მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
პოლიტიკა
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
9 აპრილი და ფეხმძიმე გოგონას გმირობა - "ისეთი სიტუაცია იყო, შინ რა გააჩერებდა?!.."
9 აპრილი და ფეხმძიმე გოგონას გმირობა - "ისეთი სიტუაცია იყო, შინ რა გააჩერებდა?!.."

9 აპ­რი­ლის ღა­მეს 20 ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა, უფრო სწო­რად - 21, რად­გან ერთ-ერთი და­ღუ­პუ­ლი ექ­ვსი თვის ფეხ­მძი­მე გახ­ლდათ. ელი­სო ჭი­პაშ­ვი­ლი 24 წლის იყო და რუ­სუ­ლი სპეც­რაზ­მის მიერ ჰა­ერ­ში გაშ­ვე­ბულ­მა მომ­წამ­ვლელ­მა აირ­მა გა­გუ­და... 9 აპ­რი­ლის ტრა­გე­დი­ას და ელი­სოს, მისი ძმა, ვახ­ტანგ ჭი­პაშ­ვი­ლი "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში ასე იხ­სე­ნებს:

"ჩემ­ზე ხუთი წლით უმ­ცრო­სი იყო. ვერ­ცხლის­წყა­ლი­ვით გოგო, ვე­რაფ­რით გა­ა­ჩე­რებ­დი. ბავ­შვო­ბა­შიც ძა­ლი­ან ცელ­ქი იყო, მე კი პი­რი­ქით - წყნა­რი და მორ­ჩი­ლი. იმ ღა­მით ერ­თად არ ვყო­ფილ­ვართ. ჩემი მე­გო­ბა­რი - გოგი მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი მეხ­ვე­წე­ბო­და, რუს­თა­ველ­ზე წა­ვი­დეთ, იქ ხდე­ბა ყვე­ლა­ფე­რიო, მაგ­რამ არ წავ­ყე­ვი. ეს ბე­დის­წე­რა იყო. შე­იძ­ლე­ბა, იმ­დენ ხალ­ხში ვერც მე­ნა­ხა, მაგ­რამ... ხომ შე­იძ­ლე­ბო­და, მე­ნა­ხა და გა­და­მერ­ჩი­ნა?!"

- ელი­სო მა­შინ 6 თვის ფეხ­მძი­მე იყო. რო­გორ ძლებ­და მი­ტინ­გებ­ზე?

- რო­გორ ძლებ­და კი არა, ისე­თი ენერ­გი­უ­ლი იყო, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ფეხ­მძი­მედ რომ არ ყო­ფი­ლი­ყო, იმ სა­ში­ნე­ლე­ბა­საც და­აღ­წევ­და თავს. მი­ტინ­გებ­ზე სი­ა­რულს ვერ და­ვუშ­ლი­დი, რად­გან გა­თხო­ვი­ლი იყო და თა­ვი­სი საქ­მის თვი­თონ იცო­და. თუმ­ცა ერთხელ, რუს­თა­ველ­ზე რომ შემ­ხვდა, ვუ­თხა­რი: აქ რა გინ­და? შინ წადი და თავს მი­ხე­დე-მეთ­ქი... თუმ­ცა, მა­შინ ისე­თი სი­ტუ­ა­ცია იყო, შინ რა გა­ა­ჩე­რებ­და?!

- ელი­სოს გარ­დაც­ვა­ლე­ბის ამ­ბა­ვი ვინ შე­გა­ტყო­ბი­ნათ?

- ეს 9 აპ­რი­ლის დი­ლას გა­ვი­გე. შინ და­მი­რე­კეს - მგო­ნი, მუ­ცე­ლი მო­ე­შა­ლა და რეს­პუბ­ლი­კურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში წევ­სო. იქა­უ­რი თა­ნამ­შრო­მე­ლი ქა­ლე­ბის ლა­პა­რაკს მოვ­კა­რი ყური, ელი­სოს სა­ხე­ლი და გვა­რი ახ­სე­ნეს. მივ­ვარ­დი - რა მოხ­და-მეთ­ქი? წამ­ში შე­მო­მე­ფანტნენ. მა­შინ კი ვი­ეჭ­ვე, რა­ღაც უბე­დუ­რე­ბაა ჩვენს თავს-მეთ­ქი. ამა­სო­ბა­ში, ჩემი მე­გობ­რე­ბიც მოც­ვივ­დნენ. ამის შემ­დეგ ახა­ლი სა­ტან­ჯვე­ლი და­ი­წყო - გვამს ვერ ვპო­უ­ლობ­დით. რეს­პუბ­ლი­კუ­რის მორ­გში არ აღ­მოჩ­ნდა... გაგ­ვიშ­ვეს "არა­მი­ანცში". იქამ­დე ძლივს მი­ვაღ­წი­ეთ: ქუ­ჩე­ბი, ხი­დე­ბი, უბ­ნე­ბი რუ­სე­ბის ტან­კე­ბით იყო სავ­სე და ყო­ველ ფე­ხის ნა­ბიჯ­ზე რუსი ჯა­რის­კა­ცე­ბი გვა­ჩე­რებ­დნენ. ამის მოთ­მე­ნა არ გინ­დო­და?!

ერ­თმა გა­მა­ჩე­რა და მარ­თვის მოწ­მო­ბა და ტექპას­პორ­ტი მომ­თხო­ვა. მა­მა­ჩე­მის მან­ქა­ნით დავ­დი­ო­დი და მინ­დო­ბი­ლო­ბა მქონ­და. ჯა­რის­კა­ცი მე­უბ­ნე­ბა, - თქვენს მინ­დო­ბი­ლო­ბას ვადა გა­უ­ვი­დაო. კი­ნა­ღამ გავ­გიჟ­დი. მერე ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა უთხრა: ასეთ საქ­მე­ზე დავ­დი­ვართ, რა დროს მინ­დო­ბი­ლო­ბა­აო?! სხვა­თა შო­რის, იო­ლად გაგ­ვიშ­ვა. ბო­ლოს და ბო­ლოს, გვამს "არა­მი­ან­ცის" მორ­გში მი­ვაკ­ვლი­ეთ...

ძლივს ვი­ცა­ნი, რად­გან ჩემს დას მოგ­რძო სახე ჰქონ­და და მომ­წამ­ვლე­ლი აი­რის­გან სულ გა­სი­ე­ბო­და, დამ­რგვა­ლე­ბო­და. და­ჩე­ხე­სო, - ასე­თი ინ­ფორ­მა­ცი­აც გა­ავ­რცე­ლეს, მაგ­რამ ჭრი­ლო­ბა სა­ერ­თოდ არ ჰქო­ნია, აი­რით იყო გა­გუ­დუ­ლი. გვა­მი არ გა­მოგ­ვა­ტა­ნეს, ექ­სპერ­ტი­ზა უნდა ჩა­უ­ტარ­დე­სო. რა­ღას ვი­ზამ­დით? ოღონდ სი­მარ­თლე დად­გე­ნი­ლი­ყო და...

იხი­ლეთ სრუ­ლად kvirispalitra.ge-ზე

ობივატელი
0

9 აპრილოის მიმართ დღემდე ილუზიებში ვართ--დროა ამ დღესთან დაკავშირებით ითქვას რეალური სიმართლე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ნიკა მელია სასამართლო სხდომაზე გამოცხადებას და გირაოს გადახდას არ აპირებს
ავტორი:

9 აპრილი და ფეხმძიმე გოგონას გმირობა - "ისეთი სიტუაცია იყო, შინ რა გააჩერებდა?!.."

9 აპრილი და ფეხმძიმე გოგონას გმირობა - "ისეთი სიტუაცია იყო, შინ რა გააჩერებდა?!.."

9 აპრილის ღამეს 20 ადამიანი გარდაიცვალა, უფრო სწორად - 21, რადგან ერთ-ერთი დაღუპული ექვსი თვის ფეხმძიმე გახლდათ. ელისო ჭიპაშვილი 24 წლის იყო და რუსული სპეცრაზმის მიერ ჰაერში გაშვებულმა მომწამვლელმა აირმა გაგუდა... 9 აპრილის ტრაგედიას და ელისოს, მისი ძმა, ვახტანგ ჭიპაშვილი "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში ასე იხსენებს:

"ჩემზე ხუთი წლით უმცროსი იყო. ვერცხლისწყალივით გოგო, ვერაფრით გააჩერებდი. ბავშვობაშიც ძალიან ცელქი იყო, მე კი პირიქით - წყნარი და მორჩილი. იმ ღამით ერთად არ ვყოფილვართ. ჩემი მეგობარი - გოგი მაჭავარიანი მეხვეწებოდა, რუსთაველზე წავიდეთ, იქ ხდება ყველაფერიო, მაგრამ არ წავყევი. ეს ბედისწერა იყო. შეიძლება, იმდენ ხალხში ვერც მენახა, მაგრამ... ხომ შეიძლებოდა, მენახა და გადამერჩინა?!"

- ელისო მაშინ 6 თვის ფეხმძიმე იყო. როგორ ძლებდა მიტინგებზე?

- როგორ ძლებდა კი არა, ისეთი ენერგიული იყო, დარწმუნებული ვარ, ფეხმძიმედ რომ არ ყოფილიყო, იმ საშინელებასაც დააღწევდა თავს. მიტინგებზე სიარულს ვერ დავუშლიდი, რადგან გათხოვილი იყო და თავისი საქმის თვითონ იცოდა. თუმცა ერთხელ, რუსთაველზე რომ შემხვდა, ვუთხარი: აქ რა გინდა? შინ წადი და თავს მიხედე-მეთქი... თუმცა, მაშინ ისეთი სიტუაცია იყო, შინ რა გააჩერებდა?!

- ელისოს გარდაცვალების ამბავი ვინ შეგატყობინათ?

- ეს 9 აპრილის დილას გავიგე. შინ დამირეკეს - მგონი, მუცელი მოეშალა და რესპუბლიკურ საავადმყოფოში წევსო. იქაური თანამშრომელი ქალების ლაპარაკს მოვკარი ყური, ელისოს სახელი და გვარი ახსენეს. მივვარდი - რა მოხდა-მეთქი? წამში შემომეფანტნენ. მაშინ კი ვიეჭვე, რაღაც უბედურებაა ჩვენს თავს-მეთქი. ამასობაში, ჩემი მეგობრებიც მოცვივდნენ. ამის შემდეგ ახალი სატანჯველი დაიწყო - გვამს ვერ ვპოულობდით. რესპუბლიკურის მორგში არ აღმოჩნდა... გაგვიშვეს "არამიანცში". იქამდე ძლივს მივაღწიეთ: ქუჩები, ხიდები, უბნები რუსების ტანკებით იყო სავსე და ყოველ ფეხის ნაბიჯზე რუსი ჯარისკაცები გვაჩერებდნენ. ამის მოთმენა არ გინდოდა?!

ერთმა გამაჩერა და მართვის მოწმობა და ტექპასპორტი მომთხოვა. მამაჩემის მანქანით დავდიოდი და მინდობილობა მქონდა. ჯარისკაცი მეუბნება, - თქვენს მინდობილობას ვადა გაუვიდაო. კინაღამ გავგიჟდი. მერე ჩემმა მეგობარმა უთხრა: ასეთ საქმეზე დავდივართ, რა დროს მინდობილობააო?! სხვათა შორის, იოლად გაგვიშვა. ბოლოს და ბოლოს, გვამს "არამიანცის" მორგში მივაკვლიეთ...

ძლივს ვიცანი, რადგან ჩემს დას მოგრძო სახე ჰქონდა და მომწამვლელი აირისგან სულ გასიებოდა, დამრგვალებოდა. დაჩეხესო, - ასეთი ინფორმაციაც გაავრცელეს, მაგრამ ჭრილობა საერთოდ არ ჰქონია, აირით იყო გაგუდული. გვამი არ გამოგვატანეს, ექსპერტიზა უნდა ჩაუტარდესო. რაღას ვიზამდით? ოღონდ სიმართლე დადგენილიყო და...

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

ხანძარი ახმეტაში - დაიწვა სახლის ნაწილი და სასახლე, სადაც ცხედარი ესვენა

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების დღიური მაჩვენებელი 2.85 % - ს შეადგენს

საქართველოში კორონავირუსის 707 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - რამდენი ტესტი ჩატარდა ბოლო 24 საათში და როგორია ეპიდვითარება ქვეყანაში