მსოფლიო
სამხედრო

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორი ქორწილის გადახდა ჰქონდა დაგეგმილი გიგი გაჩეჩილაძეს
როგორი ქორწილის გადახდა ჰქონდა დაგეგმილი გიგი გაჩეჩილაძეს

სა­მე­ჯლი­სო ცეკ­ვე­ბის დი­დოს­ტა­ტი, გიგი გა­ჩე­ჩი­ლა­ძე ინ­ტერ­ვი­უს ჩა­წე­რის დროს სა­ოც­რად გულ­წრფე­ლი იყო. მან თა­მა­მად ილა­პა­რა­კა სა­კუ­თარ უარ­ყო­ფით თვი­სე­ბებ­ზე და არც და­დე­ბი­თი და­უ­მა­ლავს. ამ­ბობს, რომ დიდი სიყ­ვა­რუ­ლი და საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბის ბო­ლომ­დე ერ­თგუ­ლე­ბა შე­უძ­ლია.

- ამ ეტაპ­ზე მარ­ტო ვცხოვ­რობ, ისე კი მყავს დედა, მამა, ერთი ძმა და ერ­თიც - და. ჩემი და, რო­გორც იცით, ამე­რი­კა­ში ცხოვ­რობს და ერ­თმა­ნეთს იშ­ვი­ა­თად ვხე­დავთ. მყავს დის­შვი­ლი ლე­ვა­ნი. ხან­და­ხან პრო­ექ­ტე­ბი გვაძ­ლევს იმის სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ ერ­თმა­ნე­თი ვნა­ხოთ.

- მარ­ტო ცხოვ­რე­ბა რა­ტომ გა­და­წყვი­ტე?

- ბავ­შვო­ბი­დან და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას მი­მაჩ­ვი­ეს. 11 წლის ვი­ყა­ვი, როცა ამე­რი­კა­ში მარ­ტო წა­ვე­დი. რა­ღაც პე­რი­ო­დი დას­თან ვცხოვ­რობ­დი, 13 წლი­სა კი ცალ­კე გა­და­ვე­დი. დიდი ხა­ნია, მშობ­ლე­ბის­თვის ფული არ მი­თხო­ვია. მან­ქა­ნა, სახ­ლი და ის ყვე­ლა­ფე­რი, რაც მჭირ­დე­ბა, სა­კუ­თა­რი შრო­მით მაქვს შე­ძე­ნი­ლი. მიყ­ვარს, როცა წარ­მა­ტე­ბას და­მო­უ­კი­დებ­ლად ვაღ­წევ, არა­სო­დეს არა­ვის იმე­დად არ ვარ.

- და მა­ინც, მშობ­ლებ­მა არ გა­აპ­რო­ტეს­ტეს, სა­ცხოვ­რებ­ლად ცალ­კე რომ გა­დახ­ვე­დი?

- პი­რი­ქით, ეს ძა­ლი­ან გა­უ­ხარ­დათ (იცი­ნის).

- რა­ტომ გა­უ­ხარ­დათ?

- იმი­ტომ, რომ სახ­ლში აუ­ტა­ნე­ლი ვარ. გა­მო­ვი­კე­ტე­ბო­დი ხოლ­მე ჩემს ოთახ­ში და გა­რეთ არ გავ­დი­ო­დი.

- დეპ­რე­სი­უ­ლიც ხომ არ ხარ?

- დეპ­რე­სი­უ­ლი არ ვარ. უბ­რა­ლოდ, მარ­ტო ყოფ­ნა მიყ­ვარს.

- ოთახ­ში გა­მო­კე­ტი­ლი რას აკე­თებ?

- ვკი­თხუ­ლობ, ფილ­მებს ვუ­ყუ­რებ, მე­გობ­რებს ვე­კონ­ტაქ­ტე­ბი და ა.შ. მთე­ლი დღე სტუ­დი­ა­ში, უამ­რავ ადა­მი­ან­თან მი­წევს ურ­თი­ერ­თო­ბა და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სახ­ლში "სკუჩ­ნად" ყოფ­ნა მომ­წონს.

- მი­ზან­და­სა­ხუ­ლი ხარ?

- დიახ. ვფიქ­რობ, ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს უნდა ჰქონ­დეს რა­ღაც მი­ზა­ნი და ამ მიზ­ნის­კენ ის­წრა­ფო­დეს. პირ­ვე­ლად "ახალ­გაზ­რდუ­ლი ცეკ­ვე­ბის კავ­ში­რი" მე ჩა­მო­ვა­ყა­ლი­ბე. იმ პე­რი­ოდ­ში ასე­თი რამ არც ერთ ქვე­ყა­ნა­ში არ არ­სე­ბობ­და, ახლა კი მსოფ­ლიო ცეკ­ვე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­შიც გა­იხ­სნა "ახალ­გაზ­რდუ­ლი ცეკ­ვე­ბის კავ­ში­რი", რაც ძა­ლი­ან მი­ხა­რია. ამით იმის თქმა მინ­და, რომ მიყ­ვარს ჩემი საქ­მე და არ­ჩე­უ­ლი გზი­დან არ გა­და­ვუხ­ვევ.

- ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნით ვინ ხარ?

- სას­წო­რი.

- რით გა­მო­ირ­ჩე­ვა სას­წო­რი სხვა ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნე­ბის­გან?

- სას­წო­რი პირ­ველ რიგ­ში, ხა­სი­ათ­დე­ბა იმით, რომ სა­მარ­თლი­ა­ნია და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ძნე­ლად იღებს. ამ თვი­სე­ბით მეც გა­მო­ვირ­ჩე­ვი: გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მა­ნამ არ მი­ვი­ღებ, ვიდ­რე ყვე­ლა­ფერს არ გავ­თვლი.

- შენს უარ­ყო­ფით თვი­სე­ბად რას მი­იჩ­ნევ?

- იმას, რომ ძა­ლი­ან ფი­ცხი ხა­სი­ა­თი მაქვს. ბოლო დროს კი­დევ არა მი­შავს, ცოტა ჭკუა ვის­წავ­ლე და ვცდი­ლობ, ჩემი სი­ფი­ცხე ჩა­ვახ­შო, რად­გან რა­ღა­ცებ­ში მიშ­ლი­და ხელს. სა­ერ­თოდ, სა­კუ­თა­რი თა­ვის მი­მართ კრი­ტი­კუ­ლი ვარ. ვე­ძებ ჩემს უარ­ყო­ფით თვი­სე­ბებს და მერე მის გა­მოს­წო­რე­ბა­საც ვცდი­ლობ. კი­დევ, ჩემს ერთ უარ­ყო­ფით თვი­სე­ბას გა­მოვ­ყოფ: ძა­ლი­ან მერ­ყე­ვი ვარ. ზოგ­ჯერ ვერ ვხვდე­ბი, რა მინ­და.

- მე­გობ­რე­ბი რო­გორ გა­ხა­სი­ა­თე­ბენ?

- როცა ჩემ­ზე ლა­პა­რა­კო­ბენ, ყო­ველ­თვის აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ "ადა­მი­ა­ნი გული" ვარ. თუ ვინ­მე ჩემ მი­მართ ცო­ტა­ო­დენ სით­ბოს გა­მო­ამ­ჟღავ­ნებს, შე­მიძ­ლია, თან გა­დავ­ყვე.

- წყე­ნის გულ­ში ჩა­დე­ბა გჩვე­ვია?

- არა, მაგ­რამ დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი ვარ: რა­ტომ­ღაც, ყო­ველ­თვის ისე ხდე­ბა, რომ ვინც გულს მატ­კენს და მა­წყე­ნი­ნებს, მას ჩემი ჩა­რე­ვის გა­რე­შეც, აუ­ცი­ლებ­ლად მი­ე­ზღვე­ბა სა­მა­გი­ე­რო.

- მორ­წმუ­ნე ხარ?

- ამით ვერ და­ვიტ­რა­ბა­ხებ, რად­გან ეკ­ლე­სი­უ­რად არ ვცხოვ­რობ, ტა­ძარ­ში არ დავ­დი­ვარ და არც არად­როს მი­მარ­ხუ­ლია.

- ჯვარ­საც არ ატა­რებ?

- ჯვარს ზურ­გით ვა­ტა­რებ ანუ და­ხა­ტუ­ლი მაქვს. ეს არის ჩვე­ნი სა­ო­ჯა­ხო ჯვა­რი, რო­მე­ლიც ყვე­ლას გვაქვს ამოს­ვი­რინ­გე­ბუ­ლი. მე მაქვს, სა­კუ­თა­რი პრინ­ცი­პე­ბი და არ მცხვე­ნია იმის თქმის, რომ მორ­წმუ­ნე არ ვარ. ყვე­ლა­ფერ­ში მაქ­სი­მა­ლის­ტი ვარ და რა­საც ვა­კე­თებ, ბო­ლომ­დე უნდა გა­ვა­კე­თო. ჰოდა, მორ­წმუ­ნე რომ გავ­ხდე, არც ერთ კა­ნონს არ და­ვარ­ღვევ და ბო­ლოს აუ­ცი­ლებ­ლად, ბე­რად აღ­ვიკ­ვე­ცე­ბი. არ მომ­წონს დღე­ვან­დე­ლი ტენ­დენ­ცია: ეკ­ლე­სი­ა­ში სი­ა­რუ­ლი მო­დად რომ იქცა. ცხოვ­რე­ბა­ში სხვა პრი­ო­რი­ტე­ტე­ბი მაქვს და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ეკ­ლე­სი­უ­რი ცხოვ­რე­ბის­გან თავს ვი­კა­ვებ. ისე არ გა­ი­გოს ვინ­მემ, თით­ქოს სა­ტა­ნის­ტი ვარ. მერ­წმუ­ნეთ, ასე ნამ­დვი­ლად არ არის.

- მარ­ტო ვცხოვ­რო­ბო, - აღ­ნიშ­ნე. სახ­ლის და­ლა­გე­ბა და სა­კუ­თა­რი ნივ­თე­ბის მო­წეს­რი­გე­ბა გე­ხერ­ხე­ბა?

- ყვე­ლაფ­რის გა­კე­თე­ბა მე­ხერ­ხე­ბა, მაგ­რამ ამ მხრივ ძა­ლი­ან ზარ­მა­ცი ვარ... როცა ჩემ­თან მე­გობ­რე­ბი მო­დი­ან, ვჭამთ, ვსვამთ, მერე კი და­ლა­გე­ბა მე­ზა­რე­ბა და მომ­დევ­ნო შეკ­რე­ბამ­დე ხელს არა­ფერს ვკი­დებ.

- მე­გობ­რე­ბი გი­ლა­გე­ბენ სახ­ლს?

- დიახ, კვი­რა­ში ერთხელ მო­დი­ან და ალა­გე­ბენ. თან, ყვე­ლა ოთახს არ ვუ­რევ; ერთი კუ­თხე მაქვს ამო­ჩე­მე­ბუ­ლი, სა­დაც ჩემ­თვის, "სკუჩ­ნად" ვარ. მე­გობ­რე­ბი როცა მო­დი­ან, მა­შინ გავ­დი­ვართ სხვა ოთახ­ში.

- კერ­ძე­ბის მომ­ზა­დე­ბა თუ გე­ხერ­ხე­ბა?

- ყვე­ლა­ნა­ი­რი კერ­ძის მომ­ზა­დე­ბა ვიცი და გემ­რი­ე­ლიც გა­მომ­დის, მაგ­რამ იშ­ვი­ა­თად ვამ­ზა­დებ ხოლ­მე. სახ­ლში იშ­ვი­ა­თად ვჭამ. მა­ცი­ვარ­შიც არას­დროს არა­ფე­რი მაქვს, თუ უკვე გა­ფუ­ჭე­ბულ რა­ღა­ცებს არ ჩავ­თვლით (იცი­ნის).

- მავ­ნე ჩვე­ვე­ბი თუ მაქვს?

- სი­გა­რეტს ვე­წე­ვი. ვცდი­ლობ, მას­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი არ ვიყო, მაგ­რამ არ გა­მომ­დის. რამ­დენ­ჯერ­მე ვცა­დე თა­ვის და­ნე­ბე­ბა, თუმ­ცა - ამა­ოდ (იცი­ნის). ბავ­შვო­ბი­დან ვე­წე­ვი და ალ­ბათ გა­დაგ­დე­ბაც იმი­ტომ მი­ჭირს. ალ­კოჰო­ლი­ან სას­მელ­საც მი­ვირ­თმევ, მაგ­რამ ხში­რად - არა.

- რო­გო­რი სიმ­თვრა­ლე გაქვს?

- ძა­ლი­ან კარ­გი სიმ­თვრა­ლე მაქვს, მაგ­რამ კვი­რა­ში სამ­ჯერ მა­ინც თუ დავ­ლიე, მერე "ვჭე­დავ" (იცი­ნის) და მე­გობ­რებს ძლივს ავ­ყა­ვარ სახ­ლში.

- ერ­თგუ­ლი ხარ?

- ზედ­მე­ტად ერ­თგუ­ლი ადა­მი­ა­ნი ვარ და ამას ყვე­ლა ჩემი მე­გო­ბა­რი აღი­ა­რებს. ბო­ლოს და ბო­ლოს, ის მა­ინც იცის ყვე­ლამ, რომ 8 წელი ერთი ადა­მი­ა­ნის ერ­თგუ­ლი ვი­ყა­ვი. მერ­წმუ­ნეთ, შე­საძ­ლე­ბე­ლია, რჩე­ულს მთე­ლი ცხოვ­რე­ბა უერ­თგუ­ლიო, მაგ­რამ მთა­ვა­რია, სა­კუ­თა­რი მეგ­ზუ­რი სწო­რად შე­არ­ჩიო. სა­ქარ­თვე­ლო­ში შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბის ერ­თად ცხოვ­რე­ბა მი­ზან­შე­წო­ნი­ლი არ არის მა­ნამ, ვიდ­რე არ და­ქორ­წინ­დე­ბი­ან. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რეა სწო­რედ, ამ­დე­ნი ოჯა­ხი რომ ინ­გრე­ვა. შეყ­ვა­რე­ბუ­ლო­ბა­ნა სხვა რა­მეა და ერ­თად ცხოვ­რე­ბა - კი­დევ სულ სხვა... პირ­ველ რიგ­ში, მე­უღ­ლე ჩემი სა­უ­კე­თე­სო მე­გო­ბა­რი უნდა იყოს.

- რო­მან­ტი­კუ­ლი ხარ?

- რო­მან­ტი­კუ­ლი ნამ­დვი­ლად ვარ, მაგ­რამ ბა­ნა­ლუ­რი - არა. ფან­ჯრე­ბის წინ სე­რე­ნა­დის სიმ­ღე­რა, გუ­ლის შე­მო­ხაზ­ვა და ცე­ცხლის დან­თე­ბა, ყვა­ვი­ლე­ბის გაგ­ზავ­ნა არ მჩვე­ვია. ჩემ­თვის მარ­ტი­ვი გი­ჟო­ბე­ბი უფრო მეტს ნიშ­ნავს, ვიდ­რე ვი­თომ "დონე" რა­ღა­ცე­ბის კე­თე­ბა.

- გა­სა­გე­ბია, რომ სა­კუ­თა­რი წე­სე­ბი და კა­ნო­ნე­ბი გაქვს, მაგ­რამ მა­ინც გკი­თხავ: ქარ­თუ­ლი ტრა­დი­ცი­ე­ბი თუ მოგ­წონს?

- ბევრ ქარ­თულ ტრა­დი­ცი­ას­თან ძა­ლი­ან ცუდი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მაქვს. არ მომ­წონს მა­გა­ლი­თად, ქარ­თუ­ლი ტრა­დი­ცი­უ­ლი ქორ­წი­ლი.

- შენ რო­გორ ქორ­წილს გა­და­იხ­დი?

- მო­მა­ვალ­ში გა­და­ვიხ­დი ისეთ ქორ­წილს, რო­გო­რიც და­გეგ­მი­ლი მქონ­და.

- გაგ­ვიმ­ხი­ლე, რო­გო­რი ქორ­წი­ლი გქონ­და და­გეგ­მი­ლი?

- ჩემი ქორ­წი­ლი იქ­ნე­ბა აუ­ცი­ლებ­ლად, ბუ­ნე­ბა­ში, რად­გან ბუ­ნე­ბის მოყ­ვა­რუ­ლი ვარ და არც ქარ­თუ­ლი მუ­სი­კა იქ­ნე­ბა ფო­ნად. ისე არ მინ­და გა­მო­მი­ვი­დეს, რომ ქარ­თუ­ლი არა­ფე­რი მომ­წონს, მაგ­რამ ვფიქ­რობ, ადა­მი­ა­ნე­ბი რა­ღაც ჩარ­ჩო­ე­ბით არ უნდა ვი­ზღუ­დე­ბო­დეთ სა­კუ­თარ არ­ჩე­ვან­ში. ქარ­თუ­ლი ტრა­დი­ცი­აა ისიც, რომ ბი­ჭებს ცო­ლე­ბი მშობ­ლე­ბის სახ­ლში მიჰ­ყავთ და მერე ახალ­და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი წყვი­ლის რჩე­ნა­ზე დედ-მამა ზრუ­ნავს, ჩემ­თვის კი ასე­თი რა­ღა­ცე­ბი მი­ღე­ბე­ლია.

- რო­გო­რი გო­გო­ნე­ბი მოგ­წონს?

- უპი­რა­ტე­სო­ბას შევგვრე­მან გო­გო­ნებს ვა­ნი­ჭებ, თუმ­ცა კარ­გი ქალი შე­იძ­ლე­ბა, ქე­რაც იყოს. არ მომ­წონს ზედ­მე­ტად ნაზი ქა­ლე­ბი. ჩემ­თვის მარ­ტო გა­რეგ­ნო­ბა არ არის მთა­ვა­რი. პირ­ველ რიგ­ში, ჩემი რჩე­უ­ლი კარ­გი ადა­მი­ა­ნი უნდა იყოს, ზრდი­ლო­ბა უნდა ჰქონ­დეს, უფ­როს-უმ­ცრო­სის გარ­ჩე­ვა უნდა შე­ეძ­ლოს.

- აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ცეკ­ვავ­დეს?

- არა, ეგ აუ­ცი­ლე­ბე­ლი არ არის. შე­იძ­ლე­ბა, სხვა პრო­ფე­სი­ის ადა­მი­ა­ნიც შე­მიყ­ვარ­დეს.

- ეჭ­ვი­ა­ნი ხარ?

- ეჭ­ვი­ა­ნი ნამ­დვი­ლად ვარ. რაც უფრო მე­ტად ვუ­ახ­ლოვ­დე­ბი ადა­მი­ანს, მით უფრო მკაც­რი ვხდე­ბი მის მი­მართ. მინ­და, ჩემ გვერ­დით მყო­ფი ქალი უნაკ­ლო იყოს. ყო­ველ­თვის ვეც­დე­ბი, ჩემ­მა რჩე­ულ­მა სწო­რი ნა­ბი­ჯე­ბი გა­დად­გას.

- საყ­ვა­რელ ადა­მი­ანს პირ­ვე­ლად ვის გა­აც­ნობ?

- მას აუ­ცი­ლებ­ლად, დე­დას გა­ვაც­ნობ. დე­და­ჩე­მი ერ­თა­დერ­თი და შე­უც­ვლე­ლი ქა­ლია ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში.

- გიგი, თუ იმ 8-წლი­ან სიყ­ვა­რულს არ ჩავ­თვლით, ბევ­რჯერ გყვა­რე­ბია?

- ბევ­რჯერ ნამ­დვი­ლად არ მყვა­რე­ბია. ვიდ­რე სა­ლო­მე შე­მიყ­ვარ­დე­ბო­და, ამე­რი­კა­ში (ეს აქამ­დე არა­ვის­თვის მით­ქვამს) 4-წლი­ა­ნი სიყ­ვა­რუ­ლი მა­კავ­ში­რებ­და ერთ გო­გო­ნას­თან. მა­შინ დაშ­ვე­ბულ შეც­დო­მებ­ზე ბევ­რი რამ ვის­წავ­ლე. თუმ­ცა, იმ 8-წლი­ან ურ­თი­ერ­თო­ბა­შიც ბევ­რი შეც­დო­მა და­ვუშ­ვი. ვფიქ­რობ, მე­სა­მე სიყ­ვა­რუ­ლი სა­ბო­ლო­ოდ გა­მო­მას­წო­რებს. ცხოვ­რე­ბა გრძელ­დე­ბა. გიყ­ვარ­და, აღარ გიყ­ვარს და კი­დევ გეყ­ვა­რე­ბა.

- გო­გო­ნებს შენ­თვის სიყ­ვა­რუ­ლი ბევ­რჯერ აუხ­სნი­ათ?

- დიახ, მსგავ­სი შემ­თხვე­ვა ბევ­რჯერ ყო­ფი­ლა. ჩემ­ზე შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი მად­ლო­ბით გა­მის­ტუმ­რე­ბია, რაც გულ­წრფე­ლად რომ გი­თხრათ, ძა­ლი­ან უხერ­ხუ­ლია. ბოლო დროს ანუ მას შემ­დეგ, რაც პო­პუ­ლა­რუ­ლი გავ­ხდი, რა­ტომ­ღაც მა­მა­კა­ცე­ბიც მიხ­სნი­ან სიყ­ვა­რულს, რაც ნამ­დვი­ლად არ მომ­წონს.

- საყ­ვა­რე­ლი ქა­ლის გა­ნე­ბივ­რე­ბა შე­გიძ­ლია?

- შე­მიძ­ლია და თა­ნაც, რო­გორ... მივ­ხვდი, რომ ეს ჩემი ერთ-ერთი უარ­ყო­ფი­თი თვი­სე­ბაა: ზედ­მე­ტი არა­ფე­რი ვარ­გა. მე კი ბოლო თეთ­რიც შე­იძ­ლე­ბა დავ­ხარ­ჯო საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის­თვის.

სოფო ჭო­ნიშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

როგორი ქორწილის გადახდა ჰქონდა დაგეგმილი გიგი გაჩეჩილაძეს

როგორი ქორწილის გადახდა ჰქონდა დაგეგმილი გიგი გაჩეჩილაძეს

სამეჯლისო ცეკვების დიდოსტატი, გიგი გაჩეჩილაძე ინტერვიუს ჩაწერის დროს საოცრად გულწრფელი იყო. მან თამამად ილაპარაკა საკუთარ უარყოფით თვისებებზე და არც დადებითი დაუმალავს. ამბობს, რომ დიდი სიყვარული და საყვარელი ადამიანის ცხოვრების ბოლომდე ერთგულება შეუძლია.

- ამ ეტაპზე მარტო ვცხოვრობ, ისე კი მყავს დედა, მამა, ერთი ძმა და ერთიც - და. ჩემი და, როგორც იცით, ამერიკაში ცხოვრობს და ერთმანეთს იშვიათად ვხედავთ. მყავს დისშვილი ლევანი. ხანდახან პროექტები გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ერთმანეთი ვნახოთ.

- მარტო ცხოვრება რატომ გადაწყვიტე?

- ბავშვობიდან დამოუკიდებლობას მიმაჩვიეს. 11 წლის ვიყავი, როცა ამერიკაში მარტო წავედი. რაღაც პერიოდი დასთან ვცხოვრობდი, 13 წლისა კი ცალკე გადავედი. დიდი ხანია, მშობლებისთვის ფული არ მითხოვია. მანქანა, სახლი და ის ყველაფერი, რაც მჭირდება, საკუთარი შრომით მაქვს შეძენილი. მიყვარს, როცა წარმატებას დამოუკიდებლად ვაღწევ, არასოდეს არავის იმედად არ ვარ.

- და მაინც, მშობლებმა არ გააპროტესტეს, საცხოვრებლად ცალკე რომ გადახვედი?

- პირიქით, ეს ძალიან გაუხარდათ (იცინის).

- რატომ გაუხარდათ?

- იმიტომ, რომ სახლში აუტანელი ვარ. გამოვიკეტებოდი ხოლმე ჩემს ოთახში და გარეთ არ გავდიოდი.

- დეპრესიულიც ხომ არ ხარ?

- დეპრესიული არ ვარ. უბრალოდ, მარტო ყოფნა მიყვარს.

- ოთახში გამოკეტილი რას აკეთებ?

- ვკითხულობ, ფილმებს ვუყურებ, მეგობრებს ვეკონტაქტები და ა.შ. მთელი დღე სტუდიაში, უამრავ ადამიანთან მიწევს ურთიერთობა და აქედან გამომდინარე, სახლში "სკუჩნად" ყოფნა მომწონს.

- მიზანდასახული ხარ?

- დიახ. ვფიქრობ, ნებისმიერ ადამიანს უნდა ჰქონდეს რაღაც მიზანი და ამ მიზნისკენ ისწრაფოდეს. პირველად "ახალგაზრდული ცეკვების კავშირი" მე ჩამოვაყალიბე. იმ პერიოდში ასეთი რამ არც ერთ ქვეყანაში არ არსებობდა, ახლა კი მსოფლიო ცეკვების ორგანიზაციაშიც გაიხსნა "ახალგაზრდული ცეკვების კავშირი", რაც ძალიან მიხარია. ამით იმის თქმა მინდა, რომ მიყვარს ჩემი საქმე და არჩეული გზიდან არ გადავუხვევ.

- ზოდიაქოს ნიშნით ვინ ხარ?

- სასწორი.

- რით გამოირჩევა სასწორი სხვა ზოდიაქოს ნიშნებისგან?

- სასწორი პირველ რიგში, ხასიათდება იმით, რომ სამართლიანია და გადაწყვეტილებას ძნელად იღებს. ამ თვისებით მეც გამოვირჩევი: გადაწყვეტილებას მანამ არ მივიღებ, ვიდრე ყველაფერს არ გავთვლი.

- შენს უარყოფით თვისებად რას მიიჩნევ?

- იმას, რომ ძალიან ფიცხი ხასიათი მაქვს. ბოლო დროს კიდევ არა მიშავს, ცოტა ჭკუა ვისწავლე და ვცდი­ლობ, ჩემი სიფიცხე ჩავახშო, რადგან რაღაცებში მიშლიდა ხელს. საერთოდ, საკუთარი თავის მიმართ კრიტიკული ვარ. ვეძებ ჩემს უარყოფით თვისებებს და მერე მის გამოსწორებასაც ვცდილობ. კიდევ, ჩემს ერთ უარყოფით თვისებას გამოვყოფ: ძალიან მერყევი ვარ. ზოგჯერ ვერ ვხვდები, რა მინდა.

- მეგობრები როგორ გახასიათებენ?

- როცა ჩემზე ლაპარაკობენ, ყოველთვის აღნიშნავენ, რომ "ადამიანი გული" ვარ. თუ ვინმე ჩემ მიმართ ცოტაოდენ სითბოს გამოამჟღავნებს, შემიძლია, თან გადავყვე.

- წყენის გულში ჩადება გჩვე­ვია?

- არა, მაგრამ დაკვირვებული ვარ: რატომღაც, ყოველთვის ისე ხდება, რომ ვინც გულს მატკენს და მაწყენინებს, მას ჩემი ჩარევის გარეშეც, აუცილებლად მიეზღვება სამაგიერო.

- მორწმუნე ხარ?

- ამით ვერ დავიტრაბახებ, რადგან ეკლესიურად არ ვცხოვრობ, ტაძარში არ დავდივარ და არც არადროს მიმარხულია.

- ჯვარსაც არ ატარებ?

- ჯვარს ზურგით ვატარებ ანუ დახატული მაქვს. ეს არის ჩვენი საოჯახო ჯვარი, რომელიც ყველას გვაქვს ამოსვირინგებული. მე მაქვს, საკუთარი პრინციპები და არ მცხვენია იმის თქმის, რომ მორწმუნე არ ვარ. ყველაფერში მაქსიმალისტი ვარ და რასაც ვაკეთებ, ბოლომდე უნდა გავაკეთო. ჰოდა, მორწმუნე რომ გავხდე, არც ერთ კანონს არ დავარღვევ და ბოლოს აუცილებლად, ბერად აღვიკვეცები. არ მომწონს დღევანდელი ტენდენცია: ეკლესიაში სიარული მოდად რომ იქცა. ცხოვრებაში სხვა პრიორიტეტები მაქვს და აქედან გამომდინარე, ეკლესიური ცხოვრებისგან თავს ვიკავებ. ისე არ გაიგოს ვინმემ, თითქოს სატანისტი ვარ. მერწმუნეთ, ასე ნამდვილად არ არის.

- მარტო ვცხოვრობო, - აღნიშნე. სახლის დალაგება და საკუთარი ნივთების მოწესრიგება გეხერხება?

- ყველაფრის გაკეთება მეხერხება, მაგრამ ამ მხრივ ძალიან ზარმაცი ვარ... როცა ჩემთან მეგობრები მოდიან, ვჭამთ, ვსვამთ, მერე კი დალაგება მეზარება და მომდევნო შეკრებამდე ხელს არაფერს ვკიდებ.

- მეგობრები გილაგებენ სახლს?

- დიახ, კვირაში ერთხელ მოდიან და ალაგებენ. თან, ყველა ოთახს არ ვურევ; ერთი კუთხე მაქვს ამოჩემებული, სადაც ჩემთვის, "სკუჩნად" ვარ. მეგობრები როცა მოდიან, მაშინ გავდივართ სხვა ოთახში.

- კერძების მომზადება თუ გეხერხება?

- ყველანაირი კერძის მომზადება ვიცი და გემრიელიც გამომდის, მაგრამ იშვიათად ვამზადებ ხოლმე. სახლში იშვიათად ვჭამ. მაცივარშიც არასდროს არაფერი მაქვს, თუ უკვე გაფუჭებულ რაღაცებს არ ჩავთვლით (იცინის).

- მავნე ჩვევები თუ მაქვს?

- სიგარეტს ვეწევი. ვცდილობ, მასზე დამოკიდებული არ ვიყო, მაგრამ არ გამომდის. რამდენჯერმე ვცადე თავის დანებება, თუმცა - ამაოდ (იცინის). ბავშვობიდან ვეწევი და ალბათ გადაგდებაც იმიტომ მიჭირს. ალკოჰოლიან სასმელსაც მივირთმევ, მაგრამ ხშირად - არა.

- როგორი სიმთვრალე გაქვს?

- ძალიან კარგი სიმთვრალე მაქვს, მაგრამ კვირაში სამჯერ მაინც თუ დავლიე, მერე "ვჭედავ" (იცინის) და მეგობრებს ძლივს ავყავარ სახლში.

- ერთგული ხარ?

- ზედმეტად ერთგული ადამიანი ვარ და ამას ყველა ჩემი მეგობარი აღიარებს. ბოლოს და ბოლოს, ის მაინც იცის ყველამ, რომ 8 წელი ერთი ადამიანის ერთგული ვიყავი. მერწმუნეთ, შესაძლებელია, რჩეულს მთელი ცხოვრება უერთგულიო, მაგრამ მთავარია, საკუთარი მეგზური სწორად შეარჩიო. საქართველოში შეყვარებულების ერთად ცხოვრება მიზანშეწონილი არ არის მანამ, ვიდრე არ დაქორწინდებიან. აქედან გამომდინარეა სწორედ, ამდენი ოჯახი რომ ინგრევა. შეყვარებულობანა სხვა რამეა და ერთად ცხოვრება - კიდევ სულ სხვა... პირველ რიგში, მეუღლე ჩემი საუკეთესო მეგობარი უნდა იყოს.

- რომანტიკული ხარ?

- რომანტიკული ნამდვილად ვარ, მაგრამ ბანალური - არა. ფანჯრების წინ სერენადის სიმღერა, გულის შემოხაზვა და ცეცხლის დანთება, ყვავილების გაგზავნა არ მჩვევია. ჩემთვის მარტივი გიჟობები უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე ვითომ "დონე" რაღაცების კეთება.

- გასაგებია, რომ საკუთარი წესები და კანონები გაქვს, მაგრამ მაინც გკითხავ: ქართული ტრადიციები თუ მოგწონს?

- ბევრ ქართულ ტრადიციასთან ძალიან ცუდი დამოკიდებულება მაქვს. არ მომწონს მაგალითად, ქართული ტრადიციული ქორწილი.

- შენ როგორ ქორწილს გადაიხდი?

- მომავალში გადავიხდი ისეთ ქორწილს, როგორიც დაგეგმილი მქონდა.

- გაგვიმხილე, როგორი ქორწილი გქონდა დაგეგმილი?

- ჩემი ქორწილი იქნება აუცილებლად, ბუნებაში, რადგან ბუნების მოყვარული ვარ და არც ქართული მუსიკა იქნება ფონად. ისე არ მინდა გამომივიდეს, რომ ქართული არაფერი მომწონს, მაგრამ ვფიქრობ, ადამიანები რაღაც ჩარჩოებით არ უნდა ვიზღუდებოდეთ საკუთარ არჩევანში. ქართული ტრადიციაა ისიც, რომ ბიჭებს ცოლები მშობლების სახლში მიჰყავთ და მერე ახალდაქორწინებული წყვილის რჩენაზე დედ-მამა ზრუნავს, ჩემთვის კი ასეთი რაღაცები მიღებელია.

- როგორი გოგონები მოგწონს?

- უპირატესობას შევგვრემან გოგონებს ვანიჭებ, თუმცა კარგი ქალი შეიძლება, ქერაც იყოს. არ მომწონს ზედმეტად ნაზი ქალები. ჩემთვის მარტო გარეგნობა არ არის მთავარი. პირველ რიგში, ჩემი რჩეული კარგი ადამიანი უნდა იყოს, ზრდილობა უნდა ჰქონდეს, უფროს-უმცროსის გარჩევა უნდა შეეძლოს.

- აუცილებლად უნდა ცეკვავდეს?

- არა, ეგ აუცილებელი არ არის. შეიძლება, სხვა პროფესიის ადამიანიც შემიყვარდეს.

- ეჭვიანი ხარ?

- ეჭვიანი ნამდვილად ვარ. რაც უფრო მეტად ვუახლოვდები ადამიანს, მით უფრო მკაცრი ვხდები მის მიმართ. მინდა, ჩემ გვერდით მყოფი ქალი უნაკლო იყოს. ყოველთვის ვეცდები, ჩემმა რჩეულმა სწორი ნაბიჯები გადადგას.

- საყვარელ ადამიანს პირველად ვის გააცნობ?

- მას აუცილებლად, დედას გავაცნობ. დედაჩემი ერთადერთი და შეუცვლელი ქალია ჩემს ცხოვრებაში.

- გიგი, თუ იმ 8-წლიან სიყვარულს არ ჩავთვლით, ბევრჯერ გყვარებია?

- ბევრჯერ ნამდვილად არ მყვარებია. ვიდრე სალომე შემიყვარდებოდა, ამერიკაში (ეს აქამდე არავისთვის მითქვამს) 4-წლიანი სიყვარული მაკავშირებდა ერთ გოგონასთან. მაშინ დაშვებულ შეცდომებზე ბევრი რამ ვისწავლე. თუმცა, იმ 8-წლიან ურთიერთობაშიც ბევრი შეცდომა დავუშვი. ვფიქრობ, მესამე სიყვარული საბოლოოდ გამომასწორებს. ცხოვრება გრძელდება. გიყვარდა, აღარ გიყვარს და კიდევ გეყვარება.

- გოგონებს შენთვის სიყვარული ბევრჯერ აუხსნიათ?

- დიახ, მსგავსი შემთხვევა ბევრჯერ ყოფილა. ჩემზე შეყვარებული ადამიანი მადლობით გამისტუმრებია, რაც გულწრფელად რომ გითხრათ, ძალიან უხერხულია. ბოლო დროს ანუ მას შემდეგ, რაც პოპულარული გავხდი, რატომღაც მამაკაცებიც მიხსნიან სიყვარულს, რაც ნამდვილად არ მომწონს.

- საყვარელი ქალის განებივრება შეგიძლია?

- შემიძლია და თანაც, როგორ... მივხვდი, რომ ეს ჩემი ერთ-ერთი უარყოფითი თვისებაა: ზედმეტი არაფერი ვარგა. მე კი ბოლო თეთრიც შეიძლება დავხარჯო საყვარელი ადამიანისთვის.

სოფო ჭონიშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება