Faceამბები
საზოგადოება

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:56-ზე, მთვარე 21:22-დან ტყუპში იქნება – საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. ამ დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. ძილის წინ მიიღეთ გამწმენდი შხაპი. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"23 წლის შემდეგ" - პატიაშვილის მოგონებები 9 აპრილთან დაკავშირებით
"23 წლის შემდეგ" - პატიაშვილის მოგონებები 9 აპრილთან დაკავშირებით

"სა­ზო­გა­დო­ე­ბა მეტ­წი­ლად შე­დეგს გან­სჯის, მაგ­რამ ცოტა თუ ფიქ­რობს მი­ზეზ-შე­დე­გობ­რივ კავ­შირ­ზე. ცო­ტას თუ აქვს გა­აზ­რე­ბუ­ლი ყვე­ლა ის წი­ნა­პი­რო­ბა, რა­საც კონ­კრე­ტულ თა­რი­ღამ­დე, კონ­კრე­ტულ ტრა­გე­დი­ამ­დე მივ­ყა­ვართ... ასე იყო 9 აპ­რი­ლის შემ­თხვე­ვა­ში... ამ პრო­ცეს­ში ყვე­ლას თა­ვი­სი წილი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა აკის­რია, რო­გორც მე - ცენ­ტრა­ლუ­რი კო­მი­ტე­ტის პირ­ველ მდი­ვანს, ასე­ვე მათ, ვინც გმი­რო­ბის გვირ­გვი­ნე­ბით შე­ი­მო­სა" - ეს სი­ტყვე­ბი ეკუთ­ვნის ჯუმ­ბერ პა­ტი­აშ­ვილს, რო­მელ­მაც ოც­და­სამ­წლი­ა­ნი დუ­მი­ლის შემ­დეგ თა­ვის წიგნ­ში ახ­სნა ყვე­ლა ის წი­ნა­პი­რო­ბა, რაც წინ უძღო­და 9 აპ­რი­ლის ტრა­გე­დი­ას.

ამო­ნა­რი­დი წიგ­ნი­დან "ოც­და­სა­მი წლის შემ­დეგ"

ჯუმ­ბერ პა­ტი­აშ­ვი­ლი: რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს რეს­პუბ­ლი­კის კომ­პარ­ტი­ის ცენ­ტრა­ლუ­რი კო­მი­ტე­ტის პირ­ვე­ლი მდი­ვა­ნი, კრემლში უკა­ნას­კნე­ლად 1989 წლის 16 მარტს ვი­ყა­ვი. გორ­ბა­ჩოვ­თან პი­რის­პირ შეხ­ვედ­რი­სას ორი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხი გან­ვი­ხი­ლეთ. პირ­ვე­ლი და უმ­თავ­რე­სი აფხა­ზე­თის ავ­ტო­ნო­მი­ურ რეს­პუბ­ლი­კა­ში გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს შე­ე­ხე­ბო­და.

ლიხ­ნის შეკ­რე­ბა ჯერ კი­დევ არ იყო ჩა­ტა­რე­ბუ­ლი, მაგ­რამ სე­პა­რა­ტის­ტუ­ლი ზრახ­ვე­ბი­სა და შეკ­რე­ბის სამ­ზა­დი­სის შე­სა­ხებ უკვე ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი. გორ­ბა­ჩოვს ად­ლე­ი­ბას­თან გა­მოკ­ვე­თი­ლად კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და და ვფიქ­რობ­დი, რომ მისი და­ყო­ლი­ე­ბა გა­მი­ჭირ­დე­ბო­და, მან გულ­დას­მით მო­მის­მი­ნა და მოკ­ლედ, მაგ­რამ გა­სა­გე­ბად მი­თხრა: - იმოქ­მე­დეთ ისე, რო­გორც ამას თქვე­ნი რეს­პუბ­ლი­კის ინ­ტე­რე­სე­ბი მო­ი­თხოვს.

კმა­ყო­ფილ­მა დავ­ტო­ვე კრემ­ლი და მე­ო­რე დღეს­ვე სა­ქარ­თვე­ლო­ში დავ­ბრუნ­დი. სა­ქარ­თვე­ლო­ში კი მოვ­ლე­ნე­ბი დრა­მა­ტუ­ლად გან­ვი­თარ­და. 18 მარტს ლიხ­ნის ცნო­ბი­ლი შეკ­რე­ბა გა­ი­მარ­თა და სე­პა­რა­ტის­ტულ დო­კუ­მენტს ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის ხელ­მძღვა­ნელ­მა ად­ლე­ი­ბა­მაც მო­ა­წე­რა ხელი. ამის შემ­დეგ ად­ლე­ი­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლი გახ­და. სა­ტე­ლე­ფო­ნო ზა­რებს არ პა­სუ­ხობ­და, ავად­მყო­ფო­ბა მო­ი­მი­ზე­ზა და შე­მოგ­ვით­ვა­ლა - რო­გორც კი გა­მოვ­ჯან­მრთელ­დე­ბი, მე თვი­თონ ჩა­მო­ვალ თბი­ლის­შიო.

აღელ­ვე­ბუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის და­შოშ­მი­ნე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლი გახ­და. პი­რა­დად მე, არა მხო­ლოდ რო­გორც რეს­პუბ­ლი­კის ხელ­მძღვა­ნე­ლი, არა­მედ რო­გორც ერთი რი­გი­თი ქარ­თვე­ლი და მო­ქა­ლა­ქე არა­ნაკ­ლებ აღ­შფო­თე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი და მი­მაჩ­ნდა, რომ სე­პა­რა­ტის­ტე­ბი, პირ­ველ რიგ­ში კი ად­ლე­ი­ბა, სა­კად­რის პა­სუხს იმ­სა­ხუ­რებ­დნენ.

მარ­ტის ბო­ლოს­კენ პრო­ცე­სე­ბი კი­დევ უფრო უმარ­თა­ვი გახ­და. თბი­ლი­სი­დან ჩა­სულ არა­ფორ­მა­ლებ­სა და სე­პა­რა­ტის­ტებს შო­რის ბზიფ­ში შეხ­ვედ­რა და­პი­რის­პი­რე­ბი­თა და ფი­ზი­კუ­რი შეხ­ლა­შე­მოხ­ლით დამ­თავ­რდა.

მე­ტის მოთ­მე­ნა შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო. პირ­ველ აპ­რილს სო­უხმში ჩავფრინ­დი. შევ­ხვდი აფხაზ ინ­ტე­ლი­გენ­ცი­ას, უხუ­ცე­სებს და სტუ­დენ­ტებს; არას­დროს და­მა­ვი­წყდე­ბა ერთი უხუ­ცე­სი აფხა­ზის სი­ტყვე­ბი, რო­მელ­მაც მო­რი­დე­ბით გა­მიხ­მო გვერ­დით და მი­თხრა: - რო­დე­საც ქარ­თვე­ლე­ბი სა­კუ­თა­რი ქარ­თვე­ლო­ბის ხაზ­გას­მას იწყე­ბენ და ეროვ­ნულ დრო­შას აფ­რი­ა­ლე­ბენ, იქ, ბუ­ნებ­რი­ვია, აფხა­ზებ­საც ახ­სენ­დე­ბათ სა­კუ­თა­რი ეთ­ნი­კუ­რი წარ­მო­მავ­ლო­ბა და აფხა­ზუ­რი დრო­შა.

აუხ­სე­ნით თქვენს არა­ფორ­მა­ლებს, რომ ამ სამ­ფე­რო­ვა­ნი დრო­შე­ბით სო­ხუ­მის ქუ­ჩებ­ში სი­ა­რულს უთუ­ოდ მოჰ­ყვე­ბა აფხა­ზე­თის მხრი­დან სე­პა­რა­ტიზ­მის გაღ­ვი­ვე­ბა და გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა. ეს კი არც ქარ­თველ და არც აფხაზ ხალ­ხს არ მო­უ­ტანს სი­კე­თეს.

სი­ტუ­ა­ცია მეტ-ნაკ­ლე­ბად და­ვა­შოშ­მი­ნეთ. ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრი გორ­გო­ძე და ქარ­თუ­ლი მი­ლი­ცი­ის თით­ქმის მთე­ლი შემ­და­გენ­ლო­ბა აფხა­ზეთ­ში დავ­ტო­ვეთ და დე­და­ქა­ლაქ­ში დავ­ბრუნ­დი.

არა­ფორ­მა­ლე­ბის ლი­დე­რებს უნდა შევ­ხვედ­რო­დი და მე­თხო­ვა, გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი მა­ინც შე­ე­კა­ვე­ბი­ნათ თავი აქ­ცი­ე­ბი­სა და დე­მონ­სტრა­ცი­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბის­გან. 1989 წლის 3 აპ­რილს, ღა­მის ათ სა­ათ­ზე, ჩემ­თან მო­ვიდ­ნენ ზვი­ად გამ­სა­ხურ­დია, მე­რაბ კოს­ტა­ვა და ნიკო ჭავ­ჭა­ვა­ძე. ეს ჩვე­ნი უკა­ნას­კნე­ლი შეხ­ვედ­რა იყო, რო­მე­ლიც ცენ­ტრა­ლურ კო­მი­ტეტ­ში, ჩემს კა­ბი­ნეტ­ში შედ­გა.

ჩვენ ბავ­შვო­ბი­დან ვიც­ნობ­დით ერ­თმა­ნეთს და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ იმ პე­რი­ო­დი­სათ­ვის მოვ­ლე­ნე­ბი დრა­მა­ტუ­ლად ვით­რა­დე­ბო­და და სა­ზო­გა­დო­ე­ბის თვალ­ში ალ­ბათ და­პი­რის­პი­რე­ბულ ძა­ლებ­საც წარ­მო­ვად­გენ­დით, შეხ­ვედ­რამ ადა­მი­ა­ნურ, გულ­თბილ ვი­თა­რე­ბა­ში ჩა­ი­ა­რა. რო­გო­რი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პო­ზი­ცი­ე­ბი და ხედ­ვე­ბიც უნდა გვქო­ნო­და, ერთი რამ ცხა­დი იყო - ჩვენ სა­ერ­თო სამ­შობ­ლო გვქონ­და, რომ­ლის მთლი­ა­ნო­ბა­საც აფხა­ზუ­რი სე­პა­რა­ტიზ­მი უქ­მნი­და საფრ­თხეს.

- შე­წყვი­ტეთ დე­მონ­სტრა­ცი­ე­ბი და მი­ტინ­გე­ბი, მო­მე­ცით ორი კვი­რა, თუ ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში მე, რო­გორც რეს­პუბ­ლი­კის ხელ­მძღვა­ნე­ლი, ვერ შევ­ძლებ აფხა­ზე­თის პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბას, პი­რო­ბას გაძ­ლევთ, რომ თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­დავ­დგე­ბი და რო­გორც ამ ქვეყ­ნის ერთი რი­გი­თი მო­ქა­ლა­ქე და რი­გი­თი ქარ­თვე­ლი, თქვენ გვერ­დით დავ­დგე­ბი! ამ სი­ტყვე­ბით და­ვი­წყე და ამ სი­ტყვე­ბით და­ვამ­თავ­რე შეხ­ვედ­რა.

პირ­ვე­ლი ზვი­ად გამ­სა­ხურ­დია წა­მოდ­გა სკა­მი­დან და თქვა: - მარ­თა­ლია ეს კაცი, უნდა ვა­ცა­დოთ, მით უფრო, რომ არც ორი დღე და არც ორი კვი­რა არა­ფერს წყვეტს. თუ დათ­ქმულ დრო­ში არა­ფე­რი გა­მო­ვი­და, აქ­ცი­ე­ბის გა­მარ­თვა სო­ხუმ­ში ზა­ფხულ­შიც შე­იძ­ლე­ბა და გა­ცი­ლე­ბით მეტი ხალ­ხის მო­ბი­ლი­ზა­ცი­ა­საც შევ­ძლებთ, ვიდ­რე ეს დღე­საა თბი­ლის­ში შე­საძ­ლე­ბე­ლი... და­ნარ­ჩე­ნე­ბიც და­ე­თან­ხმნენ. შე­თან­ხმე­ბის ნიშ­ნად ერ­თმა­ნეთს ხელი ჩა­მო­ვარ­თვით და რო­დე­საც სტუმ­რე­ბი კა­რამ­დე მი­ვა­ცი­ლე, აზ­რა­დაც არ მომ­სვლია, რომ ერ­თმა­ნეთს უკა­ნას­კნე­ლად ვხე­დავ­დით...

ამის შემ­დეგ გა­თენ­და 4 აპ­რი­ლი. ბა­კუ­რი­ან­ში ვარ ოლიმ­პი­ა­დის ჩა­ტა­რე­ბის თა­ო­ბა­ზე, ამ დროს მი­კავ­შირ­დე­ბი­ან თბი­ლი­სი­დან და მე­უბ­ნე­ბი­ან, რომ არა­ფორ­მა­ლე­ბის ლი­დე­რე­ბი მო­მი­ტინ­გე­ებ­თან ერ­თად და ინ­ტე­ლი­გენ­ცი­ის გარ­კვე­ულ ნა­წილ­თან ერ­თად "დი­ნა­მოს" სტა­დი­ონ­ზე გა­მარ­თუ­ლი ფეხ­ბურ­თის მატ­ჩის შემ­დეგ და­იძ­რნენ და მთავ­რო­ბის სახ­ლთან აქ­ცი­ას ატა­რე­ბენ. ყუ­რებს არ და­ვუ­ჯე­რე.

ჩვე­ნი შე­თან­ხმე­ბი­დან ორი კვი­რა კი არა, ოც­და­ო­თხი სა­ა­თიც არ იყო გა­სუ­ლი. სას­წრა­ფოდ დავ­ბრუნ­დი თბი­ლის­ში და იმა­ვე სა­ღა­მოს ად­ლე­ი­ბას შემ­ცვლე­ლი კან­დი­და­ტის შერ­ჩე­ვას შე­ვუ­დე­ქით. გა­და­წყდა, რომ ად­ლე­ი­ბას ვლა­დი­მერ ხიშ­ბა შეც­ვლი­და, რო­მე­ლიც სა­ტყეო მე­ურ­ნე­ო­ბის მი­ნის­ტრის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლე იყო და რომ­ლის და­სა­ყო­ლი­ებ­ლად პი­რა­დად მე რამ­დე­ნი­მე სა­ა­თი­ა­ნი მო­ლა­პა­რა­კე­ბა დამ­ჭირ­და.

სო­ხუ­მი­სათ­ვის არა­ფე­რი შეგ­ვი­ტყო­ბი­ნე­ბია. გა­თენ­და 6 აპ­რი­ლის დილა, 6 სა­ათ­ზე ვლა­დი­მერ ხიშ­ბა სა­ფოს­ტო რე­ი­სით, მე კი მომ­დევ­ნო რე­ი­სით აფხა­ზეთ­ში ჩავფრინ­დით. ჩა­ვა­ტა­რეთ ბი­უ­როს სხდო­მა. დავ­სვით ად­ლე­ი­ბას თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­და­ყე­ნე­ბის სა­კი­თხი და მის ად­გილ­ზე რე­კო­მენ­და­ცია ხიშ­ბას გა­ვუ­წი­ეთ.

არა­ვინ მო­ე­ლო­და ასეთ რა­დი­კა­ლურ ზო­მებს... ბი­უ­როს ყვე­ლა წევ­რი, მათ შო­რის თა­ვად ად­ლე­ი­ბა, გა­ოგ­ნე­ბას ვერ ფა­რავ­და. ბაგ­რატ შინ­კუ­ბა, აფხა­ზი მწე­რა­ლი და სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე, რო­მე­ლიც ერ­თგვარ იდე­ო­ლო­გად ით­ვლე­ბო­და აფხა­ზურ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში და რო­მე­ლიც ჯერ კი­დევ 1947 წელს ითხოვ­და კრემ­ლის­გან აფხა­ზე­თის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას, წა­მოდ­გა და გა­ნა­ცხა­და: - ჯუმ­ბერ პა­ტი­აშ­ვი­ლი მარ­თა­ლია და დღეს ჩვენ მის სა­მარ­თლი­ან გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მხა­რი უნდა და­ვუ­ჭი­როთ!

თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან მხო­ლოდ ად­ლე­ი­ბა არ გაგ­ვი­თა­ვი­სუფ­ლე­ბია. მისი ბედი გა­ი­ზი­ა­რა ლიხ­ნის შეკ­რე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე რამ­დე­ნი­მე პარ­ტი­ულ­მა და პა­სუ­ხის­მგე­ბელ­მა მუ­შაკ­მაც. რამ­დე­ნი­მე ემო­ცი­უ­რი შეხ­ვედ­რაც გა­ი­მარ­თა, დავ­გმეთ სე­პა­რა­ტიზ­მი და ქარ­თულ პო­ლი­ცი­ას სი­ტუ­ა­ცი­ის სრუ­ლი კონ­ტრო­ლი და­ვა­ვა­ლეთ.

სო­ხუ­მი­დან გა­მომ­გზავ­რე­ბამ­დე თბი­ლისს გა­და­ვე­ცით ინ­ფორ­მა­ცია და ვთხო­ვეთ, მო­მი­ტინ­გე­ე­ბი­სათ­ვის ეც­ნო­ბე­ბი­ნათ, რომ აფხა­ზეთ­ში სი­ტუ­ა­ცია კონ­ტროლს ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბო­და, სე­პა­რა­ტის­ტე­ბი სა­კად­რი­სად და­ი­სა­ჯნენ და მთავ­რო­ბის სახ­ლის წინ გა­მარ­თუ­ლი აქ­ცი­აც, მო­თხოვ­ნის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, უნდა და­ე­შა­ლათ.

7 აპ­რილს თბი­ლის­ში გა­მოვფრინ­დი. სამ­წუ­ხა­როდ, სა­ნამ თბი­ლის­ში დავ­ბრუნ­დი, ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებ­მა აქ­ცი­ის დაშ­ლის ნაც­ვლად, მო­თხოვ­ნა შეც­ვა­ლეს - სა­ქარ­თვე­ლოს გა­მოს­ვლა საბ­ჭო­თა კავ­ში­რის შე­მად­გენ­ლო­ბი­დან(!).

აე­რო­პორ­ტში ცენ­ტრა­ლუ­რი კო­მი­ტე­ტის მე­ო­რე მდი­ვა­ნი ნი­კოლ­სკი დამ­ხვდა და დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია მო­მა­წო­და. დღის 12 სა­ათ­ზე პარ­ტი­უ­ლი აქ­ტი­ვის კრე­ბაა და­ნიშ­ნუ­ლი, შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლია გეგ­მა, რა ქმე­დი­თი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი უნდა გა­ვა­ტა­როთ ვი­თა­რე­ბის სტა­ბი­ლი­ზა­ცი­ის­თვის.

თორ­მე­ტის ნა­ხე­ვარ­ზე მოს­კო­ვი­დან ტე­ლე­ფო­ნით და­მი­კავ­შირ­და თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი ია­ზო­ვი, რო­მელ­თა­ნაც გა­რე­ჯის კომ­პლექსთან და­კავ­ში­რე­ბით მა­ნამ­დეც და­ძა­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა მქონ­და და მხო­ლოდ ერთი წი­ნა­და­დე­ბა მი­თხრა: თხუთ­მეტ წუთ­ში თქვენ­თან იქ­ნე­ბა ჩემი პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლე კო­ჩე­ტო­ვი. თხუთ­მეტ წუთ­ში მარ­თლაც იღე­ბა ჩემი კა­ბი­ნე­ტის კარი და კო­ჩე­ტო­ვი და რო­დი­ო­ნო­ვი ერ­თად შე­მო­დი­ან. გა­მიკ­ვირ­და, ჩემს ხელთ არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, რო­დი­ო­ნო­ვი თბი­ლის­ში არ იმ­ყო­ფე­ბო­და. მივ­ხვდი იმა­საც, რომ ვერც კო­ჩე­ტო­ვი ჩა­მოფ­რინ­დე­ბო­და თხუთ­მეტ წუთ­ში მოს­კო­ვი­დან პირ­და­პირ ჩემს კა­ბი­ნეტ­ში...

დღეს ამ ამ­ბე­ბით შე­მო­ვი­ფარ­გლე­ბით, თუმ­ცა შედმგომ სტა­ტი­ებ­ში შე­ვეც­დე­ბით, შე­მოგ­თა­ვა­ზოთ კი­დევ რამ­დე­ნი­მე ფრაგ­მენ­ტი იმ დღე­ე­ბის ქრო­ნი­კი­დან.

ია აბუ­ლაშ­ვი­ლი

გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

"23 წლის შემდეგ" - პატიაშვილის მოგონებები 9 აპრილთან დაკავშირებით

"23 წლის შემდეგ" - პატიაშვილის მოგონებები 9 აპრილთან დაკავშირებით

"საზოგადოება მეტწილად შედეგს განსჯის, მაგრამ ცოტა თუ ფიქრობს მიზეზ-შედეგობრივ კავშირზე. ცოტას თუ აქვს გააზრებული ყველა ის წინაპირობა, რასაც კონკრეტულ თარიღამდე, კონკრეტულ ტრაგედიამდე მივყავართ... ასე იყო 9 აპრილის შემთხვევაში... ამ პროცესში ყველას თავისი წილი პასუხისმგებლობა აკისრია, როგორც მე - ცენტრალური კომიტეტის პირველ მდივანს, ასევე მათ, ვინც გმირობის გვირგვინებით შეიმოსა" - ეს სიტყვები ეკუთვნის ჯუმბერ პატიაშვილს, რომელმაც ოცდასამწლიანი დუმილის შემდეგ თავის წიგნში ახსნა ყველა ის წინაპირობა, რაც წინ უძღოდა 9 აპრილის ტრაგედიას.

ამონარიდი წიგნიდან "ოცდასამი წლის შემდეგ"

ჯუმბერ პატიაშვილი: როგორც საქართველოს რესპუბლიკის კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი, კრემლში უკანასკნელად 1989 წლის 16 მარტს ვიყავი. გორბაჩოვთან პირისპირ შეხვედრისას ორი მნიშვნელოვანი საკითხი განვიხილეთ. პირველი და უმთავრესი აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში განვითარებულ მოვლენებს შეეხებოდა.

ლიხნის შეკრება ჯერ კიდევ არ იყო ჩატარებული, მაგრამ სეპარატისტული ზრახვებისა და შეკრების სამზადისის შესახებ უკვე ინფორმირებული ვიყავი. გორბაჩოვს ადლეიბასთან გამოკვეთილად კარგი ურთიერთობა ჰქონდა და ვფიქრობდი, რომ მისი დაყოლიება გამიჭირდებოდა, მან გულდასმით მომისმინა და მოკლედ, მაგრამ გასაგებად მითხრა: - იმოქმედეთ ისე, როგორც ამას თქვენი რესპუბლიკის ინტერესები მოითხოვს.

კმაყოფილმა დავტოვე კრემლი და მეორე დღესვე საქართველოში დავბრუნდი. საქართველოში კი მოვლენები დრამატულად განვითარდა. 18 მარტს ლიხნის ცნობილი შეკრება გაიმართა და სეპარატისტულ დოკუმენტს ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელმა ადლეიბამაც მოაწერა ხელი. ამის შემდეგ ადლეიბასთან დაკავშირება შეუძლებელი გახდა. სატელეფონო ზარებს არ პასუხობდა, ავადმყოფობა მოიმიზეზა და შემოგვითვალა - როგორც კი გამოვჯანმრთელდები, მე თვითონ ჩამოვალ თბილისშიო.

აღელვებული საზოგადოების დაშოშმინება შეუძლებელი გახდა. პირადად მე, არა მხოლოდ როგორც რესპუბლიკის ხელმძღვანელი, არამედ როგორც ერთი რიგითი ქართველი და მოქალაქე არანაკლებ აღშფოთებული ვიყავი და მიმაჩნდა, რომ სეპარატისტები, პირველ რიგში კი ადლეიბა, საკადრის პასუხს იმსახურებდნენ.

მარტის ბოლოსკენ პროცესები კიდევ უფრო უმართავი გახდა. თბილისიდან ჩასულ არაფორმალებსა და სეპარატისტებს შორის ბზიფში შეხვედრა დაპირისპირებითა და ფიზიკური შეხლაშემოხლით დამთავრდა.

მეტის მოთმენა შეუძლებელი იყო. პირველ აპრილს სოუხმში ჩავფრინდი. შევხვდი აფხაზ ინტელიგენციას, უხუცესებს და სტუდენტებს; არასდროს დამავიწყდება ერთი უხუცესი აფხაზის სიტყვები, რომელმაც მორიდებით გამიხმო გვერდით და მითხრა: - როდესაც ქართველები საკუთარი ქართველობის ხაზგასმას იწყებენ და ეროვნულ დროშას აფრიალებენ, იქ, ბუნებრივია, აფხაზებსაც ახსენდებათ საკუთარი ეთნიკური წარმომავლობა და აფხაზური დროშა.

აუხსენით თქვენს არაფორმალებს, რომ ამ სამფეროვანი დროშებით სოხუმის ქუჩებში სიარულს უთუოდ მოჰყვება აფხაზეთის მხრიდან სეპარატიზმის გაღვივება და გაღიზიანება. ეს კი არც ქართველ და არც აფხაზ ხალხს არ მოუტანს სიკეთეს.

სიტუაცია მეტ-ნაკლებად დავაშოშმინეთ. შინაგან საქმეთა მინისტრი გორგოძე და ქართული მილიციის თითქმის მთელი შემდაგენლობა აფხაზეთში დავტოვეთ და დედაქალაქში დავბრუნდი.

არაფორმალების ლიდერებს უნდა შევხვედროდი და მეთხოვა, გარკვეული პერიოდი მაინც შეეკავებინათ თავი აქციებისა და დემონსტრაციების ჩატარებისგან. 1989 წლის 3 აპრილს, ღამის ათ საათზე, ჩემთან მოვიდნენ ზვიად გამსახურდია, მერაბ კოსტავა და ნიკო ჭავჭავაძე. ეს ჩვენი უკანასკნელი შეხვედრა იყო, რომელიც ცენტრალურ კომიტეტში, ჩემს კაბინეტში შედგა.

ჩვენ ბავშვობიდან ვიცნობდით ერთმანეთს და მიუხედავად იმისა, რომ იმ პერიოდისათვის მოვლენები დრამატულად ვითრადებოდა და საზოგადოების თვალში ალბათ დაპირისპირებულ ძალებსაც წარმოვადგენდით, შეხვედრამ ადამიანურ, გულთბილ ვითარებაში ჩაიარა. როგორი განსხვავებული პოზიციები და ხედვებიც უნდა გვქონოდა, ერთი რამ ცხადი იყო - ჩვენ საერთო სამშობლო გვქონდა, რომლის მთლიანობასაც აფხაზური სეპარატიზმი უქმნიდა საფრთხეს.

- შეწყვიტეთ დემონსტრაციები და მიტინგები, მომეცით ორი კვირა, თუ ამ დროის განმავლობაში მე, როგორც რესპუბლიკის ხელმძღვანელი, ვერ შევძლებ აფხაზეთის პრობლემის მოგვარებას, პირობას გაძლევთ, რომ თანამდებობიდან გადავდგები და როგორც ამ ქვეყნის ერთი რიგითი მოქალაქე და რიგითი ქართველი, თქვენ გვერდით დავდგები! ამ სიტყვებით დავიწყე და ამ სიტყვებით დავამთავრე შეხვედრა.

პირველი ზვიად გამსახურდია წამოდგა სკამიდან და თქვა: - მართალია ეს კაცი, უნდა ვაცადოთ, მით უფრო, რომ არც ორი დღე და არც ორი კვირა არაფერს წყვეტს. თუ დათქმულ დროში არაფერი გამოვიდა, აქციების გამართვა სოხუმში ზაფხულშიც შეიძლება და გაცილებით მეტი ხალხის მობილიზაციასაც შევძლებთ, ვიდრე ეს დღესაა თბილისში შესაძლებელი... დანარჩენებიც დაეთანხმნენ. შეთანხმების ნიშნად ერთმანეთს ხელი ჩამოვართვით და როდესაც სტუმრები კარამდე მივაცილე, აზრადაც არ მომსვლია, რომ ერთმანეთს უკანასკნელად ვხედავდით...

ამის შემდეგ გათენდა 4 აპრილი. ბაკურიანში ვარ ოლიმპიადის ჩატარების თაობაზე, ამ დროს მიკავშირდებიან თბილისიდან და მეუბნებიან, რომ არაფორმალების ლიდერები მომიტინგეებთან ერთად და ინტელიგენციის გარკვეულ ნაწილთან ერთად "დინამოს" სტადიონზე გამართული ფეხბურთის მატჩის შემდეგ დაიძრნენ და მთავრობის სახლთან აქციას ატარებენ. ყურებს არ დავუჯერე.

ჩვენი შეთანხმებიდან ორი კვირა კი არა, ოცდაოთხი საათიც არ იყო გასული. სასწრაფოდ დავბრუნდი თბილისში და იმავე საღამოს ადლეიბას შემცვლელი კანდიდატის შერჩევას შევუდექით. გადაწყდა, რომ ადლეიბას ვლადიმერ ხიშბა შეცვლიდა, რომელიც სატყეო მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე იყო და რომლის დასაყოლიებლად პირადად მე რამდენიმე საათიანი მოლაპარაკება დამჭირდა.

სოხუმისათვის არაფერი შეგვიტყობინებია. გათენდა 6 აპრილის დილა, 6 საათზე ვლადიმერ ხიშბა საფოსტო რეისით, მე კი მომდევნო რეისით აფხაზეთში ჩავფრინდით. ჩავატარეთ ბიუროს სხდომა. დავსვით ადლეიბას თანამდებობიდან გადაყენების საკითხი და მის ადგილზე რეკომენდაცია ხიშბას გავუწიეთ.

არავინ მოელოდა ასეთ რადიკალურ ზომებს... ბიუროს ყველა წევრი, მათ შორის თავად ადლეიბა, გაოგნებას ვერ ფარავდა. ბაგრატ შინკუბა, აფხაზი მწერალი და საზოგადო მოღვაწე, რომელიც ერთგვარ იდეოლოგად ითვლებოდა აფხაზურ საზოგადოებაში და რომელიც ჯერ კიდევ 1947 წელს ითხოვდა კრემლისგან აფხაზეთის დამოუკიდებლობას, წამოდგა და განაცხადა: - ჯუმბერ პატიაშვილი მართალია და დღეს ჩვენ მის სამართლიან გადაწყვეტილებას მხარი უნდა დავუჭიროთ!

თანამდებობიდან მხოლოდ ადლეიბა არ გაგვითავისუფლებია. მისი ბედი გაიზიარა ლიხნის შეკრებაში მონაწილე რამდენიმე პარტიულმა და პასუხისმგებელმა მუშაკმაც. რამდენიმე ემოციური შეხვედრაც გაიმართა, დავგმეთ სეპარატიზმი და ქართულ პოლიციას სიტუაციის სრული კონტროლი დავავალეთ.

სოხუმიდან გამომგზავრებამდე თბილისს გადავეცით ინფორმაცია და ვთხოვეთ, მომიტინგეებისათვის ეცნობებინათ, რომ აფხაზეთში სიტუაცია კონტროლს ექვემდებარებოდა, სეპარატისტები საკადრისად დაისაჯნენ და მთავრობის სახლის წინ გამართული აქციაც, მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაბამისად, უნდა დაეშალათ.

7 აპრილს თბილისში გამოვფრინდი. სამწუხაროდ, სანამ თბილისში დავბრუნდი, ორგანიზატორებმა აქციის დაშლის ნაცვლად, მოთხოვნა შეცვალეს - საქართველოს გამოსვლა საბჭოთა კავშირის შემადგენლობიდან(!).

აეროპორტში ცენტრალური კომიტეტის მეორე მდივანი ნიკოლსკი დამხვდა და დეტალური ინფორმაცია მომაწოდა. დღის 12 საათზე პარტიული აქტივის კრებაა დანიშნული, შემუშავებულია გეგმა, რა ქმედითი ღონისძიებები უნდა გავატაროთ ვითარების სტაბილიზაციისთვის.

თორმეტის ნახევარზე მოსკოვიდან ტელეფონით დამიკავშირდა თავდაცვის მინისტრი იაზოვი, რომელთანაც გარეჯის კომპლექსთან დაკავშირებით მანამდეც დაძაბული ურთიერთობა მქონდა და მხოლოდ ერთი წინადადება მითხრა: თხუთმეტ წუთში თქვენთან იქნება ჩემი პირველი მოადგილე კოჩეტოვი. თხუთმეტ წუთში მართლაც იღება ჩემი კაბინეტის კარი და კოჩეტოვი და როდიონოვი ერთად შემოდიან. გამიკვირდა, ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, როდიონოვი თბილისში არ იმყოფებოდა. მივხვდი იმასაც, რომ ვერც კოჩეტოვი ჩამოფრინდებოდა თხუთმეტ წუთში მოსკოვიდან პირდაპირ ჩემს კაბინეტში...

დღეს ამ ამბებით შემოვიფარგლებით, თუმცა შედმგომ სტატიებში შევეცდებით, შემოგთავაზოთ კიდევ რამდენიმე ფრაგმენტი იმ დღეების ქრონიკიდან.

ია აბულაშვილი

გაზეთი "რეზონანსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა