პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ ხსნის "სელფშოტებისა" და ფსიქიკური აშლილობის კავშირს ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე
როგორ ხსნის "სელფშოტებისა" და ფსიქიკური აშლილობის კავშირს ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე

თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის მე­უღ­ლე, ფსი­ქო­ლო­გი ნა­თია ფან­ჯი­კი­ძე "ფე­ის­ბუ­ქის" სა­კუ­თარ გვერ­დზე "სელფ­შო­ტე­ბით" შე­პყრო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის შე­სა­ხებ ამ დღე­ებ­ში ინ­ტერ­ნე­ტით გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას ეხ­მა­უ­რე­ბა. შე­გახ­სე­ნებთ, ამე­რი­კის ფსი­ქი­ატრთა ასო­ცი­ა­ცი­ი­ის (APA) მეც­ნი­ე­რებ­მა ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­ა­დას­ტუ­რეს, რომ "სელფ­შო­ტი" ფსი­ქი­კუ­რი აშ­ლი­ლო­ბის ნი­შა­ნია.

"ნუ გე­ში­ნი­ათ მე­გობ­რე­ბო, სელფ­შო­ტით ძი­რი­თა­დად თი­ნე­ი­ჯე­რე­ბი არი­ან გა­ტა­ცე­ბუ­ლი, რაც სრუ­ლი­ად ნორ­მა­ლუ­რია, მათ სა­კუ­თარ თავ­თან უნდა და­ა­დას­ტუ­რონ თა­ვი­ან­თი არ­სე­ბო­ბა, და­მაგრდნენ რე­ა­ლო­ბა­ში და ამა­ვე დროს ჰარ­მო­ნი­ა­ში მო­ვიდ­ნენ თა­ვი­ანთ "ახალ სხე­ულ­თან", გა­რეგ­ნო­ბას­თან, უნდა მო­ი­წო­ნონ, უნდა და­ი­ჭი­რონ მთა­ვა­რი ღირ­სე­ბა. არ შე­შინ­დეთ ბავ­შვე­ბო, ლა­მა­ზე­ბი ხართ და დატ­კბით სა­კუ­თა­რი თა­ვით, ეს ბევ­რად უკე­თე­სია, ვიდ­რე ქალი და კაცი, ზრდას­რუ­ლი, მუდ­მი­ვად სხვა ადა­მი­ა­ნე­ბის ნაკლს რომ უსაფ­რდე­ბა და გა­ნი­ხი­ლავს. სხვი­სი ნაკ­ლის (ხან გა­მო­გო­ნი­ლის, ხან ნამ­დვი­ლის) ხაზ­გას­მაც თვით­გან­მტკი­ცე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა და ბევ­რად უფრო დიდი ილუ­ზი­აა და ბევ­რად არა­სიმ­პა­ტი­უ­რი ქცე­ვა. თქვე­ნი საყ­ვა­რე­ლი სა­ხე­ე­ბის და­ნახ­ვა უფრო სა­სი­ხა­რუ­ლოა", - და­წე­რა ფან­ჯი­კი­ძემ.

ფსი­ქო­ლოგს პოს­ტის კო­მენ­ტა­რებ­ში შე­ახ­სე­ნეს, რომ "სელფ­შო­ტებს" სო­ცი­ა­ლურ ქსლებ­ში არა მხო­ლოდ თი­ნე­ი­ჯე­რე­ბი, არა­მედ ზრდას­რუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბიც აქ­ტი­უ­რად აქ­ვეყ­ნე­ბენ.

"მერე რა? თუ იმ ზრდას­რულ­საც ჭირ­დე­ბა შე­იგ­რძნოს თა­ვი­სი თავი, გა­ეპ­რან­ჭოს სამ­ყა­როს, დიდი ამ­ბა­ვი.

სარ­კე­ში ჩა­ხედ­ვი­სას მო­ე­წო­ნა თა­ვი­სი თავი და მო­უნ­და, რომ ეს მო­მენ­ტი სხვა­საც ანა­ხოს, კომ­პლი­მენ­ტი მი­ი­ღოს. ახლგაზ­რდა ადა­მი­ა­ნი თუ ითხოვს კომ­პლი­მენტს, ვუ­თხრათ რა, დიდი ამ­ბა­ვი.

რე­ა­ლუ­რად ასეა, არა­ვის არ ვამ­შვი­დებ. ჯერ ერთი, ძა­ლი­ან მე­ეჭ­ვე­ბა, რომ ამე­რი­კუ­ლი ფსი­ქი­ატ­რი­ის ასო­ცი­ა­ცი­ას ასე ხე­ლა­ღე­ბით დსმ-ის ახა­ლი გა­და­სინ­ჯვა გა­ე­კე­თე­ბი­ნა. აიღო და ასე უბ­რა­ლოდ და­ა­ვა­დე­ბად გა­ნი­ხი­ლო ეს ამ­ბა­ვი (სიმპტო­მა­დაც კი არა, პირ­და­პირ სინ­დრო­მად) ძა­ლი­ან ცუდი მი­ზა­ნია.

მო­ფე­რე­ბა, შე­ქე­ბა, სით­ბო აკ­ლი­ათ ადა­მი­ა­ნებს, სულ ესაა", - წერს ფან­ჯი­კი­ძე.

იხი­ლეთ ასე­ვე: მეც­ნი­ე­რე­ბის დას­კვნა - სელფ­შო­ტი ფსი­ქი­კუ­რი აშ­ლი­ლო­ბის ნი­შა­ნია

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

როგორ ხსნის "სელფშოტებისა" და ფსიქიკური აშლილობის კავშირს ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე

როგორ ხსნის "სელფშოტებისა" და ფსიქიკური აშლილობის კავშირს ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე

თავდაცვის მინისტრის მეუღლე, ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე "სელფშოტებით" შეპყრობილი ადამიანების შესახებ ამ დღეებში ინტერნეტით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. შეგახსენებთ, ამერიკის ფსიქიატრთა ასოციაციიის (APA) მეცნიერებმა ოფიციალურად დაადასტურეს, რომ "სელფშოტი" ფსიქიკური აშლილობის ნიშანია.

"ნუ გეშინიათ მეგობრებო, სელფშოტით ძირითადად თინეიჯერები არიან გატაცებული, რაც სრულიად ნორმალურია, მათ საკუთარ თავთან უნდა დაადასტურონ თავიანთი არსებობა, დამაგრდნენ რეალობაში და ამავე დროს ჰარმონიაში მოვიდნენ თავიანთ "ახალ სხეულთან", გარეგნობასთან, უნდა მოიწონონ, უნდა დაიჭირონ მთავარი ღირსება. არ შეშინდეთ ბავშვებო, ლამაზები ხართ და დატკბით საკუთარი თავით, ეს ბევრად უკეთესია, ვიდრე ქალი და კაცი, ზრდასრული, მუდმივად სხვა ადამიანების ნაკლს რომ უსაფრდება და განიხილავს. სხვისი ნაკლის (ხან გამოგონილის, ხან ნამდვილის) ხაზგასმაც თვითგანმტკიცებას ემსახურება და ბევრად უფრო დიდი ილუზიაა და ბევრად არასიმპატიური ქცევა. თქვენი საყვარელი სახეების დანახვა უფრო სასიხარულოა", - დაწერა ფანჯიკიძემ.

ფსიქოლოგს პოსტის კომენტარებში შეახსენეს, რომ "სელფშოტებს" სოციალურ ქსლებში არა მხოლოდ თინეიჯერები, არამედ ზრდასრული ადამიანებიც აქტიურად აქვეყნებენ.

"მერე რა? თუ იმ ზრდასრულსაც ჭირდება შეიგრძნოს თავისი თავი, გაეპრანჭოს სამყაროს, დიდი ამბავი.

სარკეში ჩახედვისას მოეწონა თავისი თავი და მოუნდა, რომ ეს მომენტი სხვასაც ანახოს, კომპლიმენტი მიიღოს. ახლგაზრდა ადამიანი თუ ითხოვს კომპლიმენტს, ვუთხრათ რა, დიდი ამბავი.

რეალურად ასეა, არავის არ ვამშვიდებ. ჯერ ერთი, ძალიან მეეჭვება, რომ ამერიკული ფსიქიატრიის ასოციაციას ასე ხელაღებით დსმ-ის ახალი გადასინჯვა გაეკეთებინა. აიღო და ასე უბრალოდ დაავადებად განიხილო ეს ამბავი (სიმპტომადაც კი არა, პირდაპირ სინდრომად) ძალიან ცუდი მიზანია.

მოფერება, შექება, სითბო აკლიათ ადამიანებს, სულ ესაა", - წერს ფანჯიკიძე.

იხილეთ ასევე: მეცნიერების დასკვნა - სელფშოტი ფსიქიკური აშლილობის ნიშანია

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს