პოპულარული ტელეწამყვანი, თინა კანდელაკი რუსეთში ერთ-ერთ ყველაზე გემოვნებიან ჩამცმელად მიიჩნევა. მან კარგად იცის, რა უნდა ჩაიცვას რომანტიკულ პაემანზე და რა - საქმიან შეხვედრაზე.
გაზაფხულის დამდეგს მედია-კომპანიის მფლობელმა თავისი საბრძოლო არსენალი ბანდაჟური სტილის Herve Leger-ის კაბებით შეავსო, ხოლო ელიტური საღამოებისთვის ტელეწამყვანმა მბზინავ ბიუსტჰალტერიანი კაბა შეარჩია.
სწორედ ასეთი უკვე წარმოაჩინა სტილის ახალგაზრდა დედოფალმა ტეილორ სვიფტმა, მაგრამ ამერიკელ ლამაზმანთან მოდურ ომში დამარცხებას კანდელაკი არ აპირებს: ის მომღერლისგან განსხვავებული იქნება საიუველირო სახლის, Ambassad-ის ბრილიანტებითა და ამეთვისტოებით.
ხოლო სპორტული სტილის შავი საცურაო კოსტიუმი და ლეგინსები ფიტნეს-ცენტრების დიასახლისს აუცილებლად გამოადგება.
იხილეთ ფოტოგალერეა