პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მასწავლებლებო, ჯერ თქვენ უნდა გქონდეთ წაკითხული ის, რაზეც ბავშვებს თემის დაწერას სთხოვთ" - ნათია ფანჯიკიძე
"მასწავლებლებო, ჯერ თქვენ უნდა გქონდეთ წაკითხული ის, რაზეც ბავშვებს თემის დაწერას სთხოვთ" - ნათია ფანჯიკიძე

თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის მე­უღ­ლე, ფსი­ქო­ლო­გი ნა­თია ფან­ჯი­კი­ძე ქარ­თველ პე­და­გო­გებს უპა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს. ფსი­ქო­ლო­გი ambebi.ge-ზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ მა­სა­ლას ეხ­მა­უ­რე­ბა, რო­მე­ლიც 147-ე სკო­ლა­ში მომ­ხდარ სკან­დალს ეძღვნე­ბა. ქა­ლაქ თბი­ლი­სის 147-ე სკო­ლის VI კლა­სის ერთ-ერთი მოს­წავ­ლის­თვის კლას­გა­რე­შე სა­კი­თხა­ვად გა­და­ცე­მულ წიგნ­ში ორა­ლუ­რი სექ­სი და ჰო­მო­სექ­სუ­ა­ლუ­რი სცე­ნე­ბი დე­ტა­ლუ­რად იყო აღ­წე­რი­ლი. ბავ­შვებს წიგ­ნე­ბი პრო­ექ­ტის - "ვი­სა­უბ­როთ წიგ­ნებ­ზე" ფარ­გლებ­ში გა­დას­ცეს.

"ჩემი დიშ­ვი­ლე­ბი პა­ტა­რე­ბი რომ იყ­ვნენ, ქა­ლაქ­ში სიმ­კაც­რით და კა­ტე­გო­რი­უ­ლო­ბით სა­ხელ­გან­თქმუ­ლი პე­დი­ატ­რი ყავ­და ჩემს დას. "ჯერ თქვენ გა­სინ­ჯეთ ბავ­შვს რას აჭ­მევ­თო," ისე­თი ტო­ნით ამ­ბობ­და, ცოტა გვე­ში­ნო­და კი­დეც. თვე­ე­ბის რომ იყ­ვნენ ჩემი შვი­ლე­ბი, "პე­ჩე­ნი­ას" ხი­ლის ფა­ფა­ში ვუფშვნი­დი და შე­უ­ხე­დავ მა­სას ვი­ღებ­დი, განსკა­უთ­რე­ბით ხილი რომ და­ი­ჟან­გე­ბო­და, სა­ლა­ფავს გავ­და. პე­დი­ატ­რის სი­ტყვე­ბი გა­მარ­თლე­ბა­სა­ვით მქონ­და, - იმ ბნელ 90-ია­ნებ­ში ყვე­ლას გვში­ო­და და სი­ა­მოვ­ნე­ბით ვსინ­ჯავ­დი ამ, ახლა რომ მკი­თხოთ, ათ­ქვე­ფილ სა­ძაგ­ლო­ბას და ერთი სუ­ლიც მქონ­და, ჭამა დრო­ზე და­ემ­თავ­რე­ბი­ნათ, ცოტა რამე მორ­ჩე­ნო­დათ, რომ თეფ­ში ბოლო ნამ­ცე­ცამ­დე ამე­სუფ­თა­ვე­ბი­ნა.

მას­წავ­ლებ­ლე­ბო, ჯერ თქვენ უნდა გქონ­დეთ წა­კი­თხუ­ლი ის, რა­ზეც ბავ­შვებს თე­მის და­წე­რას სთხოვთ. წე­სია ასე­თი.

ირაკ­ლის სამ­სა­ხუ­რის გამო ორ­ჯერ ვცხოვ­რობ­დით აშშ-ში; ვა­შინგტონ­ში ჩარ­თუ­ლი ტე­ლე­ვი­ზო­რის არას­დროს არ შემ­ში­ნე­ბია, რომ ბავ­შვე­ბი შემ­თხვე­ვით ასა­კის­თვის შე­უ­ფე­რე­ბელ სცე­ნას ნა­ხავ­დნენ, - კოც­ნაც კი ამოჭ­რი­ლი იყო და ოდ­ნავ სის­ხლი­ა­ნი სცე­ნაც. ნიუ იორკში უკვე დი­დე­ბი იყ­ვნენ და ხელი მო­მა­წე­რი­ნეს თან­ხმო­ბა­ზე, რომ სა­მე­დი­ცი­ნო ინ­ფორ­მა­ცი­ას მი­აწ­ვდიდ­ნენ სქე­სობ­რი­ვი გზით გა­დამ­დებ და­ა­ვა­დე­ბებ­ზე და მსგავს სა­კი­თხებ­ზე. კლას­გა­რე­შე ლი­ტე­რა­ტუ­რა კი, რაც სკო­ლამ შე­ურ­ჩია, იყო მხო­ლოდ კლა­სი­კა.

ბავ­შვს ჯერ "სამი გოჭი" რომ არა აქვს წა­კი­თხუ­ლი, იქ­ნებ არ ჩაგ­ვეგ­დო შოკ­ში არც მისი ფსი­ქი­კა და არც ფი­ზი­ო­ლო­გია?

ევ­რო­კავ­ში­რის­თვის მად­ლო­ბის მეტი რა გვეთ­ქმის, თუ ჩვე­ნი შვი­ლე­ბის გა­ნათ­ლე­ბა­ში ფული და­ხარ­ჯა. და­ნარ­ჩენ­ზე თავი თვი­თონ უნდა შე­ვი­წუ­ხოთ, რომ წა­სა­კი­თხი წიგ­ნე­ბის ქრო­ნო­ლო­გია სწო­რად იყოს და­გეგ­მი­ლი და შერ­ჩე­უ­ლი. რამ­დე­ნი ასე გა­მო­ყო­ფი­ლი თან­ხა გვაქვს უჭ­კუ­ოდ და მავ­ნებ­ლუ­რა­დაც კი და­ხარ­ჯუ­ლი და ჩვე­ნი გულ­გრი­ლო­ბის და არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მის გამო ეს სა­წყა­ლი ევ­რო­კავ­ში­რიც მად­ლო­ბის მა­გივ­რად გი­ნე­ბას იმ­სა­ხუ­რებს", - წერს ნა­თია ფან­ჯი­კი­ძე.

იხი­ლეთ ასე­ვე: ჰო­მო­სექ­სუ­ა­ლუ­რი სცე­ნე­ბი და ორა­ლუ­რი სექ­სის დე­ტა­ლუ­რი აღ­წე­რა VI კლა­სელ­თა კლას­გა­რე­შე სა­კი­თხავ­ში - სკან­და­ლი 147-ე სკო­ლა­ში

ვინ ლო­ბი­რებს სკო­ლა­ში პორ­ნოგ­რა­ფი­ის სწავ­ლე­ბას?

"მასწავლებლებო, ჯერ თქვენ უნდა გქონდეთ წაკითხული ის, რაზეც ბავშვებს თემის დაწერას სთხოვთ" - ნათია ფანჯიკიძე

"მასწავლებლებო, ჯერ თქვენ უნდა გქონდეთ წაკითხული ის, რაზეც ბავშვებს თემის დაწერას სთხოვთ" - ნათია ფანჯიკიძე

თავდაცვის მინისტრის მეუღლე, ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე ქართველ პედაგოგებს უპასუხისმგებლობაში ადანაშაულებს. ფსიქოლოგი ambebi.ge-ზე გამოქვეყნებულ მასალას ეხმაურება, რომელიც 147-ე სკოლაში მომხდარ სკანდალს ეძღვნება. ქალაქ თბილისის 147-ე სკოლის VI კლასის ერთ-ერთი მოსწავლისთვის კლასგარეშე საკითხავად გადაცემულ წიგნში ორალური სექსი და ჰომოსექსუალური სცენები დეტალურად იყო აღწერილი. ბავშვებს წიგნები პროექტის - "ვისაუბროთ წიგნებზე" ფარგლებში გადასცეს.

"ჩემი დიშვილები პატარები რომ იყვნენ, ქალაქში სიმკაცრით და კატეგორიულობით სახელგანთქმული პედიატრი ყავდა ჩემს დას. "ჯერ თქვენ გასინჯეთ ბავშვს რას აჭმევთო," ისეთი ტონით ამბობდა, ცოტა გვეშინოდა კიდეც. თვეების რომ იყვნენ ჩემი შვილები, "პეჩენიას" ხილის ფაფაში ვუფშვნიდი და შეუხედავ მასას ვიღებდი, განსკაუთრებით ხილი რომ დაიჟანგებოდა, სალაფავს გავდა. პედიატრის სიტყვები გამართლებასავით მქონდა, - იმ ბნელ 90-იანებში ყველას გვშიოდა და სიამოვნებით ვსინჯავდი ამ, ახლა რომ მკითხოთ, ათქვეფილ საძაგლობას და ერთი სულიც მქონდა, ჭამა დროზე დაემთავრებინათ, ცოტა რამე მორჩენოდათ, რომ თეფში ბოლო ნამცეცამდე ამესუფთავებინა.

მასწავლებლებო, ჯერ თქვენ უნდა გქონდეთ წაკითხული ის, რაზეც ბავშვებს თემის დაწერას სთხოვთ. წესია ასეთი.

ირაკლის სამსახურის გამო ორჯერ ვცხოვრობდით აშშ-ში; ვაშინგტონში ჩართული ტელევიზორის არასდროს არ შემშინებია, რომ ბავშვები შემთხვევით ასაკისთვის შეუფერებელ სცენას ნახავდნენ, - კოცნაც კი ამოჭრილი იყო და ოდნავ სისხლიანი სცენაც. ნიუ იორკში უკვე დიდები იყვნენ და ხელი მომაწერინეს თანხმობაზე, რომ სამედიცინო ინფორმაციას მიაწვდიდნენ სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებზე და მსგავს საკითხებზე. კლასგარეშე ლიტერატურა კი, რაც სკოლამ შეურჩია, იყო მხოლოდ კლასიკა.

ბავშვს ჯერ "სამი გოჭი" რომ არა აქვს წაკითხული, იქნებ არ ჩაგვეგდო შოკში არც მისი ფსიქიკა და არც ფიზიოლოგია?

ევროკავშირისთვის მადლობის მეტი რა გვეთქმის, თუ ჩვენი შვილების განათლებაში ფული დახარჯა. დანარჩენზე თავი თვითონ უნდა შევიწუხოთ, რომ წასაკითხი წიგნების ქრონოლოგია სწორად იყოს დაგეგმილი და შერჩეული. რამდენი ასე გამოყოფილი თანხა გვაქვს უჭკუოდ და მავნებლურადაც კი დახარჯული და ჩვენი გულგრილობის და არაპროფესიონალიზმის გამო ეს საწყალი ევროკავშირიც მადლობის მაგივრად გინებას იმსახურებს", - წერს ნათია ფანჯიკიძე.

იხილეთ ასევე: ჰომოსექსუალური სცენები და ორალური სექსის დეტალური აღწერა VI კლასელთა კლასგარეშე საკითხავში - სკანდალი 147-ე სკოლაში

ვინ ლობირებს სკოლაში პორნოგრაფიის სწავლებას?

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს