პოლიტიკა
Faceამბები
მოზაიკა

5

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:23-ზე, მთვარე მორიელშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. არ არის რეკომენდებული ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
სამხედრო
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ირაკლი ალასანია - ვინც ჩვენი ჯარის წინააღმდეგ ცრუ ინფორმაციებს ავრცელებს, მას დიარეა და ფაღარათი ტვინში აქვს
ირაკლი ალასანია - ვინც ჩვენი ჯარის წინააღმდეგ ცრუ ინფორმაციებს ავრცელებს, მას დიარეა და ფაღარათი ტვინში აქვს

ვინც ჩვე­ნი ჯა­რის წი­ნა­აღ­მდეგ ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ებს ავ­რცე­ლებს, მას დი­ა­რეა და ფა­ღა­რა­თი ტვინ­ში აქვს, - ასე პა­სუ­ხობს თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი ირაკ­ლი ალა­სა­ნია ჯა­რის­კა­ცებ­ში დი­ა­რე­ის ხში­რი პრობ­ლე­მის შე­სა­ხებ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას და მო­თხოვ­ნას, სამ­ხედ­რო­თა კვე­ბის მიზ­ნით თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ ახა­ლი და უფრო გამჭვირ­ვა­ლე ტენ­დერე­ბი ჩა­ა­ტა­როს.

რო­გორც ალა­სა­ნი­ამ "რუს­თა­ვი 2"-ის გა­და­ცე­მა "არ­ჩე­ვან­ში" გა­ნა­ცხა­და, ამ ტი­პის გან­ცხა­დე­ბე­ბის ავ­ტო­რებს არ აწყობთ სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი იყოს იმ სი­მაღ­ლე­ზე, რა­ზეც დღე­საა.

"მსუ­ბუ­ქი დი­ა­რეა, ცხოვ­რე­ბა­ში ერთხელ მა­ინც ალ­ბათ, თქვენც გქო­ნი­ათ და ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც გვის­მენს. ეს არ ნიშ­ნავს იმას, რომ მთელს სა­ზო­გა­დო­ე­ბას და მთელს სა­ქარ­თვე­ლოს ეს პრობ­ლე­მა აქვს. გე­ტყვით რა­შია საქ­მე - ვინც ასე მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად ავ­რცე­ლებს ჩვე­ნი ჯა­რის წი­ნა­აღ­მდეგ ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ებს, რომ ჯარი არ არის მზად, არ არის ნაკ­ვე­ბი, არ არის აღ­ჭურ­ვი­ლი, ესაა რა თქმა უნდა, იმ ხალ­ხის გა­კე­თე­ბუ­ლი, ვი­საც დი­ა­რეა და ფა­ღა­რა­თი ტვინ­ში აქვს, იმი­ტომ, რომ მათ არ აწყობთ რომ ჩვე­ნი ჯარი, ჩვე­ნი შე­ი­არ­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი იყოს იმ სი­მაღ­ლე­ზე რა­ზეც დღეს არის", - აღ­ნიშ­ნა ალა­სა­ნი­ამ.

რაც შე­ე­ხე­ბა ტენ­დერებს, მი­ნის­ტრის გან­მარ­ტე­ბით, მის უწყე­ბა­ში 2012 წლის არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ ყვე­ლა ტენ­დე­რი კა­ნონ­თან სრუ­ლი შე­სა­ბა­მი­სო­ბით ტარ­დე­ბა. "ნა­ტომ ამ კუ­თხით ჩვე­ნი გამჭვირ­ვა­ლო­ბა სა­მა­გა­ლი­თოდ შე­ა­ფა­სა და ყრუ და ბრმა უნდა იყო, რომ ეს ვერ და­ი­ნა­ხო", - დას­ძი­ნა ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ამ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

ირაკლი ალასანია - ვინც ჩვენი ჯარის წინააღმდეგ ცრუ ინფორმაციებს ავრცელებს, მას დიარეა და ფაღარათი ტვინში აქვს

ირაკლი ალასანია - ვინც ჩვენი ჯარის წინააღმდეგ ცრუ ინფორმაციებს ავრცელებს, მას დიარეა და ფაღარათი ტვინში აქვს

ვინც ჩვენი ჯარის წინააღმდეგ ცრუ ინფორმაციებს ავრცელებს, მას დიარეა და ფაღარათი ტვინში აქვს, - ასე პასუხობს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ჯარისკაცებში დიარეის ხშირი პრობლემის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას და მოთხოვნას, სამხედროთა კვების მიზნით თავდაცვის სამინისტრომ ახალი და უფრო გამჭვირვალე ტენდერები ჩაატაროს.

როგორც ალასანიამ "რუსთავი 2"-ის გადაცემა "არჩევანში" განაცხადა, ამ ტიპის განცხადებების ავტორებს არ აწყობთ საქართველოს შეიარაღებული ძალები იყოს იმ სიმაღლეზე, რაზეც დღესაა.

"მსუბუქი დიარეა, ცხოვრებაში ერთხელ მაინც ალბათ, თქვენც გქონიათ და ნებისმიერ ადამიანს, რომელიც გვისმენს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მთელს საზოგადოებას და მთელს საქართველოს ეს პრობლემა აქვს. გეტყვით რაშია საქმე - ვინც ასე მიზანმიმართულად ავრცელებს ჩვენი ჯარის წინააღმდეგ ცრუ ინფორმაციებს, რომ ჯარი არ არის მზად, არ არის ნაკვები, არ არის აღჭურვილი, ესაა რა თქმა უნდა, იმ ხალხის გაკეთებული, ვისაც დიარეა და ფაღარათი ტვინში აქვს, იმიტომ, რომ მათ არ აწყობთ რომ ჩვენი ჯარი, ჩვენი შეიარღებული ძალები იყოს იმ სიმაღლეზე რაზეც დღეს არის", - აღნიშნა ალასანიამ.

რაც შეეხება ტენდერებს, მინისტრის განმარტებით, მის უწყებაში 2012 წლის არჩევნების შემდეგ ყველა ტენდერი კანონთან სრული შესაბამისობით ტარდება. "ნატომ ამ კუთხით ჩვენი გამჭვირვალობა სამაგალითოდ შეაფასა და ყრუ და ბრმა უნდა იყო, რომ ეს ვერ დაინახო", - დასძინა ირაკლი ალასანიამ.

"ინტერპრესნიუსი"

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე