პოლიტიკა
კონფლიქტები

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ გადაიხადა 150 ათასი დოლარი სტამბოლის სასტუმროში სისხლიანი გარჩევის "სკაიპით" ყურებაში
ვინ გადაიხადა 150 ათასი დოლარი სტამბოლის სასტუმროში სისხლიანი გარჩევის "სკაიპით" ყურებაში

ბოლო დროს სა­ქარ­თვე­ლო­ში კრი­მი­ნო­გე­ნუ­ლი ვი­თა­რე­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბა­ზე ოპო­ზი­ცია თით­ქმის ყო­ველ­დღი­უ­რად ატა­რებს ბრი­ფინგს. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ოფი­ცი­ა­ლურ სტა­ტის­ტი­კას აქ­ვეყ­ნებს და აცხა­დებს, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბას ამ­გვა­რი დას­კვნის გა­კე­თე­ბის ილუ­ზია მხო­ლოდ იმის გამო ექ­მნე­ბა, რომ ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ცხრა წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მა­ლავ­და და აყალ­ბებ­და რე­ა­ლურ მო­ნა­ცე­მებს, დღეს კი ყვე­ლა ფაქ­ტი სა­ჯა­როა და და­ნა­შა­უ­ლის გახ­სნის კუ­თხი­თაც პროგ­რე­სი აშ­კა­რაა. კრი­მი­ნა­ლუ­რი ფაქ­ტე­ბით პო­ლი­ტი­კუ­რი ლა­ვი­რე­ბა, რო­გორც ჩანს, ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის კო­ზი­რია.

ერთი შე­ხედ­ვით, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი კრი­მი­ნა­ლუ­რი ფაქ­ტე­ბი ყო­ველ­დღი­უ­რად ხმა­ურ­დე­ბა და, თუ და­ნა­შა­უ­ლის სპე­ცი­ფი­კას და­ვაკ­ვირ­დე­ბით, და­ვი­ნა­ხავთ, რომ გან­სა­კუთ­რე­ბით გახ­შირ­და ყა­ჩა­ღო­ბის ფაქ­ტე­ბი, თა­ნაც იმ­დე­ნად თავ­ზე­ხე­ლა­ღე­ბუ­ლი, იმ­დე­ნად მო­უმ­ზა­დე­ბე­ლი და სპონ­ტა­ნუ­რი, რომ გარ­კვე­უ­ლი კი­თხვე­ბი ჩნდე­ბა. "სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის" ოფი­სებ­ზე პერ­მა­ნენ­ტულ ყა­ჩა­ღურ თავ­დას­ხმებ­ზე რომ აღა­რა­ფე­რი ვთქვათ, გა­სულ კვი­რას მო­დუ­ლის შე­ნო­ბის მო­პირ­და­პი­რე მხა­რეს, 22 წლის ახალ­გაზ­რდამ აფ­თი­ა­ქი და­ა­ყა­ჩა­ღა - რბი­ლად რომ ვთქვათ, ეს იმ უწყე­ბის შე­უ­რა­ცხყო­ფის მცდე­ლო­ბა იყო, რომ­ლის მო­პირ­და­პი­რე­დაც ის აფ­თი­ა­ქი მდე­ბა­რე­ობ­და. მარ­თა­ლია, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი მა­ლე­ვე და­ი­ჭი­რეს, მაგ­რამ ამ შემ­თხვე­ვის გამო, პრე­მი­ერ-მი­ნისტრს ძა­ლი­ან მძაფ­რი რე­აქ­ცია ჰქო­ნია და თა­ვი­სი მე­გო­ბა­რი ალექ­სან­დრე ჭი­კა­ი­ძეც გვა­რი­ა­ნად და­ტუქ­სავს. სწო­რედ ამის შემ­დეგ ალა­პა­რაკ­და ჭი­კა­ი­ძე და სა­გა­ზე­თო ინ­ტერ­ვი­უ­მაც არ და­ა­ყოვ­ნა. მან მი­ნიშ­ნე­ბით თქვა ის, რაც რე­ა­ლო­ბას­თან ძა­ლი­ან ახ­ლო­საა, თუმ­ცა მთა­ვა­რი არ უთ­ქვამს - თავ­ზე­ხე­ლა­ღე­ბუ­ლი ყა­ჩა­ღო­ბა კარ­გად მო­ფიქ­რე­ბუ­ლი გეგ­მის ნა­წი­ლია.

სო­ზარ სუ­ბარ­თან დიდი ბო­დი­შის მოხ­დით ვი­ტყვით, რომ სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნე­ბი ისევ არის და პა­ტიმ­რებ­თან მუდ­მი­ვი კავ­ში­რიც არ გახ­ლავთ პრობ­ლე­მა. სწო­რედ მათი მეშ­ვე­ო­ბით შე­ვი­ტყვეთ, რომ სა­პა­ტიმ­რო­ებ­ში ე.წ. მა­ლი­ა­ვე­ბი მი­დის და მათი გამ­გზავ­ნე­ბი "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბი" არი­ან. ქურ­დე­ბი ახალ­გაზ­რდა პა­ტიმ­რებს სთხო­ვენ, ძვე­ლი დი­დე­ბის და­საბ­რუ­ნებ­ლად აუ­ცი­ლე­ბე­ლია კრი­მი­ნა­ლის გახ­ში­რე­ბა, რათა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­დეს, ვი­თა­რე­ბის და­ლა­გე­ბა ისევ ქურ­დებს სთხო­ვოს. ამ "სამ­სა­ხუ­რის" სა­ნაც­ვლოდ კი სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა მო­ი­თხო­ვონ.

ყვე­ლა­ზე მე­ტად ხე­ლი­სუფ­ლე­ბას გა­სულ ზა­ფხულს, ტუ­რის­ტულ სე­ზონ­ზე, გა­უ­ჭირ­და. "ვერ­სი­ის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, მა­შინ სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ბერ­ძნე­თი­დან და იტა­ლი­ი­დან სამი კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი ჩა­მო­ვი­და. მათ ერთი კვი­რა დაჰ­ყვეს თბი­ლის­ში და სა­ინ­ტე­რე­სო შეხ­ვედ­რე­ბი გა­მარ­თეს. შე­დე­გად კრი­მი­ნალ­მა მო­მენ­ტა­ლუ­რად იკლო. სწო­რედ ამ ინ­ფორ­მა­ცი­ამ გა­ჟო­ნა ახლა და ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის წევ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც, კრი­მი­ნალ­თან გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი ომის მი­უ­ხე­და­ვად, ქურ­დებ­თან საქ­მი­ან ურ­თი­ერ­თო­ბას არა­სო­დეს ერი­დე­ბოდ­ნენ, ამოქ­მედ­დნენ.

უკ­რა­ი­ნა­ში მა­იდ­ნის აქ­ცი­ე­ბის მხარ­და­სა­ჭე­რად ჩა­სუ­ლი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის ლი­დე­რე­ბი ქარ­თველ "კა­ნო­ნი­ერ ქურ­დებ­სა" და კრი­მი­ნა­ლურ ავ­ტო­რი­ტე­ტებს შეხ­ვდნენ. რად­გან ქურ­დე­ბი სამ­შობ­ლო­ში ვერ ბრუნ­დე­ბი­ან, შუ­ა­მავ­ლის როლი ავ­ტო­რი­ტე­ტებ­მა იკის­რეს და კვი­რა­ში ერთხელ რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­დის, შეხ­ვედ­რებს მარ­თავს და უკან მიფ­რი­ნავს. სწო­რედ მათი და­ვა­ლე­ბაა, სა­ქარ­თვე­ლო­ში კრი­მი­ნა­ლი გახ­შირ­დეს.

უნდა გახ­შირ­დეს, კონ­კრე­ტუ­ლად, ყა­ჩა­ღო­ბის ფაქ­ტე­ბი, რად­გან ქურ­დო­ბა ძა­ლი­ან არ ყვი­რის, ია­რა­ღით სად­მე შე­ვარ­დნა კი უკვე რე­ზო­ნან­სუ­ლია. ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის წევ­რებს ამით სე­რი­ო­ზუ­ლი უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის გა­მოწ­ვე­ვა სურთ და აკი ის­მის კი­დეც უკ­მა­ყო­ფი­ლო მო­სახ­ლე­ო­ბის გან­ცხა­დე­ბე­ბი, ძვე­ლი დრო ბრუნ­დე­ბაო. ბოლო კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში, რუს­თავ­ში, 25 ავ­ტო­მო­ბი­ლი გა­ძარ­ცვეს და აკუ­მუ­ლა­ტო­რი­სა და მაგ­ნი­ტო­ფო­ნის გა­რე­შე და­ტო­ვეს. რე­ა­ლუ­რად, ერ­თი­ცა და მე­ო­რეც ძა­ლი­ან იაფი ღირს და მისი გა­სა­ღე­ბა პრობ­ლე­მაა, მაგ­რამ შეგ­რძნე­ბა, რომ ავ­ტო­მო­ბილს მშვი­დად ვე­ღარ და­ტო­ვებ, მი­ნი­მუმ დის­კომ­ფორ­ტს იწ­ვევს. რუს­თავ­ში ეს ყვე­ლა­ფე­რი შემ­თხვე­ვით არ ხდე­ბა. აქეთ გა­ფი­ცულ მძღოლ­თა პრობ­ლე­მა, იქით კრი­მი­ნა­ლი და წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ ქვე­მო ქარ­თლის რე­გი­ონ­ში არ­სე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლე­ბით ყვე­ლა­ზე მჭიდ­როდ და­სახ­ლე­ბუ­ლი ქა­ლა­ქის და­კარ­გვის სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მა დგას.

იგი­ვე ით­ქმის სამ­ცხე-ჯა­ვა­ხეთ­ზეც, სა­დაც ნა­ცი­ო­ნა­ლურ უმ­ცი­რე­სო­ბას გიგი უგუ­ლა­ვა შეხ­ვდა და, მარ­თა­ლია, იქი­დან გა­მო­სულს საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია და­ახ­ვედ­რეს, სათ­ქმე­ლი მა­ინც ით­ქვა. უგუ­ლა­ვა ნა­ცუმ­ცი­რე­სო­ბით და­სახ­ლე­ბულ რა­ი­ო­ნებ­ში მუდ­მი­ვად ჩა­დის. ეს ოფი­ცი­ა­ლუ­რად არ შუქ­დე­ბა, მაგ­რამ მარ­ნე­უ­ლის მო­სახ­ლე­ო­ბა ამ­ბობს, რომ თბი­ლი­სის ყო­ფილ მერს ქა­ლაქ­ში, მი­ნი­მუმ ორ­ჯერ ხე­და­ვენ, იქით გარ­დაბ­ნე­ლე­ბი იმე­ო­რე­ბენ იგი­ვეს და ბოლ­ნის­სა და დმა­ნის­შიც დაგ­ვი­დას­ტუ­რეს, რომ უგუ­ლა­ვა მათი რა­ი­ო­ნე­ბის ხში­რი სტუ­მა­რი­ცაა.

რო­გორც ჩანს, ნა­ცუმ­ცი­რე­სო­ბას­თან მუ­შა­ო­ბა სწო­რედ გი­გის ავა­ლია მა­შინ, როცა ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი თემა მთლი­ა­ნად სა­კუ­თარ თავ­ზე აიღო გივი თარ­გა­მა­ძემ.

საპ­რე­ზი­დენ­ტო ვა­დის გას­ვლამ­დე ორი კვი­რით ადრე სა­ა­კაშ­ვილ­მა 150-ზე მეტი პა­ტი­მა­რი ე.წ. სპეც­შე­წყა­ლე­ბით გა­უშ­ვა და მათ შო­რის რამ­დე­ნი­მე ისე­თი კრი­მი­ნა­ლიც მოხ­ვდა, რო­მელ­საც 30 წელი ჰქონ­და მის­ჯი­ლი. ორი მათ­გა­ნი უკ­რა­ი­ნა­ში ცხოვ­რობს და გა­სულ კვი­რას ორი­ვე თბი­ლის­ში იმ­ყო­ფე­ბო­და. ერთ-ერთს, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი საქ­მის­თვის იხ­დი­და სას­ჯელს, სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ჭე­რის ში­შით დაბ­რუ­ნე­ბა არ სურ­და, მაგ­რამ მას სამდღი­ა­ნი ხელ­შე­უ­ხებ­ლო­ბის გა­რან­ტია სწო­რედ თარ­გა­მა­ძემ მის­ცა და შე­უს­რუ­ლა კი­დეც. რო­გორ და რა გზე­ბით მო­ა­ხერ­ხა ვა­სი­ლიჩ­მა ეს, ვერ გე­ტყვით, მაგ­რამ ფაქ­ტია, რომ მო­ა­ხერ­ხა და კრი­მი­ნა­ლებ­მა თბი­ლის­სა და რუს­თავ­ში ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო შეხ­ვედ­რე­ბი გა­მარ­თეს.

სხვა­თა შო­რის, არც თურ­ქულ და არც ქარ­თულ მე­დი­ას არ გა­უ­შუ­ქე­ბია ის ფაქ­ტი, რომ ერთი თვის წინ, სტამ­ბო­ლის ერთ-ერთ სას­ტუმ­რო­ში, ორი ქარ­თვე­ლი კრიმ­ნა­ლი და­ნით და­ჩე­ხეს. ერთ-ერთი ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა, მე­ო­რე კი, ქუ­თა­ი­სის მკვიდ­რი, გა­დარ­ჩა. ინ­ცი­დენ­ტი მა­შინ მოხ­და, როცა ისი­ნი სკა­ი­პით თბი­ლისს ესა­უბ­რე­ბოდ­ნენ და აქე­თა მხა­რემ სის­ხლი­ან გარ­ჩე­ვას პირ­და­პირ ეთერ­ში უყუ­რა. ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, თავ­დასმსხმე­ლებს შო­რის ერთი ის პი­როვ­ნე­ბა იყო, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში უკ­რა­ი­ნი­დან გა­სულ კვი­რას ჩა­მო­ვი­და და ქვე­ყა­ნა უკვე და­ტო­ვა. საქ­მის სა­ნაც­ვლოდ კი 150 ათა­ის დო­ლა­რი მი­ი­ღო მის­გან, ვინც კომ­პი­უ­ტე­რით ამ სის­ხლი­ან გარ­ჩე­ვას უყუ­რა.

ალექ­სან­დრე ჭი­კა­ი­ძემ, სა­ვა­რა­უ­დოდ, იცის რაც ხდე­ბა, თუმ­ცა უც­ნო­ბია, რო­გო­რი იქ­ნე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სა­მოქ­მე­დო გეგ­მა. ისეა თუ ასე, გახ­ში­რე­ბუ­ლი ყა­ჩა­ღო­ბის რი­ცხვი უფრო მო­ი­მა­ტებს და "მა­ლი­ა­ვე­ბით" შე­გუ­ლი­ა­ნე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რდა კრი­მი­ნა­ლე­ბი, რომ­ლებ­საც ორ ჯა­დოს­ნურ სი­ტყვას - "ქურ­დულს სჭირ­დე­ბა" ეუბ­ნე­ბი­ან, მო­დუ­ლის წინ კი არა, საქ­მე საქ­მე­ზე თუ მიდ­გა, მო­დუ­ლის შე­ნო­ბა­შიც იყა­ჩა­ღე­ბენ.

გი­ორ­გი იაშ­ვი­ლი

გა­ზე­თი "ვერ­სია"

ვინ გადაიხადა 150 ათასი დოლარი სტამბოლის სასტუმროში სისხლიანი გარჩევის "სკაიპით" ყურებაში

ვინ გადაიხადა 150 ათასი დოლარი სტამბოლის სასტუმროში სისხლიანი გარჩევის "სკაიპით" ყურებაში

ბოლო დროს საქართველოში კრიმინოგენული ვითარების გაუარესებაზე ოპოზიცია თითქმის ყოველდღიურად ატარებს ბრიფინგს. შინაგან საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ სტატისტიკას აქვეყნებს და აცხადებს, რომ საზოგადოებას ამგვარი დასკვნის გაკეთების ილუზია მხოლოდ იმის გამო ექმნება, რომ ნაციონალური ხელისუფლება ცხრა წლის განმავლობაში მალავდა და აყალბებდა რეალურ მონაცემებს, დღეს კი ყველა ფაქტი საჯაროა და დანაშაულის გახსნის კუთხითაც პროგრესი აშკარაა. კრიმინალური ფაქტებით პოლიტიკური ლავირება, როგორც ჩანს, ნაციონალური მოძრაობის კოზირია.

ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი კრიმინალური ფაქტები ყოველდღიურად ხმაურდება და, თუ დანაშაულის სპეციფიკას დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ განსაკუთრებით გახშირდა ყაჩაღობის ფაქტები, თანაც იმდენად თავზეხელაღებული, იმდენად მოუმზადებელი და სპონტანური, რომ გარკვეული კითხვები ჩნდება. "საქართველოს ბანკის" ოფისებზე პერმანენტულ ყაჩაღურ თავდასხმებზე რომ აღარაფერი ვთქვათ, გასულ კვირას მოდულის შენობის მოპირდაპირე მხარეს, 22 წლის ახალგაზრდამ აფთიაქი დააყაჩაღა - რბილად რომ ვთქვათ, ეს იმ უწყების შეურაცხყოფის მცდელობა იყო, რომლის მოპირდაპირედაც ის აფთიაქი მდებარეობდა. მართალია, სამართალდამცავებმა ეჭვმიტანილი მალევე დაიჭირეს, მაგრამ ამ შემთხვევის გამო, პრემიერ-მინისტრს ძალიან მძაფრი რეაქცია ჰქონია და თავისი მეგობარი ალექსანდრე ჭიკაიძეც გვარიანად დატუქსავს. სწორედ ამის შემდეგ ალაპარაკდა ჭიკაიძე და საგაზეთო ინტერვიუმაც არ დააყოვნა. მან მინიშნებით თქვა ის, რაც რეალობასთან ძალიან ახლოსაა, თუმცა მთავარი არ უთქვამს - თავზეხელაღებული ყაჩაღობა კარგად მოფიქრებული გეგმის ნაწილია.

სოზარ სუბართან დიდი ბოდიშის მოხდით ვიტყვით, რომ სასჯელაღსრულების სისტემაში მობილური ტელეფონები ისევ არის და პატიმრებთან მუდმივი კავშირიც არ გახლავთ პრობლემა. სწორედ მათი მეშვეობით შევიტყვეთ, რომ საპატიმროებში ე.წ. მალიავები მიდის და მათი გამგზავნები "კანონიერი ქურდები" არიან. ქურდები ახალგაზრდა პატიმრებს სთხოვენ, ძველი დიდების დასაბრუნებლად აუცილებელია კრიმინალის გახშირება, რათა ხელისუფლება იძულებული გახდეს, ვითარების დალაგება ისევ ქურდებს სთხოვოს. ამ "სამსახურის" სანაცვლოდ კი საქართველოში დაბრუნება მოითხოვონ.

ყველაზე მეტად ხელისუფლებას გასულ ზაფხულს, ტურისტულ სეზონზე, გაუჭირდა. "ვერსიის" ინფორმაციით, მაშინ საქართველოში საბერძნეთიდან და იტალიიდან სამი კანონიერი ქურდი ჩამოვიდა. მათ ერთი კვირა დაჰყვეს თბილისში და საინტერესო შეხვედრები გამართეს. შედეგად კრიმინალმა მომენტალურად იკლო. სწორედ ამ ინფორმაციამ გაჟონა ახლა და ნაციონალური მოძრაობის წევრები, რომლებიც, კრიმინალთან გამოცხადებული ომის მიუხედავად, ქურდებთან საქმიან ურთიერთობას არასოდეს ერიდებოდნენ, ამოქმედდნენ.

უკრაინაში მაიდნის აქციების მხარდასაჭერად ჩასული ნაციონალური მოძრაობის ლიდერები ქართველ "კანონიერ ქურდებსა" და კრიმინალურ ავტორიტეტებს შეხვდნენ. რადგან ქურდები სამშობლოში ვერ ბრუნდებიან, შუამავლის როლი ავტორიტეტებმა იკისრეს და კვირაში ერთხელ რამდენიმე ადამიანი საქართველოში ჩამოდის, შეხვედრებს მართავს და უკან მიფრინავს. სწორედ მათი დავალებაა, საქართველოში კრიმინალი გახშირდეს.

უნდა გახშირდეს, კონკრეტულად, ყაჩაღობის ფაქტები, რადგან ქურდობა ძალიან არ ყვირის, იარაღით სადმე შევარდნა კი უკვე რეზონანსულია. ნაციონალური მოძრაობის წევრებს ამით სერიოზული უკმაყოფილების გამოწვევა სურთ და აკი ისმის კიდეც უკმაყოფილო მოსახლეობის განცხადებები, ძველი დრო ბრუნდებაო. ბოლო კვირის განმავლობაში, რუსთავში, 25 ავტომობილი გაძარცვეს და აკუმულატორისა და მაგნიტოფონის გარეშე დატოვეს. რეალურად, ერთიცა და მეორეც ძალიან იაფი ღირს და მისი გასაღება პრობლემაა, მაგრამ შეგრძნება, რომ ავტომობილს მშვიდად ვეღარ დატოვებ, მინიმუმ დისკომფორტს იწვევს. რუსთავში ეს ყველაფერი შემთხვევით არ ხდება. აქეთ გაფიცულ მძღოლთა პრობლემა, იქით კრიმინალი და წინასაარჩევნოდ ქვემო ქართლის რეგიონში არსებული ქართველებით ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქის დაკარგვის სერიოზული პრობლემა დგას.

იგივე ითქმის სამცხე-ჯავახეთზეც, სადაც ნაციონალურ უმცირესობას გიგი უგულავა შეხვდა და, მართალია, იქიდან გამოსულს საპროტესტო აქცია დაახვედრეს, სათქმელი მაინც ითქვა. უგულავა ნაცუმცირესობით დასახლებულ რაიონებში მუდმივად ჩადის. ეს ოფიციალურად არ შუქდება, მაგრამ მარნეულის მოსახლეობა ამბობს, რომ თბილისის ყოფილ მერს ქალაქში, მინიმუმ ორჯერ ხედავენ, იქით გარდაბნელები იმეორებენ იგივეს და ბოლნისსა და დმანისშიც დაგვიდასტურეს, რომ უგულავა მათი რაიონების ხშირი სტუმარიცაა.

როგორც ჩანს, ნაცუმცირესობასთან მუშაობა სწორედ გიგის ავალია მაშინ, როცა ზემოხსენებული თემა მთლიანად საკუთარ თავზე აიღო გივი თარგამაძემ.

საპრეზიდენტო ვადის გასვლამდე ორი კვირით ადრე სააკაშვილმა 150-ზე მეტი პატიმარი ე.წ. სპეცშეწყალებით გაუშვა და მათ შორის რამდენიმე ისეთი კრიმინალიც მოხვდა, რომელსაც 30 წელი ჰქონდა მისჯილი. ორი მათგანი უკრაინაში ცხოვრობს და გასულ კვირას ორივე თბილისში იმყოფებოდა. ერთ-ერთს, რომელიც ძალიან გახმაურებული საქმისთვის იხდიდა სასჯელს, საქართველოში დაჭერის შიშით დაბრუნება არ სურდა, მაგრამ მას სამდღიანი ხელშეუხებლობის გარანტია სწორედ თარგამაძემ მისცა და შეუსრულა კიდეც. როგორ და რა გზებით მოახერხა ვასილიჩმა ეს, ვერ გეტყვით, მაგრამ ფაქტია, რომ მოახერხა და კრიმინალებმა თბილისსა და რუსთავში ძალიან საინტერესო შეხვედრები გამართეს.

სხვათა შორის, არც თურქულ და არც ქართულ მედიას არ გაუშუქებია ის ფაქტი, რომ ერთი თვის წინ, სტამბოლის ერთ-ერთ სასტუმროში, ორი ქართველი კრიმნალი დანით დაჩეხეს. ერთ-ერთი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე კი, ქუთაისის მკვიდრი, გადარჩა. ინციდენტი მაშინ მოხდა, როცა ისინი სკაიპით თბილისს ესაუბრებოდნენ და აქეთა მხარემ სისხლიან გარჩევას პირდაპირ ეთერში უყურა. ჩვენი ინფორმაციით, თავდასმსხმელებს შორის ერთი ის პიროვნება იყო, რომელიც საქართველოში უკრაინიდან გასულ კვირას ჩამოვიდა და ქვეყანა უკვე დატოვა. საქმის სანაცვლოდ კი 150 ათაის დოლარი მიიღო მისგან, ვინც კომპიუტერით ამ სისხლიან გარჩევას უყურა.

ალექსანდრე ჭიკაიძემ, სავარაუდოდ, იცის რაც ხდება, თუმცა უცნობია, როგორი იქნება ხელისუფლების სამოქმედო გეგმა. ისეა თუ ასე, გახშირებული ყაჩაღობის რიცხვი უფრო მოიმატებს და "მალიავებით" შეგულიანებული ახალგაზრდა კრიმინალები, რომლებსაც ორ ჯადოსნურ სიტყვას - "ქურდულს სჭირდება" ეუბნებიან, მოდულის წინ კი არა, საქმე საქმეზე თუ მიდგა, მოდულის შენობაშიც იყაჩაღებენ.

გიორგი იაშვილი

გაზეთი "ვერსია"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა