სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დაპირისპირება სამოდელო ბიზნესში - ვინ ედავება ია კიწმარიშვილს
დაპირისპირება სამოდელო ბიზნესში - ვინ ედავება ია კიწმარიშვილს

სა­მო­დე­ლო სა­ა­გენ­ტო "ბესტს მო­დე­ლის" ხელ­მძღვა­ნე­ლი კახი ხა­ბე­იშ­ვი­ლი რე­დაქ­ცი­ა­ში გვეს­ტუმ­რა და "იმიჯ ცენ­ტრთან" და­კავ­ში­რე­ბით უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა სა­ჯა­როდ გა­მოთ­ქვა. შე­გახ­სე­ნებთ, რომ კახი არის კონ­კურ­სე­ბის "მის­ტერ ვა­ლენ­ტი­ნი", "მის და მის­ტერ თბი­ლი­სი" ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი.

- ჩემი სა­ა­გენ­ტო ორი წე­ლია, არ­სე­ბობს. ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ძა­ლი­ან ბევრ პრო­ექ­ტში მი­ვი­ღე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, გვქონ­და გას­ვლე­ბი რე­გი­ო­ნებ­ში, კონ­კურ­სე­ბი. არ ვიცი, ამან იმოქ­მე­და თუ არა, მაგ­რამ "იმიჯ ცენ­ტრმა" აშ­კა­რად, ყო­ველ­გვა­რი და­ფარ­ვის გა­რე­შე და­ი­წყო ჩემი მო­დე­ლე­ბის გა­და­ბი­რე­ბა. იას ძა­ლი­ან კარ­გად ვიც­ნობ და ერ­თმა­ნეთს ყო­ველ­თვის კარ­გად ვხვდე­ბო­დით, მაგ­რამ ბოლო ექ­ვსი თვეა, ძა­ლი­ან ბევრ მო­დელ ბიჭს, რო­მელ­საც კონ­ტრაქ­ტი ჩემ­თან აკავ­ში­რებს, პი­რა­დად სწერს "ფე­ის­ბუქ­ზე" და თა­ვის სა­ა­გენ­ტო­ში ეპა­ტი­ჟე­ბა. ეუბ­ნე­ბა, რომ გა­უშ­ვებს ჩი­ნეთ­ში, იტა­ლი­ა­ში, რომ მას­თან უკე­თე­სი პი­რო­ბე­ბია, ვიდ­რე ჩემ­თან, ურ­ჩევს, რომ ჩემ­თან კონ­ტრაქ­ტი გა­ა­უქ­მონ და ის თა­ვის სა­ა­გენ­ტო­ში ფულს არ გა­და­ახ­დე­ვი­ნებს.

- იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ შენ­მა მო­დელ­მა კონ­ტრაქ­ტი და­არ­ღვია და სხვა სა­ა­გენ­ტო­ში გა­და­ვი­და, რა ჯა­რი­მა და­ე­კის­რე­ბა?

- ათა­სი ლარი. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ჯერ მსგავ­სი პრე­ცე­დენ­ტი არ მქო­ნია.

- რო­გორც ვიცი, შენი ორი მო­დე­ლი დღეს "კატ­რინ­ში" მუ­შა­ობს...

- კი. გი­ორ­გი ფა­ჩუ­ლია ფეხ­ბურ­თე­ლია, მას და­უმ­თავ­რდა კონ­ტრაქ­ტი და არ უნ­დო­და გაგ­რძე­ლე­ბა, სა­ზღვარ­გა­რეთ აპი­რებ­და წას­ვლას. ასე რომ, ის "კატ­რინ­ში" ჩემ­გან არ წა­სუ­ლა. რაც შე­ე­ხე­ბა და­ვით ფუ­ტუ­რი­ძეს, "ვიცე მის­ტერ ვა­ლენ­ტინს", მას ჩემ­თან კონ­ტრაქ­ტი არც გა­უ­ფორ­მე­ბია. იმ პე­რი­ოდ­ში ჩემი იუ­რის­ტი არ იყო ქა­ლაქ­ში. თან კონ­კურ­სამ­დე არა­ვის ვი­ჭერ, ყალბ და­პი­რე­ბებს არ ვიძ­ლე­ვი და ამის სა­ფუძ­ველ­ზე კონ­ტრაქტს არა­ვის ვუ­ფორ­მებ. ჯერ უნდა ნა­ხოს, ვინ ვარ, რისი გა­კე­თე­ბა შე­მიძ­ლია და გა­და­წყვი­ტოს, უნდა თუ არა ჩემ­თან თა-ნამ­შრომ­ლო­ბა. ასე რომ, და­თოს სრუ­ლი უფ­ლე­ბა ჰქონ­და, ვის­თა­ნაც უნ­დო­და, იმას­თან გა­ე­ფორ­მე­ბი­ნა კონ­ტრაქ­ტი, მერე რა, რომ ჩემს კონ­კურ­სში გა­მო­ვი­და და "ვიცე მის­ტერ ვა­ლენ­ტი­ნი" გახ­და. მე და ეკა მგა­ლობ­ლიშ­ვილს, "კატ­რი­ნის" ხელ­მძღვა­ნელს, კო­ლე­გი­ა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა გვაქვს, ვთა­ნამ­შრომ­ლობთ. ხში­რად ერ­თმა­ნე­თის კონ­კურ­სებ­ზე გა­მოგ­ვყავს ჩვე­ნი მო­დე­ლე­ბი და ჟი­უ­რის წევ­რე­ბიც ვართ.

- კახი, სა­მო­დე­ლო სა­ა­გენ­ტოს ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბი ცდი­ლო­ბენ, კარ­გი მო­დე­ლი სხვა­დას­ხვა სა­ა­გენ­ტო­დან გა­და­ი­ბი­რონ, თუნ­დაც უკე­თე­სი პი­რო­ბე­ბი შეს­თა­ვა­ზონ. მაქვს ინ­ფორ­მა­ცია, რომ შენს სა­ა­გენ­ტო­შიც არის ასე­თი, ელი­ზე წიგ­ნა­ძე. ის ცოტა ხნის წინ "ელ სთა­ი­ლის" მო­დე­ლი იყო. შენ რა ხერ­ხით გად­მო­ი­ბი­რე ელი­ზე?

- არა, ელი­ზეს ჩემ­თან კონ­ტრაქ­ტი არ აქვს. უბ­რა­ლოდ, ის "ვიცე მის­ტერ ვა­ლენ­ტი­ნის", მე­ხუ­თე ად­გი­ლის მფლო­ბე­ლის, თორ­ნი­კე მა­ხა­რაშ­ვი­ლის შეყ­ვა­რე­ბუ­ლია და ხში­რად დაჰ­ყვე­ბო­და რე­პე­ტი­ცი­ებ­ზე, როცა ამ კონ­კურ­სის­თვის ვემ­ზა­დე­ბო­დით. ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა და თა­ნამ­შრომ­ლო­ბა შევ­თა­ვა­ზე. მი­თხრა, რომ სხვა სა­ა­გენ­ტოს მო­დე­ლი იყო და ჩემ­თან კონ­ტრაქტს ვერ გა­ა­ფორ­მებ­და. მი­ვი­ღე პა­სუ­ხი და ამით დამ­თავ­რდა, არ და­მი­წყია უკე­თე­სი პი­რო­ბე­ბის შე­თა­ვა­ზე­ბა და გად­მო­ბი­რე­ბა სხვა მე­თო­დე­ბით.

- მაგ­რამ ის "მის­ტერ ვა­ლენ­ტინ­ზე" შენს მო­დელ გო­გო­ნებ­თან ერ­თად გა­მო­ვი­და პო­დი­უმ­ზე, ეს არ არ­ღვევს კო­ლე­გი­ა­ლო­ბის პრინ­ცი­პებს?

- ასეთ შემ­თხვე­ვა­ში სა­ა­გენ­ტოს ხელ­მძღვა­ნე­ლის­გან ნე­ბარ­თვას ვი­ღებთ, თუმ­ცა იმ­დე­ნად დიდი ბაზა მაქვს, მსგავ­სი რამ ჩემ­თან იშ­ვი­ა­თად ხდე­ბა.

- ია კიწ­მა­რიშ­ვილს და­ვუბ­რუნ­დეთ...

- ჩემ­მა მო­დელ­მა სა­ლო­მე და­ვი­თაშ­ვილ­მა მომ­წე­რა, რომ ია კიწ­მა­რიშ­ვი­ლის­გან მი­ი­ღო გზავ­ნი­ლი "ფე­ის­ბუ­ქით". სთხოვ­და შეხ­ვედ­რას, თა­ვი­სი ტე­ლე­ფო­ნის ნო­მე­რიც კი მის­წე­რა, და­მი­რე­კე და შევ­ხვდე­თო. სა­ლო­მეს უთ­ქვამს, მე სხვა სა­ა­გენ­ტოს­თან მაქვს კონ­ტრაქ­ტიო, მაგ­რამ ის მა­ინც აგ­რძე­ლებ­და მი­წე­რას. ბო­ლოს სა­ლო­მე იას მშობ­ლებ­თან ერ­თად შეხ­ვედ­რია. ამ ყვე-ლაფ­რის შემ­დეგ მე, რა თქმა უნდა, იას­თან და­კავ­ში­რე­ბა ვცა­დე. არც ერთ ზარ­ზე არ მი­პა­სუ­ხა. გუ­შინ "იმიჯ ცენ­ტრშიც" ვი­ყა­ვი მი­სუ­ლი. ვე­სა­უბ­რე ამ სა­ა­გენ­ტოს ოფის­მე­ნე­ჯერს, ბუ­ღალ­ტერს, დი­რექ­ტორს. სამ­წუ­ხა­როდ, ია ვერ მი­გი­ღებ­თო, ასე­თი იყო მათი პა­სუ­ხი. ჯერ იმ­დე­ნი ზრდი­ლო­ბა არ აქვთ, სტუ­მარს კა­ბი­ნეტ­ში უმას­პინ­ძლონ. მათ მი­სა­ღებ­ში მი­მას­პინ­ძლეს, ღია კარ­თან, ხე­ლე­ბის გაშ­ლი­თა და საქ­მის გარ­ჩე­ვით. მი­თხრეს, რომ იას ასე­თი წვრილ­მა­ნე­ბით არ ანერ­ვი­უ­ლე­ბენ. ია არ მო­ვი­და სა­ა­გენ­ტო­ში. ორ­ჯერ ესე­მე­სიც მივ­წე­რე, მაგ­რამ, რო­გორც ჩანს, ნაგ­ვის ყუთ­ში ჩა­აგ­დო ჩემი ნო­მე­რი, ვე­ღარც ვრე­კავ ჩემი ნომ­რი­დან.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

დაპირისპირება სამოდელო ბიზნესში - ვინ ედავება ია კიწმარიშვილს

დაპირისპირება სამოდელო ბიზნესში - ვინ ედავება ია კიწმარიშვილს

სამოდელო სააგენტო ''ბესტს მოდელის'' ხელმძღვანელი კახი ხაბეიშვილი რედაქციაში გვესტუმრა და ''იმიჯ ცენტრთან'' დაკავშირებით უკმაყოფილება საჯაროდ გამოთქვა. შეგახსენებთ, რომ კახი არის კონკურსების ''მისტერ ვალენტინი'', ''მის და მისტერ თბილისი'' ორგანიზატორი.

- ჩემი სააგენტო ორი წელია, არსებობს. ამ ხნის განმავლობაში ძალიან ბევრ პროექტში მივიღე მონაწილეობა, გვქონდა გასვლები რეგიონებში, კონკურსები. არ ვიცი, ამან იმოქმედა თუ არა, მაგრამ ''იმიჯ ცენტრმა'' აშკარად, ყოველგვარი დაფარვის გარეშე დაიწყო ჩემი მოდელების გადაბირება. იას ძალიან კარგად ვიცნობ და ერთმანეთს ყოველთვის კარგად ვხვდებოდით, მაგრამ ბოლო ექვსი თვეა, ძალიან ბევრ მოდელ ბიჭს, რომელსაც კონტრაქტი ჩემთან აკავშირებს, პირადად სწერს ''ფეისბუქზე'' და თავის სააგენტოში ეპატიჟება. ეუბნება, რომ გაუშვებს ჩინეთში, იტალიაში, რომ მასთან უკეთესი პირობებია, ვიდრე ჩემთან, ურჩევს, რომ ჩემთან კონტრაქტი გააუქმონ და ის თავის სააგენტოში ფულს არ გადაახდევინებს.

- იმ შემთხვევაში, თუ შენმა მოდელმა კონტრაქტი დაარღვია და სხვა სააგენტოში გადავიდა, რა ჯარიმა დაეკისრება?

- ათასი ლარი. საბედნიეროდ, ჯერ მსგავსი პრეცედენტი არ მქონია.

- როგორც ვიცი, შენი ორი მოდელი დღეს ''კატრინში'' მუშაობს...

- კი. გიორგი ფაჩულია ფეხბურთელია, მას დაუმთავრდა კონტრაქტი და არ უნდოდა გაგრძელება, საზღვარგარეთ აპირებდა წასვლას. ასე რომ, ის ''კატრინში'' ჩემგან არ წასულა. რაც შეეხება დავით ფუტურიძეს, ''ვიცე მისტერ ვალენტინს'', მას ჩემთან კონტრაქტი არც გაუფორმებია. იმ პერიოდში ჩემი იურისტი არ იყო ქალაქში. თან კონკურსამდე არავის ვიჭერ, ყალბ დაპირებებს არ ვიძლევი და ამის საფუძველზე კონტრაქტს არავის ვუფორმებ. ჯერ უნდა ნახოს, ვინ ვარ, რისი გაკეთება შემიძლია და გადაწყვიტოს, უნდა თუ არა ჩემთან თა-ნამშრომლობა. ასე რომ, დათოს სრული უფლება ჰქონდა, ვისთანაც უნდოდა, იმასთან გაეფორმებინა კონტრაქტი, მერე რა, რომ ჩემს კონკურსში გამოვიდა და ''ვიცე მისტერ ვალენტინი'' გახდა. მე და ეკა მგალობლიშვილს, ''კატრინის'' ხელმძღვანელს, კოლეგიალური ურთიერთობა გვაქვს, ვთანამშრომლობთ. ხშირად ერთმანეთის კონკურსებზე გამოგვყავს ჩვენი მოდელები და ჟიურის წევრებიც ვართ.

- კახი, სამოდელო სააგენტოს ხელმძღვანელები ცდილობენ, კარგი მოდელი სხვადასხვა სააგენტოდან გადაიბირონ, თუნდაც უკეთესი პირობები შესთავაზონ. მაქვს ინფორმაცია, რომ შენს სააგენტოშიც არის ასეთი, ელიზე წიგნაძე. ის ცოტა ხნის წინ ''ელ სთაილის'' მოდელი იყო. შენ რა ხერხით გადმოიბირე ელიზე?

- არა, ელიზეს ჩემთან კონტრაქტი არ აქვს. უბრალოდ, ის ''ვიცე მისტერ ვალენტინის'', მეხუთე ადგილის მფლობელის, თორნიკე მახარაშვილის შეყვარებულია და ხშირად დაჰყვებოდა რეპეტიციებზე, როცა ამ კონკურსისთვის ვემზადებოდით. ძალიან მომეწონა და თანამშრომლობა შევთავაზე. მითხრა, რომ სხვა სააგენტოს მოდელი იყო და ჩემთან კონტრაქტს ვერ გააფორმებდა. მივიღე პასუხი და ამით დამთავრდა, არ დამიწყია უკეთესი პირობების შეთავაზება და გადმობირება სხვა მეთოდებით.

- მაგრამ ის ''მისტერ ვალენტინზე'' შენს მოდელ გოგონებთან ერთად გამოვიდა პოდიუმზე, ეს არ არღვევს კოლეგიალობის პრინციპებს?

- ასეთ შემთხვევაში სააგენტოს ხელმძღვანელისგან ნებართვას ვიღებთ, თუმცა იმდენად დიდი ბაზა მაქვს, მსგავსი რამ ჩემთან იშვიათად ხდება.

- ია კიწმარიშვილს დავუბრუნდეთ...

- ჩემმა მოდელმა სალომე დავითაშვილმა მომწერა, რომ ია კიწმარიშვილისგან მიიღო გზავნილი ''ფეისბუქით''. სთხოვდა შეხვედრას, თავისი ტელეფონის ნომერიც კი მისწერა, დამირეკე და შევხვდეთო. სალომეს უთქვამს, მე სხვა სააგენტოსთან მაქვს კონტრაქტიო, მაგრამ ის მაინც აგრძელებდა მიწერას. ბოლოს სალომე იას მშობლებთან ერთად შეხვედრია. ამ ყვე-ლაფრის შემდეგ მე, რა თქმა უნდა, იასთან დაკავშირება ვცადე. არც ერთ ზარზე არ მიპასუხა. გუშინ ''იმიჯ ცენტრშიც'' ვიყავი მისული. ვესაუბრე ამ სააგენტოს ოფისმენეჯერს, ბუღალტერს, დირექტორს. სამწუხაროდ, ია ვერ მიგიღებთო, ასეთი იყო მათი პასუხი. ჯერ იმდენი ზრდილობა არ აქვთ, სტუმარს კაბინეტში უმასპინძლონ. მათ მისაღებში მიმასპინძლეს, ღია კართან, ხელების გაშლითა და საქმის გარჩევით. მითხრეს, რომ იას ასეთი წვრილმანებით არ ანერვიულებენ. ია არ მოვიდა სააგენტოში. ორჯერ ესემესიც მივწერე, მაგრამ, როგორც ჩანს, ნაგვის ყუთში ჩააგდო ჩემი ნომერი, ვეღარც ვრეკავ ჩემი ნომრიდან.

იხილეთ სტატიის გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"