მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
5 ყველაზე საბედისწერო სიკვდილი
5 ყველაზე საბედისწერო სიკვდილი

გთა­ვა­ზობთ სხვა­დას­ხვა დროს მომ­ხდა­რი 5 ყვე­ლა­ზე უც­ნა­უ­რი და სა­ბე­დის­წე­რო სიკ­ვდი­ლის ის­ტო­რი­ას:

1. რუ­სეთ­ში, ყა­ზან­ში მცხოვ­რე­ბი ფა­გი­ლიუ მუ­ხა­მეთ­ზი­ა­ნო­ვი გარ­დაც­ვლი­ლად გა­მო­ა­ცხა­დეს. ეს ინ­ცი­დენ­ტი 2012 წლის ივ­ნისს მოხ­და. დაკ­რძალ­ვი­სას 49 წლის ქა­ლის შეძრწუ­ნე­ბუ­ლი ყვი­რი­ლი გა­ის­მა. ქალ­მა გა­აც­ნო­ბი­ე­რა, რომ მარ­ხავ­დნენ და ის­ტე­რი­კა­ში ჩა­ვარ­და. ქალი სას­წრა­ფოდ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. თუმ­ცა, ამ დროს ფა­გი­ლიუ გუ­ლის შე­ტე­ვით გარ­და­იც­ვა­ლა. მისი ქმა­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს უჩი­ვის და ცო­ლის სიკ­ვდილ­ში ექი­მებს ადა­ნა­შა­უ­ლებს.

2. 2012 წელს მონ­რე­ალ­ში პა­ტარ­ძა­ლი გარ­და­იც­ვა­ლა. 30 წლის ქალი სა­ქორ­წი­ნო ფო­ტო­სე­სი­ას იღებ­და; ქალი 15-30 სან­ტი­მეტ­რი სიღ­რმის წყალ­ში პო­ზი­რებ­და. მო­უ­ლოდ­ნე­ლად მსხვერ­პლმა გა­ნა­ცხა­და, რომ მისი კაბა ძა­ლი­ან მძი­მე იყო და წყლი­დან ამოს­ვლა უჭირ­და, მან ფო­ტოგ­რაფ­სა და მის ასის­ტენტს დახ­მა­რე­ბა სთხო­ვა. თუმ­ცა, მათ ქა­ლის წყლი­დან ამოყ­ვა­ნა ვერ შეძ­ლეს. მო­უ­ლოდ­ნე­ლად ის ძლი­ერ­მა დი­ნე­ბამ წა­ი­ღო და წყალ­ქვეშ გა­უ­ჩი­ნარ­და. სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ქა­ლის გვამს 4 სა­ათ­ში მი­აგ­ნეს. მსხვერ­პლს მა­რია პან­ტა­ზო­პო­უ­ლო­სი ერ­ქვა და რამ­დე­ნი­მე თვის გა­თხო­ვი­ლი იყო; ფო­ტო­სე­სია კი იმის­თვის მო­ა­წყო, რომ სა­ქორ­წი­ნო კა­ბა­ში წყლის პი­რას ეპო­ზი­ო­რა.

3. 18 წლის მთვრა­ლი ბო­ლი­ვი­ე­ლი ახალ­გაზ­რდა ნა­ვი­დან მდი­ნა­რე­ში გა­დახ­ტა, რო­მე­ლიც პი­რა­ნი­ე­ბით იყო სავ­სე. ახალ­გაზ­რდა უამ­რა­ვი ნაკ­ბე­ნის შე­დე­გად გარ­და­იც­ვა­ლა. პო­ლი­ცი­ამ ინ­ცი­დენ­ტი თვით­მკვლე­ლო­ბად შე­ა­ფა­სა, რად­გა­ნაც მათი თქმით, ის მე­თევ­ზე იყო და მდი­ნა­რე­საც კარ­გად იც­ნობ­და - იცო­და, რომ წყალ­ში პი­რა­ნი­ე­ბი იყ­ვნენ.

4. 65 წლის დენი ვან­ზან­დტი 2013 წელს სპონ­ტა­ნუ­რი აა­ლე­ბით გარ­და­იც­ვა­ლა. ის და­ფერ­ფლი­ლი ოჯახ­მა იპო­ვა. გარ­დაც­ვლი­ლი ალ­კოჰოლს სვამ­და და სი­გა­რეტს ეწე­ო­და - თუმ­ცა, ეს მავ­ნე ჩვე­ვე­ბი არ ყო­ფი­ლა მისი სა­ში­ნე­ლი სიკ­ვდი­ლის მი­ზე­ზი.

5. 44 წლის მაკ ვოლ­ფორ­დი 2012 წელს გველ­მა დაკბი­ნა. ის სა­ხელ­მწი­ფო პარკში ჩხრი­ა­ლა გვე­ლის გვერ­დზე იჯდა, რო­დე­საც ქვე­წარ­მა­ვალ­მა ბარ­ძაყ­ზე უკბი­ნა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით სახ­ლში დაბ­რუნ­და და თვით­ნე­ბუ­რად მკურ­ნა­ლობ­და. რო­დე­საც ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა უკი­დუ­რე­სად დამ­ძიმ­და, სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, სა­დაც გარ­და­იც­ვა­ლა. ვოლ­ფორდს სწამ­და, რომ ბიბ­ლია ქრის­ტი­ა­ნე­ბის­გან მო­ი­თხოვს, რომ შხა­მი­ა­ნი გვე­ლე­ბი ხელ­ში და­ი­ჭი­რონ და ამით გა­ი­ა­რონ ღმერ­თის რწმე­ნა­ზე ტეს­ტი. მისი აზ­რით, ამ გზით ადა­მი­ა­ნი რწმე­ნას გა­ნიმ­ტკი­ცებს და ქვე­წარ­მავ­ლე­ბიც არ უკბე­ნენ, ან დაკ­ბე­ნის შემ­თხვე­ვა­ში, გა­ნი­კურ­ნე­ბა.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია oddee.com-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება

5 ყველაზე საბედისწერო სიკვდილი

5 ყველაზე საბედისწერო სიკვდილი

გთავაზობთ სხვადასხვა დროს მომხდარი 5 ყველაზე უცნაური და საბედისწერო სიკვდილის ისტორიას:

1. რუსეთში, ყაზანში მცხოვრები ფაგილიუ მუხამეთზიანოვი გარდაცვლილად გამოაცხადეს. ეს ინციდენტი 2012 წლის ივნისს მოხდა. დაკრძალვისას 49 წლის ქალის შეძრწუნებული ყვირილი გაისმა. ქალმა გააცნობიერა, რომ მარხავდნენ და ისტერიკაში ჩავარდა. ქალი სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს. თუმცა, ამ დროს ფაგილიუ გულის შეტევით გარდაიცვალა. მისი ქმარი საავადმყოფოს უჩივის და ცოლის სიკვდილში ექიმებს ადანაშაულებს.

2. 2012 წელს მონრეალში პატარძალი გარდაიცვალა. 30 წლის ქალი საქორწინო ფოტოსესიას იღებდა; ქალი 15-30 სანტიმეტრი სიღრმის წყალში პოზირებდა. მოულოდნელად მსხვერპლმა განაცხადა, რომ მისი კაბა ძალიან მძიმე იყო და წყლიდან ამოსვლა უჭირდა, მან ფოტოგრაფსა და მის ასისტენტს დახმარება სთხოვა. თუმცა, მათ ქალის წყლიდან ამოყვანა ვერ შეძლეს. მოულოდნელად ის ძლიერმა დინებამ წაიღო და წყალქვეშ გაუჩინარდა. სამართალდამცავებმა ქალის გვამს 4 საათში მიაგნეს. მსხვერპლს მარია პანტაზოპოულოსი ერქვა და რამდენიმე თვის გათხოვილი იყო; ფოტოსესია კი იმისთვის მოაწყო, რომ საქორწინო კაბაში წყლის პირას ეპოზიორა.

3. 18 წლის მთვრალი ბოლივიელი ახალგაზრდა ნავიდან მდინარეში გადახტა, რომელიც პირანიებით იყო სავსე. ახალგაზრდა უამრავი ნაკბენის შედეგად გარდაიცვალა. პოლიციამ ინციდენტი თვითმკვლელობად შეაფასა, რადგანაც მათი თქმით, ის მეთევზე იყო და მდინარესაც კარგად იცნობდა - იცოდა, რომ წყალში პირანიები იყვნენ.

4. 65 წლის დენი ვანზანდტი 2013 წელს სპონტანური აალებით გარდაიცვალა. ის დაფერფლილი ოჯახმა იპოვა. გარდაცვლილი ალკოჰოლს სვამდა და სიგარეტს ეწეოდა - თუმცა, ეს მავნე ჩვევები არ ყოფილა მისი საშინელი სიკვდილის მიზეზი.

5. 44 წლის მაკ ვოლფორდი 2012 წელს გველმა დაკბინა. ის სახელმწიფო პარკში ჩხრიალა გველის გვერდზე იჯდა, როდესაც ქვეწარმავალმა ბარძაყზე უკბინა. მოგვიანებით სახლში დაბრუნდა და თვითნებურად მკურნალობდა. როდესაც ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა, საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც გარდაიცვალა. ვოლფორდს სწამდა, რომ ბიბლია ქრისტიანებისგან მოითხოვს, რომ შხამიანი გველები ხელში დაიჭირონ და ამით გაიარონ ღმერთის რწმენაზე ტესტი. მისი აზრით, ამ გზით ადამიანი რწმენას განიმტკიცებს და ქვეწარმავლებიც არ უკბენენ, ან დაკბენის შემთხვევაში, განიკურნება.

მომზადებულია oddee.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს