პარტნიორები:

    "ამ საკითხის ინიციატორები შევარდნაძის ეპოქაში დახვრიტეს" - როგორ ეხმაურებიან ლევან ვასაძის წინადადებას

    "ამ საკითხის ინიციატორები შევარდნაძის ეპოქაში დახვრიტეს" - როგორ ეხმაურებიან ლევან ვასაძის წინადადებას

    სოციალურ ქსელში ლევან ვასაძის განცხადებას ეხმაურებიან, რომელიც მან სამართლიანობის აღდგენის კომისიის შესახებ გააკეთა.

    ეკა ხერხეულიძე, "ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი:

    "ამგვარი სურვილი ბევრს ამოძრავებს, ოღონდ ათვლას იმ პერიოდიდან იწყებენ, რუსეთს რომ სალბუნად მოეფინება. არავინ სვამს კითხვას, როდის შეწყდა ჩვენში უსამართლობა, მისი აღდგენა რომ სამართლიანობას ეფუძნებოდეს. ამიტომ გთავაზობთ გამოსავალს, ათვლა დავიწყოთ ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიიდან - 1989 წლის 9 აპრილიდან (ვგულისხმობ პერიოდს, რომელსაც თითოეული ჩვენთაგანი მოვესწარით) და სუფთა სინდისით რამდენი შემორჩებით 2012 წლის 1 ოქტომბრის ბოლო "სამართლიან" პროცესს, ყველაზე სამართლიანმა დაგვთვალოს...

    დავიწყე ფიქრი და ამ საკითხის ინიციატორები შევარდნაძის ეპოქაში დახვრიტა სამართლიანმა სასამართლომ".

    ლალი მოროშკინა, სოზარ სუბარის ყოფილი მრჩეველი:

    "ლევან ვასაძე ან რაჭველია, ან არ ჰქონდა სათანადო ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ დიდი ხანია "სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით" შექმნილია არა ერთი კვალიფივიური ჯგუფი: "პატრიოტთა ალიანსი" დავით თარხან-მოურავის და სოსო მანჯავიძის ხელმძღვანელობით, ტელევიზია "ობიექტივი"სრული შემადგენლობით, პოლიტ.პატიმრები ამ მოთხოვნით მე-13 დღეა რუსთაველზე დგანან!!! ჩემი კოლეგა ჟურნელისტები, რომლებმაც არაერთი სტატია მიუძღვნეს ამ პროცესს, რომ აღარაფერი ვთქვათ ცალკეულ არასაპარლამენტო ოპოზიციურ პარტიებზე და იმ ექსპერტებზე, რომლებსაც საზოგადოება დიდ პატივს სცემს! ჩვენ 9 წელი ვებრძოდით რეჟიმს და ცხადია ვითხოვთ მის გასამართლებას.

    შეგახსენებთ პრემიერ-მინისტრის განცხადებას, სადაც ის პირდაპირ აცხადებს , რომ დასჯის ხალხის გამაუბედურებელ, სისხლის სამართლის დამნაშავე რეჟიმს!!!!

    - და რა შუაშია აქ დამატებითი კომისია, როდესაც ისედაც დიდი ხანია ყოველივე გაცხადებულია!?".

    "ახალი ხელისუფლება ვერავითარ ახალ საქართველოს ვერ ააშენებს ასეთი დათრგუნული, დაშინებული, შეურაცხყოფილი, ღირსებააყრილი მოსახლეობით", - ამის შესახებ ბიზნესმენი ლევან ვასაძე სამართლიანობის აღდგენის საკითხზე გაზეთ "კვირის პალიტრაში" გამოქვეყნებულ საკუთარ წერილში საუბრობს, რითაც მოქმედ ხელისუფლებას "ნაციონალური მოძრაობის" "რეპრესიის მსხვერპლთა" საკითხის სახელმწიფო პრიორიტეტის რანგში აყვანას ურჩევს.

    იხილთ ასევე: ლევან ვასაძის პირველი ღია კრიტიკა ახალ ხელისუფლებას

    "ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

    ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

    "მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს