24 წლის ამანდა გრისი ორგაზმს დღეში 50-ჯერ განიცდის - ის იშვიათი დაავადებით იტანჯება, რომლის წყალობითაც ყოველთვის აღგზნებულია.
ამ პრობლემის გამო მისი ცხოვრება დანგრეულია. ამანდა დაავადებას ვერ მართავს და ორგაზმს განიცდის მაშინაც კი, თუ ავტომობილს მართავს, ან ხმამაღლა ჩართულ მუსიკას უსმენს.
"ეს შეიძლება ნებისმიერ წუთს და ყველგან მოხდეს. ეს უკვე სასიამოვნო აღარ არის და ამ პრობლემის გამო ცხოვრება ტანჯვად მექცა. წლების განმავლობაში ამ პრობლემას ვმალავდი - მრცხვენოდა და ვერც მშობლებს და ვერც ოჯახის წევრებს ვეუბნებოდი. ეს მოშლილობა შინაგანად მკლავს, ვიღიმი და მაქსიმალურად ვცდილობ, ისე მოვიქცე თითქოს არაფერი ხდება", - ამბობს ის.
ამჟამად გოგონას დახმარებას ექიმები ცდილობენ. მას შეყვარებულიც ჰყავს, რომელიც პარტნიორს გვერდში უდგას.
dailymail.co.uk