პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თინა ხიდაშელმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოსთვის დაწესებული სანქციის მოხსნა მოითხოვა
თინა ხიდაშელმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოსთვის დაწესებული სანქციის მოხსნა მოითხოვა

დე­პუ­ტატ­მა თინა ხი­და­შელ­მა ევ­რო­საბ­ჭოს სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლე­ის სხდო­მა­ზე სა­ქარ­თვე­ლოს­თვის და­წე­სე­ბუ­ლი სან­ქცი­ის მოხ­სნა მო­ი­თხო­ვა.

ხი­და­შე­ლი ევ­რო­პე­ლი ლი­ბე­რა­ლე­ბის სა­ხე­ლით გა­მო­ვი­და და გა­ნა­ცხა­და, რომ გა­სუ­ლი წლის ნო­ემ­ბერ­ში, ევ­რო­საბ­ჭოს სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლე­ის ბი­უ­როს მიერ მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს­თვის სან­ქცი­ის და­კის­რე­ბის შე­სა­ხებ, და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლი და გა­უ­გე­ბა­რი იყო.

"ვფიქ­რობ, დღე­ვან­დელ ვი­თა­რე­ბა­ში რე­ა­ლო­ბა უფრო დრა­მა­ტუ­ლად და ნათ­ლად გა­მოჩ­ნდა. ამ კვი­რა­ში მოგ­ვი­წევს, კენ­ჭი ვუ­ყა­როთ იმ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის ხმის უფ­ლე­ბის ჩა­მორ­თმე­ვას, ვინც წლე­ბის მან­ძილ­ზე სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნე­ბის ოკუ­პა­ცი­ას აძ­ლევ­და ხმას, მათ შო­რის სა­ქარ­თვე­ლოს და მოლ­დო­ვას ოკუ­პა­ცი­ას, ვინც მხა­რი და­უ­ჭი­რა და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ქვეყ­ნის, უკ­რა­ი­ნის, ნა­წი­ლის ანექ­სი­ას. იმედს ვი­ტო­ვებ, ასამ­ბლეა არ უღა­ლა­ტებს იმ ფუნ­და­მენტს და ფი­ლო­სო­ფი­ას, რო­მელ­ზეც ეს ორ­გა­ნი­ზა­ცია შე­იქ­მნა და კენ­ჭისყრა რუ­სე­თის დე­ლე­გა­ცი­ის­თვის ნე­გა­ტი­უ­რად დას­რულ­დე­ბა", - გა­ნა­ცხა­და თი­ნა­თინ ხი­და­შელ­მა.

სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის წევ­რის სი­ტყვით გა­მოს­ვლის პა­სუ­ხად, ევ­რო­საბ­ჭოს სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლე­ის ბი­უ­როს წარ­მო­მად­გე­ნელ­მა და მომხსე­ნე­ბელ­მა ნა­ტა­შა ვუ­ჩკო­ვიჩ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ სა­ქარ­თვე­ლოს­თვის და­წე­სე­ბუ­ლი სან­ქცი­ის მოხ­სნის სა­კი­თხის გან­ხილ­ვას ბი­უ­რო შემ­დეგ სხდო­მა­ზე და­უბ­რუნ­დე­ბა.

სტრას­ბურ­გში ევ­რო­საბ­ჭოს სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლე­ის სხდო­მა მიმ­დი­ნა­რე­ობს, სა­დაც ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რებ­მა 9 და 10 აპ­რილს უკ­რა­ი­ნის მხარ­დამ­ჭე­რი რე­ზო­ლუ­ცი­ი­სა და რუ­სე­თის­თვის ხმის უფ­ლე­ბის ჩა­მორ­თმე­ვის შე­სა­ხებ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა უნდა მი­ი­ღონ.

ევ­რო­საბ­ჭოს სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლე­ის ბი­უ­როს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ევ­რო­საბ­ჭოს სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლე­ის ეგი­დით შეხ­ვედ­რე­ბი არ უნდა გა­ი­მარ­თოს. ამ სან­ქცი­ით ბი­უ­რომ გა­ით­ვა­ლის­წი­ნა საპ­რო­ცე­დუ­რო წე­სე­ბის კო­მი­ტე­ტის მო­საზ­რე­ბა ორი რუსი დე­პუ­ტა­ტის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით, რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბის უფ­ლე­ბა არ მი­ე­ცა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

თინა ხიდაშელმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოსთვის დაწესებული სანქციის მოხსნა მოითხოვა

თინა ხიდაშელმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოსთვის დაწესებული სანქციის მოხსნა მოითხოვა

დეპუტატმა თინა ხიდაშელმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე საქართველოსთვის დაწესებული სანქციის მოხსნა მოითხოვა.

ხიდაშელი ევროპელი ლიბერალების სახელით გამოვიდა და განაცხადა, რომ გასული წლის ნოემბერში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს მიერ მიღებული გადაწყვეტილება საქართველოსთვის სანქციის დაკისრების შესახებ, დაუსაბუთებელი და გაუგებარი იყო.

"ვფიქრობ, დღევანდელ ვითარებაში რეალობა უფრო დრამატულად და ნათლად გამოჩნდა. ამ კვირაში მოგვიწევს, კენჭი ვუყაროთ იმ ადამიანებისთვის ხმის უფლების ჩამორთმევას, ვინც წლების მანძილზე სხვადასხვა ქვეყნების ოკუპაციას აძლევდა ხმას, მათ შორის საქართველოს და მოლდოვას ოკუპაციას, ვინც მხარი დაუჭირა დამოუკიდებელი ქვეყნის, უკრაინის, ნაწილის ანექსიას. იმედს ვიტოვებ, ასამბლეა არ უღალატებს იმ ფუნდამენტს და ფილოსოფიას, რომელზეც ეს ორგანიზაცია შეიქმნა და კენჭისყრა რუსეთის დელეგაციისთვის ნეგატიურად დასრულდება", - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

საქართველოს პარლამენტის წევრის სიტყვით გამოსვლის პასუხად, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს წარმომადგენელმა და მომხსენებელმა ნატაშა ვუჩკოვიჩმა განაცხადა, რომ საქართველოსთვის დაწესებული სანქციის მოხსნის საკითხის განხილვას ბიურო შემდეგ სხდომაზე დაუბრუნდება.

სტრასბურგში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომა მიმდინარეობს, სადაც ევროპარლამენტარებმა 9 და 10 აპრილს უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციისა და რუსეთისთვის ხმის უფლების ჩამორთმევის შესახებ გადაწყვეტილება უნდა მიიღონ.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს გადაწყვეტილებით, საქართველოში ორი წლის განმავლობაში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ეგიდით შეხვედრები არ უნდა გაიმართოს. ამ სანქციით ბიურომ გაითვალისწინა საპროცედურო წესების კომიტეტის მოსაზრება ორი რუსი დეპუტატის საქმესთან დაკავშირებით, რომელსაც საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებზე დაკვირვების უფლება არ მიეცა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა