საზოგადოება
მსოფლიო

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჩე­მი მე­გო­ბა­რი "ჯუ­ლია რო­ბერ­თ­სი", რო­მელ­საც "სრუ­ლი­ად გად­მო­ქარ­თ­ვე­ლე­ბა" სურს
ჩე­მი მე­გო­ბა­რი "ჯუ­ლია რო­ბერ­თ­სი", რო­მელ­საც "სრუ­ლი­ად გად­მო­ქარ­თ­ვე­ლე­ბა" სურს

სა­თა­ურ­მა რომ არ და­გაბ­ნი­ოთ, აქ­ვე გეტყ­ვით, - ჩე­მი მე­გო­ბა­რი, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც მინ­და მო­გიყ­ვეთ, მა­მა­კა­ცია... ის გერ­მა­ნე­ლია, 45 წლის... სა­შუ­ა­ლოდ სიმ­პა­თი­უ­რი... ევ­რო­პე­ლის­თ­ვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი, ტი­პუ­რი გა­რეგ­ნო­ბა აქვს - ქე­რაა, ცის­ფერ­თ­ვა­ლე­ბა... გამ­ხ­და­რია. ვე­უბ­ნე­ბი ხოლ­მე, - ჩა­სუ­ქე­ბუ­ლი ინ­და­უ­რის წო­ნაც არ ხარ-მეთ­ქი, - და ეს ძა­ლი­ან ამ­ხი­ა­რუ­ლებს. პრო­ფე­სი­ით იუ­რის­ტი გახ­ლავთ, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში იან­ვარ­ში ჩა­მო­ვი­და. ერთ-ერ­თი ევ­რო­პუ­ლი ჯგუ­ფის წევ­რია, რო­მე­ლიც კონ­სულ­ტა­ცი­ებს უწევს სა­ქარ­თ­ვე­ლოს მთავ­რო­ბას ამა თუ იმ კა­ნონ­პ­რო­ექ­ტ­თან და­კავ­ში­რე­ბით.

ჩვე­ნი შეხ­ვედ­რა ჩე­მი პრო­ფე­სი­ის წყა­ლო­ბით მოხ­და. მის შე­სა­ხებ სა­ერ­თო ნაც­ნო­ბის­გან გა­ვი­გე, არ მო­ვეშ­ვი, - ინ­ტერ­ვიუ მინ­და მას­თან-მეთ­ქი. შევ­ხ­ვ­დით, მაგ­რამ ინ­ტერ­ვიუ არ შედ­გა, რად­გან არ უნ­და პრე­სის ფურ­ც­ლებ­ზე ვი­ნა­ო­ბის გამ­ჟ­ღავ­ნე­ბა. სა­მა­გი­ე­როდ, "დავ­ძ­მა­კაც­დით" და ქარ­თულ-გერ­მა­ნუ­ლი, მშვე­ნი­ე­რი ტან­დე­მი შედ­გა. სა­ში­ნე­ლი აქ­ცენ­ტი აქვს და სიტყ­ვებ­საც ეძებს, მაგ­რამ მა­ინც გა­მარ­თუ­ლად ლა­პა­რა­კობს რუ­სუ­ლად და სწო­რედ ამ ენა­ზე ვურ­თი­ერ­თობთ.

სხვა­დას­ხ­ვა ქვე­ყა­ნა­ში უმუ­შა­ვია და ამ­ბობს, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლო ყვე­ლას­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლია... თავს რა თქმა უნ­და, უცხოდ გრძნობს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მე­ო­რედ ჩა­მო­ვი­და.

პირ­ვე­ლი ჩა­მოს­ვ­ლა ძა­ლი­ან ხან­მოკ­ლე აღ­მოჩ­ნ­და, რად­გან თა­ვად მო­ინ­დო­მა სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა...

- მა­შინ "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" (დი­ახ, ზუს­ტად ასე თქვა. - ავტ.) დრო იყო და მუ­შა­ო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას არ გვაძ­ლევ­დ­ნენ, ამე­რი­კულ ჯგუფს ანი­ჭებ­დ­ნენ უპი­რა­ტე­სო­ბას და მათ რე­კო­მენ­და­ცი­ებს ით­ვა­ლის­წი­ნებ­დ­ნენ. მა­გა­ლი­თად, სწო­რედ მათ ურ­ჩი­ეს, მა­ღალ თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე ახალ­გაზ­რ­და კად­რე­ბის და­ნიშ­ვ­ნა, რა­საც ჩვენ ვე­წი­ნა­აღ­მ­დე­გე­ბო­დით, მაგ­რამ არა­ვინ მოგ­ვის­მი­ნა. ეს ძა­ლი­ან დი­დი შეც­დო­მა იყო. ფაქ­ტობ­რი­ვად, უქ­მად ვი­ყა­ვით და მო­ვი­თხო­ვე, უკან და­ვებ­რუ­ნე­ბი­ნე.

მოს­წონს თბი­ლი­სი და ცდი­ლობს, ფე­ხი აუ­წყოს აქა­ურ ცხოვ­რე­ბას...

სახ­ლი ძველ თბი­ლის­ში იქი­რა­ვა, რად­გან სო­ლო­ლა­კი ყვე­ლა­ზე მე­ტად მო­ე­წო­ნა... პა­ტა­რა, მყუდ­რო, 2-სარ­თუ­ლი­ა­ნი სახ­ლია, ეს­პა­ნურ სტილ­ში მო­წყო­ბი­ლი. პირ­ველ რიგ­ში, სე­ის­მუ­რი მოვ­ლე­ნე­ბი­სად­მი მი­სი სიმ­ყა­რით და­ინ­ტე­რეს­და და რო­ცა დარ­წ­მუნ­და, რომ მი­წის­ძ­ვ­რა ვე­რა­ფერს და­აკ­ლებ­და, მე­პატ­რო­ნე­ებს თან­ხ­მო­ბა გა­ნუ­ცხა­და...

უცხო ქა­ლაქ­ში მი­სი მეგ­ზუ­რი მე ვარ... ყვე­ლა­ფერს მე­კი­თხე­ბა. თუმ­ცა, ვი­ნა­ი­დან არ მცა­ლია, რომ მუ­დამ თან ვახ­ლ­დე, ძი­რი­თა­დად მარ­ტო და­ე­ხე­ტე­ბა... მთე­ლი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში და­ძა­ბუ­ლი სა­მუ­შაო აქვს და უქ­მე დღე­ებ­ში იც­ლის სა­სე­ირ­ნოდ.

თა­ვი­დან იცო­და, რომ რამ­დე­ნი­მე თვით იყო ჩა­მო­სუ­ლი, შემ­დეგ აღ­მო­ა­ჩი­ნა, რომ 3-4 წე­ლი მო­უ­წევს აქ ცხოვ­რე­ბა და გა­დაწყ­ვი­ტა, სახ­ლი მო­ეწყო.

ერთ მშვე­ნი­ერ დღეს და­მი­რე­კა და მკი­თხა, - ავე­ჯის მა­ღა­ზი­ა­ში მინ­და წას­ვ­ლა და რას მირ­ჩე­ვო?

შემ­დეგ მო­მახ­სე­ნა, - თურ­ქუ­ლი მა­გი­და ვი­ყი­დე (ჟურ­ნა­ლე­ბის მა­გი­დას გუ­ლის­ხ­მობ­და), ძა­ლი­ან მომ­წონს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ შუ­ა­ში "მა­ხინ­ჯი" ნახ­ვ­რე­ტი აქვს, მაგ­რამ ეს იმის შემ­დეგ აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რაც შინ მო­ვი­ტა­ნე, მა­ნამ­დე ყუ­რა­დღე­ბა არ მი­მიქ­ცე­ვია; წა­ვე­დი და გა­და­სა­ფა­რე­ბე­ლი შე­ვი­ძი­ნე, ახ­ლა ძა­ლი­ან ლა­მა­ზად გა­მო­ი­ყუ­რე­ბაო...

ვი­ნა­ი­დან სახ­ლ­ში აირ­ღუ­მე­ლი არ ჰქონ­და (ა­რა­და, რო­გორც ამ­ბობს, კარ­გი კუ­ლი­ნა­რია და მის­თ­ვის ეს აუცი­ლე­ბე­ლი­ა), ბი­ნის მე­პატ­რო­ნეს სთხო­ვა, რომ მი­ე­ტა­ნა.

- პა­ტა­რა მო­წყო­ბი­ლო­ბა მო­მი­ტა­ნეს, რო­მე­ლიც ტოს­ტერს უფ­რო ჰგავს (მის სახ­ლ­ში ნამ­ყო­ფი არ ვარ, ამი­ტომ არ ვი­ცი, რა მო­წყო­ბი­ლო­ბაა და მის ნათ­ქ­ვამს ვენ­დო­ბი. - ავტ.). ჩემს მო­თხოვ­ნებს არ აკ­მა­ყო­ფი­ლებს, ამი­ტომ შემ­დ­გომ "ინ­ვეს­ტი­ცი­ას" აუცი­ლებ­ლად აირ­ღუ­მელ­ში ჩავ­დე­ბო, - შე­მომ­ჩივ­ლა და რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ აას­რუ­ლა კი­დეც.

ერ­თხელ სა­უბ­რი­სას, შემ­თხ­ვე­ვით ვახ­სე­ნე მშრალ ხიდ­ზე მდე­ბა­რე ძველ­მა­ნე­ბის ბაზ­რო­ბა და ძა­ლი­ან და­ინ­ტე­რეს­და. ჰო­და, რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ და­მი­რე­კა და გა­მომ­კი­თხა, რო­გორ მი­ეგ­ნო ამ ად­გი­ლის­თ­ვის. მგო­ნი, "დავ­ღუ­პე" ჩე­მი მე­გო­ბა­რი ამ ინ­ფორ­მა­ცი­ით, რად­გან ახ­ლა ლა­მის ყო­ველ­დღე სტუმ­რობს მშრალ ხიდს, ათას­გ­ვარ ხა­რა­ხუ­რას ყი­დუ­ლობს და სახ­ლ­ში მი­ათ­რევს.

ძვე­ლი, ხე­ლით ნაქ­სო­ვი ხა­ლი­ჩა შე­ი­ძი­ნა, რო­მელ­შიც იმ­დე­ნი ფუ­ლი გა­და­უხ­დია, რო­ცა თან­ხა და­ა­სა­ხე­ლა, თვა­ლე­ბი შუბ­ლ­ზე ამი­ვი­და...

გა­ვაფ­რ­თხი­ლე, - უჩე­მოდ არა­ნა­ი­რი "ინ­ვეს­ტი­ცი­ა" აღარ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლო, რად­გან უცხო­ე­ლი ხარ და ძვი­რად გი­ფა­სე­ბენ, რე­ა­ლუ­რი ფა­სე­ბი არ იცი-მეთ­ქი.

- მე მომ­წონს, ლა­მა­ზი ფე­რე­ბი აქვს. ია­ტაკ­ზე და­ვა­გე, ზედ ჩე­მი თურ­ქუ­ლი მა­გი­და დავ­დ­გი და ძა­ლი­ან უხ­დე­ბა ოთახს... შე­ვე­ვაჭ­რე, მაგ­რამ არ და­მიკ­ლეს და რა მექ­ნაო? - თა­ვი იმარ­თ­ლა...

მი­უ­ხე­და­ვად გაფ­რ­თხი­ლე­ბი­სა, რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ ისევ "გა­ი­პა­რა" მშრალ ხიდ­ზე და პოს­ტ­ფაქ­ტუმ შე­მა­ტყო­ბი­ნა, რომ ძა­ლი­ან მა­გა­რი ნა­ხა­ტი შე­ი­ძი­ნა.

- ცუ­დი ამინ­დი იყო, ამი­ტომ მშრალ ხიდ­ზე მხატ­ვ­რე­ბი არ იყ­ვ­ნენ. იქ­ვე, მო­ცუც­ქ­ნულ მა­ღა­ზი­ა­ში შე­ვე­დი და ეს ნა­ხა­ტი რომ და­ვი­ნა­ხე, ძა­ლი­ან მო­მინ­და, ჩე­მი გამ­ხ­და­რი­ყო... რო­გორც მირ­ჩიე, შე­ვე­ვაჭ­რე... მე­რე მე­ო­რე გამ­ყიდ­ვე­ლი მო­ვი­და და იმა­საც ვე­ვაჭ­რე, მე­რე მე­სა­მეს და­უ­ძა­ხეს. იმან მითხ­რა, - ამ პა­ტა­რა მა­ღა­ზი­ა­ში ძა­ლი­ან დიდ ქი­რას ვიხ­დით და ვერ და­გიკ­ლე­ბო. ჰო­და, მეც ავ­დე­ქი და ვი­ყი­დე...

- რა არის ნა­ხატ­ზე გა­მო­სა­ხუ­ლი?

- საბ­ჭო­თა პე­რი­ოდს ასა­ხავს, ვფიქ­რობ, კრე­ბაა... ძვე­ლე­ბუ­ლი ტე­ლე­ფო­ნიც ჩანს, კი­ტე­ლებ­ში გა­მო­წყო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი სხე­დან, ზო­გი მა­გი­და­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბი­ლი დგას, და რა­ღა­ცა­ზე ბჭო­ბენ... საბ­ჭო­თა ატ­რი­ბუ­ტე­ბი­ცაა - დრო­შა და კი­დევ რა­ღა­ცე­ბი... დი­დი ტი­ლოა, 3 მეტ­რი აქვს სიგ­რ­ძე, 2 - სი­გა­ნე. ნა­ხა­ტი მი­ლი­ვით დახ­ვე­უ­ლი წა­მო­ვი­ღე და სა­ხე­ლოს­ნო­ში მი­ვე­დი, რომ ჩარ­ჩო გა­მე­კე­თე­ბი­ნა. ჩვენ­თან, გერ­მა­ნი­ა­ში ნა­ხა­ტის­თ­ვის ჩარ­ჩო ძა­ლი­ან ძვი­რი ღირს, რად­გან ხე­ლით კეთ­დე­ბა და ხელ­ნა­კეთ ნივ­თებს დი­დი ფა­სი აქვს. აქ დათ­ვა­ლეს, მით­ვალ-მოთ­ვა­ლეს და მითხ­რეს, რომ 200 ლა­რიც არ ჯდე­ბო­და. ძა­ლი­ან გა­მიკ­ვირ­და, მაგ­რამ არ შე­ვიმ­ჩ­ნიე. ამ ფა­სად (ევ­რო­ებ­ში გა­და­იყ­ვა­ნა ჩარ­ჩოს აქა­უ­რი ფა­სი. - ავტ.) ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ოჯა­ხუ­რი ფო­ტოს­თ­ვის თუ გა­ვა­კე­თე­ბი­ნებ­დი ჩარ­ჩოს, რომ ტუმ­ბო­ზე და­მედ­გა. თა­ნაც, რაც ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია, 2 სა­ათ­ში და­მი­ბა­რეს, მზა ჩარ­ჩოს წა­მო­სა­ღე­ბად. ჩვენ­თან ამას 2 კვი­რა მა­ინც დას­ჭირ­დე­ბო­და. ნა­ხა­ტი რომ გა­და­აკ­რეს ჩარ­ჩო­ზე, მივ­ხ­ვ­დი, რომ მარ­ტო ვერ შევ­ძ­ლებ­დი ამო­დე­ნა ტვირ­თის წა­ღე­ბას, თა­ნაც, 6 კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რი რო­მელ ტრან­ს­პორ­ტ­ში შე­ე­ტე­ო­და?! აქ მყოფ გერ­მა­ნელს და­ვუ­რე­კე და დახ­მა­რე­ბა ვთხო­ვე. მთე­ლი რუს­თა­ვე­ლის გამ­ზი­რი ხე­ლით ვა­ტა­რეთ. ახ­ლა კე­დელ­ზე კი­დია და ოთახს ძა­ლი­ან უხ­დე­ბა.

ჩე­მი გერ­მა­ნე­ლი მე­გო­ბა­რი გურ­მა­ნია და ქარ­თუ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლო უზო­მოდ მოს­წონს.

მთხო­ვა, ისეთ რეს­ტორ­ნებ­ში წავ­სუ­ლი­ყა­ვით, სა­დაც სხვა­დას­ხ­ვა უცხო და გან­ს­ხ­ვა­ვე­ბულ კერძს და­ა­გე­მოვ­ნებ­და. მთე­ლი 2 კვი­რა მო­ვან­დო­მეთ, სა­ნამ თით­ქ­მის ყვე­ლა კერძს გა­ეც­ნო­ბო­და... ამა­სო­ბა­ში მე წო­ნა­ში მო­ვი­მა­ტე, ის კი არ იღ­ლე­ბო­და და - კი­დევ რა გაქვთ გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი, ხვალ რა ვჭა­მო­თო, მე­კი­თხე­ბო­და... 2 კვი­რის თავ­ზე უკ­ვე იცო­და, რომ "ტკე­მა­ლი" და "ის­რი­მი" გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი სა­წე­ბე­ლე­ბია და რომ ის­რი­მი ქა­თამ­სა და მა­ყალ­ზე შემ­წ­ვარ "ა­სეტ­რი­ნას" უხ­დე­ბა, ხო­ლო ტყე­მა­ლი - ყვე­ლა კერძს...

უზო­მოდ მოს­წონს ფე­ლა­მუ­ში და აღ­ფ­რ­თო­ვან­და ჩა­ქა­ფუ­ლით. არა მხო­ლოდ კერ­ძე­ბი, არა­მედ სიტყ­ვე­ბიც მოს­წონს. ერ­თხელ კარ­გა ხანს იფიქ­რა და მითხ­რა: "ლა­მა­ზია ქარ­თუ­ლი ენა. აი, მო­უს­მი­ნე - ფე-ლა-მუ­ში... ჩა-ქა-ფუ-ლი... - და­მარ­ც­ვ­ლა და სა­ში­ნე­ლი აქ­ცენ­ტით წარ­მოთ­ქ­ვა, მაგ­რამ თვი­თონ უზო­მოდ კმა­ყო­ფი­ლი დარ­ჩა, რად­გან სიტყ­ვე­ბის ჟღე­რა­დო­ბამ მო­ხიბ­ლა.

არ შე­მიძ­ლია, არ გა­ვიხ­სე­ნო ჩვე­ნი პირ­ვე­ლი ვახ­შა­მი რეს­ტო­რან­ში.

- ვი­ცი, რომ ქარ­თ­ვე­ლებს გაქვთ გემ­რი­ე­ლი კერ­ძი - ხინ­კა­ლი, მი­სი გა­სინ­ჯ­ვა მინ­და და იქ­ნებ ისეთ ად­გილ­ზე წა­ვი­დეთ, სა­დაც მას კარ­გად ამ­ზა­დე­ბე­ნო.

ხინ­კალ­თან ერ­თად უამ­რა­ვი ნიგ­ვ­ზი­ა­ნი კერ­ძი შე­უკ­ვე­თა: ბად­რი­ჯა­ნი, მხა­ლე­უ­ლი, კიტ­რი­სა და პო­მიდ­ვ­რის სა­ლა­თაც კი ნიგ­ვ­ზით მო­ი­სურ­ვა... არ ჩავ­თ­ვა­ლე სა­ჭი­როდ, რა­მე და­მე­მა­ტე­ბი­ნა, რად­გან ისე­დაც უამ­რა­ვი კერ­ძი დახ­ვავ­დე­ბო­და სუფ­რა­ზე.

- შენ­თ­ვის რა­ტომ არა­ფერს უკ­ვეთ? - მკი­თხა გა­ო­ცე­ბულ­მა.

- შენ ხომ შე­უკ­ვე­თე? - არა­ნაკ­ლებ გა­ო­ცე­ბულ­მა ვუ­პა­სუ­ხე.

- ეს ჩემ­თ­ვის შე­ვუკ­ვე­თე და შენ მში­ე­რი ხომ არ დარ­ჩე­ბი? თუ არ გშია, რა­მე მსუ­ბუ­ქი მა­ინც აიღე.

რა­ღას ვი­ზამ­დი? შემ­წ­ვა­რი კარ­ტო­ფი­ლი შე­ვუკ­ვე­თე - ხორ­ცით.

მე­რე გა­მახ­სენ­და ევ­რო­პე­ლე­ბის წე­სი: ყვე­ლა უკ­ვეთს იმ კერძს, რო­მე­ლიც თა­ვად უნ­და მი­ირ­თ­ვას. ქარ­თუ­ლი წე­სი - "კერ­ძე­ბი სუფ­რა­ზე ჩად­გ­მით" - მათ­თ­ვის წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია.

რო­დე­საც მიმ­ტან­მა ყვე­ლა კერ­ძი მო­ი­ტა­ნა და მა­გი­და­ზე გა­ა­ნა­წი­ლა, ჩემს გერ­მა­ნელ მე­გო­ბარს ძა­ლი­ან გა­უკ­ვირ­და, - ეს ყვე­ლა­ფე­რი ორი­ვეს­თ­ვის მო­ი­ტა­ნე­სო? ავუხ­სე­ნი ქარ­თუ­ლი სუფ­რის წე­სი, რა­მაც ძა­ლი­ან გა­ა­ო­ცა... ბო­ლოს, ისევ დად­გა ერ­თი მო­მენ­ტი, რო­მე­ლიც უცხო­ე­ლე­ბის­თ­ვის, მით უმე­ტეს - გერ­მა­ნე­ლე­ბის­თ­ვის ძა­ლი­ან უცხოა, - და­ნა­ხარ­ჯის გა­დახ­დას ვგუ­ლის­ხ­მობ. რო­დე­საც მიმ­ტან­მა ან­გა­რი­ში მო­ი­ტა­ნა, ძა­ლი­ან მო­რი­დე­ბით იკი­თხა, - მე­ო­რე ქვი­თა­რი (ჩემ­თ­ვის გან­კუთ­ვ­ნილ ქვი­თარს გუ­ლის­ხ­მობ­და) სა­დააო?

- ყვე­ლა­ფე­რი აქ არი­სო, - უპა­სუ­ხა მიმ­ტან­მა.

- თუ ნე­ბას დამ­რ­თავ, ამ­ჯე­რად მე დაგ­პა­ტი­ჟებ, შენს და­ნა­ხარჯს მე ავა­ნა­ზღა­უ­რე­ბო, - ახ­ლა მე მო­მიბ­რუნ­და მო­რი­დე­ბით.

ღი­მი­ლით დავ­თან­ხ­მ­დი. მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი ავუხ­სე­ნი, რომ ჩვენ­თან, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მი­ღე­ბუ­ლი არ არის, სუფ­რის ყვე­ლა წევ­რ­მა მხო­ლოდ სა­კუ­თა­რი შეკ­ვე­თის სა­ფა­სუ­რი გა­და­ი­ხა­დოს. თუნ­დაც კო­ლექ­ტი­უ­რად მივ­დი­ო­დეთ რეს­ტო­რან­ში, მთე­ლი ხარ­ჯი ყვე­ლა­ზე თა­ნაბ­რად ნა­წილ­დე­ბა. ხო­ლო თუ ქა­ლი და მა­მა­კა­ცი არი­ან სუფ­რას­თან, მა­მა­კა­ცის სირ­ცხ­ვი­ლა­დაც კი ით­ვ­ლე­ბა, თუ ქა­ლი გა­და­იხ­დის, რა თქმა უნ­და, იშ­ვი­ა­თი შემ­თხ­ვე­ვე­ბის გარ­და-მეთ­ქი.

- რად­გან ეს ტვირ­თი მა­მა­კაცს აწევს, ალ­ბათ ამი­ტო­მაა, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მა­მა­კა­ცის კულ­ტიაო, - და­ას­კ­ვ­ნა თა­ვად.

ყვე­ლა­ზე მე­ტად ის უკ­ვირს, რო­გორ შო­უ­ლობს ხალ­ხი ამ­დენ ფულს, რომ ასე­თი ძვირ­ფა­სი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბით გა­და­ად­გილ­დე­ბი­ან.

- ამ­დე­ნი ძვირ­ფა­სი ავ­ტო­მო­ბი­ლი არ­სად მი­ნა­ხავს. წარ­მო­იდ­გი­ნე, რამ­დე­ნი წე­ლი უნ­და იმუ­შაო ადა­მი­ან­მა, რომ ასე­თი ავ­ტო­მო­ბი­ლის ყიდ­ვა შეძ­ლო.

ცდი­ლობს, ქარ­თულ სი­ნამ­დ­ვი­ლეს მო­ერ­გოს. ქარ­თ­ვე­ლე­ბის ხა­სი­ათს, ბუ­ნე­ბას სწავ­ლობს...

- მინ­და, ქარ­თ­ვე­ლი გავ­ხ­დეო, - ამ­ბობს. - ჩვენ­თან, გერ­მა­ნი­ა­ში, არა­ვინ აქ­ცევს ყუ­რა­დღე­ბას, რა გაც­ვია. ადა­მი­ა­ნე­ბი ცხოვ­რო­ბენ კე­თილ­მო­წყო­ბილ სახ­ლებ­ში, ყვე­ლა­ნა­ი­რი ფუ­ფუ­ნე­ბა აქვთ შექ­მ­ნი­ლი, მაგ­რამ გა­რეთ რომ გა­მო­დი­ან, მა­თი ჩაც­მუ­ლო­ბით ამას ვერ მიხ­ვ­დე­ბი. აქ კი პი­რი­ქი­თაა, - კარ­გი მან­ქა­ნე­ბი ჰყავთ, ბრენ­დუ­ლი ტა­ნი­სა­მო­სი აც­ვი­ათ, მაგ­რამ სახ­ლ­ში ელე­მენ­ტა­რუ­ლი კომ­ფორ­ტი არ აქვთ. ვა­ტყობ, რომ ჩაც­მას დი­დი ყუ­რა­დღე­ბა ექ­ცე­ვა. ადა­მი­ა­ნის სტა­ტუ­სი სწო­რედ ტა­ნი­სა­მო­სით გა­ნი­საზღ­ვ­რე­ბა. რად­გან აქ ვცხოვ­რობ, მინ­და, მეც შე­ვიც­ვა­ლო სტი­ლი და და­მეხ­მა­რე, მა­ღა­ზი­ა­ში გა­მომ­ყე­ვი, შენ უკეთ იცი, აქ მო­დუ­რი რა არი­სო...

ჰო­და, ერთ მშვე­ნი­ერ დღეს მა­ღა­ზი­ე­ბი დავ­ლაშ­ქ­რეთ. მე სა­ვარ­ძელ­ში ვი­ჯე­ქი, ის კი გა­სახ­დელ­ში იც­ვ­ლი­და ტა­ნი­სა­მოსს და შემ­დეგ წარ­მო­სახ­ვით პო­დი­უმ­ზე გა­მო­დი­ო­და, რომ შე­მე­ფა­სე­ბი­ნა. ამ სი­ტუ­ა­ცი­ამ ფილ­მი - "ლა­მაზ­მა­ნი" და ჯუ­ლია რო­ბერ­თ­სის გმი­რი გა­მახ­სე­ნა... მა­ღა­ზი­ის თა­ნამ­შ­რომ­ლე­ბიც ძა­ლი­ან გამ­ხი­ა­რულ­დ­ნენ და ფილ­მი­დან მე­ლო­დი­აც კი ჩარ­თეს... იმის შემ­დეგ ჩემს მე­გო­ბარს სა­ხე­ლი გა­და­ვარ­ქ­ვი და ჯუ­ლია და­ვარ­ქ­ვი, რაც მა­ინ­ც­და­მა­ინც არ გა­უპ­რო­ტეს­ტე­ბია.

მე­ო­რე დღეს გა­ხა­რე­ბულ­მა და­მი­რე­კა, - მა­რინ­კა, იცი, სამ­სა­ხურ­ში ფუ­რო­რი მო­ვახ­დი­ნე, ყვე­ლა აღ­ფ­რ­თო­ვა­ნე­ბუ­ლია ჩე­მი ახა­ლი იმი­ჯით და მეც ძა­ლი­ან მომ­წონს, ათას­ჯერ მა­ინც შე­ვე­დი ტუ­ა­ლეტ­ში, რომ სა­კუ­თა­რი თა­ვი სარ­კე­ში შე­მეთ­ვა­ლი­ე­რე­ბი­ნა და დავ­მ­ტ­კ­ბა­რი­ყა­ვიო...

ახ­ლა ქარ­თუ­ლი ან­ბა­ნი­სა და ენის სწავ­ლა და­ვი­წყეთ "ფე­ის­ბუ­კის" სა­შუ­ა­ლე­ბით, რად­გან ხში­რი უშუ­ა­ლო კონ­ტაქ­ტის­თ­ვის დროს ვერ ვპო­უ­ლობ.

ახ­ლა­ხან ერ­თი კვი­რით იყო სამ­შობ­ლო­ში წა­სუ­ლი შვე­ბუ­ლე­ბით და დაბ­რუ­ნე­ბულ­მა მითხ­რა, - მა­რინ­კა, იცი, აქა­უ­რო­ბა მე­ნატ­რე­ბო­და, ერ­თი სუ­ლი მქონ­და, რო­დის წა­მო­ვი­დო­დი, თბი­ლი­სი მე­სიზ­მ­რე­ბო­და კი­დე­ცო...

"სრუ­ლი­ად ქარ­თ­ვე­ლად" სურს გარ­დაქ­მ­ნა გერ­მა­ნელ "ჯუ­ლი­ას", რად­გან ქარ­თუ­ლი ყვე­ლა­ფე­რი მოს­წონს: კერ­ძე­ბი, ადათ-წე­სე­ბი, ჩაც­მის სტი­ლი, სიტყ­ვე­ბი, მო­უ­წეს­რი­გე­ბე­ლი მძღო­ლე­ბი, - მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ტაქ­სი­ში ში­შის­გან თვალ­და­ხუ­ჭუ­ლი ზის, უს­წორ­მას­წო­რო გზე­ბი, ქარ­თუ­ლი ხა­სი­ა­თი და ისიც კი, რო­დე­საც რეს­ტო­რან­ში მიმ­ტანს ამა­ყად ეუბ­ნე­ბა, - ან­გა­რი­ში მე მო­მი­ტა­ნეთ, ქალ­ბა­ტონს არ და­უ­დო­თო...

ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ში ძა­ლი­ან კარ­გად ერ­კ­ვე­ვა. ცო­ტა ხან­ში ალ­ბათ უბან­შიც "და­ა­ბირ­ჟა­ვებს", ხმა­მაღ­ლა გი­ნე­ბას და­იწყებს და ერთ მშვე­ნი­ერ დღეს და­მი­რე­კავს, - მა­რინ­კა, "პორ­შე კა­ი­ე­ნის" ყიდ­ვა მინ­და და სად უნ­და მი­ვი­დე, ხომ ვერ მი­მას­წავ­ლიო?..

მოკ­ლედ, იმე­დია, მთლად ჩე­მი გავ­ლე­ნა არ არის "ჯუ­ლი­ას" გად­მო­ქარ­თ­ვე­ლე­ბა, რად­გან არც კი ვი­ცი, ეს ყვე­ლა­ფე­რი კარ­გია თუ ცუ­დი.

მა­რი ჯა­ფა­რი­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი

ჩე­მი მე­გო­ბა­რი "ჯუ­ლია რო­ბერ­თ­სი", რო­მელ­საც "სრუ­ლი­ად გად­მო­ქარ­თ­ვე­ლე­ბა" სურს

ჩე­მი მე­გო­ბა­რი "ჯუ­ლია რო­ბერ­თ­სი", რო­მელ­საც "სრუ­ლი­ად გად­მო­ქარ­თ­ვე­ლე­ბა" სურს

სა­თა­ურ­მა რომ არ და­გაბ­ნი­ოთ, აქ­ვე გეტყ­ვით, - ჩე­მი მე­გო­ბა­რი, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც მინ­და მო­გიყ­ვეთ, მა­მა­კა­ცია... ის გერ­მა­ნე­ლია, 45 წლის... სა­შუ­ა­ლოდ სიმ­პა­თი­უ­რი... ევ­რო­პე­ლის­თ­ვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი, ტი­პუ­რი გა­რეგ­ნო­ბა აქვს - ქე­რაა, ცის­ფერ­თ­ვა­ლე­ბა... გამ­ხ­და­რია. ვე­უბ­ნე­ბი ხოლ­მე, - ჩა­სუ­ქე­ბუ­ლი ინ­და­უ­რის წო­ნაც არ ხარ-მეთ­ქი, - და ეს ძა­ლი­ან ამ­ხი­ა­რუ­ლებს. პრო­ფე­სი­ით იურის­ტი გახ­ლავთ, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში იან­ვარ­ში ჩა­მო­ვი­და. ერთ-ერ­თი ევ­რო­პუ­ლი ჯგუ­ფის წევ­რია, რო­მე­ლიც კონ­სულ­ტა­ცი­ებს უწევს სა­ქარ­თ­ვე­ლოს მთავ­რო­ბას ამა თუ იმ კა­ნონ­პ­რო­ექ­ტ­თან და­კავ­ში­რე­ბით.

ჩვე­ნი შეხ­ვედ­რა ჩე­მი პრო­ფე­სი­ის წყა­ლო­ბით მოხ­და. მის შე­სა­ხებ სა­ერ­თო ნაც­ნო­ბის­გან გა­ვი­გე, არ მო­ვეშ­ვი, - ინ­ტერ­ვიუ მინ­და მას­თან-მეთ­ქი. შევ­ხ­ვ­დით, მაგ­რამ ინ­ტერ­ვიუ არ შედ­გა, რად­გან არ უნ­და პრე­სის ფურ­ც­ლებ­ზე ვი­ნა­ო­ბის გამ­ჟ­ღავ­ნე­ბა. სა­მა­გი­ე­როდ, "დავ­ძ­მა­კაც­დით" და ქარ­თულ-გერ­მა­ნუ­ლი, მშვე­ნი­ე­რი ტან­დე­მი შედ­გა. სა­ში­ნე­ლი აქ­ცენ­ტი აქვს და სიტყ­ვებ­საც ეძებს, მაგ­რამ მა­ინც გა­მარ­თუ­ლად ლა­პა­რა­კობს რუ­სუ­ლად და სწო­რედ ამ ენა­ზე ვურ­თი­ერ­თობთ.

სხვა­დას­ხ­ვა ქვე­ყა­ნა­ში უმუ­შა­ვია და ამ­ბობს, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლო ყვე­ლას­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლია... თავს რა თქმა უნ­და, უცხოდ გრძნობს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მე­ო­რედ ჩა­მო­ვი­და.

პირ­ვე­ლი ჩა­მოს­ვ­ლა ძა­ლი­ან ხან­მოკ­ლე აღ­მოჩ­ნ­და, რად­გან თა­ვად მო­ინ­დო­მა სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა...

- მა­შინ "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" (დი­ახ, ზუს­ტად ასე თქვა. - ავტ.) დრო იყო და მუ­შა­ო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას არ გვაძ­ლევ­დ­ნენ, ამე­რი­კულ ჯგუფს ანი­ჭებ­დ­ნენ უპი­რა­ტე­სო­ბას და მათ რე­კო­მენ­და­ცი­ებს ით­ვა­ლის­წი­ნებ­დ­ნენ. მა­გა­ლი­თად, სწო­რედ მათ ურ­ჩი­ეს, მა­ღალ თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე ახალ­გაზ­რ­და კად­რე­ბის და­ნიშ­ვ­ნა, რა­საც ჩვენ ვე­წი­ნა­აღ­მ­დე­გე­ბო­დით, მაგ­რამ არა­ვინ მოგ­ვის­მი­ნა. ეს ძა­ლი­ან დი­დი შეც­დო­მა იყო. ფაქ­ტობ­რი­ვად, უქ­მად ვი­ყა­ვით და მო­ვითხო­ვე, უკან და­ვებ­რუ­ნე­ბი­ნე.

მოს­წონს თბი­ლი­სი და ცდი­ლობს, ფე­ხი აუწყოს აქა­ურ ცხოვ­რე­ბას...

სახ­ლი ძველ თბი­ლის­ში იქი­რა­ვა, რად­გან სო­ლო­ლა­კი ყვე­ლა­ზე მე­ტად მო­ე­წო­ნა... პა­ტა­რა, მყუდ­რო, 2-სარ­თუ­ლი­ა­ნი სახ­ლია, ეს­პა­ნურ სტილ­ში მოწყო­ბი­ლი. პირ­ველ რიგ­ში, სე­ის­მუ­რი მოვ­ლე­ნე­ბი­სად­მი მი­სი სიმ­ყა­რით და­ინ­ტე­რეს­და და რო­ცა დარ­წ­მუნ­და, რომ მი­წის­ძ­ვ­რა ვე­რა­ფერს და­აკ­ლებ­და, მე­პატ­რო­ნე­ებს თან­ხ­მო­ბა გა­ნუცხა­და...

უცხო ქა­ლაქ­ში მი­სი მეგ­ზუ­რი მე ვარ... ყვე­ლა­ფერს მე­კითხე­ბა. თუმ­ცა, ვი­ნა­ი­დან არ მცა­ლია, რომ მუ­დამ თან ვახ­ლ­დე, ძი­რი­თა­დად მარ­ტო და­ე­ხე­ტე­ბა... მთე­ლი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში და­ძა­ბუ­ლი სა­მუ­შაო აქვს და უქ­მე დღე­ებ­ში იც­ლის სა­სე­ირ­ნოდ.

თა­ვი­დან იცო­და, რომ რამ­დე­ნი­მე თვით იყო ჩა­მო­სუ­ლი, შემ­დეგ აღ­მო­ა­ჩი­ნა, რომ 3-4 წე­ლი მო­უ­წევს აქ ცხოვ­რე­ბა და გა­დაწყ­ვი­ტა, სახ­ლი მო­ეწყო.

ერთ მშვე­ნი­ერ დღეს და­მი­რე­კა და მკითხა, - ავე­ჯის მა­ღა­ზი­ა­ში მინ­და წას­ვ­ლა და რას მირ­ჩე­ვო?

შემ­დეგ მო­მახ­სე­ნა, - თურ­ქუ­ლი მა­გი­და ვი­ყი­დე (ჟურ­ნა­ლე­ბის მა­გი­დას გუ­ლის­ხ­მობ­და), ძა­ლი­ან მომ­წონს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ შუ­ა­ში "მა­ხინ­ჯი" ნახ­ვ­რე­ტი აქვს, მაგ­რამ ეს იმის შემ­დეგ აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რაც შინ მო­ვი­ტა­ნე, მა­ნამ­დე ყუ­რადღე­ბა არ მი­მიქ­ცე­ვია; წა­ვე­დი და გა­და­სა­ფა­რე­ბე­ლი შე­ვი­ძი­ნე, ახ­ლა ძა­ლი­ან ლა­მა­ზად გა­მო­ი­ყუ­რე­ბაო...

ვი­ნა­ი­დან სახ­ლ­ში აირ­ღუ­მე­ლი არ ჰქონ­და (ა­რა­და, რო­გორც ამ­ბობს, კარ­გი კუ­ლი­ნა­რია და მის­თ­ვის ეს აუცი­ლე­ბე­ლი­ა), ბი­ნის მე­პატ­რო­ნეს სთხო­ვა, რომ მი­ე­ტა­ნა.

- პა­ტა­რა მოწყო­ბი­ლო­ბა მო­მი­ტა­ნეს, რო­მე­ლიც ტოს­ტერს უფ­რო ჰგავს (მის სახ­ლ­ში ნამ­ყო­ფი არ ვარ, ამი­ტომ არ ვი­ცი, რა მოწყო­ბი­ლო­ბაა და მის ნათ­ქ­ვამს ვენ­დო­ბი. - ავტ.). ჩემს მოთხოვ­ნებს არ აკ­მა­ყო­ფი­ლებს, ამი­ტომ შემ­დ­გომ "ინ­ვეს­ტი­ცი­ას" აუცი­ლებ­ლად აირ­ღუ­მელ­ში ჩავ­დე­ბო, - შე­მომ­ჩივ­ლა და რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ აას­რუ­ლა კი­დეც.

ერ­თხელ სა­უბ­რი­სას, შემ­თხ­ვე­ვით ვახ­სე­ნე მშრალ ხიდ­ზე მდე­ბა­რე ძველ­მა­ნე­ბის ბაზ­რო­ბა და ძა­ლი­ან და­ინ­ტე­რეს­და. ჰო­და, რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ და­მი­რე­კა და გა­მომ­კითხა, რო­გორ მი­ეგ­ნო ამ ად­გი­ლის­თ­ვის. მგო­ნი, "დავ­ღუ­პე" ჩე­მი მე­გო­ბა­რი ამ ინ­ფორ­მა­ცი­ით, რად­გან ახ­ლა ლა­მის ყო­ველ­დღე სტუმ­რობს მშრალ ხიდს, ათას­გ­ვარ ხა­რა­ხუ­რას ყი­დუ­ლობს და სახ­ლ­ში მი­ათ­რევს.

ძვე­ლი, ხე­ლით ნაქ­სო­ვი ხა­ლი­ჩა შე­ი­ძი­ნა, რო­მელ­შიც იმ­დე­ნი ფუ­ლი გა­და­უხ­დია, რო­ცა თან­ხა და­ა­სა­ხე­ლა, თვა­ლე­ბი შუბ­ლ­ზე ამი­ვი­და...

გა­ვაფ­რ­თხი­ლე, - უჩე­მოდ არა­ნა­ი­რი "ინ­ვეს­ტი­ცი­ა" აღარ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლო, რად­გან უცხო­ე­ლი ხარ და ძვი­რად გი­ფა­სე­ბენ, რე­ა­ლუ­რი ფა­სე­ბი არ იცი-მეთ­ქი.

- მე მომ­წონს, ლა­მა­ზი ფე­რე­ბი აქვს. იატაკ­ზე და­ვა­გე, ზედ ჩე­მი თურ­ქუ­ლი მა­გი­და დავ­დ­გი და ძა­ლი­ან უხ­დე­ბა ოთახს... შე­ვე­ვაჭ­რე, მაგ­რამ არ და­მიკ­ლეს და რა მექ­ნაო? - თა­ვი იმარ­თ­ლა...

მი­უ­ხე­და­ვად გაფ­რ­თხი­ლე­ბი­სა, რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ ისევ "გა­ი­პა­რა" მშრალ ხიდ­ზე და პოს­ტ­ფაქ­ტუმ შე­მატყო­ბი­ნა, რომ ძა­ლი­ან მა­გა­რი ნა­ხა­ტი შე­ი­ძი­ნა.

- ცუ­დი ამინ­დი იყო, ამი­ტომ მშრალ ხიდ­ზე მხატ­ვ­რე­ბი არ იყ­ვ­ნენ. იქ­ვე, მო­ცუც­ქ­ნულ მა­ღა­ზი­ა­ში შე­ვე­დი და ეს ნა­ხა­ტი რომ და­ვი­ნა­ხე, ძა­ლი­ან მო­მინ­და, ჩე­მი გამ­ხ­და­რი­ყო... რო­გორც მირ­ჩიე, შე­ვე­ვაჭ­რე... მე­რე მე­ო­რე გამ­ყიდ­ვე­ლი მო­ვი­და და იმა­საც ვე­ვაჭ­რე, მე­რე მე­სა­მეს და­უ­ძა­ხეს. იმან მითხ­რა, - ამ პა­ტა­რა მა­ღა­ზი­ა­ში ძა­ლი­ან დიდ ქი­რას ვიხ­დით და ვერ და­გიკ­ლე­ბო. ჰო­და, მეც ავ­დე­ქი და ვი­ყი­დე...

- რა არის ნა­ხატ­ზე გა­მო­სა­ხუ­ლი?

- საბ­ჭო­თა პე­რი­ოდს ასა­ხავს, ვფიქ­რობ, კრე­ბაა... ძვე­ლე­ბუ­ლი ტე­ლე­ფო­ნიც ჩანს, კი­ტე­ლებ­ში გა­მოწყო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი სხე­დან, ზო­გი მა­გი­და­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბი­ლი დგას, და რა­ღა­ცა­ზე ბჭო­ბენ... საბ­ჭო­თა ატ­რი­ბუ­ტე­ბი­ცაა - დრო­შა და კი­დევ რა­ღა­ცე­ბი... დი­დი ტი­ლოა, 3 მეტ­რი აქვს სიგ­რ­ძე, 2 - სი­გა­ნე. ნა­ხა­ტი მი­ლი­ვით დახ­ვე­უ­ლი წა­მო­ვი­ღე და სა­ხე­ლოს­ნო­ში მი­ვე­დი, რომ ჩარ­ჩო გა­მე­კე­თე­ბი­ნა. ჩვენ­თან, გერ­მა­ნი­ა­ში ნა­ხა­ტის­თ­ვის ჩარ­ჩო ძა­ლი­ან ძვი­რი ღირს, რად­გან ხე­ლით კეთ­დე­ბა და ხელ­ნა­კეთ ნივ­თებს დი­დი ფა­სი აქვს. აქ დათ­ვა­ლეს, მით­ვალ-მოთ­ვა­ლეს და მითხ­რეს, რომ 200 ლა­რიც არ ჯდე­ბო­და. ძა­ლი­ან გა­მიკ­ვირ­და, მაგ­რამ არ შე­ვიმ­ჩ­ნიე. ამ ფა­სად (ევ­რო­ებ­ში გა­და­იყ­ვა­ნა ჩარ­ჩოს აქა­უ­რი ფა­სი. - ავტ.) ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ოჯა­ხუ­რი ფო­ტოს­თ­ვის თუ გა­ვა­კე­თე­ბი­ნებ­დი ჩარ­ჩოს, რომ ტუმ­ბო­ზე და­მედ­გა. თა­ნაც, რაც ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია, 2 სა­ათ­ში და­მი­ბა­რეს, მზა ჩარ­ჩოს წა­მო­სა­ღე­ბად. ჩვენ­თან ამას 2 კვი­რა მა­ინც დას­ჭირ­დე­ბო­და. ნა­ხა­ტი რომ გა­და­აკ­რეს ჩარ­ჩო­ზე, მივ­ხ­ვ­დი, რომ მარ­ტო ვერ შევ­ძ­ლებ­დი ამო­დე­ნა ტვირ­თის წა­ღე­ბას, თა­ნაც, 6 კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რი რო­მელ ტრან­ს­პორ­ტ­ში შე­ე­ტე­ო­და?! აქ მყოფ გერ­მა­ნელს და­ვუ­რე­კე და დახ­მა­რე­ბა ვთხო­ვე. მთე­ლი რუს­თა­ვე­ლის გამ­ზი­რი ხე­ლით ვა­ტა­რეთ. ახ­ლა კე­დელ­ზე კი­დია და ოთახს ძა­ლი­ან უხ­დე­ბა.

ჩე­მი გერ­მა­ნე­ლი მე­გო­ბა­რი გურ­მა­ნია და ქარ­თუ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლო უზო­მოდ მოს­წონს.

მთხო­ვა, ისეთ რეს­ტორ­ნებ­ში წავ­სუ­ლი­ყა­ვით, სა­დაც სხვა­დას­ხ­ვა უცხო და გან­ს­ხ­ვა­ვე­ბულ კერძს და­ა­გე­მოვ­ნებ­და. მთე­ლი 2 კვი­რა მო­ვან­დო­მეთ, სა­ნამ თით­ქ­მის ყვე­ლა კერძს გა­ეც­ნო­ბო­და... ამა­სო­ბა­ში მე წო­ნა­ში მო­ვი­მა­ტე, ის კი არ იღ­ლე­ბო­და და - კი­დევ რა გაქვთ გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი, ხვალ რა ვჭა­მო­თო, მე­კითხე­ბო­და... 2 კვი­რის თავ­ზე უკ­ვე იცო­და, რომ "ტკე­მა­ლი" და "ის­რი­მი" გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი სა­წე­ბე­ლე­ბია და რომ ის­რი­მი ქა­თამ­სა და მა­ყალ­ზე შემ­წ­ვარ "ა­სეტ­რი­ნას" უხ­დე­ბა, ხო­ლო ტყე­მა­ლი - ყვე­ლა კერძს...

უზო­მოდ მოს­წონს ფე­ლა­მუ­ში და აღ­ფ­რ­თო­ვან­და ჩა­ქა­ფუ­ლით. არა მხო­ლოდ კერ­ძე­ბი, არა­მედ სიტყ­ვე­ბიც მოს­წონს. ერ­თხელ კარ­გა ხანს იფიქ­რა და მითხ­რა: "ლა­მა­ზია ქარ­თუ­ლი ენა. აი, მო­უს­მი­ნე - ფე-ლა-მუ­ში... ჩა-ქა-ფუ-ლი... - და­მარ­ც­ვ­ლა და სა­ში­ნე­ლი აქ­ცენ­ტით წარ­მოთ­ქ­ვა, მაგ­რამ თვი­თონ უზო­მოდ კმა­ყო­ფი­ლი დარ­ჩა, რად­გან სიტყ­ვე­ბის ჟღე­რა­დო­ბამ მო­ხიბ­ლა.

არ შე­მიძ­ლია, არ გა­ვიხ­სე­ნო ჩვე­ნი პირ­ვე­ლი ვახ­შა­მი რეს­ტო­რან­ში.

- ვი­ცი, რომ ქარ­თ­ვე­ლებს გაქვთ გემ­რი­ე­ლი კერ­ძი - ხინ­კა­ლი, მი­სი გა­სინ­ჯ­ვა მინ­და და იქ­ნებ ისეთ ად­გილ­ზე წა­ვი­დეთ, სა­დაც მას კარ­გად ამ­ზა­დე­ბე­ნო.

ხინ­კალ­თან ერ­თად უამ­რა­ვი ნიგ­ვ­ზი­ა­ნი კერ­ძი შე­უკ­ვე­თა: ბად­რი­ჯა­ნი, მხა­ლე­უ­ლი, კიტ­რი­სა და პო­მიდ­ვ­რის სა­ლა­თაც კი ნიგ­ვ­ზით მო­ი­სურ­ვა... არ ჩავ­თ­ვა­ლე სა­ჭი­როდ, რა­მე და­მე­მა­ტე­ბი­ნა, რად­გან ისე­დაც უამ­რა­ვი კერ­ძი დახ­ვავ­დე­ბო­და სუფ­რა­ზე.

- შენ­თ­ვის რა­ტომ არა­ფერს უკ­ვეთ? - მკითხა გა­ო­ცე­ბულ­მა.

- შენ ხომ შე­უკ­ვე­თე? - არა­ნაკ­ლებ გა­ო­ცე­ბულ­მა ვუ­პა­სუ­ხე.

- ეს ჩემ­თ­ვის შე­ვუკ­ვე­თე და შენ მში­ე­რი ხომ არ დარ­ჩე­ბი? თუ არ გშია, რა­მე მსუ­ბუ­ქი მა­ინც აიღე.

რა­ღას ვი­ზამ­დი? შემ­წ­ვა­რი კარ­ტო­ფი­ლი შე­ვუკ­ვე­თე - ხორ­ცით.

მე­რე გა­მახ­სენ­და ევ­რო­პე­ლე­ბის წე­სი: ყვე­ლა უკ­ვეთს იმ კერძს, რო­მე­ლიც თა­ვად უნ­და მი­ირ­თ­ვას. ქარ­თუ­ლი წე­სი - "კერ­ძე­ბი სუფ­რა­ზე ჩად­გ­მით" - მათ­თ­ვის წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია.

რო­დე­საც მიმ­ტან­მა ყვე­ლა კერ­ძი მო­ი­ტა­ნა და მა­გი­და­ზე გა­ა­ნა­წი­ლა, ჩემს გერ­მა­ნელ მე­გო­ბარს ძა­ლი­ან გა­უკ­ვირ­და, - ეს ყვე­ლა­ფე­რი ორი­ვეს­თ­ვის მო­ი­ტა­ნე­სო? ავუხ­სე­ნი ქარ­თუ­ლი სუფ­რის წე­სი, რა­მაც ძა­ლი­ან გა­ა­ო­ცა... ბო­ლოს, ისევ დად­გა ერ­თი მო­მენ­ტი, რო­მე­ლიც უცხო­ე­ლე­ბის­თ­ვის, მით უმე­ტეს - გერ­მა­ნე­ლე­ბის­თ­ვის ძა­ლი­ან უცხოა, - და­ნა­ხარ­ჯის გა­დახ­დას ვგუ­ლის­ხ­მობ. რო­დე­საც მიმ­ტან­მა ან­გა­რი­ში მო­ი­ტა­ნა, ძა­ლი­ან მო­რი­დე­ბით იკითხა, - მე­ო­რე ქვი­თა­რი (ჩემ­თ­ვის გან­კუთ­ვ­ნილ ქვი­თარს გუ­ლის­ხ­მობ­და) სა­დააო?

- ყვე­ლა­ფე­რი აქ არი­სო, - უპა­სუ­ხა მიმ­ტან­მა.

- თუ ნე­ბას დამ­რ­თავ, ამ­ჯე­რად მე დაგ­პა­ტი­ჟებ, შენს და­ნა­ხარჯს მე ავა­ნაზღა­უ­რე­ბო, - ახ­ლა მე მო­მიბ­რუნ­და მო­რი­დე­ბით.

ღი­მი­ლით დავ­თან­ხ­მ­დი. მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი ავუხ­სე­ნი, რომ ჩვენ­თან, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მი­ღე­ბუ­ლი არ არის, სუფ­რის ყვე­ლა წევ­რ­მა მხო­ლოდ სა­კუ­თა­რი შეკ­ვე­თის სა­ფა­სუ­რი გა­და­ი­ხა­დოს. თუნ­დაც კო­ლექ­ტი­უ­რად მივ­დი­ო­დეთ რეს­ტო­რან­ში, მთე­ლი ხარ­ჯი ყვე­ლა­ზე თა­ნაბ­რად ნა­წილ­დე­ბა. ხო­ლო თუ ქა­ლი და მა­მა­კა­ცი არი­ან სუფ­რას­თან, მა­მა­კა­ცის სირ­ცხ­ვი­ლა­დაც კი ით­ვ­ლე­ბა, თუ ქა­ლი გა­და­იხ­დის, რა თქმა უნ­და, იშ­ვი­ა­თი შემ­თხ­ვე­ვე­ბის გარ­და-მეთ­ქი.

- რად­გან ეს ტვირ­თი მა­მა­კაცს აწევს, ალ­ბათ ამი­ტო­მაა, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მა­მა­კა­ცის კულ­ტიაო, - და­ას­კ­ვ­ნა თა­ვად.

ყვე­ლა­ზე მე­ტად ის უკ­ვირს, რო­გორ შო­უ­ლობს ხალ­ხი ამ­დენ ფულს, რომ ასე­თი ძვირ­ფა­სი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბით გა­და­ად­გილ­დე­ბი­ან.

- ამ­დე­ნი ძვირ­ფა­სი ავ­ტო­მო­ბი­ლი არ­სად მი­ნა­ხავს. წარ­მო­იდ­გი­ნე, რამ­დე­ნი წე­ლი უნ­და იმუ­შაო ადა­მი­ან­მა, რომ ასე­თი ავ­ტო­მო­ბი­ლის ყიდ­ვა შეძ­ლო.

ცდი­ლობს, ქარ­თულ სი­ნამ­დ­ვი­ლეს მო­ერ­გოს. ქარ­თ­ვე­ლე­ბის ხა­სი­ათს, ბუ­ნე­ბას სწავ­ლობს...

- მინ­და, ქარ­თ­ვე­ლი გავ­ხ­დეო, - ამ­ბობს. - ჩვენ­თან, გერ­მა­ნი­ა­ში, არა­ვინ აქ­ცევს ყუ­რადღე­ბას, რა გაც­ვია. ადა­მი­ა­ნე­ბი ცხოვ­რო­ბენ კე­თილ­მოწყო­ბილ სახ­ლებ­ში, ყვე­ლა­ნა­ი­რი ფუ­ფუ­ნე­ბა აქვთ შექ­მ­ნი­ლი, მაგ­რამ გა­რეთ რომ გა­მო­დი­ან, მა­თი ჩაც­მუ­ლო­ბით ამას ვერ მიხ­ვ­დე­ბი. აქ კი პი­რი­ქი­თაა, - კარ­გი მან­ქა­ნე­ბი ჰყავთ, ბრენ­დუ­ლი ტა­ნი­სა­მო­სი აც­ვი­ათ, მაგ­რამ სახ­ლ­ში ელე­მენ­ტა­რუ­ლი კომ­ფორ­ტი არ აქვთ. ვატყობ, რომ ჩაც­მას დი­დი ყუ­რადღე­ბა ექ­ცე­ვა. ადა­მი­ა­ნის სტა­ტუ­სი სწო­რედ ტა­ნი­სა­მო­სით გა­ნი­საზღ­ვ­რე­ბა. რად­გან აქ ვცხოვ­რობ, მინ­და, მეც შე­ვიც­ვა­ლო სტი­ლი და და­მეხ­მა­რე, მა­ღა­ზი­ა­ში გა­მომ­ყე­ვი, შენ უკეთ იცი, აქ მო­დუ­რი რა არი­სო...

ჰო­და, ერთ მშვე­ნი­ერ დღეს მა­ღა­ზი­ე­ბი დავ­ლაშ­ქ­რეთ. მე სა­ვარ­ძელ­ში ვი­ჯე­ქი, ის კი გა­სახ­დელ­ში იც­ვ­ლი­და ტა­ნი­სა­მოსს და შემ­დეგ წარ­მო­სახ­ვით პო­დი­უმ­ზე გა­მო­დი­ო­და, რომ შე­მე­ფა­სე­ბი­ნა. ამ სი­ტუ­ა­ცი­ამ ფილ­მი - "ლა­მაზ­მა­ნი" და ჯუ­ლია რო­ბერ­თ­სის გმი­რი გა­მახ­სე­ნა... მა­ღა­ზი­ის თა­ნამ­შ­რომ­ლე­ბიც ძა­ლი­ან გამ­ხი­ა­რულ­დ­ნენ და ფილ­მი­დან მე­ლო­დი­აც კი ჩარ­თეს... იმის შემ­დეგ ჩემს მე­გო­ბარს სა­ხე­ლი გა­და­ვარ­ქ­ვი და ჯუ­ლია და­ვარ­ქ­ვი, რაც მა­ინ­ც­და­მა­ინც არ გა­უპ­რო­ტეს­ტე­ბია.

მე­ო­რე დღეს გა­ხა­რე­ბულ­მა და­მი­რე­კა, - მა­რინ­კა, იცი, სამ­სა­ხურ­ში ფუ­რო­რი მო­ვახ­დი­ნე, ყვე­ლა აღ­ფ­რ­თო­ვა­ნე­ბუ­ლია ჩე­მი ახა­ლი იმი­ჯით და მეც ძა­ლი­ან მომ­წონს, ათას­ჯერ მა­ინც შე­ვე­დი ტუ­ა­ლეტ­ში, რომ სა­კუ­თა­რი თა­ვი სარ­კე­ში შე­მეთ­ვა­ლი­ე­რე­ბი­ნა და დავ­მ­ტ­კ­ბა­რი­ყა­ვიო...

ახ­ლა ქარ­თუ­ლი ან­ბა­ნი­სა და ენის სწავ­ლა და­ვიწყეთ "ფე­ის­ბუ­კის" სა­შუ­ა­ლე­ბით, რად­გან ხში­რი უშუ­ა­ლო კონ­ტაქ­ტის­თ­ვის დროს ვერ ვპო­უ­ლობ.

ახ­ლა­ხან ერ­თი კვი­რით იყო სამ­შობ­ლო­ში წა­სუ­ლი შვე­ბუ­ლე­ბით და დაბ­რუ­ნე­ბულ­მა მითხ­რა, - მა­რინ­კა, იცი, აქა­უ­რო­ბა მე­ნატ­რე­ბო­და, ერ­თი სუ­ლი მქონ­და, რო­დის წა­მო­ვი­დო­დი, თბი­ლი­სი მე­სიზ­მ­რე­ბო­და კი­დე­ცო...

"სრუ­ლი­ად ქარ­თ­ვე­ლად" სურს გარ­დაქ­მ­ნა გერ­მა­ნელ "ჯუ­ლი­ას", რად­გან ქარ­თუ­ლი ყვე­ლა­ფე­რი მოს­წონს: კერ­ძე­ბი, ადათ-წე­სე­ბი, ჩაც­მის სტი­ლი, სიტყ­ვე­ბი, მო­უ­წეს­რი­გე­ბე­ლი მძღო­ლე­ბი, - მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ტაქ­სი­ში ში­შის­გან თვალ­და­ხუ­ჭუ­ლი ზის, უს­წორ­მას­წო­რო გზე­ბი, ქარ­თუ­ლი ხა­სი­ა­თი და ისიც კი, რო­დე­საც რეს­ტო­რან­ში მიმ­ტანს ამა­ყად ეუბ­ნე­ბა, - ან­გა­რი­ში მე მო­მი­ტა­ნეთ, ქალ­ბა­ტონს არ და­უ­დო­თო...

ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ში ძა­ლი­ან კარ­გად ერ­კ­ვე­ვა. ცო­ტა ხან­ში ალ­ბათ უბან­შიც "და­ა­ბირ­ჟა­ვებს", ხმა­მაღ­ლა გი­ნე­ბას და­იწყებს და ერთ მშვე­ნი­ერ დღეს და­მი­რე­კავს, - მა­რინ­კა, "პორ­შე კა­ი­ე­ნის" ყიდ­ვა მინ­და და სად უნ­და მი­ვი­დე, ხომ ვერ მი­მას­წავ­ლიო?..

მოკ­ლედ, იმე­დია, მთლად ჩე­მი გავ­ლე­ნა არ არის "ჯუ­ლი­ას" გად­მო­ქარ­თ­ვე­ლე­ბა, რად­გან არც კი ვი­ცი, ეს ყვე­ლა­ფე­რი კარ­გია თუ ცუ­დი.

მა­რი ჯა­ფა­რი­ძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია