Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დაშლილ გემზე მიღებული ჭრილობა და პაემნები "კასპის პირობებში"
დაშლილ გემზე მიღებული ჭრილობა და პაემნები "კასპის პირობებში"

უაზ­რო სათ­ქმე­ლის კი­დევ უფრო უაზ­როდ, მაგ­რამ სა­ხა­ლი­სოდ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის დი­დოს­ტა­ტი, "კო­მე­დი შოუს" მსა­ხი­ო­ბი და გა­და­ცე­მა "1 ბე­ქა­ბა­ი­ტის" წამ­ყვა­ნი - ბექა ონი­ა­ნი ძალ­ზე შრო­მის­მოყ­ვა­რე ყო­ფი­ლა: იუ­მო­რის სფე­რო­ში მუ­შა­ო­ბის გარ­და, დის­ტრი­ბუ­ცი­ა­შიც მო­უ­სინ­ჯავს ძა­ლე­ბი, გრა­ფი­კო­სა­დაც უმუ­შა­ვია.

"პირ­ვე­ლი ამ­ბე­ბის" მო­ყო­ლამ­დე, ბე­ქამ მო­მი­ბო­დი­შა, - ვიცი, შენს უფ­ლე­ბებს ვარ­ღვევ, მაგ­რამ მა­პა­ტი­ეო:

- ზო­გა­დად, სი­გა­რე­ტის მწე­ვე­ლე­ბი ურ­ჩე­ბი ვართ და არამ­წე­ვე­ლე­ბის უფ­ლე­ბებს ვარ­ღვევთ, რად­გან ისეთ ად­გი­ლებ­ში ვე­წე­ვით, სა­დაც არამ­წე­ვე­ლე­ბიც იმ­ყო­ფე­ბით.

- პირ­ვე­ლი სი­გა­რე­ტი...

- მე­გო­ნა, სი­გა­რე­ტის­თვის თა­ვის და­ნე­ბე­ბას ნე­ბის­მი­ერ დროს შევ­ძლებ­დი. მე და ჩემი კლა­სე­ლე­ბი უბან­ში, ქუ­ჩა­ში დაგ­დე­ბულ "ბი­ჩო­კებს" ვპო­უ­ლობ­დით და იმას ვე­წე­ო­დით, შემ­დეგ თავ­ბრუ გვეხ­ვე­ო­და, ცუ­დად ვხდე­ბო­დით, მაგ­რამ მე­ო­რე დღეს იმა­ვეს ვი­მე­ო­რებ­დით... ერთი პე­რი­ო­დი მო­წე­ვას თავი და­ვა­ნე­ბე: მე­ცხრე-მე­თერ­თმე­ტე კლას­ში სა­ერ­თოდ არ მო­მი­წე­ვია. თქვენ წარ­მო­იდ­გი­ნეთ, სხვებს ვსაყ­ვე­დუ­რობ­დი, - რა­ტომ ეწე­ვით-მეთ­ქი? სტუ­დენ­ტო­ბი­სას სი­გა­რეტს ისევ მი­ვე­პა­რე.

- პირ­ვე­ლი პა­ე­მა­ნი...

- 13 წლის ასაკ­ში შე­მიყ­ვარ­და გო­გო­ნა, რო­მე­ლიც ახლა ჩემი 2 შვი­ლის დედა გახ­ლავთ. პირ­ვე­ლი პა­ე­მა­ნი სწო­რედ მას­თან მქონ­და. დე­და­ჩე­მი წარ­მო­შო­ბით კას­პი­დან არის. ჰოდა, მო­მა­ვა­ლი მე­უღ­ლე დე­დუ­ლეთ­ში სტუმ­რო­ბი­სას გა­ვი­ცა­ნი; გულ­ში ისე ჩა­მი­ვარ­და, რომ ვე­რაფ­რით ამო­ვიგ­დე. აბი­ტუ­რი­ენ­ტო­ბი­სას თბი­ლის­ში რომ ემ­ზა­დე­ბო­და, ჩემს ბედ­ნი­ე­რე­ბას სა­ზღვა­რი არ ჰქონ­და! მა­ნამ­დე, კას­პის პი­რო­ბებ­ში, სკო­ლის ეზო­ში შეხ­ვედ­რა გვი­წევ­და. მდიდ­რუ­ლი - არა, მაგ­რამ მშვი­დი, წყნა­რი პა­ემ­ნე­ბი გვქონ­და. სკო­ლის ეზო­ში, "ხმელ" სკამ­ზე ჯდო­მის­გან ერთი ად­გი­ლი მტკი­ო­და (იცი­ნის).

- პირ­ვე­ლი ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი გა­მოც­და...

- და­ახ­ლო­ე­ბით მე­ა­თე კლას­ში ვი­ყა­ვი, როცა მხი­ა­რულ­თა და საზ­რი­ან­თა გუნდში ვთა­მა­შობ­დი, სცე­ნარს ვწერ­დი, გუნ­დის კა­პი­ტა­ნი გახ­ლდით. ჩვენ ორგზის ჩემ­პი­ო­ნე­ბი ვი­ყა­ვით. გლ­და­ნი-ნა­ძა­ლა­დე­ვის გამ­გე­ო­ბის შე­ნო­ბა­ში გე­ნე­რა­ლუ­რი რე­პე­ტი­ცია გვქონ­და. ერთხე­ლაც სა­სა­დი­ლო­ში ლუდი დავ­ლიე და მაგ­რად და­მათ­რო. არა­და, იმ დღეს ფი­ნა­ლუ­რი თა­მა­ში იყო. ჩვენ­მა მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ებ­მა თქვეს, - ბექა მთვრა­ლია! მორ­ჩა, ეს თა­მა­ში მო­გე­ბუ­ლი გვაქ­ვსო! მათი სა­უ­ბა­რი გა­ვი­გო­ნე და რა­ღაც­ნა­ი­რად, სა­კუ­თარ თავს შთა­ვა­გო­ნე, რომ აზ­რზე მოვ­სუ­ლი­ყა­ვი. ჩემი გუნ­დის წევ­რე­ბიც მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, - რა­ტომ და­ლიე? ახლა ეს რო­გორ შე­იძ­ლე­ბო­დაო?! ლოთი არ გახ­ლდით, მაგ­რამ იმ დღეს ასე მოხ­და. მაქ­სი­მა­ლუ­რად მო­ვინ­დო­მე და ის თა­მა­ში მა­ინც მო­ვი­გეთ. ცხოვ­რე­ბის ერთ-ერთ გა­მოც­დად ეს მახ­სენ­დე­ბა, მაგ­რამ კი­დევ ბევ­რი ყო­ფი­ლა... დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი ვარ: გა­მოც­და რაც უფრო რთუ­ლია, ადა­მი­ა­ნი მით უფრო მე­ტად მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი ხდე­ბა.

- პირ­ვე­ლი სამ­სა­ხუ­რი...

- ცოტა ხანს ნავ­თობ­მომ­პო­ვე­ბელ კომ­პა­ნი­ა­ში ვმუ­შა­ობ­დი და მო­სახ­ლე­ო­ბას ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­სა­ღე­ბად უფა­სო გა­ზე­თებს ვუ­რი­გებ­დი. თუმ­ცა, ჰო­ნო­რა­რი უფრო ადრე, "კა­ვე­ე­ნი­დან" ავი­ღე: მე­თერ­თმე­ტე კლა­სის მოს­წავ­ლე­ებ­მა სამ­ხედ­რო აკა­დე­მი­ის სა­აქ­ტო დარ­ბაზ­ში კონ­ცერ­ტი გავ­მარ­თეთ. მა­შინ ჩემი ჰო­ნო­რა­რი 40 ლარი იყო.

- პირ­ვე­ლი შე­უ­რა­ცხყო­ფა, რო­მე­ლიც მო­გა­ყე­ნეს...

- არ მახ­სოვს, რომ მა­გა­ლი­თად, ვინ­მეს "მსუ­ქა­ნო­თი" მო­ე­მარ­თოს. ისე, ბავ­შვო­ბა­ში მსუ­ქა­ნი არ ვი­ყა­ვი, მე­სა­მე-მე­ო­თხე კურ­სზე გავ­სუქ­დი, უფრო სწო­რედ, "მა­მა­კა­ცუ­რი სტო­მა­ქი" გა­მიჩ­ნდა... მოკ­ლედ, იმას კი არ ვამ­ბობ, - ყვე­ლას ისე ვუყ­ვარ­ვარ, რომ ჩემ შე­სა­ხებ ცუდი არას­დროს უთ­ქვამთ-მეთ­ქი, მაგ­რამ ისე­თი შე­უ­რა­ცხყო­ფაც არა­ვის მო­უ­ყე­ნე­ბია, რომ გულ­ში ჩა­მე­დო.

- პირ­ვე­ლი სუფ­რა, რო­მელ­საც უთა­მა­დეთ...

- 13 წლის ვი­ყა­ვი. ჩემს ძმა­კაცს "ოქ­როს" და­ბა­დე­ბის დღე ჰქონ­და და თა­ნაკ­ლა­სე­ლე­ბი, თა­ნა­სოფ­ლე­ლე­ბი და­პა­ტი­ჟა. თბი­ლის­ში, "ზა­ლა­ში" მა­გი­დე­ბი (ფიც­რი­ა­ნი სკა­მე­ბით) 2 რი­გად იყო გაშ­ლი­ლი. იუ­ბი­ლარ­მა თა­მა­დად დამ­ნიშ­ნა. ჩემ­თვის ქარ­თუ­ლი სუფ­რა უცხო არ გახ­ლდათ: მა­მა­ჩემ­საც უწევ­და თა­მა­დო­ბა და ბი­ძა­საც. რა სა­დღეგ­რძე­ლო­ე­ბიც გა­მახ­სენ­და, "მივ­ყე­ვი" - მაგ­რად ვი­თა­მა­დე, გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სას­მი­სე­ბით ვსვამ­დი... და­ახ­ლო­ე­ბით 2 სა­ათ­ში ძმა­კაც­მა "სპალ­ნა­ში" მი­მაწ­ვი­ნა. რამ­დე­ნი­მე სა­ათს ვი­ძი­ნე. ამა­სო­ბა­ში თურ­მე, მას­პინ­ძლის კლა­სე­ლე­ბი და თა­ნა­სოფ­ლე­ლე­ბი წა­სუ­ლან და უკვე უფ­რო­სი თა­ო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი უს­ხდნენ სუფ­რას. ჰოდა, გაღ­ვი­ძე­ბულს ძმა­კა­ცის ნა­თე­სა­ვი გა­მე­ხუმ­რა, - ვა, ბიჭო, მოდი ერთი, კა­ცუ­რად, დაგ­ვი­ლი­ეო! მეც მი­ვე­დი და დავ­ლიე - ვი­თომ "ვი­კა­ცე", მაგ­რამ მერე მივ­ხვდი, რომ აღარ უნდა და­მე­ლია (იცი­ნის). ძმა­კაცს ვი­დეო აქვს გა­და­ღე­ბუ­ლი: ერთი კად­რია, სა­დაც ღია ფან­ჯა­რას­თან, სა­ვარ­ძელ­ში ვზი­ვარ, ცხვირ­ზე კი ბუზი ხან და­მაჯ­დე­ბა, ხან - აფ­რინ­დე­ბა... ამ ვი­დე­ოს როცა ვუ­ყუ­რებ, ძა­ლი­ან ვხა­ლი­სობ.

- პირ­ვე­ლი ქა­თი­ნა­უ­რი...

- ესეც "კა­ვე­ენს" უკავ­შირ­დე­ბა: მეშ­ვი­დე კლას­ში ვი­ყა­ვი, როცა ჩვენს სკო­ლა­ში რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი მო­ვი­და და "ბოლო ზა­რის­თვის" ბავ­შვე­ბი მო­ამ­ზა­და. ავად­მყო­ფო­ბის გამო, იმ დღეს სკო­ლა­ში არ ვი­ყა­ვი. კლა­სე­ლებ­მა მოგ­ვი­ა­ნე­ბით მი­თხრეს, - აუ, რა მა­გა­რი იყო! მო­ვი­ფიქ­რეთ, რომ სექ­ტემ­ბრი­დან "კა­ვე­ე­ნი" ვი­თა­მა­შოთ. მოდი, შენც ითა­მა­შეო! სცე­ნის მე­ში­ნო­და. ვფიქ­რობ­დი, - რა­ღაც "ისე" რომ ვერ ვთქვა, შემ­რცხვე­ბა-მეთ­ქი. ხელ­მძღვა­ნელ­მა მი­თხრა, - მოდი, პა­ტარ-პა­ტა­რა ხუმ­რო­ბებს მოგ­ცემ და ის თქვიო... ჩემ მიერ ნათ­ქვა­მი ხუმ­რო­ბე­ბი ძა­ლი­ან მოს­წონ­და და უკვე "ხაზ­ზეც" და­მა­ყე­ნა. ვი­თა­მა­შე, მო­ე­წო­ნა და გა­და­წყვი­ტა, რომ გუნ­დის კა­პი­ტა­ნი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი. მი­თხრა, - წამ­ყვა­ნი მსა­ხი­ო­ბი იქ­ნე­ბიო. იმ წელს კა­პიტ­ნე­ბის კონ­კურ­სი (მო­ნო­ლო­გებ­ში) გა­ი­მარ­თა და "წლის სა­უ­კე­თე­სო კა­პი­ტა­ნი" გავ­ხდი; სი­გე­ლიც მაქვს, რო­მე­ლიც ჩარ­ჩო­ში არ ჩა­მის­ვამს და ვნერ­ვი­უ­ლობ, რამე არ მო­უ­ვი­დეს...

- პირ­ვე­ლი სირ­ცხვი­ლი...

- (ფიქ­რობს) ვახ, არ მინ­და, ისე გა­მო­მი­ვი­დეს, თით­ქოს ცუდ რა­ღა­ცებს არ ვყვე­ბი, მაგ­რამ ასე­თი რამ არ მახ­სენ­დე­ბა და რა ვქნა? ჟურ­ნა­ლის მკი­თხვე­ლე­ბო, უსირ­ცხვი­ლო არ ვარ, უბ­რა­ლოდ, მარ­თლა ვერ ვიხ­სე­ნებ... თუმ­ცა, ჩემს ხუმ­რო­ბა­ზე რომ არ გას­ცი­ნე­ბი­ათ, თავი უხერ­ხუ­ლად მა­შინ მიგ­რძნია.

- პირ­ვე­ლი "შა­ტა­ლო"...

- 5-6 ძმა­კა­ცი კლას­ში ონავ­რო­ბით გა­მო­ვირ­ჩე­ო­დით და "შა­ტა­ლო­საც" ხში­რად ვა­წყობ­დით. ვამ­ბობ­დით, - მივ­დი­ვართ, ვი­პა­რე­ბით! ვინც არ წა­ვი­დეს, იმი­სიო! - "და­ვი­გი­ნებ­დით" და ვი­საც კლას­ში დარ­ჩე­ნა სურ­და, მა­საც ძა­ლით წა­მო­ვაგ­დებ­დით ხოლ­მე. სკო­ლი­დან ყვე­ლას გა­ვა­პა­რებ­დით, შემ­დეგ უკან ვბრუნ­დე­ბო­დით და სას­წავ­ლო ნა­წი­ლის გამ­გეს ვე­უბ­ნე­ბო­დით: - მასწ, კლას­ში მხო­ლოდ ჩვენ ვართ და გაკ­ვე­თილს ხომ არ ჩა­ა­ტა­რებთ-თქო (იცი­ნის)?.. პირ­ვე­ლი აპ­რი­ლი იყო. სკო­ლი­დან თბი­ლი­სის ზღვა­ზე გა­ვი­პა­რეთ. თოვ­ლი დაგ­ვხვდა. ბი­ჭებ­მა ვთქვით, - მოდი, წყალ­ში შე­ვი­დეთ, ვი­ბა­ნა­ო­თო. მაგ­რად ცი­ო­და და ზოგ­მა იუ­ა­რა, მაგ­რამ ჩვე­უ­ლი პრინ­ცი­პით, ყვე­ლას და­ვა­ძა­ლეთ. წყლი­დან ამო­სუ­ლებს მაგ­რად შეგვცივ­და, მაგ­რამ მა­ინც დავ­ბო­რი­ა­ლებ­დით. პუ­რის სა­ყი­დე­ლი ფუ­ლიც არ გვქონ­და. თემ­ქის მხრი­დან, გზას­თან ახ­ლოს, თბი­ლი­სის ზღვა­ზე დაშ­ლილ-გა­უ­ბე­დუ­რე­ბუ­ლი გემი იდგა. ჩემ­მა კლა­სელ­მა რკი­ნის კარი გახ­სნა და მო­ხუ­რა. ამ დროს კარს ხელი მეც მოვ­კი­დე და თითი მომ­ყვა. ახ­ლაც მე­ტყო­ბა "შრა­მი"... მა­შინ სი­გა­რეტს ჩვენს კლას­ში მხო­ლოდ ერთი ბიჭი ეწე­ო­და. მან სი­გა­რე­ტი "გა­აძ­რო" და ჭრი­ლო­ბა­ზე თუ­თუ­ნი და­მა­ყა­რა, - სის­ხლდე­ნას შვე­ლი­სო...

- პირ­ვე­ლი უთან­ხმო­ე­ბა შვილ­თან...

- შვი­ლებ­თან სე­რი­ო­ზუ­ლი უთან­ხმო­ე­ბა არ მქო­ნია, მაგ­რამ მათ ხში­რად ვსაყ­ვე­დუ­რობ. უფ­რო­სი გო­გო­ნა მე­ო­რე კლა­სის მოს­წავ­ლეა. დი­ლით ინ­გლი­სუ­რის წიგ­ნი ცალ­კე, პარკში ჩადო. გა­ვაფრ­თხი­ლე, - ჩან­თა­ში ჩადე, თო­რემ სად­მე დაგ­რჩე­ბა-მეთ­ქი. არ ჩადო და მარ­თლაც, წიგ­ნი სკო­ლა­ში დარ­ჩა! მერე და­მი­რე­კა: - მამა, ბო­დი­ში, რა, წიგ­ნი დამ­რჩაო. აი, ამის გამო ვე­ჩხუ­ბე. სა­ერ­თოდ, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ბავ­შვია: თა­ვად იც­ვამს, სა­უზ­მობს, მე­ცა­დი­ნე­ობს. ჰოდა, ხან­და­ხან მგო­ნია, რომ დიდი გო­გოა და ინ­გლი­სუ­რის წიგ­ნი სკო­ლა­ში არ უნდა დარ­ჩეს.

- პირ­ვე­ლი ვი­ზი­ტი სა­ლონ­ში...

- მუ­ხი­ან­ში, სა­პა­რიკ­მა­ხე­რო მხო­ლოდ ერთ ქუ­ჩა­ზე იყო, სა­დაც თეთრ ხა­ლათ­ში გა­მო­წყო­ბი­ლი "მუ­სიე" (ოდ­ნავ მოტვლე­პი­ლი თა­ვით) მუ­შა­ობ­და. სა­ლონ­ში მრგვა­ლი, სა­ხე­ლუ­რე­ბი­ა­ნი სკა­მე­ბი ჰქონ­დათ. მახ­სოვს, პა­რიკ­მა­ხერ­მა იმ სა­ხე­ლუ­რებ­ზე ფი­ცა­რი დადო და ზედ და­მა­ჯი­ნა. თმის შეჭ­რა არ მინ­დო­და, მაგ­რამ მა­მამ მი­თხრა: ცოტა სე­რი­ო­ზუ­ლად მო­ი­ქე­ცი, კაცი ხარო! ჰოდა, მეც დავ­სე­რი­ო­ზულ­დი და და­ბღვე­რი­ლი ვი­ჯე­ქი...

- პირ­ვე­ლი როლი "კო­მე­დი შო­უ­ში"...

- ღვი­ნის ფეს­ტი­ვა­ლის შე­სა­ხებ სკეტ­ჩი იყო. ღვი­ნის დე­გუს­ტა­ტო­რის როლს ვას­რუ­ლებ­დი და ერთ სა­დღეგ­რძე­ლოს ნა­წყვეტ-ნა­წყვეტ ვამ­ბობ­დი, უაზ­რო სათ­ქმელს უაზ­როდ ვა­ყა­ლი­ბებ­დი... "კო­მე­დი შო­უ­ში" ჩემი გმი­რი ("უფ­რო­სოს" პერ­სო­ნაჟს ვგუ­ლის­ხმობ) არა­ა­დეკ­ვა­ტურ, მო­უ­ლოდ­ნელ რა­ღა­ცებს აკე­თებს. ეს ჩემ­თვის სა­სა­ცი­ლოა და ასეთ ხუმ­რო­ბებს ამი­ტო­მაც ვი­გო­ნებ... ახლა 4-ს 25 წუთი აკ­ლია. შემ­თხვე­ვით, სად­მე ხომ არ გაგ­ვი­ან­დე­ბათ?

- არა!

- რა­ტომ გე­უბ­ნე­ბით, იცით? მე მაგ­ვი­ან­დე­ბა და იქ­ნებ თქვენც გაგ­ვი­ან­დე­ბათ (იცი­ნის)?. რა ვიცი, რა ვიცი... ისე კი, 4 სა­ა­თის­თვის ვარ­კე­თილ­ში, და­ბა­დე­ბის დღის ცენ­ტრში უნდა მი­ვი­დე და კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ გა­მიშ­ვებთ.

- თქვე­ნი შვი­ლის და­ბა­დე­ბის დღეა?

- არა, იქ წამ­ყვა­ნად ვმუ­შა­ობ. უნდა მი­ვი­დე და პა­ტა­რე­ბი გა­ვა­ხა­ლი­სო, რომ სა­ღა­მოს ჩემს ოჯახს რუხი პუ­რის ნაც­ვლად, შავი პური მი­ვუ­ტა­ნო (იცი­ნის).

ეთო ყორ­ღა­ნაშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

დაშლილ გემზე მიღებული ჭრილობა და პაემნები "კასპის პირობებში"

დაშლილ გემზე მიღებული ჭრილობა და პაემნები "კასპის პირობებში"

უაზრო სათქმელის კიდევ უფრო უაზროდ, მაგრამ სახალისოდ ჩამოყალიბების დიდოსტატი, "კომედი შოუს" მსახიობი და გადაცემა "1 ბექაბაიტის" წამყვანი - ბექა ონიანი ძალზე შრომისმოყვარე ყოფილა: იუმორის სფეროში მუშაობის გარდა, დისტრიბუციაშიც მოუსინჯავს ძალები, გრაფიკოსადაც უმუშავია.

"პირველი ამბების" მოყოლამდე, ბექამ მომიბოდიშა, - ვიცი, შენს უფლებებს ვარღვევ, მაგრამ მაპატიეო:

- ზოგადად, სიგარეტის მწეველები ურჩები ვართ და არამწეველების უფლებებს ვარღვევთ, რადგან ისეთ ადგილებში ვეწევით, სადაც არამწეველებიც იმყოფებით.

- პირველი სიგარეტი...

- მეგონა, სიგარეტისთვის თავის დანებებას ნებისმიერ დროს შევძლებდი. მე და ჩემი კლასელები უბანში, ქუჩაში დაგდებულ "ბიჩოკებს" ვპოულობდით და იმას ვეწეოდით, შემდეგ თავბრუ გვეხვეოდა, ცუდად ვხდებოდით, მაგრამ მეორე დღეს იმავეს ვიმეორებდით... ერთი პერიოდი მოწევას თავი დავანებე: მეცხრე-მეთერთმეტე კლასში საერთოდ არ მომიწევია. თქვენ წარმოიდგინეთ, სხვებს ვსაყვედურობდი, - რატომ ეწევით-მეთქი? სტუდენტობისას სიგარეტს ისევ მივეპარე.

- პირველი პაემანი...

- 13 წლის ასაკში შემიყვარდა გოგონა, რომელიც ახლა ჩემი 2 შვილის დედა გახლავთ. პირველი პაემანი სწორედ მასთან მქონდა. დედაჩემი წარმოშობით კასპიდან არის. ჰოდა, მომავალი მეუღლე დედულეთში სტუმრობისას გავიცანი; გულში ისე ჩამივარდა, რომ ვერაფრით ამოვიგდე. აბიტურიენტობისას თბილისში რომ ემზადებოდა, ჩემს ბედნიერებას საზღვარი არ ჰქონდა! მანამდე, კასპის პირობებში, სკოლის ეზოში შეხვედრა გვიწევდა. მდიდრული - არა, მაგრამ მშვიდი, წყნარი პაემნები გვქონდა. სკოლის ეზოში, "ხმელ" სკამზე ჯდომისგან ერთი ადგილი მტკიოდა (იცინის).

- პირველი ცხოვრებისეული გამოცდა...

- დაახლოებით მეათე კლასში ვიყავი, როცა მხიარულთა და საზრიანთა გუნდში ვთამაშობდი, სცენარს ვწერდი, გუნდის კაპიტანი გახლდით. ჩვენ ორგზის ჩემპიონები ვიყავით. გლდანი-ნაძალადევის გამგეობის შენობაში გენერალური რეპეტიცია გვქონდა. ერთხელაც სასადილოში ლუდი დავლიე და მაგრად დამათრო. არადა, იმ დღეს ფინალური თამაში იყო. ჩვენმა მოწინააღმდეგეებმა თქვეს, - ბექა მთვრალია! მორჩა, ეს თამაში მოგებული გვაქვსო! მათი საუბარი გავიგონე და რაღაცნაირად, საკუთარ თავს შთავაგონე, რომ აზრზე მოვსულიყავი. ჩემი გუნდის წევრებიც მეუბნებოდნენ, - რატომ დალიე? ახლა ეს როგორ შეიძლებოდაო?! ლოთი არ გახლდით, მაგრამ იმ დღეს ასე მოხდა. მაქსიმალურად მოვინდომე და ის თამაში მაინც მოვიგეთ. ცხოვრების ერთ-ერთ გამოცდად ეს მახსენდება, მაგრამ კიდევ ბევრი ყოფილა... დაკვირვებული ვარ: გამოცდა რაც უფრო რთულია, ადამიანი მით უფრო მეტად მობილიზებული ხდება.

- პირველი სამსახური...

- ცოტა ხანს ნავთობმომპოვებელ კომპანიაში ვმუშაობდი და მოსახლეობას ინფორმაციის მისაღებად უფასო გაზეთებს ვურიგებდი. თუმცა, ჰონორარი უფრო ადრე, "კავეენიდან" ავიღე: მეთერთმეტე კლასის მოსწავლეებმა სამხედრო აკადემიის სააქტო დარბაზში კონცერტი გავმართეთ. მაშინ ჩემი ჰონორარი 40 ლარი იყო.

- პირველი შეურაცხყოფა, რომელიც მოგაყენეს...

- არ მახსოვს, რომ მაგალითად, ვინმეს "მსუქანოთი" მოემართოს. ისე, ბავშვობაში მსუქანი არ ვიყავი, მესამე-მეოთხე კურსზე გავსუქდი, უფრო სწორედ, "მამაკაცური სტომაქი" გამიჩნდა... მოკლედ, იმას კი არ ვამბობ, - ყველას ისე ვუყვარვარ, რომ ჩემ შესახებ ცუდი არასდროს უთქვამთ-მეთქი, მაგრამ ისეთი შეურაცხყოფაც არავის მოუყენებია, რომ გულში ჩამედო.

- პირველი სუფრა, რომელსაც უთამადეთ...

- 13 წლის ვიყავი. ჩემს ძმაკაცს "ოქროს" დაბადების დღე ჰქონდა და თანაკლასელები, თანასოფლელები დაპატიჟა. თბილისში, "ზალაში" მაგიდები (ფიცრიანი სკამებით) 2 რიგად იყო გაშლილი. იუბილარმა თამადად დამნიშნა. ჩემთვის ქართული სუფრა უცხო არ გახლდათ: მამაჩემსაც უწევდა თამადობა და ბიძასაც. რა სადღეგრძელოებიც გამახსენდა, "მივყევი" - მაგრად ვითამადე, განსხვავებული სასმისებით ვსვამდი... დაახლოებით 2 საათში ძმაკაცმა "სპალნაში" მიმაწვინა. რამდენიმე საათს ვიძინე. ამასობაში თურმე, მასპინძლის კლასელები და თანასოფლელები წასულან და უკვე უფროსი თაობის წარმომადგენლები უსხდნენ სუფრას. ჰოდა, გაღვიძებულს ძმაკაცის ნათესავი გამეხუმრა, - ვა, ბიჭო, მოდი ერთი, კაცურად, დაგვილიეო! მეც მივედი და დავლიე - ვითომ "ვიკაცე", მაგრამ მერე მივხვდი, რომ აღარ უნდა დამელია (იცინის). ძმაკაცს ვიდეო აქვს გადაღებული: ერთი კადრია, სადაც ღია ფანჯარასთან, სავარძელში ვზივარ, ცხვირზე კი ბუზი ხან დამაჯდება, ხან - აფრინდება... ამ ვიდეოს როცა ვუყურებ, ძალიან ვხალისობ.

- პირველი ქათინაური...

- ესეც "კავეენს" უკავშირდება: მეშვიდე კლასში ვიყავი, როცა ჩვენს სკოლაში რამდენიმე ადამიანი მოვიდა და "ბოლო ზარისთვის" ბავშვები მოამზადა. ავადმყოფობის გამო, იმ დღეს სკოლაში არ ვიყავი. კლასელებმა მოგვიანებით მითხრეს, - აუ, რა მაგარი იყო! მოვიფიქრეთ, რომ სექტემბრიდან "კავეენი" ვითამაშოთ. მოდი, შენც ითამაშეო! სცენის მეშინოდა. ვფიქრობდი, - რაღაც "ისე" რომ ვერ ვთქვა, შემრცხვება-მეთქი. ხელმძღვანელმა მითხრა, - მოდი, პატარ-პატარა ხუმრობებს მოგცემ და ის თქვიო... ჩემ მიერ ნათქვამი ხუმრობები ძალიან მოსწონდა და უკვე "ხაზზეც" დამაყენა. ვითამაშე, მოეწონა და გადაწყვიტა, რომ გუნდის კაპიტანი ვყოფილიყავი. მითხრა, - წამყვანი მსახიობი იქნებიო. იმ წელს კაპიტნების კონკურსი (მონოლოგებში) გაიმართა და "წლის საუკეთესო კაპიტანი" გავხდი; სიგელიც მაქვს, რომელიც ჩარჩოში არ ჩამისვამს და ვნერვიულობ, რამე არ მოუვიდეს...

- პირველი სირცხვილი...

- (ფიქრობს) ვახ, არ მინდა, ისე გამომივიდეს, თითქოს ცუდ რაღაცებს არ ვყვები, მაგრამ ასეთი რამ არ მახსენდება და რა ვქნა? ჟურნალის მკითხველებო, უსირცხვილო არ ვარ, უბრალოდ, მართლა ვერ ვიხსენებ... თუმცა, ჩემს ხუმრობაზე რომ არ გასცინებიათ, თავი უხერხულად მაშინ მიგრძნია.

- პირველი "შატალო"...

- 5-6 ძმაკაცი კლასში ონავრობით გამოვირჩეოდით და "შატალოსაც" ხშირად ვაწყობდით. ვამბობდით, - მივდივართ, ვიპარებით! ვინც არ წავიდეს, იმისიო! - "დავიგინებდით" და ვისაც კლასში დარჩენა სურდა, მასაც ძალით წამოვაგდებდით ხოლმე. სკოლიდან ყველას გავაპარებდით, შემდეგ უკან ვბრუნდებოდით და სასწავლო ნაწილის გამგეს ვეუბნებოდით: - მასწ, კლასში მხოლოდ ჩვენ ვართ და გაკვეთილს ხომ არ ჩაატარებთ-თქო (იცინის)?.. პირველი აპრილი იყო. სკოლიდან თბილისის ზღვაზე გავიპარეთ. თოვლი დაგვხვდა. ბიჭებმა ვთქვით, - მოდი, წყალში შევიდეთ, ვიბანაოთო. მაგრად ციოდა და ზოგმა იუარა, მაგრამ ჩვეული პრინციპით, ყველას დავაძალეთ. წყლიდან ამოსულებს მაგრად შეგვცივდა, მაგრამ მაინც დავბორიალებდით. პურის საყიდელი ფულიც არ გვქონდა. თემქის მხრიდან, გზასთან ახლოს, თბილისის ზღვაზე დაშლილ-გაუბედურებული გემი იდგა. ჩემმა კლასელმა რკინის კარი გახსნა და მოხურა. ამ დროს კარს ხელი მეც მოვკიდე და თითი მომყვა. ახლაც მეტყობა "შრამი"... მაშინ სიგარეტს ჩვენს კლასში მხოლოდ ერთი ბიჭი ეწეოდა. მან სიგარეტი "გააძრო" და ჭრილობაზე თუთუნი დამაყარა, - სისხლდენას შველისო...

- პირველი უთანხმოება შვილთან...

- შვილებთან სერიოზული უთანხმოება არ მქონია, მაგრამ მათ ხშირად ვსაყვედურობ. უფროსი გოგონა მეორე კლასის მოსწავლეა. დილით ინგლისურის წიგნი ცალკე, პარკში ჩადო. გავაფრთხილე, - ჩანთაში ჩადე, თორემ სადმე დაგრჩება-მეთქი. არ ჩადო და მართლაც, წიგნი სკოლაში დარჩა! მერე დამირეკა: - მამა, ბოდიში, რა, წიგნი დამრჩაო. აი, ამის გამო ვეჩხუბე. საერთოდ, დამოუკიდებელი ბავშვია: თავად იცვამს, საუზმობს, მეცადინეობს. ჰოდა, ხანდახან მგონია, რომ დიდი გოგოა და ინგლისურის წიგნი სკოლაში არ უნდა დარჩეს.

- პირველი ვიზიტი სალონში...

- მუხიანში, საპარიკმახერო მხოლოდ ერთ ქუჩაზე იყო, სადაც თეთრ ხალათში გამოწყობილი "მუსიე" (ოდნავ მოტვლეპილი თავით) მუშაობდა. სალონში მრგვალი, სახელურებიანი სკამები ჰქონდათ. მახსოვს, პარიკმახერმა იმ სახელურებზე ფიცარი დადო და ზედ დამაჯინა. თმის შეჭრა არ მინდოდა, მაგრამ მამამ მითხრა: ცოტა სერიოზულად მოიქეცი, კაცი ხარო! ჰოდა, მეც დავსერიოზულდი და დაბღვერილი ვიჯექი...

- პირველი როლი "კომედი შოუში"...

- ღვინის ფესტივალის შესახებ სკეტჩი იყო. ღვინის დეგუსტატორის როლს ვასრულებდი და ერთ სადღეგრძელოს ნაწყვეტ-ნაწყვეტ ვამბობდი, უაზრო სათქმელს უაზროდ ვაყალიბებდი... "კომედი შოუში" ჩემი გმირი ("უფროსოს" პერსონაჟს ვგულისხმობ) არაადეკვატურ, მოულოდნელ რაღაცებს აკეთებს. ეს ჩემთვის სასაცილოა და ასეთ ხუმრობებს ამიტომაც ვიგონებ... ახლა 4-ს 25 წუთი აკლია. შემთხვევით, სადმე ხომ არ გაგვიანდებათ?

- არა!

- რატომ გეუბნებით, იცით? მე მაგვიანდება და იქნებ თქვენც გაგვიანდებათ (იცინის)?. რა ვიცი, რა ვიცი... ისე კი, 4 საათისთვის ვარკეთილში, დაბადების დღის ცენტრში უნდა მივიდე და კარგი იქნება, თუ გამიშვებთ.

- თქვენი შვილის დაბადების დღეა?

- არა, იქ წამყვანად ვმუშაობ. უნდა მივიდე და პატარები გავახალისო, რომ საღამოს ჩემს ოჯახს რუხი პურის ნაცვლად, შავი პური მივუტანო (იცინის).

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება