მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
წიგნები
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
არჩილ ხაბაძე - ბათუმში არსებული მეჩეთი გაფართოვდება
არჩილ ხაბაძე - ბათუმში არსებული მეჩეთი გაფართოვდება

შევ­ჯერ­დით, რომ ბა­თუმ­ში არ­სე­ბუ­ლი მე­ჩე­თი გა­ფარ­თოვ­დე­ბა, - ამის შე­სა­ხებ აჭა­რის მთავ­რო­ბის თავ­მჯდო­მა­რემ, არ­ჩილ ხა­ბა­ძემ დღეს, შვე­ი­ცა­რი­ის გან­ვი­თა­რე­ბი­სა და თა­ნამ­შრომ­ლო­ბის სა­ა­გენ­ტო­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი კვლე­ვი­სა და ანა­ლი­ზის ინ­სტი­ტუტ­თან მე­მო­რან­დუ­მის გა­ა­ფორ­მე­ბის შემ­დეგ, ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უ­ბარ­ში გა­ნა­ცხა­და.

"სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის და რე­გი­ო­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სურ­ვი­ლია, ხელი შე­უ­წყოს სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბულ ყვე­ლა რე­ლი­გი­ის წარ­მო­მად­გე­ნელს, რათა სა­შუ­ა­ლე­ბა ჰქონ­დეს, თა­ვი­სი რე­ლი­გი­ის შე­სა­ბა­მი­სი წე­სე­ბის დაც­ვით ილო­ცოს. ამი­ტო­მაც, ად­გი­ლობ­რი­ვი მუს­ლი­მე­ბის, სა­მუფ­თოს და სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით ამ ეტაპ­ზე შევ­ჯერ­დით, რომ ბა­თუმ­ში არ­სე­ბუ­ლი მე­ჩე­თი გა­ფარ­თოვ­დე­ბა", - გა­ნა­ცხა­და არ­ჩილ ხა­ბა­ძემ.

ამას­თან, აჭა­რის მთავ­რო­ბის თავ­მჯდო­მა­რემ კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა გო­ნი­ოს მი­წებ­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც. მისი თქმით, მთავ­რო­ბა ამ სა­კი­თხზე მუ­შა­ობს.

"მინ­და, მო­სახ­ლე­ო­ბას გა­დავ­ცე, რომ ჩვენ ვმუ­შა­ობთ გო­ნი­ოს მი­წე­ბის სა­კი­თხზე. ვი­ცით, რომ ძა­ლი­ან ბევ­რი არის კა­ნონ­დარ­ღვე­ვით ჩა­მორ­თმე­უ­ლი და ძა­ლი­ან ბევ­რი და­ი­ჩაგ­რა, რად­გა­ნაც ეს მი­წე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის სა­კუთ­რე­ბაა, ამ სა­კი­თხზე ვე­სა­უბ­რეთ ბა­ტონ გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილს და სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ­საც. ჩვენ შევ­ქმნით ერ­თობ­ლივ კო­მი­სი­ას, რო­მელ­შიც ასე­ვე ჩა­ერ­თვე­ბი­ან არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი და უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლე­ბიც, რო­მე­ლიც შე­ის­წავ­ლის 271-ვე საქ­მეს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ამ საქ­მე­თა­გან უმე­ტე­სო­ბამ ყვე­ლა ინ­სტან­ცია მო­ი­ა­რა და წა­ა­გო, მაგ­რამ ჩვენ კი­დევ ერთხელ შე­ვის­წავ­ლით მათ და სა­მარ­თლი­ან გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ვი­ღებთ", - გა­ნა­ცხა­და არ­ჩილ ხა­ბა­ძემ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

არჩილ ხაბაძე - ბათუმში არსებული მეჩეთი გაფართოვდება

არჩილ ხაბაძე - ბათუმში არსებული მეჩეთი გაფართოვდება

შევჯერდით, რომ ბათუმში არსებული მეჩეთი გაფართოვდება, - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, არჩილ ხაბაძემ დღეს, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა და სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტთან მემორანდუმის გააფორმების შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

"საქართველოს მთავრობის და რეგიონის ხელისუფლების სურვილია, ხელი შეუწყოს საქართველოში არსებულ ყველა რელიგიის წარმომადგენელს, რათა საშუალება ჰქონდეს, თავისი რელიგიის შესაბამისი წესების დაცვით ილოცოს. ამიტომაც, ადგილობრივი მუსლიმების, სამუფთოს და საზოგადოების ინტერესების გათვალისწინებით ამ ეტაპზე შევჯერდით, რომ ბათუმში არსებული მეჩეთი გაფართოვდება", - განაცხადა არჩილ ხაბაძემ.

ამასთან, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ კომენტარი გააკეთა გონიოს მიწებთან დაკავშირებითაც. მისი თქმით, მთავრობა ამ საკითხზე მუშაობს.

"მინდა, მოსახლეობას გადავცე, რომ ჩვენ ვმუშაობთ გონიოს მიწების საკითხზე. ვიცით, რომ ძალიან ბევრი არის კანონდარღვევით ჩამორთმეული და ძალიან ბევრი დაიჩაგრა, რადგანაც ეს მიწები საქართველოს მთავრობის საკუთრებაა, ამ საკითხზე ვესაუბრეთ ბატონ გიორგი კვირიკაშვილს და საქართველოს პრემიერსაც. ჩვენ შევქმნით ერთობლივ კომისიას, რომელშიც ასევე ჩაერთვებიან არასამთავრობო ორგანიზაციები და უფლებადამცველებიც, რომელიც შეისწავლის 271-ვე საქმეს. აღსანიშნავია, რომ ამ საქმეთაგან უმეტესობამ ყველა ინსტანცია მოიარა და წააგო, მაგრამ ჩვენ კიდევ ერთხელ შევისწავლით მათ და სამართლიან გადაწყვეტილებას მივიღებთ", - განაცხადა არჩილ ხაბაძემ.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა