პოლიტიკა
სამართალი

19

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა წერია თბილისური "მაიდანის" მოწყობის ინსტრუქციაში?
რა წერია თბილისური "მაიდანის" მოწყობის ინსტრუქციაში?

"ალია" უკვე არა­ერ­თხელ წერ­და იმის შე­სა­ხებ, რაც ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა, ალექ­სან­დრე ჭი­კა­ი­ძემ სა­კუ­თა­რი ინი­ცი­ა­ტი­ვით გა­ნა­ცხა­და - ის უახ­ლო­ეს ხან­ში "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" მხრი­დან მო­სა­ლოდ­ნე­ლი არე­უ­ლო­ბი­სა და მე­ო­რე "მა­ი­და­ნის" მო­წყო­ბა­ზე ალა­პა­რაკ­და:

"ყო­ფილ­მა პრე­ზი­დენ­ტმაც გა­აჟ­ღე­რა "ევ­რო­მა­ი­და­ნის" იდეა და ამ­ბო­ბენ, რომ ეს თემა პარ­ტი­ის შიგ­ნი­თაც აქ­ტი­უ­რად გა­ნი­ხი­ლე­ბა. არის ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი, რომ და­ი­წყეს სა­ბუ­რა­ვე­ბის ყიდ­ვაც. მათ სურთ რა­ღაც ზონ­დერჯგუ­ფე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა. შე­საძ­ლოა, მო­ახ­დი­ნონ წარ­სულ­ში კრი­მი­ნალ­თან და მრა­ვალ და­ნა­შა­ულ­თან ასო­ცი­რე­ბუ­ლი პი­რე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბა. არის ჯგუ­ფე­ბი, რომ­ლე­ბიც შე­ეც­დე­ბი­ან, ქვე­ყა­ნა­ში აურ­ზა­უ­რი გა­მო­იწ­ვი­ონ და ეს კეთ­დე­ბა იმის­თვის, რომ სა­კუ­თა­რი პო­ლი­ტი­კუ­რი ინ­ტე­რე­სე­ბი გა­ამ­ყა­რონ. მე მგო­ნი, ამას თვი­თონ სა­ზო­გა­დო­ე­ბა არ და­უშ­ვებს, რად­გან დღეს ქვე­ყა­ნა დგას სწორ გზა­ზე... მეტ­საც გე­ტყვით, მათ ჩა­მო­იყ­ვა­ნეს უკ­რა­ი­ნი­დან "ევ­რო­მა­ი­და­ნის" აქ­ტი­ვის­ტე­ბი, ატა­რე­ბენ ტრე­ნინ­გებ­სა და მო­სამ­ზა­დე­ბელ სა­მუ­შა­ო­ებს. ეს ინ­ფორ­მა­ცია მე­დი­ა­შიც მუ­სი­რებს. მათ სა­ფარ­ქვეშ ჰყავთ რამ­დე­ნი­მე არა­სამ­თათ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია, რომ­ლე­ბიც აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ო­ბენ იმა­ზე, რო­გორ გა­მო­იყ­ვა­ნონ ხალ­ხი ქუ­ჩა­ში, მოხ­დეს არე­უ­ლო­ბა, შემ­დეგ ისევ მათ­მა ხალ­ხმა ეს­რო­ლოს ვინ­მეს და ეს დაჰბ­რალ­დეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას. იგეგ­მე­ბა, რომ გა­შა­ლონ კარ­ვე­ბი, სა­დაც 300-400 კა­ცის მო­ბი­ლი­ზე­ბას მო­ახ­დე­ნენ".

ვი­მე­ო­რებ: ეს არის ბრალ­დე­ბე­ბის მთე­ლი კას­კა­დი რა­ზეც "ალი­ას" არა­ერთ ნო­მერ­ში იწე­რე­ბო­და და სხვა­თა შო­რის, მო­წო­დე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის უმე­ტე­სი ნა­წი­ლი ეკუთ­ვნის სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრის ყო­ფილ მო­ად­გი­ლეს, ლალი მო­როშ­კი­ნას:

"მე მო­ხა­რუ­ლი ვარ, რომ რაც "ალი­ა­სა" და "ქრო­ნი­კა­ში" იწე­რე­ბო­და, ყუ­რად იღეს. ახლა ვთქვათ იმა­ზე, რა უნდა გა­ა­კე­თოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ სას­წრა­ფო წე­სით: პირ­ვე­ლი - უნდა ამო­ი­ღონ იმ კრი­მი­ნა­ლე­ბი­სა და მკვლე­ლე­ბის სია, რომ­ლე­ბიც მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა შე­ი­წყა­ლა პრე­ზი­დენ­ტო­ბის ბოლო პე­რი­ოდ­ში. სწო­რედ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი ელო­დე­ბი­ან სა­ა­კაშ­ვი­ლის "დაბ­როს", რათა და­ი­წყონ არე­უ­ლო­ბა ქვე­ყა­ნა­ში; მე­ო­რე - უნდა გა­და­მოწ­მდნენ ის არა­სამ­თავ­რო­ბო­ე­ბი, რომ­ლე­ბიც, კაც­მა არ იცის, სი­ა­დან ფი­ნანსდე­ბი­ან. ესე­ნი წარ­მო­ად­გე­ნენ რის­კჯ­გუ­ფებს, რომ­ლე­ბიც ას­რუ­ლე­ბენ "ნაც­მოძ­რა­ო­ბის" დაკ­ვე­თებს; მე­სა­მე - უნდა გა­ნე­იტ­რალ­დეს ის ტე­ლე­გა­და­ცე­მე­ბი, რო­მელ­თა სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი" ეწე­ვი­ან ან­ტი­სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რივ პრო­პა­გან­დას; მე­ო­თხე - უშიშ­რო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რი უნდა და­ინ­ტე­რეს­დეს ახალ­გაზ­რდუ­ლი ჯგუ­ფე­ბის, ანუ "ჰიტ­ლერ-იუ­გენ­დე­ბის" ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის პრო­ცე­სით. იგი­ვე უშიშ­რო­ე­ბის­თვის უკვე ცნო­ბი­ლია მათი შეკ­რე­ბის ად­გი­ლე­ბი. ეს ჯგუ­ფე­ბი ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლად ფი­ნანსდე­ბი­ან და გვარ-სა­ხე­ლე­ბიც კი არის გა­შიფ­რუ­ლი; მე­ხუ­თე - სას­წრა­ფოდ უნდა გა­და­წყდეს იმ ყო­ფილ პო­ლიტ­პა­ტი­მარ­თა პრობ­ლე­მა, რომ­ლე­ბიც სხე­დან ქუ­ჩა­ში და მარ­თა­ვენ საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ას; მე­ექ­ვსე - მაქვს ინ­ფორ­მა­ცია, რომ მზად­დე­ბა დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცია ცი­ხე­ებ­ში, ამ დღე­ებ­ში მე-6 და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­დან პა­ტიმ­რე­ბი კა­ნონ­დარ­ღვე­ვით გა­და­იყ­ვა­ნეს მე-8 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, ანუ გლ­და­ნის სა­პყრო­ბი­ლე­ში. ცი­ხე­ებ­ში მი­შას "ზონ­დერე­ბი" ელო­დე­ბი­ან "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" თი­თის დაქ­ნე­ვას".

ლალი მო­როშ­კი­ნა ერთ-ერთ თა­ვის ინ­ტერ­ვი­უ­ში აცხა­დებს, გა­ა­ნე­ი­ტარ­ლოს ღა­რი­ბაშ­ვილ­მა ათი კაცი გა­რე­მოც­ვი­დან, რომ­ლე­ბიც სა­ა­კაშ­ვილს "ემე­სი­ჯე­ბი­ან" და სა­ა­კაშ­ვი­ლი დამ­თავ­რდე­ბაო. მა­ინც ვინ არის ის ათი კაცი, რომ­ლის გა­ნე­იტ­რა­ლე­ბა­საც სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლე და სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის ყო­ფი­ლი მრჩე­ვე­ლი ითხოვს? ის ამ ადა­მი­ა­ნებ­ზე ხმა­მაღ­ლა არ ლა­პა­რა­კობს. გარ­კვე­ულ წრე­ებ­ში ფიქ­რო­ბენ, რომ ძა­ლი­ან მკაც­რა­დაა გა­საწ­მენ­დი სო­ზარ სუ­ბა­რის უწყე­ბა. აქვე არ­სე­ბობს სია, სა­დაც და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლია, ვის ხელ­შია დღეს სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის სის­ტე­მა:

სი­მონ მა­ჩა­ი­ძე - სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლე. სა­ა­კაშ­ვი­ლის დროს იყო ისა­ნი-სამ­გო­რის პო­ლი­ცი­ის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე.

უჩა მაღ­ლა­ფე­რი­ძე- სა­ა­კაშ­ვი­ლის "ზონ­დე­რი", მუ­შა­ობ­და სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის მო­ნი­ტო­რინ­გის სამ­მარ­თვე­ლო­ში. მო­ნა­წი­ლე­ობ­და 2007 წლის 7 ნო­ემ­ბრის დარ­ბე­ვა­ში.

ჯაბა მაღ­ლა­ფე­რი­ძე - უჩა მაღ­ლა­ფე­რი­ძის ძმა, სა­ა­კაშ­ვი­ლის რე­ჟი­მის დროს მუ­შა­ობ­და გლ­და­ნი-ნა­ძა­ლა­დე­ვის პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სად. ის გოგა ონი­ა­ნის უშუ­ა­ლო უფ­რო­სი გახ­ლდათ. ამ­ჟა­მად სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სია.

გი­ორ­გი ყავ­ლაშ­ვი­ლი - მუ­შა­ობ­და "კუ­დის" სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სად (მოს­მე­ნე­ბი და თვალ­თვა­ლი); 2013 წელს ბრალ­დე­ბუ­ლი იქნა ტე­ლე­კომ­პა­ნია "მე-9 არ­ხის" ქო­ნე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბის­თვის, რო­დე­საც სა­ბა­ჟო ტერ­მი­ნალ­ზე აპა­რა­ტუ­რა­ში მჟა­ვა ჩა­ას­ხეს და ზა­რა­ლის რა­ო­დე­ნო­ბამ რამ­დე­ნი­მე მი­ლი­ონს მი­აღ­წია. ის კუბ­ლაშ­ვი­ლის სა­სა­მარ­თლომ გა­მო­უშ­ვა 15-ათა­სი­ა­ნი გი­რა­ოს სა­ფუძ­ველ­ზე. ამ­ჟა­მად მუ­შა­ობს სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტში ერთ-ერთი სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სად.

ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის გან­ცხა­დე­ბის შემ­დეგ მა­მა­ლი "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი" დაფრ­თხნენ და ახლა თავს იმარ­თლე­ბენ, არა­ვი­თა­რი "მა­ი­და­ნის" მო­წყო­ბას არ ვა­პი­რებთ, ეს ყვე­ლა­ფე­რი ჭო­რი­აო. მა­გა­ლი­თად, ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძე იქით უტევს ჭი­კა­ი­ძეს, შენ რა­ი­მე სა­ხის მსუ­ბუქ ნარ­კო­ტიკს ხომ არ მო­იხ­მა­რო?

ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძე:"ეს არის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან ია­ფ­ფა­სი­ა­ნი მცდე­ლო­ბა, რომ გა­და­ფა­როს ის ძა­ლი­ან ბევ­რი პრობ­ლე­მა, რო­მე­ლიც უკა­ნას­კნელ პე­რი­ოდ­ში დაგ­როვ­და. რო­გორც ჩანს, "ჰა­კიმ ფა­შამ" გა­და­წყვი­ტა, ჭი­კა­ი­ძის­თვის და­ე­ვა­ლე­ბი­ნა ამ­გვა­რი გან­ცხა­დე­ბის გა­კე­თე­ბა. ცხა­დია, ეს არის აბ­სურ­დი და სი­სუ­ლე­ლე. არა­ნა­ი­რი მა­ი­და­ნის­თვის მზა­დე­ბა "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას" არ სჭირ­დე­ბა".

მი­ხე­ილ მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი: "ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრი თუ ასე აკონ­ტრო­ლებს სი­ტუ­ა­ცი­ას ქვე­ყა­ნა­ში, კარ­გად ყო­ფი­ლა ჩვე­ნი საქ­მე. ეს არის სრუ­ლი აბ­სურ­დი და ბოდ­ვა. შე­გახ­სე­ნებთ, რომ სა­ზღვრის შიდა კონ­ტრო­ლიც მთლი­ა­ნად არის ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს კონ­ტროლ­ქვეშ. არც ერთი ასე­თი ფაქ­ტი არ ყო­ფი­ლა, არც სურ­ვი­ლი და არც გან­ზრახ­ვა. მზად­დე­ბა რა­ღა­ცა პრო­ვო­კა­ცია, უნდა რომ თავი გვა­მარ­თლე­ბი­ნოს. ეს არის არა­თუ აბ­სურ­დი, არა­მედ ბოდ­ვა. ჩვენ, რო­გორც სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­ცი­რე­სო­ბა, მო­ვიწ­ვევთ ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნისტრს და მო­ი­ტა­ნოს კონ­კრე­ტუ­ლი ფაქ­ტე­ბი. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ასე? რაზე სა­უბ­რობს? რა "ზონ­დერებ­ზე" სა­უბ­რობს? აბ­სო­ლუ­ტუ­რად არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რია, ეს ისა­ხავს მიზ­ნად, რომ ხალ­ხი შე­ა­ში­ნოს და და­აფრ­თხოს ამის­თა­ნა გა­მო­ნათ­ქვა­მე­ბით. რო­გორც ჩანს, ეს მისი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არ არის, რად­გან არც ფაქ­ტობ­რი­ვი მა­სა­ლა არ ყო­ფი­ლა. არ არ­სე­ბობს ასე­თი რამ".

სა­ნამ "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" არა­ერთ მუ­ქა­რას და­გი­დებთ მე­ო­რე "მა­ი­და­ნის" მო­წყო­ბის თა­ო­ბა­ზე, მა­ნამ­დე ვნა­ხოთ ერთი ე.წ. დო­კუ­მენ­ტი, რო­მე­ლიც ფარ­დას ხდის "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" ავად­მყო­ფურ ზრახ­ვებს... "ალი­ას" ხელ­ში ჩა­უ­ვარ­და "თა­ვი­სუ­ფა­ლი ზო­ნის" ("ნა­ცე­ბის" არა­სამ­თავ­რო­ბო) მიერ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი გეგ­მა, სა­დაც კარ­გა­დაა ჩა­მო­წი­კწი­კე­ბუ­ლი, რა უნდა გა­ა­კე­თონ უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში. მა­გა­ლი­თად, გეგ­მა­ში წე­რია, რომ მათი სლო­გა­ნი იქ­ნე­ბა: "ვინ, თუ არა ჩვენ!" აქ კი­თხვის ნიშ­ნა­საც არ სვა­მენ, პირ­და­პირ ბრძა­ნე­ბი­თი ფორ­მა აქვთ არ­ჩე­უ­ლი. სა­თა­და­რი­გო სლო­გა­ნია: "ენა, მა­მუ­ლი, სარ­წმუ­ნო­ე­ბა". როცა "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი" ასეთ რა­ღა­ცებ­ზე ფიქ­რო­ბენ, აქ, წე­სით, ღმერ­თმა ერთი მაგ­რად უნდა გა­ი­ცი­ნოს.

"თა­ვი­სუ­ფა­ლი ზონა - მე­მარ­ჯვე­ნე სექ­ტო­რის" იდე­ო­ლო­გია: "ჩვენ გვწამს ღმერ­თი, ჩვენ გვიყ­ვარს სა­ქარ­თვე­ლო, ჩვენ ვი­ცავთ თა­ვი­სუფ­ლე­ბას, ჩვენ ვი­ცავთ ადა­მი­ა­ნე­ბის უფ­ლე­ბებ­სა და სა­კუთ­რე­ბას, ჩვენ ვართ ჯან­სა­ღი ძალა".

სექ­ტო­რის სტრუქ­ტუ­რა: "5 კა­ცი­ა­ნი ჯგუ­ფე­ბი, ხუ­თე­უ­ლე­ბი თა­ვი­სი კო­ორ­დი­ნა­ტო­რე­ბით. ინ­ტერ­ნეტ-რაზ­მი თა­ვი­სი კო­ორ­დი­ნა­ტო­რით".

სექ­ტო­რის კონ­კრე­ტუ­ლი მოქ­მე­დე­ბე­ბი: "პატ­რი­ო­ტუ­ლი სა­ღა­მო­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბა. წირ­ვა­ზე ერ­თი­ა­ნად დას­წრე­ბა. სა­ფეხ­ბურ­თო და სა­რაგ­ბო მატ­ჩებ­ზე დას­წრე­ბა. აქ­ცი­ე­ბის დაც­ვა".

და­ფი­ნან­სე­ბა: "და­ფი­ნან­სე­ბის წყა­რო "თა­ვი­სუ­ფა­ლი ზო­ნის" ფი­ნან­სე­ბი, შე­მო­წი­რუ­ლო­ბა".

და­უკ­ვირ­დით, ეს რომ არ იყოს "ნაც­მოძ­რა­ო­ბა", ალ­ბათ, ყვე­ლა­ფე­რი რიგ­ზე იქ­ნე­ბო­და, მაგ­რამ რო­დის იყო მი­შას ბან­დის წევ­რე­ბი ერ­თად წირ­ვა­ზე და­დი­ოდ­ნენ, ან კი­დევ ღმერ­თი სწამ­დათ? რას ნიშ­ნავს 5-კა­ცი­ა­ნი ჯგუ­ფე­ბი, ინ­ტერ­ნეტ-რაზ­მე­ბი და აქ­ცი­ე­ბის დაც­ვა? აი, ეს არის სე­რი­ო­ზუ­ლი გეგ­მა, ანუ "ჰიტ­ლერ-იუ­გენ­დე­ბის" მომ­ზა­დე­ბის სქე­მა, რო­მე­ლიც კე­თილ­შო­ბი­ლურ სა­ბურ­ველ­ში კი არის გახ­ვე­უ­ლი, მაგ­რამ ავი ზრახ­ვე­ბი მა­ინც სა­ხე­ზეა.

ახლა კი იმა­ზე, რას აა­ნონ­სებ­და "ნაც­მოძ­რა­ო­ბა" იმ დღე­ებ­ში, როცა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი და­ი­ბა­რეს მთა­ვარ პრკო­უ­რა­ტუ­რა­ში და­კი­თხვა­ზე:

ეკა ხერ­ხე­უ­ლი­ძე: "ადა­მი­ა­ნე­ბო, დამ­შვიდ­დით, უკ­რა­ი­ნის მოვ­ლე­ნე­ბი მხო­ლოდ უკ­რა­ი­ნა­ში არ და­წყე­ბუ­ლა და არც იქ დამ­თავ­რე­ბუ­ლა... მორ­ჩით ვიშ­ვიშს და მო­ვემ­ზა­დოთ გარ­დამ­ტე­ხი ბრძო­ლის­თვის. გა­უ­მარ­ჯოს და­მო­უ­კი­დე­ბელ სა­ქარ­თვე­ლოს. აბა, ჩემო მთავ­რო­ბავ, შენი ია­ნუ­კო­ვი­ჩო­ბა აჯო­ბებს, თუ სა­ქარ­თვე­ლოს ძა­ლის­ხმე­ვა... მო­ემ­ზა­დეთ ქარ­თუ­ლი მა­ი­და­ნის­თვის, იქ მიშა სა­ა­კაშ­ვი­ლი გე­ლო­დე­ბათ!"

ნუგ­ზარ წიკ­ლა­უ­რი: "მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის და­კი­თხვა­ზე და­ბა­რე­ბა გა­მო­იწ­ვევს დიდ სა­მო­ქა­ლა­ქო და­პი­რის­პი­რე­ბას სა­ქარ­თვე­ლო­ში".

რას აპი­რებს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში მე­ო­რე "მა­ი­და­ნი" არ დატ­რი­ალ­დეს? ამა­ზე ალექ­სან­დრე ჭი­კა­ი­ძე ასეთ პა­სუხს იძ­ლე­ვა: "ჩვენ მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ვეც­დე­ბით, არ და­ვუშ­ვათ ქვე­ყა­ნა­ში დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცია და აღვკვე­თოთ ყო­ველ­გვა­რი მსგავ­სი ქმე­დე­ბა. მათ, პირ­ველ რიგ­ში, სა­ზო­გა­დო­ე­ბა უპა­სუ­ხებს და გა­ცი­ლე­ბით მკაც­რად".

აი, აქ კი ნამ­დვი­ლად უნდა შე­ვე­კა­მა­თოთ ბა­ტონ ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნისტრს: ცხო­ნე­ბულ ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას ეგო­ნა, ქვეყ­ნის მო­ღა­ლა­ტე­ებს პა­სუხს სა­ზო­გა­დე­ბა გას­ცემს და თა­ნაც მკაც­რა­დო. ეს სა­ზო­გა­დო­ე­ბა იმ­დე­ნად უსუ­სუ­რი აღ­მოჩ­ნდა, თენ­გიზ კი­ტო­ვან­საც კი ვერ გას­ცა პა­სუ­ხი. ნე­ბის­მი­ერ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ თა­ვად უნდა და­იც­ვას თავი და დაგ­ვიც­ვას ჩვენც.

გელა ზე­დე­ლაშ­ვი­ლი

გა­ზე­თი "ალია"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები

რა წერია თბილისური "მაიდანის" მოწყობის ინსტრუქციაში?

რა წერია თბილისური "მაიდანის" მოწყობის ინსტრუქციაში?

"ალია" უკვე არაერთხელ წერდა იმის შესახებ, რაც შინაგან საქმეთა მინისტრმა, ალექსანდრე ჭიკაიძემ საკუთარი ინიციატივით განაცხადა - ის უახლოეს ხანში "ნაციონალების" მხრიდან მოსალოდნელი არეულობისა და მეორე "მაიდანის" მოწყობაზე ალაპარაკდა:

"ყოფილმა პრეზიდენტმაც გააჟღერა "ევრომაიდანის" იდეა და ამბობენ, რომ ეს თემა პარტიის შიგნითაც აქტიურად განიხილება. არის ინფორმაციები, რომ დაიწყეს საბურავების ყიდვაც. მათ სურთ რაღაც ზონდერჯგუფების ჩამოყალიბება. შესაძლოა, მოახდინონ წარსულში კრიმინალთან და მრავალ დანაშაულთან ასოცირებული პირების მობილიზება. არის ჯგუფები, რომლებიც შეეცდებიან, ქვეყანაში აურზაური გამოიწვიონ და ეს კეთდება იმისთვის, რომ საკუთარი პოლიტიკური ინტერესები გაამყარონ. მე მგონი, ამას თვითონ საზოგადოება არ დაუშვებს, რადგან დღეს ქვეყანა დგას სწორ გზაზე... მეტსაც გეტყვით, მათ ჩამოიყვანეს უკრაინიდან "ევრომაიდანის" აქტივისტები, ატარებენ ტრენინგებსა და მოსამზადებელ სამუშაოებს. ეს ინფორმაცია მედიაშიც მუსირებს. მათ საფარქვეშ ჰყავთ რამდენიმე არასამთათრობო ორგანიზაცია, რომლებიც აქტიურად მუშაობენ იმაზე, როგორ გამოიყვანონ ხალხი ქუჩაში, მოხდეს არეულობა, შემდეგ ისევ მათმა ხალხმა ესროლოს ვინმეს და ეს დაჰბრალდეს ხელისუფლებას. იგეგმება, რომ გაშალონ კარვები, სადაც 300-400 კაცის მობილიზებას მოახდენენ".

ვიმეორებ: ეს არის ბრალდებების მთელი კასკადი რაზეც "ალიას" არაერთ ნომერში იწერებოდა და სხვათა შორის, მოწოდებული ინფორმაციის უმეტესი ნაწილი ეკუთვნის სახელმწიფო მინისტრის ყოფილ მოადგილეს, ლალი მოროშკინას:

"მე მოხარული ვარ, რომ რაც "ალიასა" და "ქრონიკაში" იწერებოდა, ყურად იღეს. ახლა ვთქვათ იმაზე, რა უნდა გააკეთოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სასწრაფო წესით: პირველი - უნდა ამოიღონ იმ კრიმინალებისა და მკვლელების სია, რომლებიც მიხეილ სააკაშვილმა შეიწყალა პრეზიდენტობის ბოლო პერიოდში. სწორედ ეს ადამიანები ელოდებიან სააკაშვილის "დაბროს", რათა დაიწყონ არეულობა ქვეყანაში; მეორე - უნდა გადამოწმდნენ ის არასამთავრობოები, რომლებიც, კაცმა არ იცის, სიადან ფინანსდებიან. ესენი წარმოადგენენ რისკჯგუფებს, რომლებიც ასრულებენ "ნაცმოძრაობის" დაკვეთებს; მესამე - უნდა განეიტრალდეს ის ტელეგადაცემები, რომელთა საშუალებითაც "ნაციონალები" ეწევიან ანტისახელმწიფოებრივ პროპაგანდას; მეოთხე - უშიშროების სამსახური უნდა დაინტერესდეს ახალგაზრდული ჯგუფების, ანუ "ჰიტლერ-იუგენდების" ჩამოყალიბების პროცესით. იგივე უშიშროებისთვის უკვე ცნობილია მათი შეკრების ადგილები. ეს ჯგუფები ძალიან სერიოზულად ფინანსდებიან და გვარ-სახელებიც კი არის გაშიფრული; მეხუთე - სასწრაფოდ უნდა გადაწყდეს იმ ყოფილ პოლიტპატიმართა პრობლემა, რომლებიც სხედან ქუჩაში და მართავენ საპროტესტო აქციას; მეექვსე - მაქვს ინფორმაცია, რომ მზადდება დესტაბილიზაცია ციხეებში, ამ დღეებში მე-6 დაწესებულებიდან პატიმრები კანონდარღვევით გადაიყვანეს მე-8 დაწესებულებაში, ანუ გლდანის საპყრობილეში. ციხეებში მიშას "ზონდერები" ელოდებიან "ნაციონალების" თითის დაქნევას".

ლალი მოროშკინა ერთ-ერთ თავის ინტერვიუში აცხადებს, გაანეიტარლოს ღარიბაშვილმა ათი კაცი გარემოცვიდან, რომლებიც სააკაშვილს "ემესიჯებიან" და სააკაშვილი დამთავრდებაო. მაინც ვინ არის ის ათი კაცი, რომლის განეიტრალებასაც სახელმწიფო მინისტრის ყოფილი მოადგილე და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილი მრჩეველი ითხოვს? ის ამ ადამიანებზე ხმამაღლა არ ლაპარაკობს. გარკვეულ წრეებში ფიქრობენ, რომ ძალიან მკაცრადაა გასაწმენდი სოზარ სუბარის უწყება. აქვე არსებობს სია, სადაც დაფიქსირებულია, ვის ხელშია დღეს სასჯელაღსრულების სისტემა:

სიმონ მაჩაიძე - სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე. სააკაშვილის დროს იყო ისანი-სამგორის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილე.

უჩა მაღლაფერიძე - სააკაშვილის "ზონდერი", მუშაობდა საპატრულო პოლიციის მონიტორინგის სამმართველოში. მონაწილეობდა 2007 წლის 7 ნოემბრის დარბევაში.

ჯაბა მაღლაფერიძე - უჩა მაღლაფერიძის ძმა, სააკაშვილის რეჟიმის დროს მუშაობდა გლდანი-ნაძალადევის პოლიციის უფროსად. ის გოგა ონიანის უშუალო უფროსი გახლდათ. ამჟამად სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უსაფრთხოების სამმართველოს უფროსია.

გიორგი ყავლაშვილი - მუშაობდა "კუდის" სამმართველოს უფროსად (მოსმენები და თვალთვალი); 2013 წელს ბრალდებული იქნა ტელეკომპანია "მე-9 არხის" ქონების განადგურებისთვის, როდესაც საბაჟო ტერმინალზე აპარატურაში მჟავა ჩაასხეს და ზარალის რაოდენობამ რამდენიმე მილიონს მიაღწია. ის კუბლაშვილის სასამართლომ გამოუშვა 15-ათასიანი გირაოს საფუძველზე. ამჟამად მუშაობს სასჯელაღსრულების დეპარტამენტში ერთ-ერთი სამმართველოს უფროსად.

შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადების შემდეგ მამალი "ნაციონალები" დაფრთხნენ და ახლა თავს იმართლებენ, არავითარი "მაიდანის" მოწყობას არ ვაპირებთ, ეს ყველაფერი ჭორიაო. მაგალითად, ზურაბ ჯაფარიძე იქით უტევს ჭიკაიძეს, შენ რაიმე სახის მსუბუქ ნარკოტიკს ხომ არ მოიხმარო?

ზურაბ ჯაფარიძე: "ეს არის ხელისუფლების მხრიდან იაფფასიანი მცდელობა, რომ გადაფაროს ის ძალიან ბევრი პრობლემა, რომელიც უკანასკნელ პერიოდში დაგროვდა. როგორც ჩანს, "ჰაკიმ ფაშამ" გადაწყვიტა, ჭიკაიძისთვის დაევალებინა ამგვარი განცხადების გაკეთება. ცხადია, ეს არის აბსურდი და სისულელე. არანაირი მაიდანისთვის მზადება "ნაციონალურ მოძრაობას" არ სჭირდება".

მიხეილ მაჭავარიანი: "შინაგან საქმეთა მინისტრი თუ ასე აკონტროლებს სიტუაციას ქვეყანაში, კარგად ყოფილა ჩვენი საქმე. ეს არის სრული აბსურდი და ბოდვა. შეგახსენებთ, რომ საზღვრის შიდა კონტროლიც მთლიანად არის შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტროლქვეშ. არც ერთი ასეთი ფაქტი არ ყოფილა, არც სურვილი და არც განზრახვა. მზადდება რაღაცა პროვოკაცია, უნდა რომ თავი გვამართლებინოს. ეს არის არათუ აბსურდი, არამედ ბოდვა. ჩვენ, როგორც საპარლამენტო უმცირესობა, მოვიწვევთ შინაგან საქმეთა მინისტრს და მოიტანოს კონკრეტული ფაქტები. როგორ შეიძლება ასე? რაზე საუბრობს? რა "ზონდერებზე" საუბრობს? აბსოლუტურად არაადეკვატურია, ეს ისახავს მიზნად, რომ ხალხი შეაშინოს და დააფრთხოს ამისთანა გამონათქვამებით. როგორც ჩანს, ეს მისი გადაწყვეტილება არ არის, რადგან არც ფაქტობრივი მასალა არ ყოფილა. არ არსებობს ასეთი რამ".

სანამ "ნაციონალების" არაერთ მუქარას დაგიდებთ მეორე "მაიდანის" მოწყობის თაობაზე, მანამდე ვნახოთ ერთი ე.წ. დოკუმენტი, რომელიც ფარდას ხდის "ნაციონალების" ავადმყოფურ ზრახვებს... "ალიას" ხელში ჩაუვარდა "თავისუფალი ზონის" ("ნაცების" არასამთავრობო) მიერ შემუშავებული გეგმა, სადაც კარგადაა ჩამოწიკწიკებული, რა უნდა გააკეთონ უახლოეს მომავალში. მაგალითად, გეგმაში წერია, რომ მათი სლოგანი იქნება: "ვინ, თუ არა ჩვენ!" აქ კითხვის ნიშნასაც არ სვამენ, პირდაპირ ბრძანებითი ფორმა აქვთ არჩეული. სათადარიგო სლოგანია: "ენა, მამული, სარწმუნოება". როცა "ნაციონალები" ასეთ რაღაცებზე ფიქრობენ, აქ, წესით, ღმერთმა ერთი მაგრად უნდა გაიცინოს.

"თავისუფალი ზონა - მემარჯვენე სექტორის" იდეოლოგია: "ჩვენ გვწამს ღმერთი, ჩვენ გვიყვარს საქართველო, ჩვენ ვიცავთ თავისუფლებას, ჩვენ ვიცავთ ადამიანების უფლებებსა და საკუთრებას, ჩვენ ვართ ჯანსაღი ძალა".

სექტორის სტრუქტურა: "5 კაციანი ჯგუფები, ხუთეულები თავისი კოორდინატორებით. ინტერნეტ-რაზმი თავისი კოორდინატორით".

სექტორის კონკრეტული მოქმედებები: "პატრიოტული საღამოების ჩატარება. წირვაზე ერთიანად დასწრება. საფეხბურთო და სარაგბო მატჩებზე დასწრება. აქციების დაცვა".

დაფინანსება: "დაფინანსების წყარო "თავისუფალი ზონის" ფინანსები, შემოწირულობა".

დაუკვირდით, ეს რომ არ იყოს "ნაცმოძრაობა", ალბათ, ყველაფერი რიგზე იქნებოდა, მაგრამ როდის იყო მიშას ბანდის წევრები ერთად წირვაზე დადიოდნენ, ან კიდევ ღმერთი სწამდათ? რას ნიშნავს 5-კაციანი ჯგუფები, ინტერნეტ-რაზმები და აქციების დაცვა? აი, ეს არის სერიოზული გეგმა, ანუ "ჰიტლერ-იუგენდების" მომზადების სქემა, რომელიც კეთილშობილურ საბურველში კი არის გახვეული, მაგრამ ავი ზრახვები მაინც სახეზეა.

ახლა კი იმაზე, რას აანონსებდა "ნაცმოძრაობა" იმ დღეებში, როცა მიხეილ სააკაშვილი დაიბარეს მთავარ პრკოურატურაში დაკითხვაზე:

ეკა ხერხეულიძე: "ადამიანებო, დამშვიდდით, უკრაინის მოვლენები მხოლოდ უკრაინაში არ დაწყებულა და არც იქ დამთავრებულა... მორჩით ვიშვიშს და მოვემზადოთ გარდამტეხი ბრძოლისთვის. გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს. აბა, ჩემო მთავრობავ, შენი იანუკოვიჩობა აჯობებს, თუ საქართველოს ძალისხმევა... მოემზადეთ ქართული მაიდანისთვის, იქ მიშა სააკაშვილი გელოდებათ!"

ნუგზარ წიკლაური: "მიხეილ სააკაშვილის დაკითხვაზე დაბარება გამოიწვევს დიდ სამოქალაქო დაპირისპირებას საქართველოში".

რას აპირებს ხელისუფლება, რომ საქართველოში მეორე "მაიდანი" არ დატრიალდეს? ამაზე ალექსანდრე ჭიკაიძე ასეთ პასუხს იძლევა: "ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით, არ დავუშვათ ქვეყანაში დესტაბილიზაცია და აღვკვეთოთ ყოველგვარი მსგავსი ქმედება. მათ, პირველ რიგში, საზოგადოება უპასუხებს და გაცილებით მკაცრად".

აი, აქ კი ნამდვილად უნდა შევეკამათოთ ბატონ შინაგან საქმეთა მინისტრს: ცხონებულ ზვიად გამსახურდიას ეგონა, ქვეყნის მოღალატეებს პასუხს საზოგადება გასცემს და თანაც მკაცრადო. ეს საზოგადოება იმდენად უსუსური აღმოჩნდა, თენგიზ კიტოვანსაც კი ვერ გასცა პასუხი. ნებისმიერმა ხელისუფლებამ თავად უნდა დაიცვას თავი და დაგვიცვას ჩვენც.

გელა ზედელაშვილი

გაზეთი "ალია"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა