. მერე კი, ნდო­ბა­ში რომ შეხ­ვალთ, აღ­მოჩ­ნდე­ბით ნო­ტა­რუ­ის­თან, სა­დაც გე­ტყვი­ან, რომ ბეს და­გი­ტო­ვე­ბენ და უნდა მო­უ­წე­როთ დო­კუ­მენტზე ხელი. თქვენ გგო­ნი­ათ, რომ კარ­გი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან და დო­კუ­მენტს აღარ კი­თხუ­ლობთ. სი­ნამ­დვი­ლე­ში ხელს გა­წე­რი­ნე­ბენ იპო­თე­კა­ზე. თქვე­ნი ბინა თუ ღირს 200 ათა­სი, ის იღებს იქი­დან 60 ათას დო­ლარს, 5-10 ათასს გი­ტო­ვებს და გე­უბ­ნე­ბათ, წა­დით, ბინა ეძე­ბეთ, მა­ნამ­დე კი და­ნარ­ჩენ­საც მოგ­ცემ­თო. სამი თვის მერე პრო­ცენ­ტებ­ზე იპო­თე­კა­რე­ბი თქვენ მო­გა­კი­თხა­ვენ.

- რას ჰქვია მე მო­მა­კი­თხა­ვენ?! პი­რა­დად ასეთ დო­კუ­მენტს ხელს არ მო­ვა­წერ და მას თა­ვი­დან ბო­ლომ­დე წა­ვი­კი­თხავ­დი კარ­გად. ეს რა გუ­ლუბ­რყვი­ლო­ბაა?!

- თქვენ არ მო­უ­წერთ, ქალ­ბა­ტო­ნო, ჟურ­ნა­ლის­ტი ხართ, მაგ­რამ ფაქ­ტია, რომ უწე­რენ ადა­მი­ა­ნე­ბი ხელს ბრმად და ასე­თი საქ­მე­ე­ბიც არის უამ­რა­ვი. ერთ-ერთ მუ­სი­კის მას­წავ­ლე­ბელს მო­ექ­ცნენ ასე და 80 ათას დო­ლარ­ში ჩა­ა­დე­ბი­ნეს იპო­თე­კა­ში 5-ოთა­ხი­ა­ნი ბინა პლე­ხა­ნოვ­ზე. მა­საც ცოლ-ქმა­რი გა­უ­ში­ნა­ურ­და, სო­ლი­დურ ადა­მი­ა­ნე­ბად მო­აჩ­ვე­ნეს თავი და ერთხე­ლაც ნო­ტა­რი­უს ბუ­ბაშ­ვილ­თან აღ­მო­ა­ჩი­ნეს. ნო­ტა­რი­უ­სი ვალ­დე­ბუ­ლია, აუხ­სნას, რაზე აწე­რი­ნე­ბენ ხელს და გა­ნუ­მარ­ტოს, რა შე­დე­გი მოყ­ვე­ბა ამ ხელ­მო­წე­რას, მაგ­რამ მან ეს არ გა­ა­კე­თა და ასეთ დღე­ში ჩა­აგ­დეს ეს ქალ­ბა­ტო­ნი. ეს არის სა­მარ­თლებ­რივ ჩარ­ჩო­ში მოქ­ცე­უ­ლი თაღ­ლი­თო­ბა. ობი­ვა­ტე­ლი ადა­მი­ა­ნი ენ­დო­ბა ვი­ღა­ცას, ნო­ტა­რი­უ­სიც არ გაც­ნობს უფ­ლე­ბებს და გა­წე­რი­ნებს ხელს ისეთ რა­მე­ზე, რო­მელ­ზეც არ უნდა მო­ა­წე­რო, ანუ იუ­რის­ტი თა­ვის მო­ვა­ლე­ო­ბას არ ას­რუ­ლებს. მან უნდა გა­ნუ­მარ­ტოს კლი­ენტს, რომ ნას­ყი­დო­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას კი არა, იპო­თე­კის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას აწე­რი­ნე­ბენ ხელს და ამით შე­იძ­ლე­ბა მან ბინა სა­ერ­თოდ და­კარ­გოს. ბუ­ბაშ­ვილს ამ ქალ­ბა­ტო­ნის­თვის რომ გა­ნე­მარ­ტა ეს სა­კი­თხი, ცხა­დია, ის არ მო­ა­წერ­და ხელს, ანუ მოხ­და სის­ხლის სა­მარ­თლის და­ნა­შა­უ­ლი. სა­მარ­თლებ­რი­ვად თით­ქოს სწო­რია ყვე­ლა­ფე­რი, მაგ­რამ უდი­დე­სი ზი­ა­ნი აქვთ მი­ყე­ნე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის­თვის. გა­რი­გე­ბა, რო­მე­ლიც ზი­ა­ნის მომ­ტა­ნია მე­ო­რე პი­რის­თვის, არის ბა­თი­ლი. გარ­და ამი­სა, არ­სე­ბობს სის­ხლის სა­მარ­თლის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და ასე­თი პი­რე­ბის მი­მართ სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა.

- ასე­თი ფაქ­ტე­ბი კი­დევ თუ გაქვთ?

- დუხუ ქო­ბა­ლია არის რეს­პუბ­ლი­კის დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი მო­ქან­და­კე. ახლა ის უკვე პენ­სი­ო­ნე­რია, მაგ­რამ თა­ვის დრო­ზე ქვეყ­ნის­თვის ბევ­რი კარ­გი საქ­მე აქვს გა­კე­თე­ბუ­ლი. მე­ტე­ხის ეკ­ლე­სი­ის ჯვა­რი მისი შექ­მნი­ლია, ასე­ვე, სა­მე­ბა­ში პატ­რი­არ­ქის დიდი სკა­მი გა­ა­კე­თა. ჯერ კი­დევ კო­მუ­ნის­ტე­ბის დროს, სა­ხელ­მწი­ფომ სა­ჩუქ­რად გა­დას­ცა უზარ­მა­ზა­რი სახ­ლი-სა­ხე­ლოს­ნო, მხატ­ვრე­ბის უბან­ში, რო­მე­ლიც გახ­ლავთ ნუ­ცუ­ბი­ძის მაღ­ლა, გამ­რე­კე­ლის ქუ­ჩა­ზე. 4-სარ­თუ­ლი­ა­ნი სახ­ლია თა­ვი­სი ხე­ხი­ლი­ა­ნი ბა­ღით, აუ­ზით, ეზო­თი და ა.შ. საკ­მა­ოდ ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი ქო­ნე­ბის მე­სა­კუთ­რე იყო, მაგ­რამ 2007 წელს გა­უ­ჭირ­და და გა­და­წყვი­ტა მისი გა­ყიდ­ვა. დუხუ ქო­ბა­ლი­ას დაქ­ვე­ი­თე­ბუ­ლი აქვს მხედ­ვე­ლო­ბა. ერთ თვალ­ში - 30 პრო­ცენ­ტი, მე­ო­რე­ში კი 10 პრო­ცენ­ტი აქვს მხედ­ვე­ლო­ბა. ბი­ნის გა­ყიდ­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის მერე, მას გა­ეც­ნო ვინ­მე და­ვით ძი­ძა­რია. ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში და­ა­მუ­შა­ვა ეს პი­როვ­ნე­ბა იმის­თვის, რომ ად­ვი­ლად მო­ე­ტყუ­ე­ბი­ნა. ბა­ტონ დუ­ხუს პა­ტივს სცემ­დნენ და ნდო­ბა­ში ასე­თი ფორ­მით შე­დი­ოდ­ნენ მას­თან. ამის მერე კი, ღა­მით, 8 სა­ათ­სა და 30 წუთ­ზე წა­იყ­ვა­ნეს ნო­ტა­რი­უს­თან და უთხრეს, აგერ არის ნას­ყი­დო­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა და მას უნდა მო­ა­წე­რო ხე­ლიო. ერთი წელი სახ­ლის ყიდ­ვას იმი­ტომ წე­ლავ­დნენ, რომ ბა­ტონ დუ­ხუს ეუბ­ნე­ბოდ­ნენ, ამ­ჟა­მად ფული არ გვაქვს, მაგ­რამ მალე საკ­მა­ოდ სო­ლი­დურ თან­ხას გა­და­გიხ­დით – 400 ათას დო­ლარ­სო. ნო­ტა­რი­უ­სი გახ­ლდათ თა­მი­ლა გო­გა­ტიშ­ვი­ლი. მას არ გა­ნუ­მარ­ტავს, რომ ბრმა კაცს ხელს ნას­ყი­დო­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­ზე კი არა, იპო­თე­კის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­ზე აწე­რი­ნებ­დნენ. 400 ათას დო­ლა­რი­ან სახ­ლში, იქვე მის­ცეს 7 ათა­სი დო­ლა­რი და უთხრეს, და­ნარ­ჩენს ხვალ მო­გი­ტანთ, რად­გან ამ დროს ბან­კი და­კე­ტი­ლი­აო. ნო­ტა­რი­უს­მა იპო­თე­კის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­ში და­ა­დას­ტუ­რა, თით­ქოს დუხუ ქო­ბა­ლი­ას მისი თან­დას­წრე­ბით 115 ათა­სი დო­ლა­რი აქვს მი­ღე­ბუ­ლი, მაგ­რამ ძი­ძა­რია ამ­ბობს, რომ მხო­ლოდ 7 ათა­სი მის­ცა.

- კი მაგ­რამ, ნო­ტა­რი­უ­სი და ძი­ძა­რია ერ­თმა­ნეთს რა­ტომ და­უ­პი­რის­პირ­დნენ?

- ძი­ძა­რი­ამ მერე და­წე­რა ხელ­წე­რი­ლი, რო­მე­ლიც მე მაქვს. იქ და­ა­ფიქ­სი­რა, რომ მხო­ლოდ 7 ათა­სი მის­ცა და და­ნარ­ჩე­ნი რა­ღაც პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში უნდა მი­ე­ცა, მაგ­რამ ბიზ­ნე­სი ჩა­მიწ­ვა და ვერ გა­და­ვი­ხა­დე. 393 ათა­სი დო­ლა­რი დუხუ ქო­ბა­ლი­ას თვა­ლით არ უნა­ხავს, რად­გან ის მე ავი­ღე იპო­თე­კა­რე­ბის­გან, ვინც გა­ა­სეს­ხა ეს ფუ­ლიო. იპო­თე­კის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­ზე როცა მო­ა­წე­რი­ნეს ხელი ბა­ტონ დუ­ხუს, მთე­ლი თან­ხა მათ აი­ღეს, ნო­ტა­რი­უ­სი კი იტყუ­ე­ბა, ხელ­ში გა­დას­ცა ქო­ბა­ლი­ას 115 ათა­სიო.

- სი­მარ­თლეს რო­მე­ლი ამ­ბობს, ეს ვინ უნდა გა­არ­კვი­ოს?!

- გა­მო­ძი­ე­ბამ, რად­გან ეს უკვე არის სის­ხლის სა­მარ­თლის და­ნა­შა­უ­ლი. ნო­ტა­რი­უსს ამ საქ­მის­თვის უნდა ეგო პა­სუ­ხი. მას უნდა და­ე­ფა­რა ის და­ვა­ლი­ა­ნე­ბა, რა ზა­რა­ლიც მი­ად­გა ქო­ბა­ლი­ას, მაგ­რამ პა­სუ­ხი არა­ვის არ მოს­თხო­ვეს. ძი­ძა­რია კარ­გა ხანს იმა­ლე­ბო­და, მაგ­რამ იპო­ვეს, რის შემ­დე­გაც ასე­თი ხელ­წე­რი­ლი და­წე­რა. გა­მო­ძი­ე­ბის და­წყე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი არის ის, რომ კა­ნო­ნით, ნე­ბის­მი­ე­რი გა­რი­გე­ბა, რომ­ლის ფა­სიც 30 ათას ლარს აღე­მა­ტე­ბა, ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა სა­ხელ­მწი­ფო მო­ნი­ტო­რინგს. სა­ხელ­მწი­ფოს უნდა მო­ეკვლია, ამ ხალ­ხს ეს 115 ათა­სი ლარი სა­ი­დან ჰქონ­და. თუ ეს კა­ნო­ნი­ე­რი შე­მო­სა­ვა­ლი იყო, მა­შინ გა­მო­ვი­დო­და, რომ ის მარ­თლაც შე­იძ­ლე­ბა მი­ე­ცათ ქო­ბა­ლი­ას­თვის, მაგ­რამ თუ ეს ვერ და­დას­ტურ­დე­ბო­და, დამ­ტკიც­დე­ბო­და, რომ ფუ­ლის გა­და­ცე­მის ფაქ­ტიც არ ყო­ფი­ლა. მხო­ლოდ 7 ათა­სი მის­ცეს და ეგ იყო. აღ­მოჩ­ნდე­ბო­და, რომ იპო­თე­კა­რე­ბი, ძი­ძა­რია და ნო­ტა­რი­უ­სე­ბი იყ­ვნენ ერთი თაღ­ლი­თუ­რი ჯგუ­ფის წევ­რე­ბი. ბა­ტო­ნი დუ­ხუს სახ­ლი მათ სას­წრა­ფოდ გა­და­ყი­დეს მე­სა­მე პირ­ზე 100 ათას დო­ლა­რად, რაც კი­დევ ერთი ირი­ბი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბაა იმი­სა, რომ 115 ათა­სი დო­ლა­რი ქო­ბა­ლი­ას­თვის არა­ვის გა­და­უხ­დია, რად­გან 15 ათა­სი დო­ლა­რის და­კარ­გვა­ზე ისი­ნი არ წა­ვი­დოდ­ნენ, თუ ამ ბი­ნა­ში უკვე ჰქონ­დათ გა­დახ­დი­ლი 115 ათა­სი. 100 ათა­სად იმი­ტომ გა­ყი­დეს, რომ თაღ­ლი­თებ­მა უცებ მო­ი­ცი­ლეს ხე­ლი­დან. დღე­ის­თვის არა­ვინ იცის, სად არი­ან ძი­ძა­რია და ის იპო­თე­კა­რე­ბი, რომ­ლებ­მაც ქო­ბა­ლია მო­ა­ტყუ­ეს, ამი­ტო­მაც მივ­მარ­თეთ სა­ხელ­მწი­ფოს. სა­მო­ქა­ლა­ქო სარ­ჩე­ლი რომ აღ­მეძ­რა ამ ხელ­წე­რი­ლის სა­ფუძ­ველ­ზე ძი­ძა­რი­ა­სა და იპო­თე­კა­რე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, სა­სა­მარ­თლო მე­ტყო­და, სად არი­ან მო­პა­სუ­ხე­ე­ბი, ისე წარ­მო­ე­ბა­ში ვერ მი­ვი­ღე­ბო. სა­სა­მარ­თლოს რომც მი­ე­ღო წარ­მო­ე­ბა­ში საქ­მე, აღ­მას­რუ­ლე­ბელს აღ­სრუ­ლე­ბის­თვის ყვე­ლა შემ­თხვე­ვა­ში სჭირ­დე­ბო­და მო­ვა­ლე, ისე ქო­ნე­ბას ვერც აუქ­ცი­ონ­ზე ვერ გა­ი­ტან­და. არ­ბიტ­რა­ჟიც ჩა­ერ­თო ამ საქ­მე­ში, მაგ­რამ კერ­ძო არ­ბიტ­რის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა აუ­ცი­ლებ­ლად უნდა და­ა­დას­ტუ­როს სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლომ, ისე არა­ნა­ი­რი ძალა არ აქვს. სა­აღ­სრუ­ლე­ბო ფურ­ცელს ყვე­ლა შემ­თხვე­ვა­ში სა­სა­მარ­თლო სჭირ­დე­ბა. არ­ბიტ­რაჟს მი­მარ­თეს, მაგ­რამ ახლა გე­ტყვით, რა გა­ა­კე­თა არ­ბიტრმაც. მან პირ­და­პირ სა­კუთ­რე­ბა­ში გა­დას­ცა ეს სახ­ლი იპო­თე­კა­რებს, რაც არა­ნა­ი­რად არ შე­იძ­ლე­ბო­და. იპო­თე­კა­რებ­მა მი­მარ­თეს არ­ბიტ­რაჟს, თით­ქოს დუხუ ქო­ბა­ლია არ იხ­დი­და პრო­ცენ­ტებს. არ­ბიტ­რაჟ­მა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ში ასა­ხა, თით­ქოს ქო­ბა­ლია გა­მო­ცხად­და სა­არ­ბიტ­რა­ჟო პრო­ცეს­ზე და აღი­ა­რა ვა­ლის არ­სე­ბო­ბა, რაც ასე არ ყო­ფი­ლა.

- სი­ნამ­დვი­ლე­ში ქო­ბა­ლია იქ არ გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლა?

- გა­მო­ვი­თხო­ვე სა­არ­ბიტ­რა­ჟო­დან მა­სა­ლე­ბი და უწყე­ბა­ზე, სა­დაც დუხუ ქო­ბა­ლი­ას უნდა ცნო­ბე­ბო­და, რა დღეს იმარ­თე­ბო­და ეს პრო­ცე­სი, ხელი მას მო­წე­რი­ლი არ ჰქონ­და. ასე­ვე, არ არის არც პრო­ცე­სის სხდო­მის ოქმი და არც სა­ტე­ლე­ფო­ნო ზა­რის ამო­ნა­წე­რი შე­სა­ბა­მი­სი ოპე­რა­ტო­რი­დან, რომ­ლი­თაც თით­ქოს და­უ­კავ­შირ­დნენ ბა­ტონ დუ­ხუს. სა­ტე­ლე­ფო­ნო შე­ტყო­ბი­ნე­ბის ოქმი უნდა შედ­გეს, თუ რა დროს შე­ა­ტყო­ბი­ნეს მას ამ სხდო­მის შე­სა­ხებ, მაგ­რამ ეს დო­კუ­მენ­ტე­ბი არ არ­სე­ბობს. გა­მო­დის, რომ არ­ბიტ­რა­ჟიც ჩარ­თუ­ლია ამ თაღ­ლი­თურ სქე­მა­ში და ასე კომ­პლექ­სუ­რად აკე­თე­ბენ საქ­მეს. უა­რესს გე­ტყვით. მივ­მარ­თე პრო­კუ­რა­ტუ­რას. მათ და­ი­ბა­რეს მხო­ლოდ ბა­ტო­ნი დუხუ, რამ­დე­ნი­მე კი­თხვა და­უს­ვეს, მაგ­რამ გა­მომ­ძი­ე­ბელს მა­გი­და­ზე მხო­ლოდ მა­სა­ლე­ბის ნა­წი­ლი ედო, მე­ო­რე ნა­წი­ლი არ ჰქო­ნია და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მან არ იცო­და რაზე იყო სა­უ­ბა­რი. ჩემი აზ­რით, პრო­კუ­რა­ტუ­რა ასე იმი­ტომ მო­იქ­ცა, რომ ამ თაღ­ლი­თურ ჯგუ­ფებს მა­ღა­ლი რან­გის ჩი­ნოვ­ნი­კე­ბი მფარ­ვე­ლო­ბენ ან პრო­კუ­რა­ტუ­რი­დან, ან­დაც უფრო ზე­მო­დან. პრო­კუ­რა­ტუ­რას ეს რომ გა­მო­ე­ძი­ე­ბი­ნა, არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, უფრო მძი­მე კა­ტე­გო­რი­ის და­ნა­შა­ულ­ზე გა­სუ­ლი­ყო.

- ახლა რო­გორ აპი­რებთ ამ საქ­მე­ში სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის მიღ­წე­ვას?

- უკვე გი­თხა­რით, რომ ასე­თი თაღ­ლი­თუ­რი ჯგუ­ფის მიერ უამ­რა­ვი ბი­ნაა და­კარ­გუ­ლი და უამ­რავ ადა­მი­ანს ელის გა­მო­სახ­ლე­ბა. 300 ათა­სი ოჯა­ხია ქუ­ჩა­ში გა­საყ­რე­ლად მზად და აქე­დან 100 ათას­ზე უკვე აღ­სრუ­ლე­ბაა გა­მო­ტა­ნი­ლი, მაგ­რამ არ გა­მი­გია ამ მა­ფი­ო­ზუ­რი ჯგუ­ფე­ბი­დან, ვინც ეს ხალ­ხი ამ დღე­ში ჩა­ყა­რა, ვინ­მე და­ე­პა­ტიმ­რე­ბი­ნოთ. იჭე­რენ შუ­ა­მავ­ლებს ხან­და­ხან და ეგ არის. ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ჯგუ­ფე­ბი კვლავ ხელ­შე­უ­ხე­ბე­ლია.

ერთხელ უკვე მივ­მარ­თე სა­სა­მარ­თლოს, მაგ­რამ იუ­რი­დი­უ­ლი ექ­სპერ­ტი­ზა არ არ­სე­ბობს სა­ქარ­თვე­ლო­ში, რო­მე­ლიც და­ად­გენს, რამ­დე­ნად სა­ფუძ­ვლი­ა­ნია სარ­ჩე­ლი. სა­სა­მარ­თლომ მი­თხრა, რა­ი­მე მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა მო­მი­ტა­ნეო. იდე­ა­ლუ­რი ვა­რი­ან­ტი იქ­ნე­ბო­და, კა­ნო­ნი­ერ ძა­ლა­ში შე­სუ­ლი გა­ნა­ჩე­ნი სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე, ან­დაც პრო­კუ­რო­რე­ბის წი­ნა­შე და­ყე­ნე­ბუ­ლი­ყო გა­ნა­ჩე­ნი, სა­დაც ეწე­რე­ბო­და, რომ ამ პრო­კუ­რო­რებ­მა ჩა­ი­დი­ნეს გულ­გრი­ლო­ბა და ზი­ა­ნი მი­ა­ყე­ნეს მო­ქა­ლა­ქე ქო­ბა­ლი­ას. ასე­ვე, სა­სა­მარ­თლო იღებს სპე­ცი­ა­ლის­ტის დას­კვნას და მას გა­ი­ზი­ა­რებს თუ არა, ესეც და­მო­კი­დე­ბუ­ლია სა­სა­მარ­თლო­ზე. მა­ღა­ლი ხა­რის­ხის მქო­ნე იუ­რის­ტებ­საც შევ­ხვდი, მაგ­რამ, სამ­წუ­ხა­როდ, ამა­ზე ხელი არც მათ მო­მი­წე­რეს. მა­ის­ში უნდა შე­ვი­ტა­ნო გან­ცხა­დე­ბა, რომ პრო­კუ­რო­რე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ აღიძ­რას სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე. არ მაქვს ილუ­ზია, რომ მათ გა­ა­სა­მარ­თლე­ბენ, მაგ­რამ შედმგომ მთელ მა­სა­ლებს ვა­თარ­გმნი­ნებ ინ­გლი­სუ­რად და გა­ე­როს ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვის კო­მი­ტეტ­ში გა­ვაგ­ზავ­ნი. თუ და­დე­ბი­თი დას­კვნა მო­ვი­და იქი­დან, მას გა­მო­ვი­ყე­ნებ რო­გორც მტკი­ცე­ბუ­ლე­ბის სა­ხეს­ხვა­ო­ბას და სარ­ჩელს შე­ი­ტანს ქო­ბა­ლია, სა­ხელ­მწი­ფოს წი­ნა­აღ­მდეგ. უკვე მას მოს­თხოვს 400 ათა­სი დო­ლა­რის ანა­ზღა­უ­რე­ბას, აბა, რა ქნას?!

ანკა ბა­ზე­რაშ­ვი­ლი

გა­ზე­თი "პრე­მი­ე­რი"

ასე­ვე და­გა­ინ­ტე­რე­სებთ: მა­სობ­რი­ვი თაღ­ლი­თო­ბა თბი­ლის­ში "დე­ზინ­ფექ­ცი­ის" სა­ხე­ლით

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

თაღლითური სქემებით რიგით ადამიანებს სახლ-კარს ართმევენ? - "300 000 ოჯახი ქუჩაში გასაყრელად ჰყავთ გამზადებული"

თაღლითური სქემებით რიგით ადამიანებს სახლ-კარს ართმევენ? - "300 000 ოჯახი ქუჩაში გასაყრელად ჰყავთ გამზადებული"

სამასი ათასი ოჯახი ქუჩაში გასაყრელად ჰყავთ გამზადებული, აქედან 100 ათასზე მეტზე უკვე აღსრულებაა გამოტანილი და უსახლკაროდ დარჩენას დღე-დღეზე ელოდებიან", - ეს საშინელი ინფორმაცია ერთ-ერთი საადვოკატო გაერთიანების ხელმძღვანელმა და უფლებადამცველმა დავით ჩიხლაძემ მოგვაწოდა. მისი თქმით, საქართველოში შექმნილია იპოთეკარებისგან, ნოტარიუსებისგან, არბიტრებისგან და პროკურორებისგან ჩამოყალიბებული ბანდა, რომლებიც თაღლითური სქემებით, რიგით ადამიანებს სახლ-კარს ართმევენ. ამ დანაშაულისთვის კი პასუხს დღესდღეობით არავის სთხოვენ.

დავით ჩიხლაძე:

- ფინანსური დანაშაულის უდიდესი წილი საქართველოში იმ ნორმებზე მოდის, რომელიც სამოქალაქო კანონმდებლობით რეგულირდება. ეს გახლავთ იპოთეკასთან და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვასთან დაკავშირებული საქმეები. მქონდა საქმე, როცა ერთ-ერთ კრედიტორს, იგივე მევახშეს, 14-მდე ბინა ჰქონდა მოტყუებით წართმეული. იპოთეკართა გასესხებული თანხების დიდი ნაწილი არის შავი ფული, რომელიც ლონდონის ბირჟიდან შემოაქვთ წლიურ 2 პროცენტად და შემდგომ ჩვენს მოქალაქეებზე ყიდიან. ეს მიზნობრივად, ხალხის გასაუბედურებლად კეთდება, იმიტომ რომ მაფიოზმა პიროვნებებმა შემოიტანეს ქვეყანაში ეს თანხები, მერე თვიურად 4-3 პოცენტში მისცეს ვიღაცას და ისინიც ხალხს კაბალურ მდგომარეობაში აყენებენ. ეს არის არაგონივრული სესხები, რომელიც ხალხის დასაღუპად არის განსაზღვრული. ერთი მევახშე ქალბატონია, რომელსაც თვეში მილიონ 200 ათასი აქვს ბრუნვა, თავად იყო შუამავალიც, ორჯერ დაიჭირეს, 100-100 ათასი გადაახდევინეს და დღეს ისევ აგრძელებს ამ საქმიანობას. 340 ბინა აქვს თბილისში წართმეული უბედური ადამიანებისთვის თაღლითურად. მიკროსაფინანსო ბანკი რომ გახსნას ადამიანმა, საწესდებო ფონდი 200 ათასი მაინც უნდა ჰქონდეს, შსს-სგან დადებითი პასუხი უნდა მიუვიდეს, რომ ეკონომიკურ დანაშაულებზე ნასამართლევი არ არის, ოფისი უნდა ჰქონდეს, მაგრამ ეს ხალხი კერძოდ ეწევა ასეთ საქმიანობას და სულაც არ სჭირდებათ ბანკის გახსნა.

- მათი თაღლითური სქემები როგორია?!

- ვთქვათ, კერძო პირმა მოგცათ სესხი და იხდით პროცენტს. როცა ხედავენ, რომ ბინას ვერ წაგართმევენ ასე, მაგრამ მათ აინტერესებთ შენი ბინა, ხელშეკრულებას სესხზე არ გაგიგრძელებენ, მერე კი მოვა რომელიმე მათგანი და გეტყვის შვილი დამიჭირეს და სასწრაფოდ მჭირდება ფულიო. რა უნდა ქნა, არ შეგიძლია დააბრუნო მთელი ფული სასწრაფოდ, ამის მერე მოვლენ შუამავლები და გეტყვიან, გადავაიპოთეკოთ თანხაო. ისინი კვლავ აიღებენ საშუამავლოს, რომელიც 5-დან 10 პროცენტამდეა. მანამდე თუ გადასახდელი გქონდა 10 ათასი, გახდება 15 ათასი, რადგან მასში შედის ახალი საშუამავლო. ასე გაგრძელდება და საბოლოოდ იღუპება ადამიანი, კარგავს სახლს. იყო ქალბატონი, რომელსაც 7 ათასი ჰქონდა აღებული სესხი კერძო მევახშისგან და წელიწად-ნახევარში 42 ათასი გაუხდა. შუამავლები და იპოთეკარები შეკრულები არიან, ფაქტობრივად, ეს არის ერთი დიდი ბანდა. მათ სახელმწიფოს ხომ უნდა გადაუხადონ შემოსავლიდან ფული, მაგრამ საქმე ისაა, რომ არც ამას არ იხდიან. ნაციონალებს არჩევნების წინ ფული სჭირდებოდათ და მევახშეები დაიჭირეს, მაგრამ თანხა წაართვეს და გამოუშვეს. მევახშე ან ინდმეწარმე უნდა იყოს, ანდაც ფიზიკური პირი, მაგრამ ამასაც არავინ აკონტროლებს. აფერისტების ბანდებია, რომლებიც "სიტყვა და საქმეს" აქტიურად იყენებენ. მოდი სცადეთ, გამოაქვეყნეთ ამ გაზეთში რომ ყიდით ვაკეში ხუთოთახიან ბინას და ხართ ერთი ჩვეულებრივი ადამიანი. გამოგეცხადებათ სოლიდური ცოლ-ქმარი, რომლებიც გეტყვიან, რომ სესხით ყიდულობენ ამ ბინას. აუცილებლად მოიტანენ ნამცხვრებს, ყავას, გაგიშინაურდებიან, დაგიმეგობრდებიან და ნდობაში შემოვლენ. ცხადია, თქვენ არ იცით რა სესხზეა საუბარი. იღებენ კერძო პირისგან თუ ბანკისგან. მერე კი, ნდობაში რომ შეხვალთ, აღმოჩნდებით ნოტარუისთან, სადაც გეტყვიან, რომ ბეს დაგიტოვებენ და უნდა მოუწეროთ დოკუმენტზე ხელი. თქვენ გგონიათ, რომ კარგი ადამიანები არიან და დოკუმენტს აღარ კითხულობთ. სინამდვილეში ხელს გაწერინებენ იპოთეკაზე. თქვენი ბინა თუ ღირს 200 ათასი, ის იღებს იქიდან 60 ათას დოლარს, 5-10 ათასს გიტოვებს და გეუბნებათ, წადით, ბინა ეძებეთ, მანამდე კი დანარჩენსაც მოგცემთო. სამი თვის მერე პროცენტებზე იპოთეკარები თქვენ მოგაკითხავენ.

- რას ჰქვია მე მომაკითხავენ?! პირადად ასეთ დოკუმენტს ხელს არ მოვაწერ და მას თავიდან ბოლომდე წავიკითხავდი კარგად. ეს რა გულუბრყვილობაა?!

- თქვენ არ მოუწერთ, ქალბატონო, ჟურნალისტი ხართ, მაგრამ ფაქტია, რომ უწერენ ადამიანები ხელს ბრმად და ასეთი საქმეებიც არის უამრავი. ერთ-ერთ მუსიკის მასწავლებელს მოექცნენ ასე და 80 ათას დოლარში ჩაადებინეს იპოთეკაში 5-ოთახიანი ბინა პლეხანოვზე. მასაც ცოლ-ქმარი გაუშინაურდა, სოლიდურ ადამიანებად მოაჩვენეს თავი და ერთხელაც ნოტარიუს ბუბაშვილთან აღმოაჩინეს. ნოტარიუსი ვალდებულია, აუხსნას, რაზე აწერინებენ ხელს და განუმარტოს, რა შედეგი მოყვება ამ ხელმოწერას, მაგრამ მან ეს არ გააკეთა და ასეთ დღეში ჩააგდეს ეს ქალბატონი. ეს არის სამართლებრივ ჩარჩოში მოქცეული თაღლითობა. ობივატელი ადამიანი ენდობა ვიღაცას, ნოტარიუსიც არ გაცნობს უფლებებს და გაწერინებს ხელს ისეთ რამეზე, რომელზეც არ უნდა მოაწერო, ანუ იურისტი თავის მოვალეობას არ ასრულებს. მან უნდა განუმარტოს კლიენტს, რომ ნასყიდობის ხელშეკრულებას კი არა, იპოთეკის ხელშეკრულებას აწერინებენ ხელს და ამით შეიძლება მან ბინა საერთოდ დაკარგოს. ბუბაშვილს ამ ქალბატონისთვის რომ განემარტა ეს საკითხი, ცხადია, ის არ მოაწერდა ხელს, ანუ მოხდა სისხლის სამართლის დანაშაული. სამართლებრივად თითქოს სწორია ყველაფერი, მაგრამ უდიდესი ზიანი აქვთ მიყენებული ადამიანისთვის. გარიგება, რომელიც ზიანის მომტანია მეორე პირისთვის, არის ბათილი. გარდა ამისა, არსებობს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა და ასეთი პირების მიმართ სამართლებრივი დევნა.

- ასეთი ფაქტები კიდევ თუ გაქვთ?

- დუხუ ქობალია არის რესპუბლიკის დამსახურებული მოქანდაკე. ახლა ის უკვე პენსიონერია, მაგრამ თავის დროზე ქვეყნისთვის ბევრი კარგი საქმე აქვს გაკეთებული. მეტეხის ეკლესიის ჯვარი მისი შექმნილია, ასევე, სამებაში პატრიარქის დიდი სკამი გააკეთა. ჯერ კიდევ კომუნისტების დროს, სახელმწიფომ საჩუქრად გადასცა უზარმაზარი სახლი-სახელოსნო, მხატვრების უბანში, რომელიც გახლავთ ნუცუბიძის მაღლა, გამრეკელის ქუჩაზე. 4-სართულიანი სახლია თავისი ხეხილიანი ბაღით, აუზით, ეზოთი და ა.შ. საკმაოდ ძვირადღირებული ქონების მესაკუთრე იყო, მაგრამ 2007 წელს გაუჭირდა და გადაწყვიტა მისი გაყიდვა. დუხუ ქობალიას დაქვეითებული აქვს მხედველობა. ერთ თვალში - 30 პროცენტი, მეორეში კი 10 პროცენტი აქვს მხედველობა. ბინის გაყიდვასთან დაკავშირებული განცხადების გამოქვეყნების მერე, მას გაეცნო ვინმე დავით ძიძარია. ერთი წლის განმავლობაში დაამუშავა ეს პიროვნება იმისთვის, რომ ადვილად მოეტყუებინა. ბატონ დუხუს პატივს სცემდნენ და ნდობაში ასეთი ფორმით შედიოდნენ მასთან. ამის მერე კი, ღამით, 8 საათსა და 30 წუთზე წაიყვანეს ნოტარიუსთან და უთხრეს, აგერ არის ნასყიდობის ხელშეკრულება და მას უნდა მოაწერო ხელიო. ერთი წელი სახლის ყიდვას იმიტომ წელავდნენ, რომ ბატონ დუხუს ეუბნებოდნენ, ამჟამად ფული არ გვაქვს, მაგრამ მალე საკმაოდ სოლიდურ თანხას გადაგიხდით – 400 ათას დოლარსო. ნოტარიუსი გახლდათ თამილა გოგატიშვილი. მას არ განუმარტავს, რომ ბრმა კაცს ხელს ნასყიდობის ხელშეკრულებაზე კი არა, იპოთეკის ხელშეკრულებაზე აწერინებდნენ. 400 ათას დოლარიან სახლში, იქვე მისცეს 7 ათასი დოლარი და უთხრეს, დანარჩენს ხვალ მოგიტანთ, რადგან ამ დროს ბანკი დაკეტილიაო. ნოტარიუსმა იპოთეკის ხელშეკრულებაში დაადასტურა, თითქოს დუხუ ქობალიას მისი თანდასწრებით 115 ათასი დოლარი აქვს მიღებული, მაგრამ ძიძარია ამბობს, რომ მხოლოდ 7 ათასი მისცა.

- კი მაგრამ, ნოტარიუსი და ძიძარია ერთმანეთს რატომ დაუპირისპირდნენ?

- ძიძარიამ მერე დაწერა ხელწერილი, რომელიც მე მაქვს. იქ დააფიქსირა, რომ მხოლოდ 7 ათასი მისცა და დანარჩენი რაღაც პერიოდის განმავლობაში უნდა მიეცა, მაგრამ ბიზნესი ჩამიწვა და ვერ გადავიხადე. 393 ათასი დოლარი დუხუ ქობალიას თვალით არ უნახავს, რადგან ის მე ავიღე იპოთეკარებისგან, ვინც გაასესხა ეს ფულიო. იპოთეკის ხელშეკრულებაზე როცა მოაწერინეს ხელი ბატონ დუხუს, მთელი თანხა მათ აიღეს, ნოტარიუსი კი იტყუება, ხელში გადასცა ქობალიას 115 ათასიო.

- სიმართლეს რომელი ამბობს, ეს ვინ უნდა გაარკვიოს?!

- გამოძიებამ, რადგან ეს უკვე არის სისხლის სამართლის დანაშაული. ნოტარიუსს ამ საქმისთვის უნდა ეგო პასუხი. მას უნდა დაეფარა ის დავალიანება, რა ზარალიც მიადგა ქობალიას, მაგრამ პასუხი არავის არ მოსთხოვეს. ძიძარია კარგა ხანს იმალებოდა, მაგრამ იპოვეს, რის შემდეგაც ასეთი ხელწერილი დაწერა. გამოძიების დაწყების საფუძველი არის ის, რომ კანონით, ნებისმიერი გარიგება, რომლის ფასიც 30 ათას ლარს აღემატება, ექვემდებარება სახელმწიფო მონიტორინგს. სახელმწიფოს უნდა მოეკვლია, ამ ხალხს ეს 115 ათასი ლარი საიდან ჰქონდა. თუ ეს კანონიერი შემოსავალი იყო, მაშინ გამოვიდოდა, რომ ის მართლაც შეიძლება მიეცათ ქობალიასთვის, მაგრამ თუ ეს ვერ დადასტურდებოდა, დამტკიცდებოდა, რომ ფულის გადაცემის ფაქტიც არ ყოფილა. მხოლოდ 7 ათასი მისცეს და ეგ იყო. აღმოჩნდებოდა, რომ იპოთეკარები, ძიძარია და ნოტარიუსები იყვნენ ერთი თაღლითური ჯგუფის წევრები. ბატონი დუხუს სახლი მათ სასწრაფოდ გადაყიდეს მესამე პირზე 100 ათას დოლარად, რაც კიდევ ერთი ირიბი მტკიცებულებაა იმისა, რომ 115 ათასი დოლარი ქობალიასთვის არავის გადაუხდია, რადგან 15 ათასი დოლარის დაკარგვაზე ისინი არ წავიდოდნენ, თუ ამ ბინაში უკვე ჰქონდათ გადახდილი 115 ათასი. 100 ათასად იმიტომ გაყიდეს, რომ თაღლითებმა უცებ მოიცილეს ხელიდან. დღეისთვის არავინ იცის, სად არიან ძიძარია და ის იპოთეკარები, რომლებმაც ქობალია მოატყუეს, ამიტომაც მივმართეთ სახელმწიფოს. სამოქალაქო სარჩელი რომ აღმეძრა ამ ხელწერილის საფუძველზე ძიძარიასა და იპოთეკარების წინააღმდეგ, სასამართლო მეტყოდა, სად არიან მოპასუხეები, ისე წარმოებაში ვერ მივიღებო. სასამართლოს რომც მიეღო წარმოებაში საქმე, აღმასრულებელს აღსრულებისთვის ყველა შემთხვევაში სჭირდებოდა მოვალე, ისე ქონებას ვერც აუქციონზე ვერ გაიტანდა. არბიტრაჟიც ჩაერთო ამ საქმეში, მაგრამ კერძო არბიტრის გადაწყვეტილება აუცილებლად უნდა დაადასტუროს სააპელაციო სასამართლომ, ისე არანაირი ძალა არ აქვს. სააღსრულებო ფურცელს ყველა შემთხვევაში სასამართლო სჭირდება. არბიტრაჟს მიმართეს, მაგრამ ახლა გეტყვით, რა გააკეთა არბიტრმაც. მან პირდაპირ საკუთრებაში გადასცა ეს სახლი იპოთეკარებს, რაც არანაირად არ შეიძლებოდა. იპოთეკარებმა მიმართეს არბიტრაჟს, თითქოს დუხუ ქობალია არ იხდიდა პროცენტებს. არბიტრაჟმა გადაწყვეტილებაში ასახა, თითქოს ქობალია გამოცხადდა საარბიტრაჟო პროცესზე და აღიარა ვალის არსებობა, რაც ასე არ ყოფილა.

- სინამდვილეში ქობალია იქ არ გამოცხადებულა?

- გამოვითხოვე საარბიტრაჟოდან მასალები და უწყებაზე, სადაც დუხუ ქობალიას უნდა ცნობებოდა, რა დღეს იმართებოდა ეს პროცესი, ხელი მას მოწერილი არ ჰქონდა. ასევე, არ არის არც პროცესის სხდომის ოქმი და არც სატელეფონო ზარის ამონაწერი შესაბამისი ოპერატორიდან, რომლითაც თითქოს დაუკავშირდნენ ბატონ დუხუს. სატელეფონო შეტყობინების ოქმი უნდა შედგეს, თუ რა დროს შეატყობინეს მას ამ სხდომის შესახებ, მაგრამ ეს დოკუმენტები არ არსებობს. გამოდის, რომ არბიტრაჟიც ჩართულია ამ თაღლითურ სქემაში და ასე კომპლექსურად აკეთებენ საქმეს. უარესს გეტყვით. მივმართე პროკურატურას. მათ დაიბარეს მხოლოდ ბატონი დუხუ, რამდენიმე კითხვა დაუსვეს, მაგრამ გამომძიებელს მაგიდაზე მხოლოდ მასალების ნაწილი ედო, მეორე ნაწილი არ ჰქონია და აქედან გამომდინარე, მან არ იცოდა რაზე იყო საუბარი. ჩემი აზრით, პროკურატურა ასე იმიტომ მოიქცა, რომ ამ თაღლითურ ჯგუფებს მაღალი რანგის ჩინოვნიკები მფარველობენ ან პროკურატურიდან, ანდაც უფრო ზემოდან. პროკურატურას ეს რომ გამოეძიებინა, არ არის გამორიცხული, უფრო მძიმე კატეგორიის დანაშაულზე გასულიყო.

- ახლა როგორ აპირებთ ამ საქმეში სამართლიანობის მიღწევას?

- უკვე გითხარით, რომ ასეთი თაღლითური ჯგუფის მიერ უამრავი ბინაა დაკარგული და უამრავ ადამიანს ელის გამოსახლება. 300 ათასი ოჯახია ქუჩაში გასაყრელად მზად და აქედან 100 ათასზე უკვე აღსრულებაა გამოტანილი, მაგრამ არ გამიგია ამ მაფიოზური ჯგუფებიდან, ვინც ეს ხალხი ამ დღეში ჩაყარა, ვინმე დაეპატიმრებინოთ. იჭერენ შუამავლებს ხანდახან და ეგ არის. ორგანიზებული ჯგუფები კვლავ ხელშეუხებელია.

ერთხელ უკვე მივმართე სასამართლოს, მაგრამ იურიდიული ექსპერტიზა არ არსებობს საქართველოში, რომელიც დაადგენს, რამდენად საფუძვლიანია სარჩელი. სასამართლომ მითხრა, რაიმე მტკიცებულება მომიტანეო. იდეალური ვარიანტი იქნებოდა, კანონიერ ძალაში შესული განაჩენი სისხლის სამართლის საქმეზე, ანდაც პროკურორების წინაშე დაყენებულიყო განაჩენი, სადაც ეწერებოდა, რომ ამ პროკურორებმა ჩაიდინეს გულგრილობა და ზიანი მიაყენეს მოქალაქე ქობალიას. ასევე, სასამართლო იღებს სპეციალისტის დასკვნას და მას გაიზიარებს თუ არა, ესეც დამოკიდებულია სასამართლოზე. მაღალი ხარისხის მქონე იურისტებსაც შევხვდი, მაგრამ, სამწუხაროდ, ამაზე ხელი არც მათ მომიწერეს. მაისში უნდა შევიტანო განცხადება, რომ პროკურორების წინააღმდეგ აღიძრას სისხლის სამართლის საქმე. არ მაქვს ილუზია, რომ მათ გაასამართლებენ, მაგრამ შედმგომ მთელ მასალებს ვათარგმნინებ ინგლისურად და გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში გავაგზავნი. თუ დადებითი დასკვნა მოვიდა იქიდან, მას გამოვიყენებ როგორც მტკიცებულების სახესხვაობას და სარჩელს შეიტანს ქობალია, სახელმწიფოს წინააღმდეგ. უკვე მას მოსთხოვს 400 ათასი დოლარის ანაზღაურებას, აბა, რა ქნას?!

ანკა ბაზერაშვილი

გაზეთი "პრემიერი"

ასევე დაგაინტერესებთ: მასობრივი თაღლითობა თბილისში "დეზინფექციის" სახელით

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია