სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ გადაუხადეს ზვიად გამსახურდიას გროზნოში მეგრულ-კახური პურმარილით დაბადების დღე - პრეზიდენტის პირადი მფრინავის მოგონებები
როგორ გადაუხადეს ზვიად გამსახურდიას გროზნოში მეგრულ-კახური პურმარილით დაბადების დღე - პრეზიდენტის პირადი მფრინავის მოგონებები

სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცია ასე იწყე­ბა: "სა­ქარ­თვე­ლო არის და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი, ერ­თი­ა­ნი და გა­ნუ­ყო­ფე­ლი სა­ხელ­მწი­ფო, რაც და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია 1991 წლის 31 მარტს, ქვეყ­ნის მთელ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი რე­ფე­რენ­დუ­მი­თა და 1991 წლის 9 აპ­რი­ლის სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აღ­დგე­ნის აქ­ტით"...

ამას­თან, 31 მარ­ტი ქვეყ­ნის პირ­ვე­ლი პრე­ზი­დენ­ტის, ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას და­ბა­დე­ბის დღეა... ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას დღეს 84 წელი შე­უს­რულ­დე­ბო­და. ამ რე­ფე­რენ­დუ­მის მნიშ­ვნე­ლო­ბა­სა და ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას შე­სა­ხებ, მის­მა პი­რად­მა მფრი­ნავ­მა ზაურ ბე­დი­ამ ჟურ­ნალ "გზას­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში ისა­უბ­რა. გთა­ვა­ზობთ "გზის" არ­ქი­ვი­დან ამ ინ­ტერ­ვი­უს:

- 31 მარ­ტის რე­ფე­რენ­დუმ­მა ქვეყ­ნის არა მარ­ტო და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის, არა­მედ ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის იუ­რი­დი­უ­ლი გა­რან­ტია შექ­მნა. ჩემ­თვის, რო­გორც სო­ხუ­მე­ლის­თვის, გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ეს რე­ფე­რენ­დუ­მი ქვეყ­ნის მთელ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, მათ შო­რის - აფხა­ზეთ­შიც ჩა­ტარ­და. კარ­გად მახ­სოვს, რო­გო­რი გან­წყო­ბა ჰქონ­დათ ბერ­ძნებს, რუ­სებს, გან­სა­კუთ­რე­ბით კი - აფხა­ზებს. მათ­მა დიდ­მა ნა­წილ­მა ხმა ქარ­თულ ორი­ენ­ტა­ცი­ას მის­ცა, რა­შიც დიდი იყო ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას ღვაწ­ლი, - ის დიდი ავ­ტო­რი­ტე­ტით სარ­გებ­ლობ­და, აფხა­ზე­ბი მას "ჩვენს პრე­ზი­დენტს" ეძახ­დნენ და უსი­ტყვოდ აღი­ა­რებ­დნენ, რა­საც სა­ქარ­თვე­ლოს მომ­დევ­ნო პრე­ზი­დენ­ტებ­ზე ვერ ვი­ტყვი. გამ­სა­ხურ­დი­ას ოპო­ნენ­ტე­ბი დღემ­დე ამ­ბო­ბენ, რე­ფე­რენ­დუ­მი და­ბა­დე­ბის დღეს და­ამ­თხვი­აო, რაც აბ­სურ­დია - ეს გა­მო­კი­თხვა 17 მარ­ტის სა­კავ­ში­რო რე­ფე­რენ­დუ­მის შემ­დეგ უნდა ჩა­ტა­რე­ბუ­ლი­ყო, რომ­ლის მი­ზა­ნიც საბ­ჭო­თა კავ­ში­რის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა იყო. ზვი­ადს არც იმის ჩა­წყო­ბა შე­ეძ­ლო, რომ 31 მარ­ტი კვი­რა დღე ყო­ფი­ლი­ყო.

ვფიქ­რობ, ამ­დე­ნი წლის შემ­დე­გაც, გამ­სა­ხურ­დი­ას ფე­ნო­მე­ნი და როლი ბო­ლომ­დე არ არის გა­აზ­რე­ბუ­ლი. ის დიდი პატ­რი­ო­ტი იყო, რო­მელ­მაც ყვე­ლა­ზე ძვირ­ფა­სი - სი­ცო­ცხლე შეს­წი­რა თა­ვის ერს და მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ზო­გი­ერ­თი დღე­საც ფიქ­რობს, რომ ის დი­ნე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ მი­ცუ­რავ­და. მახ­სოვს, გროზ­ნო­ში, იძუ­ლე­ბით ემიგ­რა­ცი­ა­ში ყოფ­ნი­სას, მას­თან უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი ჩა­მო­დი­ო­და თბი­ლი­სი­დან და სხვა ქა­ლა­ქე­ბი­დან. მათ შო­რის - უც­ნო­ბე­ბი. დაც­ვა ფრთხი­ლობ­და, იცო­და, რომ ყვე­ლას ნდო­ბა არ შე­იძ­ლე­ბო­და, მაგ­რამ ზვი­ად­მა კა­ტე­გო­რი­უ­ლად აუკ­რძა­ლა მათი შე­მოწ­მე­ბა: - გა­ჩხრე­კა არა­ვის აკად­როთ, ისე შე­მო­უშ­ვი­თო. ერთი შე­ხედ­ვით, კუშ­ტი ჩან­და, თუმ­ცა ზედ­მე­ტად ენ­დო­ბო­და ადა­მი­ა­ნებს და მოხ­და ისე, რომ მის გვერ­დით მყო­ფე­ბი­დან, არა­ერ­თი მო­ღა­ლა­ტე აღ­მოჩ­ნდა.

1992 წლის 31 მარტს, მას შემ­დეგ, რაც თენ­გიზ სი­გუ­ას ბრძა­ნე­ბით და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბის გამო თვითმფრი­ნა­ვი ჩა­მო­მარ­თვეს, გროზ­ნო­ში ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას და­ბა­დე­ბის დღე­ზე ჩემი "მოსკვი­ჩით" ჩა­ვე­დი, მეგ­რუ­ლი პურ­მა­რი­ლით დატ­ვირ­თუ­ლი. ვი­ცო­დი, ძა­ლი­ან გა­უ­ხარ­დე­ბო­და, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჯო­ხა­რი გროზ­ნო­ში მყოფ ქარ­თვე­ლებს, მით უმე­ტეს - ზვი­ა­დის ოჯახს არა­ფერს აკ­ლებ­და. გროზ­ნო­ში ჩას­ვლი­სას, ასე­თი­ვე, ხო­რა­გი­თა და ღვი­ნით დატ­ვირ­თუ­ლი მე­ო­რე მან­ქა­ნა დამ­ხვდა, კა­ხე­თი­დან ჩა­მო­სუ­ლი, ერ­თმა­ნეთს გროზ­ნოს ცენ­ტრში, სას­ტუმ­რო "კავ­კა­ზის" წინ შევ­ხვდით. მათ მი­თხრეს: - ბა­ტო­ნო ზაურ, ზვი­ა­დის რე­ზი­დენ­ცი­ამ­დე ვერ მივ­დი­ვართ, იქ დუ­და­ე­ვის მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ე­ბი მი­ტინგს ატა­რე­ბე­ნო. - რაღა ამ დღეს მო­უნ­დათ-მეთ­ქი? - გა­ვი­ფიქ­რე, მან­ქა­ნე­ბი იქვე დავ­ტო­ვეთ და ფე­ხით წა­ვე­დით.

მფრი­ნა­ვის ფორ­მა მეც­ვა. მი­ტინგზე საკ­მა­ოდ ბევ­რი ხალ­ხი იყო. მე­ო­რე მხა­რეს, რე­ზი­დენ­ცი­ის შე­სას­ვლელ­თან შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი სამ­თავ­რო­ბო ძა­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი იდ­გნენ და მათ შო­რის დის­ტან­ცია სულ 10-15 მეტ­რი იყო. ამ ჩოჩ­ქოლ­სა და არე­უ­ლო­ბა­ში წინ წა­ვი­წიე. მინ­დო­და, და­მე­ნა­ხა, რა ხდე­ბო­და, ვნერ­ვი­უ­ლობ­დი, რად­გან პრე­ზი­დენტს და მის ოჯახს აშ­კა­რა საფრ­თხე ემუქ­რე­ბო­და. ასე აღ­მოვ­ჩნდი ჩე­ჩე­ნი "პო­ზი­ცი­ო­ნე­რე­ბის" წინა ხაზ­ზე. მო­უ­ლოდ­ნე­ლად, მე­ო­რე მხრი­დან და­მი­ძა­ხეს: - ზაურ, შე­ჩერ­დი! - და იქი­დან ორი ავ­ტო­მა­ტი­ა­ნი მა­მა­კა­ცი წა­მო­ვი­და ჩემ­კენ. აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა უკან და­ი­ხი­ეს, დაც­ვამ კი ხელი მომ­კი­და და რე­ზი­დენ­ცი­ის ეზო­ში შე­მიყ­ვა­ნა, სა­დაც ყვე­ლა სა­ო­მარ მზად­ყოფ­ნა­ში იყო. ზვი­ა­დის დაც­ვის ბი­ჭებს შეს­ვლის­თა­ნა­ვე, ქარ­თუ­ლად ვკი­თხე, - პრე­ზი­დენ­ტი სად არის-მეთ­ქი? ხმა არ გამ­ცეს. რამ­დენ­ჯერ­მე ვი­კი­თხე და ბოლო ხმა­ზე რომ ვიყ­ვი­რე, უცებ ზვი­ა­დის ხმა მო­მეს­მა, - ბიჭო, აგერ ვარო! - თურ­მე, გა­მა­თა­მა­შეს. გა­და­ვეხ­ვიე ზვი­ადს, ვუ­თხა­რი, - რამ­დე­ნი­მე კუ­თხი­დან არი­ან თქვენ­თან ჩა­მო­სუ­ლი და­ბა­დე­ბის დღის მო­სა­ლო­ცად-მეთ­ქი.

მა­შინ ჩეჩ­ნებს შო­რის შე­ჯა­ხე­ბა მოხ­და, ჯო­ხარ­მა არ მო­უთ­მი­ნა ის, რა­საც ზვი­ა­დი უთ­მენ­და შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ოპო­ზი­ცი­ას და - ტყვი­ის ნაც­ვლად ყვა­ვი­ლე­ბი ვეს­რო­ლო­თო, ამ­ბობ­და... სა­ღა­მოს კი ორი მან­ქა­ნით წაგ­ვიყ­ვა­ნეს ჯო­ხა­რის რე­ზი­დენ­ცი­ა­ში და იქ აღ­ვნიშ­ნეთ ზვი­ა­დის და­ბა­დე­ბის დღე, მეგ­რულ-კა­ხუ­რი პურ­მა­რი­ლით. ჯო­ხარ დუ­და­ევ­მა კი­დევ ერთხელ ისა­უბ­რა ზვი­ა­დის გან­სა­კუთ­რე­ბულ როლ­ზე კავ­კა­სი­ე­ლი ხალ­ხე­ბის ბრძო­ლა­ში, რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ. სწო­რედ ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ამ მო­ი­ძია ჩეჩ­ნე­თის უძ­ვე­ლე­სი სა­ხე­ლი - "იჩ­ქე­რია". პრე­ზი­დენ­ტი დუ­და­ე­ვი მას ძა­ლი­ან ენ­დო­ბო­და, ჩე­ჩე­ნის­თვის კი ნდო­ბა მთა­ვა­რია.

ზვი­ა­დი­სა და ჯო­ხა­რის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა კარ­გად გა­მოჩ­ნდა, მისი სომ­ხე­თი­დან გროზ­ნო­ში გა­დაყ­ვა­ნის მე­ტად რის­კი­ა­ნი ოპე­რა­ცი­ის და­გეგ­მვა-გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში. 1992 წლის 10 იან­ვარს, სო­ხუ­მის აე­რო­პორ­ტის უფ­როს­მა, ზაურ ხა­ინ­დრა­ვამ და­მი­ძა­ხა. კა­ბი­ნეტ­ში 15 ფა­ფა­ხი­ა­ნი მა­მა­კა­ცი დამ­ხვდა, რომ­ლებ­მაც მი­თხრეს, - გროზ­ნო­ში უნდა ჩახ­ვი­დეთ, ჯო­ხარ დუ­და­ევს და­ე­ლა­პა­რა­კოთ და ზვი­ადს უშ­ვე­ლოთ, სომ­ხე­თი­დან გროზ­ნო­ში ჩა­იყ­ვა­ნო­თო... მახ­სოვს, გროზ­ნო­ში, კი­თხვა­ზე, - მე რა­ტომ შე­მარ­ჩი­ეთ-მეთ­ქი? ჯო­ხარ­მა მოკ­ლედ მო­მიჭ­რა: - ოპე­რა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი ქარ­თვე­ლი უნდა იყო­სო. თან ჩეჩ­ნე­თის ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრი და 4 კა­რა­ტის­ტი გა­მა­ყო­ლა.

გროზ­ნო­ში ყოფ­ნი­სას შემ­თხვე­ვით შე­ვეს­წა­რი, რო­გორ უთხრა დუ­და­ევ­მა სომ­ხე­თის პრე­ზი­დენტს, ტერ-პეტ­რო­სი­ანს, "სალ­და­თუ­რად": - ერთი ბეწ­ვიც რომ ჩა­მო­უ­ვარ­დეს გამ­სა­ხურ­დი­ას, ჟანგბადს გა­და­გი­კე­ტა­ვო. პირ­ვე­ლად ზვი­ად გამ­სა­ხურ­დია იჯე­ვან­ში, თა­ვი­სი რე­ზი­დენ­ცი­ის ეზო­ში ვნა­ხე. აუზ­თან მა­ღა­ლი, ფერ­მკრთა­ლი კაცი იდგა, მე­უღ­ლე და შვი­ლე­ბი, ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი, მა­ნა­ნა ძო­ძუ­აშ­ვი­ლი და 20-მდე დაც­ვის წევ­რი ახ­ლდა... ისე მოხ­და, რომ ერევ­ნის აე­რო­პორ­ტში ტრა­პი არ იყო და ზვი­ა­დი გად­მო­სა­კი­დი კი­ბით ავიყ­ვა­ნეთ. მო­უ­ლოდ­ნე­ლად, სა­ი­დან­ღაც გა­ჩე­ნი­ლი რუსი ჟურ­ნა­ლის­ტი ამოს­ვლას და ზვი­ა­დის­თან და­ლა­პა­რა­კე­ბას ცდი­ლობ­და, ვე­რაფ­რით მო­ვი­ცი­ლეთ. ბო­ლოს ჩე­ჩენ­მა კა­რა­ტის­ტმა მას ხელი ჰკრა და... დღემ­დე მიკ­ვირს, რო­გორ გა­დარ­ჩა ცო­ცხა­ლი. ფრე­ნის დროს თით­ქმის ყვე­ლა აპა­რა­ტი და მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი, ამომცნო­ბი მო­წყო­ბი­ლო­ბა გა­მორ­თუ­ლი მქონ­და და რუ­სებ­მა თვალ­თა­ხედ­ვი­დან და­კარ­გეს ჩვე­ნი თვითმფრი­ნა­ვი.

16 იან­ვარს კი კი­დევ ერთი გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბუ­ლი სპე­ცო­პე­რა­ცია ჩა­ვა­ტა­რეთ: თავ­და­პირ­ვე­ლად, მეც არა­ფე­რი ვი­ცო­დი, მე­გო­ნა, რომ იმ ღა­მეს ზვი­ად გამ­სა­ხურ­დია გროზ­ნო­დან სო­ხუმ­ში უნდა წა­მეყ­ვა­ნა. თუმ­ცა, ჩემ­თან ერ­თად მა­ნა­ნა ძო­ძუ­აშ­ვი­ლი, ბიზ­ნეს­მე­ნი გივი ქო­ბა­ლია და კი­დევ რამ­დე­ნი­მე სო­ხუ­მე­ლი გა­მოფ­რინ­დნენ. ფრე­ნი­სას ყურ­საც­ვა­მებ­ში მეს­მო­და თბი­ლი­სი­დან, მოს­კო­ვი­დან, სო­ხუ­მი­დან რო­გორ კი­ოდ­ნენ, - ამ თვითმფრი­ნა­ვით გამ­სა­ხურ­დია მოჰ­ყავთ და მი­წა­ზე არ უნდა დაფ­რინ­დე­სო! სო­ხუმ­ში დი­ლა­ად­რი­ან ჩავფრინ­დით, ყვე­ლამ იცო­და, რომ ზვი­ა­დი უნდა ჩა­მეყ­ვა­ნა. რა გვექ­ნა? გივი ქო­ბა­ლი­ას ჩა­ვაც­ვით გროზ­ნო­დან წა­მო­ღე­ბუ­ლი ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას პალ­ტო, ქუდი და­ვა­ხუ­რეთ, ჩა­მოს­ვლი­სას სა­ყე­ლო აი­წია, რომ სახე და­ე­ფა­რა. ვხე­დავთ, "ზა­პო­რო­ჟე­ცი" ზედ ტრა­პთან მო­ა­ყე­ნეს, კა­ცებ­მა ორი­ვე მხრი­დან მოჰ­კი­დეს ხელი, ვი­თომ დაც­ვის წევ­რე­ბი იყ­ვნენ და მან­ქა­ნა­ში სწრა­ფად ჩას­ვეს. შემ­დეგ "ზა­პო­რო­ჟეც­მა" ზუგ­დი­დის­კენ აიღო გეზი...

სამი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ყვე­ლას, მათ შო­რის - არ­ძინ­ბას ეგო­ნა, რომ ზვი­ა­დი სო­ხუმ­ში, სტა­ლი­ნის აგა­რაკ­ზე ცხოვ­რობ­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, როცა თბი­ლის­ში და­მი­ჭი­რეს, პო­ლი­ცი­ის გე­ნე­რალს, გივი კვან­ტა­ლი­ანს და­კი­თხვა­ზე ვუ­თხა­რი, - მა­შინ ზვი­ა­დი არ ჩა­მო­მიყ­ვა­ნია, ორე­უ­ლი იყო-მეთ­ქი, კი­ნა­ღამ გა­გიჟ­და, - რო­გორ გაგ­ვა­ცუ­რეთ, ასე­თი რამ ცხოვ­რე­ბა­ში არ დამ­მარ­თნი­აო...

ნინო კვი­ტაშ­ვი­ლი, ჟურ­ნალ "გზის" არ­ქი­ვი­დან

მკითხველის კომენტარები / 39 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
xyz
2

მანანა ძოძუაშვილი მოღალატე იყო. ის მივიდა ზვიად გამსახურდიას მდივანთან, ლალი მაისურაძესთან და მოსთხოვა, საიდუმლო დოკუმენტაცია და ზვიადის სეიფის გასაღები. როდესაც უარი მიიღო, ლალი მაისურაძე დააჭერინა მხედრიონელებს, რომლებმაც ის სამი დღე აწამეს. ეს ამბავი გაიგეს ზვიად გამსახურდიას დაცვის ბიჭებმა და ლალი მაისურაძე გამოიხსნეს. შემდეგ ის მხედრიონელებმა "ვერტალიოტიდან" დახვრიტეს ზუგდიდში და მისი დების ოჯახები ყველანაირად გაანადგურეს. ეს ყველაფერი მანანა ძოძუაშვილის "წყალობით" მოხდა.

სვანსკი
0

ვინც გულით დააჭირა დისლაიქს,ეს სწორედ ის მკვდარი თევზია, რომელიც წყალსაც აყროლებს და სულსაც

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

როგორ გადაუხადეს ზვიად გამსახურდიას გროზნოში მეგრულ-კახური პურმარილით დაბადების დღე - პრეზიდენტის პირადი მფრინავის მოგონებები

როგორ გადაუხადეს ზვიად გამსახურდიას გროზნოში მეგრულ-კახური პურმარილით დაბადების დღე - პრეზიდენტის პირადი მფრინავის მოგონებები

საქართველოს კონსტიტუცია ასე იწყება: "საქართველო არის დამოუკიდებელი, ერთიანი და განუყოფელი სახელმწიფო, რაც დადასტურებულია 1991 წლის 31 მარტს, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ჩატარებული რეფერენდუმითა და 1991 წლის 9 აპრილის საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტით"...

ამასთან, 31 მარტი ქვეყნის პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა... ზვიად გამსახურდიას დღეს 84 წელი შეუსრულდებოდა. ამ რეფერენდუმის მნიშვნელობასა და ზვიად გამსახურდიას შესახებ, მისმა პირადმა მფრინავმა ზაურ ბედიამ ჟურნალ "გზასთან" ინტერვიუში ისაუბრა. გთავაზობთ "გზის" არქივიდან ამ ინტერვიუს:

- 31 მარტის რეფერენდუმმა ქვეყნის არა მარტო დამოუკიდებლობის, არამედ ტერიტორიული მთლიანობის იურიდიული გარანტია შექმნა. ჩემთვის, როგორც სოხუმელისთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ეს რეფერენდუმი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის - აფხაზეთშიც ჩატარდა. კარგად მახსოვს, როგორი განწყობა ჰქონდათ ბერძნებს, რუსებს, განსაკუთრებით კი - აფხაზებს. მათმა დიდმა ნაწილმა ხმა ქართულ ორიენტაციას მისცა, რაშიც დიდი იყო ზვიად გამსახურდიას ღვაწლი, - ის დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა, აფხაზები მას "ჩვენს პრეზიდენტს" ეძახდნენ და უსიტყვოდ აღიარებდნენ, რასაც საქართველოს მომდევნო პრეზიდენტებზე ვერ ვიტყვი. გამსახურდიას ოპონენტები დღემდე ამბობენ, რეფერენდუმი დაბადების დღეს დაამთხვიაო, რაც აბსურდია - ეს გამოკითხვა 17 მარტის საკავშირო რეფერენდუმის შემდეგ უნდა ჩატარებულიყო, რომლის მიზანიც საბჭოთა კავშირის შენარჩუნება იყო. ზვიადს არც იმის ჩაწყობა შეეძლო, რომ 31 მარტი კვირა დღე ყოფილიყო.

ვფიქრობ, ამდენი წლის შემდეგაც, გამსახურდიას ფენომენი და როლი ბოლომდე არ არის გააზრებული. ის დიდი პატრიოტი იყო, რომელმაც ყველაზე ძვირფასი - სიცოცხლე შესწირა თავის ერს და მიუხედავად ამისა, ზოგიერთი დღესაც ფიქრობს, რომ ის დინების საწინააღმდეგოდ მიცურავდა. მახსოვს, გროზნოში, იძულებით ემიგრაციაში ყოფნისას, მასთან უამრავი ადამიანი ჩამოდიოდა თბილისიდან და სხვა ქალაქებიდან. მათ შორის - უცნობები. დაცვა ფრთხილობდა, იცოდა, რომ ყველას ნდობა არ შეიძლებოდა, მაგრამ ზვიადმა კატეგორიულად აუკრძალა მათი შემოწმება: - გაჩხრეკა არავის აკადროთ, ისე შემოუშვითო. ერთი შეხედვით, კუშტი ჩანდა, თუმცა ზედმეტად ენდობოდა ადამიანებს და მოხდა ისე, რომ მის გვერდით მყოფებიდან, არაერთი მოღალატე აღმოჩნდა.

1992 წლის 31 მარტს, მას შემდეგ, რაც თენგიზ სიგუას ბრძანებით დაუმორჩილებლობის გამო თვითმფრინავი ჩამომართვეს, გროზნოში ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეზე ჩემი "მოსკვიჩით" ჩავედი, მეგრული პურმარილით დატვირთული. ვიცოდი, ძალიან გაუხარდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ჯოხარი გროზნოში მყოფ ქართველებს, მით უმეტეს - ზვიადის ოჯახს არაფერს აკლებდა. გროზნოში ჩასვლისას, ასეთივე, ხორაგითა და ღვინით დატვირთული მეორე მანქანა დამხვდა, კახეთიდან ჩამოსული, ერთმანეთს გროზნოს ცენტრში, სასტუმრო "კავკაზის" წინ შევხვდით. მათ მითხრეს: - ბატონო ზაურ, ზვიადის რეზიდენციამდე ვერ მივდივართ, იქ დუდაევის მოწინააღმდეგეები მიტინგს ატარებენო. - რაღა ამ დღეს მოუნდათ-მეთქი? - გავიფიქრე, მანქანები იქვე დავტოვეთ და ფეხით წავედით.

მფრინავის ფორმა მეცვა. მიტინგზე საკმაოდ ბევრი ხალხი იყო. მეორე მხარეს, რეზიდენციის შესასვლელთან შეიარაღებული სამთავრობო ძალების წარმომადგენლები იდგნენ და მათ შორის დისტანცია სულ 10-15 მეტრი იყო. ამ ჩოჩქოლსა და არეულობაში წინ წავიწიე. მინდოდა, დამენახა, რა ხდებოდა, ვნერვიულობდი, რადგან პრეზიდენტს და მის ოჯახს აშკარა საფრთხე ემუქრებოდა. ასე აღმოვჩნდი ჩეჩენი "პოზიციონერების" წინა ხაზზე. მოულოდნელად, მეორე მხრიდან დამიძახეს: - ზაურ, შეჩერდი! - და იქიდან ორი ავტომატიანი მამაკაცი წამოვიდა ჩემკენ. აქციის მონაწილეებმა უკან დაიხიეს, დაცვამ კი ხელი მომკიდა და რეზიდენციის ეზოში შემიყვანა, სადაც ყველა საომარ მზადყოფნაში იყო. ზვიადის დაცვის ბიჭებს შესვლისთანავე, ქართულად ვკითხე, - პრეზიდენტი სად არის-მეთქი? ხმა არ გამცეს. რამდენჯერმე ვიკითხე და ბოლო ხმაზე რომ ვიყვირე, უცებ ზვიადის ხმა მომესმა, - ბიჭო, აგერ ვარო! - თურმე, გამათამაშეს. გადავეხვიე ზვიადს, ვუთხარი, - რამდენიმე კუთხიდან არიან თქვენთან ჩამოსული დაბადების დღის მოსალოცად-მეთქი.

მაშინ ჩეჩნებს შორის შეჯახება მოხდა, ჯოხარმა არ მოუთმინა ის, რასაც ზვიადი უთმენდა შეიარაღებულ ოპოზიციას და - ტყვიის ნაცვლად ყვავილები ვესროლოთო, ამბობდა... საღამოს კი ორი მანქანით წაგვიყვანეს ჯოხარის რეზიდენციაში და იქ აღვნიშნეთ ზვიადის დაბადების დღე, მეგრულ-კახური პურმარილით. ჯოხარ დუდაევმა კიდევ ერთხელ ისაუბრა ზვიადის განსაკუთრებულ როლზე კავკასიელი ხალხების ბრძოლაში, რუსეთის წინააღმდეგ. სწორედ ზვიად გამსახურდიამ მოიძია ჩეჩნეთის უძველესი სახელი - "იჩქერია". პრეზიდენტი დუდაევი მას ძალიან ენდობოდა, ჩეჩენისთვის კი ნდობა მთავარია.

ზვიადისა და ჯოხარის განსაკუთრებული ურთიერთობა კარგად გამოჩნდა, მისი სომხეთიდან გროზნოში გადაყვანის მეტად რისკიანი ოპერაციის დაგეგმვა-განხორციელებაში. 1992 წლის 10 იანვარს, სოხუმის აეროპორტის უფროსმა, ზაურ ხაინდრავამ დამიძახა. კაბინეტში 15 ფაფახიანი მამაკაცი დამხვდა, რომლებმაც მითხრეს, - გროზნოში უნდა ჩახვიდეთ, ჯოხარ დუდაევს დაელაპარაკოთ და ზვიადს უშველოთ, სომხეთიდან გროზნოში ჩაიყვანოთო... მახსოვს, გროზნოში, კითხვაზე, - მე რატომ შემარჩიეთ-მეთქი? ჯოხარმა მოკლედ მომიჭრა: - ოპერაციის ხელმძღვანელი ქართველი უნდა იყოსო. თან ჩეჩნეთის შინაგან საქმეთა მინისტრი და 4 კარატისტი გამაყოლა.

გროზნოში ყოფნისას შემთხვევით შევესწარი, როგორ უთხრა დუდაევმა სომხეთის პრეზიდენტს, ტერ-პეტროსიანს, "სალდათურად": - ერთი ბეწვიც რომ ჩამოუვარდეს გამსახურდიას, ჟანგბადს გადაგიკეტავო. პირველად ზვიად გამსახურდია იჯევანში, თავისი რეზიდენციის ეზოში ვნახე. აუზთან მაღალი, ფერმკრთალი კაცი იდგა, მეუღლე და შვილები, ყოფილი მინისტრი, მანანა ძოძუაშვილი და 20-მდე დაცვის წევრი ახლდა... ისე მოხდა, რომ ერევნის აეროპორტში ტრაპი არ იყო და ზვიადი გადმოსაკიდი კიბით ავიყვანეთ. მოულოდნელად, საიდანღაც გაჩენილი რუსი ჟურნალისტი ამოსვლას და ზვიადისთან დალაპარაკებას ცდილობდა, ვერაფრით მოვიცილეთ. ბოლოს ჩეჩენმა კარატისტმა მას ხელი ჰკრა და... დღემდე მიკვირს, როგორ გადარჩა ცოცხალი. ფრენის დროს თითქმის ყველა აპარატი და მაჩვენებელი, ამომცნობი მოწყობილობა გამორთული მქონდა და რუსებმა თვალთახედვიდან დაკარგეს ჩვენი თვითმფრინავი.

16 იანვარს კი კიდევ ერთი გასაიდუმლოებული სპეცოპერაცია ჩავატარეთ: თავდაპირველად, მეც არაფერი ვიცოდი, მეგონა, რომ იმ ღამეს ზვიად გამსახურდია გროზნოდან სოხუმში უნდა წამეყვანა. თუმცა, ჩემთან ერთად მანანა ძოძუაშვილი, ბიზნესმენი გივი ქობალია და კიდევ რამდენიმე სოხუმელი გამოფრინდნენ. ფრენისას ყურსაცვამებში მესმოდა თბილისიდან, მოსკოვიდან, სოხუმიდან როგორ კიოდნენ, - ამ თვითმფრინავით გამსახურდია მოჰყავთ და მიწაზე არ უნდა დაფრინდესო! სოხუმში დილაადრიან ჩავფრინდით, ყველამ იცოდა, რომ ზვიადი უნდა ჩამეყვანა. რა გვექნა? გივი ქობალიას ჩავაცვით გროზნოდან წამოღებული ზვიად გამსახურდიას პალტო, ქუდი დავახურეთ, ჩამოსვლისას საყელო აიწია, რომ სახე დაეფარა. ვხედავთ, "ზაპოროჟეცი" ზედ ტრაპთან მოაყენეს, კაცებმა ორივე მხრიდან მოჰკიდეს ხელი, ვითომ დაცვის წევრები იყვნენ და მანქანაში სწრაფად ჩასვეს. შემდეგ "ზაპოროჟეცმა" ზუგდიდისკენ აიღო გეზი...

სამი თვის განმავლობაში ყველას, მათ შორის - არძინბას ეგონა, რომ ზვიადი სოხუმში, სტალინის აგარაკზე ცხოვრობდა. მოგვიანებით, როცა თბილისში დამიჭირეს, პოლიციის გენერალს, გივი კვანტალიანს დაკითხვაზე ვუთხარი, - მაშინ ზვიადი არ ჩამომიყვანია, ორეული იყო-მეთქი, კინაღამ გაგიჟდა, - როგორ გაგვაცურეთ, ასეთი რამ ცხოვრებაში არ დამმართნიაო...

ნინო კვიტაშვილი, ჟურნალ "გზის" არქივიდან