პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
5 ყველაზე მომხიბვლელი იტალიელი ქალი მოდის ისტორიაში (+5 ფოტო)
5  ყველაზე მომხიბვლელი იტალიელი ქალი მოდის ისტორიაში (+5 ფოტო)

წარ­მო­გიდ­გენთ 5 ყვე­ლა­ზე მო­დურ ქალს, იტა­ლი­უ­რი მო­დის ის­ტო­რი­ი­დან.

სა­პა­ტიო პირ­ველ ად­გილს ჩა­მო­ნათ­ვალ­ში ყვე­ლა­სათ­ვის საყ­ვა­რე­ლი მო­ნი­კა ბე­ლუ­ჩი იკა­ვებს. ალ­ბათ არ მო­ი­ძებ­ნე­ბა ადა­მი­ა­ნი, ვი­საც ეს იტა­ლი­ე­ლი ლა­მაზ­მა­ნი არ მოს­წონს. "ყვე­ლა­ზე სა­სურ­ვე­ლი", "ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი" - სი­ტყვა "ყვე­ლა­ზე", ყვე­ლა­ზე მე­ტად სწო­რედ რომ მო­ნი­კა ბე­ლუ­ჩის შე­ე­სა­ბა­მე­ბა...

შემ­დეგ პო­ზი­ცი­ა­ზე არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი იტა­ლი­ე­ლი მსა­ხი­ო­ბი სოფი ლო­რე­ნია.

მას მოს­დევს პო­პუ­ლა­რუ­ლი ლა­მაზ­მა­ნი, ბი­ან­კა ბალ­ტი. ვინ იფიქ­რებ­და, რომ ახლა ცნო­ბი­ლი მო­დე­ლი, თა­ვის დრო­ზე აგენ­ტე­ბის­გან მხო­ლოდ უარს იღებ­და. ვიდ­რე შე­ამ­ჩნევ­დნენ, მო­დე­ლი სუპ­რე­მარ­კეტ­ში მო­ლა­რე­დაც კი მუ­შა­ობ­და და ამა­ოდ და­დი­ო­და სა­ა­გენ­ტო­დან სა­ა­გენ­ტო­ში.

მომ­დევ­ნო იზა­ბე­ლა რო­სე­ლი­ნია - შვე­დი მსა­ხი­ო­ბის ინ­გრიდ ბერ­გმა­ნი­სა და იტა­ლი­ე­ლი რე­ჟი­სო­რის, რო­ბერ­ტო რო­სე­ლი­ნის ქა­ლიშ­ვი­ლი. თა­ვის დრო­ზე იზა­ბე­ლამ რე­კორ­დი და­ამ­ყა­რა და თით­ქმის მი­ყო­ლე­ბით ამე­რი­კუ­ლი Vogue-ს გა­რე­კან­ზე ექ­ვსჯერ მოხ­ვდა.

სიის კი­დევ ერთი ლა­მაზ­მა­ნი ჯინა ლო­ლობ­რი­ჯი­დაა - "ლოლო" იტა­ლი­უ­რად ბი­უსტს ნიშ­ნავს. ლა­ცი­ო­ში და­ბა­დე­ბულ­მა მსა­ხი­ობ­მა გზა მსოფ­ლიო კი­ნე­მა­ტოგ­რაფ­ში გა­იკ­ვა­ლა. მისი ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი რო­ლია "პა­რი­ზის ღვთის­მშობ­ლის ტა­ძარ­ში" შეს­რუ­ლე­ბუ­ლი ეს­მე­რალ­დას როლი. ამ­ჟა­მად 86 წლის ჯინა მშვი­დად ცხოვ­რობს რომ­თან ახ­ლოს, თა­ვის ვი­ლა­ში და ფრინ­ვე­ლებს უვ­ლის. რო­გორც ამ­ბო­ბენ, მსა­ხი­ობს თა­ვის ბაღ­ში 600 სა­ხე­ო­ბის ფრინ­ვე­ლი ჰყავს.

იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

5 ყველაზე მომხიბვლელი იტალიელი ქალი მოდის ისტორიაში (+5 ფოტო)

5  ყველაზე მომხიბვლელი იტალიელი ქალი მოდის ისტორიაში (+5 ფოტო)

წარმოგიდგენთ 5 ყველაზე მოდურ ქალს, იტალიური მოდის ისტორიიდან.

საპატიო პირველ ადგილს ჩამონათვალში ყველასათვის საყვარელი მონიკა ბელუჩი იკავებს. ალბათ არ მოიძებნება ადამიანი, ვისაც ეს იტალიელი ლამაზმანი არ მოსწონს.  "ყველაზე სასურველი", "ყველაზე ცნობილი" - სიტყვა "ყველაზე",  ყველაზე მეტად სწორედ რომ მონიკა ბელუჩის შეესაბამება...

შემდეგ პოზიციაზე არაჩვეულებრივი იტალიელი მსახიობი სოფი ლორენია.

მას მოსდევს პოპულარული ლამაზმანი, ბიანკა ბალტი. ვინ იფიქრებდა, რომ ახლა ცნობილი მოდელი, თავის დროზე აგენტებისგან მხოლოდ უარს იღებდა. ვიდრე შეამჩნევდნენ, მოდელი სუპრემარკეტში მოლარედაც კი მუშაობდა და ამაოდ დადიოდა სააგენტოდან სააგენტოში.

მომდევნო იზაბელა როსელინია - შვედი მსახიობის ინგრიდ ბერგმანისა და იტალიელი რეჟისორის, რობერტო როსელინის ქალიშვილი. თავის დროზე იზაბელამ რეკორდი დაამყარა და თითქმის მიყოლებით ამერიკული Vogue-ს გარეკანზე ექვსჯერ მოხვდა.

სიის კიდევ ერთი ლამაზმანი ჯინა ლოლობრიჯიდაა - "ლოლო" იტალიურად ბიუსტს ნიშნავს. ლაციოში დაბადებულმა მსახიობმა გზა მსოფლიო კინემატოგრაფში გაიკვალა. მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი როლია "პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში" შესრულებული ესმერალდას როლი. ამჟამად 86 წლის ჯინა მშვიდად ცხოვრობს რომთან ახლოს, თავის ვილაში და ფრინველებს უვლის. როგორც ამბობენ, მსახიობს თავის ბაღში 600 სახეობის ფრინველი ჰყავს.

იხილეთ ფოტოგალერეა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება