პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კახი კავსაძე - "რომ არა ბელას სიძლიერე და გაუტეხლობა, არ ვიცი, როგორ ვიცხოვრებდი"
კახი კავსაძე - "რომ არა ბელას სიძლიერე და გაუტეხლობა, არ ვიცი, როგორ ვიცხოვრებდი"

არ ვიცი, რამ­დე­ნი და­მი­ჯე­რებს, რომ ვთქვა, კახი კავ­სა­ძე უთ­ქმე­ლი კა­ცია-მეთ­ქი. ვინც იც­ნობს, იცის, სი­ლა­ღე­შიც და გაბ­რა­ზე­ბა­შიც გვა­რი­ა­ნად ხმა­უ­რი­ა­ნია. მაგ­რამ მა­ინც... ჩემი აზ­რით, ყვე­ლა­ზე მე­ტად უთ­ქმე­ლი და თა­ვის გულ­ში ჩატ­რი­ა­ლე­ბუ­ლი კა­ცია. ამა­ზე პირ­ვე­ლად მა­შინ დავ­ფიქ­რდი, მას­თან, შინ ელ გრე­კოს "მა­ცხოვ­რის" უბ­რა­ლო ასლი რომ ვნა­ხე, მაგ­რამ იმ ია­ფ­ფა­სი­ა­ნი ანა­ბეჭ­დი­და­ნაც კი ადა­მი­ა­ნურ ტკი­ვილ­ში გა­მოვ­ლი­ლი და ზე­ცით გან­მსჭვა­ლუ­ლი ადა­მი­ა­ნო­ბის გან­ცდა მო­დი­ო­და... სწო­რედ ამ გან­ცდის გამო ჰქონ­და ყვე­ლა­ზე თვალ­სა­ჩი­ნო ად­გი­ლას გა­მო­ფე­ნი­ლი, სა­კუ­თარ სულ­სა და გრძნო­ბა­ში, ხე­ლოვ­ნე­ბა­ში გა­აზ­რე­ბუ­ლი ელ გრე­კო­სე­უ­ლი ექ­სპრე­სი­უ­ლი მა­ცხოვ­რის სახე. ფრთხი­ლად ვკი­თხე, ელ გრე­კო გიყ­ვართ-მეთ­ქი? ისე მი­პა­სუ­ხა, ერთი ვიწ­რო სარ­კმე­ლიც არ გა­მო­მი­ღო სა­კუ­თა­რი თა­ვის­კენ:

- მიყ­ვარს.

კი­დევ ვცა­დე... იქ­ნებ ერთი ფრა­ზით მეტი მა­ინც დას­ცდეს-მეთ­ქი. ის კი ჩვე­უ­ლი ომა­ხი­ა­ნო­ბით იხ­სე­ნებ­და რა­ღაც ძა­ლი­ან ძველ ამ­ბავს, წინ რამ­დე­ნი­მე შავ-თეთ­რი ფოტო ეწყო. იცი­ნო­და, ხუმ­რობ­და...

გავ­ჩუმ­დი.

გა­ჩუმ­და.

და ცოტა ხნის შემ­დეგ, თით­ქოს სულ შემ­თხვე­ვით გახ­სე­ნე­ბულ მე­ლო­დი­ა­სა­ვით, სხვა გან­წყო­ბა­ზე გა­დარ­თულ­მა თქვა: მე ჰო­რო­ვი­ცის­ტი ვარ (ვლა­დი­მირ ჰო­რო­ვი­ცი - პი­ა­ნის­ტი, მსოფ­ლი­ოს ერთ-ერთი უდი­დე­სი მუ­სი­კო­სი, უკ­რა­ი­ნა­ში და­ბა­დე­ბუ­ლი ებ­რა­ე­ლი, რო­მე­ლიც ამე­რი­კა­ში წა­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად). ჩემს ახ­ლობ­ლებ­ში კი ბევ­რნი არი­ან რიხ­ტე­რის­ტე­ბი (სვი­ა­ტოს­ლავ რიხ­ტე­რი - პი­ა­ნის­ტი, მსოფ­ლი­ოს ერთ-ერთი უდი­დე­სი შემ­სრუ­ლე­ბე­ლი), ხში­რად მე­კა­მა­თე­ბი­ან, რიხ­ტე­რი უფრო ღრმა­აო... კარ­გი, რა!

ზუს­ტად ვერ მივ­ხვდი, ელ გრე­კოს ხსე­ნე­ბა­ზე რა ამო­უ­ტივ­ტივ­და მეხ­სი­ე­რე­ბა­ში: ჰო­რო­ვი­ცის შეს­რუ­ლე­ბუ­ლი რახ­მა­ნი­ნო­ვი, შო­პე­ნი, ბე­თჰო­ვე­ნი, შუ­მა­ნი... ისე უპა­სუ­ხა ჩემს ფიქ­რს, თით­ქოს ხმა­მაღ­ლა მე­კი­თხა მის­თვის რამე:

- ამას წი­ნათ, რა­დი­ო­ში ორ­კესტრი უკ­რავს, რა­ღაც სხვა­ნა­ი­რად უკ­რავს ჩა­ი­კოვ­სკის კონ­ცერტს. მეჩ­ქა­რე­ბა, მაგ­რამ ვერ მოვ­შორ­დი, სა­ნამ ბო­ლომ­დე არ ჩა­ვი­და. რა გა­ირ­კვა: ას­რუ­ლებ­და ინ­გლი­სის ფი­ლარ­მო­ნი­ის ორ­კესტრი, დი­რი­ჟო­რი არ­ტუ­რო ტოს­კა­ნი­ნი და სო­ლის­ტი ჰო­რო­ვი­ცი. წუთ­ში მივ­ხვდი, გან­სა­კუთ­რე­ბულ შემ­სრუ­ლე­ბელ­თან მქონ­და საქ­მე...

ტე­ლე­ფო­ნი რე­კავს: - ისევ შეხ­ვედ­რა? რა ამ­ბა­ვია?! აღარ უნდა ხალ­ხს ამ­დე­ნი კავ­სა­ძე! - ისევ ხმა­უ­რი, ისევ მიწ­ვე­ვა, მე­გობ­რე­ბი, ლაღი ხუმ­რო­ბა, ზოგ­ჯერ სიბ­რა­ზე და გა­ცე­ცხლე­ბაც. ზე­და­პირ­ზე რომ ჩანს, ის კახი კავ­სა­ძეა... ისე კი... ისე, ხომ გი­თხა­რით, უთ­ქმე­ლი, თა­ვის გულ­ში ჩატ­რი­ა­ლე­ბუ­ლი კა­ცია-მეთ­ქი.

და რაკი სა­უ­ბარს ისე ვი­წერ­დი, რომ უფრო ხმა­მა­ღალ ფიქ­რს ჰგავ­და, ვიდ­რე ინ­ტერ­ვი­უს, ფიქ­რე­ბად­ვე შე­მოგ­თა­ვა­ზებთ...

წარ­მა­ტე­ბუ­ლი და ბედ­ნი­ე­რი

არ მიკ­ვირს, თუ ვინ­მეს წარ­მა­ტე­ბუ­ლი და ბედ­ნი­ე­რი ვგო­ნი­ვარ. ისე­თი პრო­ფე­სია მაქვს, ვჩან­ვარ, სხვა არა­ფე­რი...

თქვენ რას ეძა­ხით წარ­მა­ტე­ბას? დღე­საც იმა­ვეს ვფიქ­რობ, რა­საც ადრე - მსა­ხი­ობს თუ შე­უძ­ლია სი­ხა­რუ­ლი მი­ა­ნი­ჭოს სა­ზო­გა­დო­ე­ბას, ბედ­ნი­ე­რე­ბაა. რაც მეტ სი­ხა­რულს მი­ა­ნი­ჭებ, მით უკე­თე­სი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი დად­გე­ბი. მაგ­რამ ზოგ­ჯერ მეჩ­ვე­ნე­ბა, რომ არა­ფე­რი გა­მი­კე­თე­ბია. ფილ­მს რომ ვუ­ყუ­რებ, ვამ­ბობ, ეს რა უბე­დუ­რე­ბაა-მეთ­ქი. კი­დევ კარ­გი, ჩემს თავს სცე­ნა­ზე ვერ ვუ­ყუ­რებ.

სად არის ბედ­ნი­ე­რე­ბა? - რთუ­ლია, ამა­ზე გი­პა­სუ­ხოთ. იცით, რას გე­ტყვით? არ მი­ნა­ხავს ბედ­ნი­ე­რი კაცი. მდი­და­რი რომ ხარ - ბედ­ნი­ე­რი ხარ? მეფე რომ ხარ, ბედ­ნი­ე­რი ხარ? არ არის ეგრე...

რამ­დე­ნი ენერ­გია და ნერ­ვე­ბი მი­აქვს როლ­ზე მუ­შა­ო­ბას! როცა როლს მაძ­ლე­ვენ, პირ­ვე­ლი, რაც თავ­ში გა­მივ­ლის, ეს არის - "არა"! კი­თხვა: მო­ვე­რე­ვი? - ტვინს მტკენს. ვიდ­რე როლი ჩემი გახ­დე­ბა, ჯო­ჯო­ხე­თია, რა! ერთხელ, ახა­ლი მო­სუ­ლი ვართ თე­ატ­რში, ჩა­მო­ვარ­და ლა­პა­რა­კი შემ­თხვე­ვი­თო­ბა­ზე. ით­ქვა, ზოგ­ჯერ შემ­თხვე­ვით მოხ­ვდე­ბა კაცი თე­ატ­რში და ვე­ღარ მი­დი­სო. კახი აქ შემ­თხვე­ვით არის მოხ­ვედ­რი­ლიო, - თქვა უცებ მი­ხე­ილ თუ­მა­ნიშ­ვილ­მა, - რა უნდა კა­ხის აქ, შე­იძ­ლე­ბო­და ყო­ფი­ლი­ყო მშვე­ნი­ე­რი ექი­მი, ინ­ჟი­ნე­რიო. გავ­შრი. ამ დროს ისე მიყ­ვარს თე­ატ­რი, გა­და­ვარ­დნი­ლი ვარ შიგ.

ბი­ჭე­ბი მიხ­ვდნენ, გული გა­მის­კდე­ბო­და ტკი­ვი­ლით. შე­მომ­ხე­დეს. ვუ­თხა­რი: ბა­ტო­ნო მიშა, მე შემ­თხვე­ვით არ ვარ მოხ­ვედ­რი­ლი. მთე­ლი ჩემი ჯიში და მოდ­გმა არ­ტის­ტე­ბი იყ­ვნენ, მომ­ღერ­ლე­ბი, შემ­სრუ­ლებ­ლე­ბი. ისეთ სახ­ლში და­ვი­ბა­დე, სა­დაც ცხოვ­რობ­დნენ ცე­ცი­ლია წუ­წუ­ნა­ვა, ალექ­სან­დრე წუ­წუ­ნა­ვა, ვა­სა­ძე, ხო­რა­ვა... შემ­თხვე­ვით თქვენ მოხ­ვდით თე­ატ­რში - ჯა­რი­დან, მაგ­რამ ეს იყო ძა­ლი­ან კარ­გი შემ­თხვე­ვი­თო­ბა-მეთ­ქი. და წა­ვე­დი.

მას მერე სხვა­ნა­ი­რად გან­ვი­თარ­და ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა...

ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი - ბელა...

ერთხელ, ორი სე­ზო­ნი იყო, ირაკ­ლის და ნა­ნუ­კას ხილი ვერ ვა­ჭა­მე. ნა­ნუ­კა 8 წლის იყო, ირაკ­ლი - 4 წლის. დიდი გა­ჭირ­ვე­ბა იყო. კი­დევ კარ­გი, კი­ნო­ში მა­ინც მი­ღებ­დნენ... ოჯახ­ში ერ­თა­დერ­თი ბელა იყო ყვე­ლა­ზე მა­გა­რი. სი­ხა­რუ­ლიც ეგ იყო და იმე­დის მომ­ცე­მიც. ყვე­ლა­ზე მე­ტად მა­ნად­გუ­რებ­და ის, როცა ძმა­კაცს დახ­მა­რე­ბა სჭირ­დე­ბო­და და ვერ ვეხ­მა­რე­ბო­დი. ახლა ყო­ველ­თვის მაქვს ფული, რომ შე­ვე­წიო ვინ­მეს. ნეტა ად­რეც მქო­ნო­და! რომ არა ბე­ლას სიძ­ლი­ე­რე და გა­უ­ტეხ­ლო­ბა, არ ვიცი, რო­გორ ვი­ცხოვ­რებ­დი. მე­უბ­ნე­ბი­ან, თქვენ გქონ­დათ გა­მორ­ჩე­უ­ლი სიყ­ვა­რუ­ლიო... ჩვენ არ­ტის­ტე­ბი ვართ და ჩვე­ნი სიყ­ვა­რუ­ლი ჩან­და, თო­რემ სა­ქარ­თვე­ლო სი­ძულ­ვილ­მა კი არ შე­მო­ი­ნა­ხა... არ­ტის­ტი თუ ცუდს ჩა­ი­დენს, ისიც მაგ­რად ჩანს. ჩვე­ნი ყვე­ლა­ფე­რი ჩანს. ჰოდა, ჩვე­ნი სიყ­ვა­რუ­ლიც ჩან­და...

იხი­ლეთ სრუ­ლად kvirispalitra.ge-ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

კახი კავსაძე - "რომ არა ბელას სიძლიერე და გაუტეხლობა, არ ვიცი, როგორ ვიცხოვრებდი"

კახი კავსაძე - "რომ არა ბელას სიძლიერე და გაუტეხლობა, არ ვიცი, როგორ ვიცხოვრებდი"

არ ვიცი, რამდენი დამიჯერებს, რომ ვთქვა, კახი კავსაძე უთქმელი კაცია-მეთქი. ვინც იცნობს, იცის, სილაღეშიც და გაბრაზებაშიც გვარიანად ხმაურიანია. მაგრამ მაინც... ჩემი აზრით, ყველაზე მეტად უთქმელი და თავის გულში ჩატრიალებული კაცია. ამაზე პირველად მაშინ დავფიქრდი, მასთან, შინ ელ გრეკოს "მაცხოვრის" უბრალო ასლი რომ ვნახე, მაგრამ იმ იაფფასიანი ანაბეჭდიდანაც კი ადამიანურ ტკივილში გამოვლილი და ზეცით განმსჭვალული ადამიანობის განცდა მოდიოდა... სწორედ ამ განცდის გამო ჰქონდა ყველაზე თვალსაჩინო ადგილას გამოფენილი, საკუთარ სულსა და გრძნობაში, ხელოვნებაში გააზრებული ელ გრეკოსეული ექსპრესიული მაცხოვრის სახე. ფრთხილად ვკითხე, ელ გრეკო გიყვართ-მეთქი? ისე მიპასუხა, ერთი ვიწრო სარკმელიც არ გამომიღო საკუთარი თავისკენ:

- მიყვარს.

კიდევ ვცადე... იქნებ ერთი ფრაზით მეტი მაინც დასცდეს-მეთქი. ის კი ჩვეული ომახიანობით იხსენებდა რაღაც ძალიან ძველ ამბავს, წინ რამდენიმე შავ-თეთრი ფოტო ეწყო. იცინოდა, ხუმრობდა...

გავჩუმდი.

გაჩუმდა.

და ცოტა ხნის შემდეგ, თითქოს სულ შემთხვევით გახსენებულ მელოდიასავით, სხვა განწყობაზე გადართულმა თქვა: მე ჰოროვიცისტი ვარ (ვლადიმირ ჰოროვიცი - პიანისტი, მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი მუსიკოსი, უკრაინაში დაბადებული ებრაელი, რომელიც ამერიკაში წავიდა საცხოვრებლად). ჩემს ახლობლებში კი ბევრნი არიან რიხტერისტები (სვიატოსლავ რიხტერი - პიანისტი, მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი შემსრულებელი), ხშირად მეკამათებიან, რიხტერი უფრო ღრმააო... კარგი, რა!

ზუსტად ვერ მივხვდი, ელ გრეკოს ხსენებაზე რა ამოუტივტივდა მეხსიერებაში: ჰოროვიცის შესრულებული რახმანინოვი, შოპენი, ბეთჰოვენი, შუმანი... ისე უპასუხა ჩემს ფიქრს, თითქოს ხმამაღლა მეკითხა მისთვის რამე:

- ამას წინათ, რადიოში ორკესტრი უკრავს, რაღაც სხვანაირად უკრავს ჩაიკოვსკის კონცერტს. მეჩქარება, მაგრამ ვერ მოვშორდი, სანამ ბოლომდე არ ჩავიდა. რა გაირკვა: ასრულებდა ინგლისის ფილარმონიის ორკესტრი, დირიჟორი არტურო ტოსკანინი და სოლისტი ჰოროვიცი. წუთში მივხვდი, განსაკუთრებულ შემსრულებელთან მქონდა საქმე...

ტელეფონი რეკავს: - ისევ შეხვედრა? რა ამბავია?! აღარ უნდა ხალხს ამდენი კავსაძე! - ისევ ხმაური, ისევ მიწვევა, მეგობრები, ლაღი ხუმრობა, ზოგჯერ სიბრაზე და გაცეცხლებაც. ზედაპირზე რომ ჩანს, ის კახი კავსაძეა... ისე კი... ისე, ხომ გითხარით, უთქმელი, თავის გულში ჩატრიალებული კაცია-მეთქი.

და რაკი საუბარს ისე ვიწერდი, რომ უფრო ხმამაღალ ფიქრს ჰგავდა, ვიდრე ინტერვიუს, ფიქრებადვე შემოგთავაზებთ...

წარმატებული და ბედნიერი

არ მიკვირს, თუ ვინმეს წარმატებული და ბედნიერი ვგონივარ. ისეთი პროფესია მაქვს, ვჩანვარ, სხვა არაფერი...

თქვენ რას ეძახით წარმატებას? დღესაც იმავეს ვფიქრობ, რასაც ადრე - მსახიობს თუ შეუძლია სიხარული მიანიჭოს საზოგადოებას, ბედნიერებაა. რაც მეტ სიხარულს მიანიჭებ, მით უკეთესი პროფესიონალი დადგები. მაგრამ ზოგჯერ მეჩვენება, რომ არაფერი გამიკეთებია. ფილმს რომ ვუყურებ, ვამბობ, ეს რა უბედურებაა-მეთქი. კიდევ კარგი, ჩემს თავს სცენაზე ვერ ვუყურებ.

სად არის ბედნიერება? - რთულია, ამაზე გიპასუხოთ. იცით, რას გეტყვით? არ მინახავს ბედნიერი კაცი. მდიდარი რომ ხარ - ბედნიერი ხარ? მეფე რომ ხარ, ბედნიერი ხარ? არ არის ეგრე...

რამდენი ენერგია და ნერვები მიაქვს როლზე მუშაობას! როცა როლს მაძლევენ, პირველი, რაც თავში გამივლის, ეს არის - "არა"! კითხვა: მოვერევი? - ტვინს მტკენს. ვიდრე როლი ჩემი გახდება, ჯოჯოხეთია, რა! ერთხელ, ახალი მოსული ვართ თეატრში, ჩამოვარდა ლაპარაკი შემთხვევითობაზე. ითქვა, ზოგჯერ შემთხვევით მოხვდება კაცი თეატრში და ვეღარ მიდისო. კახი აქ შემთხვევით არის მოხვედრილიო, - თქვა უცებ მიხეილ თუმანიშვილმა, - რა უნდა კახის აქ, შეიძლებოდა ყოფილიყო მშვენიერი ექიმი, ინჟინერიო. გავშრი. ამ დროს ისე მიყვარს თეატრი, გადავარდნილი ვარ შიგ.

ბიჭები მიხვდნენ, გული გამისკდებოდა ტკივილით. შემომხედეს. ვუთხარი: ბატონო მიშა, მე შემთხვევით არ ვარ მოხვედრილი. მთელი ჩემი ჯიში და მოდგმა არტისტები იყვნენ, მომღერლები, შემსრულებლები. ისეთ სახლში დავიბადე, სადაც ცხოვრობდნენ ცეცილია წუწუნავა, ალექსანდრე წუწუნავა, ვასაძე, ხორავა... შემთხვევით თქვენ მოხვდით თეატრში - ჯარიდან, მაგრამ ეს იყო ძალიან კარგი შემთხვევითობა-მეთქი. და წავედი.

მას მერე სხვანაირად განვითარდა ჩვენი ურთიერთობა...

ყველაზე ძლიერი - ბელა...

ერთხელ, ორი სეზონი იყო, ირაკლის და ნანუკას ხილი ვერ ვაჭამე. ნანუკა 8 წლის იყო, ირაკლი - 4 წლის. დიდი გაჭირვება იყო. კიდევ კარგი, კინოში მაინც მიღებდნენ... ოჯახში ერთადერთი ბელა იყო ყველაზე მაგარი. სიხარულიც ეგ იყო და იმედის მომცემიც. ყველაზე მეტად მანადგურებდა ის, როცა ძმაკაცს დახმარება სჭირდებოდა და ვერ ვეხმარებოდი. ახლა ყოველთვის მაქვს ფული, რომ შევეწიო ვინმეს. ნეტა ადრეც მქონოდა! რომ არა ბელას სიძლიერე და გაუტეხლობა, არ ვიცი, როგორ ვიცხოვრებდი. მეუბნებიან, თქვენ გქონდათ გამორჩეული სიყვარულიო... ჩვენ არტისტები ვართ და ჩვენი სიყვარული ჩანდა, თორემ საქართველო სიძულვილმა კი არ შემოინახა... არტისტი თუ ცუდს ჩაიდენს, ისიც მაგრად ჩანს. ჩვენი ყველაფერი ჩანს. ჰოდა, ჩვენი სიყვარულიც ჩანდა...

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია