სპორტი
სამართალი
პოლიტიკა

29

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 09:28-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 15:49-ზე – ყველაფრის მიღწევა შეიძლება, თუ კრეატიული ხართ და მიზნის მიღწევას ცდილობთ. უნდა დაიცვათ თქვენი პრინციპები და აქტიურად გამოხატოთ თქვენი ემოციები და გრძნობები. გადაიხადეთ ვალები. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. განახორციელეთ ნებისმიერი რადიკალური ცვლილება – ავეჯის გადაწყობიდან ბიზნესის კონცეფციის შეცვლამდე. არ არის რეკომენდებული ფინანსური საქმეების წარმართვა. ახალი საქმეების დაწყება. კარგია ტაძრებისა და მონასტრების მონახულება. კარგია სამზარეულოს დასუფთავება, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთება, დაუთოება.
კონფლიქტები
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დუმილის დარღვევა ამ სისულელისთვის არ ღირდა" - ჭიკაიძე "ნაციონალების" კრიტიკის ქარ-ცეცხლში
"დუმილის დარღვევა ამ სისულელისთვის არ ღირდა" - ჭიკაიძე "ნაციონალების" კრიტიკის ქარ-ცეცხლში

"დუ­მი­ლის დარ­ღვე­ვა ამ სი­სუ­ლე­ლის­თვის არ ღირ­და, სი­ჩუ­მე უფრო შვე­ნის", - ეს არის ეკა ხერ­ხე­უ­ლი­ძის პა­სუ­ხი სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნისტრს, ალექ­სან­დრე ჭი­კა­ი­ძეს იმ ინ­ტერ­ვი­უს სა­პა­სუ­ხოდ, რო­მელ­შიც შს მი­ნის­ტრი ქვე­ყა­ნა­ში მო­სა­ლოდ­ნელ დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცი­ა­ზე სა­უბ­რობს. მი­ნის­ტრის თქმით, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" ქვე­ყა­ნა­ში არე­უ­ლო­ბას გეგ­მავს.

ჭი­კა­ი­ძე:

"მათ ("ნა­ცი­ო­ნა­ლებ­მა") ჩა­მო­იყ­ვა­ნეს უკ­რა­ი­ნი­დან ევ­რო­მა­ი­და­ნის აქ­ტი­ვის­ტე­ბი, ატა­რე­ბენ ტრე­ნინ­გებს და მო­სამ­ზა­დე­ბელ სა­მუ­შა­ო­ებს. ეს ინ­ფორ­მა­ცია მე­დი­ა­შიც მუ­სი­რებს. მათ სა­ფარ­ქვეშ ჰყავთ რამ­დე­ნი­მე არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია, რომ­ლე­ბიც აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ო­ბენ იმა­ზე, რო­გორ გა­მო­იყ­ვა­ნონ ხალ­ხი ქუ­ჩა­ში, მოხ­დეს არე­უ­ლო­ბა, შემ­დეგ ისევ მათ­მა ხალ­ხმა ეს­რო­ლოს ვინ­მეს და ეს დაჰბ­რალ­დეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას. იგეგ­მე­ბა, რომ გა­შა­ლონ კარ­ვე­ბი, სა­დაც 300-400 კა­ცის მო­ბი­ლი­ზე­ბას მო­ახ­დე­ნენ". (იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს ვრცე­ლი ვერ­სია)

რაც შე­ე­ხე­ბა "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" ლი­დე­რე­ბის რე­აქ­ცი­ას შს მი­ნის­ტრის ამ ხმა­უ­რი­ან გან­ცხა­დე­ბებ­ზე, გი­ორ­გი ბა­რა­მი­ძე მე­დი­ას­თან კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყოფს ჭი­კა­ი­ძის მიერ ნათ­ქვამს და აცხა­დებს, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" არა­სო­დეს მი­ი­ღებს არა­ნა­ირ შე­ი­ა­რა­ღე­ბულ პრო­ცე­სებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას.

მი­ნის­ტრის ნათ­ქვამს სი­სუ­ლე­ლეს უწო­დებს ეკა ხერ­ხე­უ­ლი­ძე, რაც შე­ე­ხე­ბა გოგა ხა­ჩი­ძეს, ის Facebook-ზე წერს, რომ ჯერ ვერ მო­ი­ფიქ­რა, რა თქვას ჭი­კა­ი­ძე­ზე.

Facebook/ გოგა ხა­ჩი­ძე, "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა"

@ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა,

თუ მარ­თლა მა­ი­დანს ამ­ზა­დებთ და მე დღემ­დე არა­ფე­რი გა­მი­გია, შე­გირ­ცხვეთ ნა­მუ­სი, თუ არა და...

... ამ ჭი­კა­ი­ძე­ზე რა ვთქვა, ვერ მო­ვი­ფიქ­რე.

არა­ნაკ­ლებ მწვა­ვეა ჭი­კა­ი­ძის მი­სა­მარ­თით გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბა, რო­მე­ლიც პავ­ლე კუბ­ლაშ­ვილს ეკუთ­ვნის. სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­ცი­რე­სო­ბის ერთ-ერთი ლი­დე­რი ამ­ბობს, რომ ამ გან­ცხა­დე­ბე­ბით "ალექ­სან­დრე ჭი­კა­ი­ძე ცდი­ლობს, ვი­ღა­ცას მო­აჩ­ვე­ნოს, რომ მარ­თლა მი­ნის­ტრია".

შს მი­ნის­ტრის ინ­ტერ­ვი­უს­თან და­კავ­ში­რე­ბით უკვე გა­კეთ­და გან­ცხა­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­შიც. რო­გორც სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ, და­ვით ჯა­ლა­ღა­ნი­ამ მე­დი­ას­თან გა­ნა­ცხა­და, სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო არ ფლობს ინ­ფორ­მა­ცი­ას, თით­ქოს "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" მა­ი­და­ნის სცე­ნა­რის გან­მე­ო­რე­ბას გეგ­მავს".

და­გა­ინ­ტე­რე­სებთ: ჭი­კა­ი­ძე ქვე­ყა­ნა­ში მო­სა­ლოდ­ნელ არე­უ­ლო­ბა­ზე - რა არის ცნო­ბი­ლი შს მი­ნის­ტრის­თვის სა­ა­კაშ­ვი­ლის გეგ­მე­ბის შე­სა­ხებ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გამარჯვება პირველივე წუთებზე - ილია თოფურიამ ოლივიერა ნოკაუტში ჩააგდო და ჩემპიონი გახდა

"დუმილის დარღვევა ამ სისულელისთვის არ ღირდა" - ჭიკაიძე "ნაციონალების" კრიტიკის ქარ-ცეცხლში

"დუმილის დარღვევა ამ სისულელისთვის არ ღირდა" - ჭიკაიძე "ნაციონალების" კრიტიკის ქარ-ცეცხლში

"დუმილის დარღვევა ამ სისულელისთვის არ ღირდა, სიჩუმე უფრო შვენის", - ეს არის ეკა ხერხეულიძის პასუხი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, ალექსანდრე ჭიკაიძეს იმ ინტერვიუს საპასუხოდ, რომელშიც შს მინისტრი ქვეყანაში მოსალოდნელ დესტაბილიზაციაზე საუბრობს. მინისტრის თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" ქვეყანაში არეულობას გეგმავს.

ჭიკაიძე:

"მათ ("ნაციონალებმა") ჩამოიყვანეს უკრაინიდან ევრომაიდანის აქტივისტები, ატარებენ ტრენინგებს და მოსამზადებელ სამუშაოებს. ეს ინფორმაცია მედიაშიც მუსირებს. მათ საფარქვეშ ჰყავთ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებიც აქტიურად მუშაობენ იმაზე, როგორ გამოიყვანონ ხალხი ქუჩაში, მოხდეს არეულობა, შემდეგ ისევ მათმა ხალხმა ესროლოს ვინმეს და ეს დაჰბრალდეს ხელისუფლებას. იგეგმება, რომ გაშალონ კარვები, სადაც 300-400 კაცის მობილიზებას მოახდენენ". (იხილეთ ინტერვიუს ვრცელი ვერსია)

რაც შეეხება "ნაციონალების" ლიდერების რეაქციას შს მინისტრის ამ ხმაურიან განცხადებებზე, გიორგი ბარამიძე მედიასთან კატეგორიულად უარყოფს ჭიკაიძის მიერ ნათქვამს და აცხადებს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" არასოდეს მიიღებს არანაირ შეიარაღებულ პროცესებში მონაწილეობას.

მინისტრის ნათქვამს სისულელეს უწოდებს ეკა ხერხეულიძე, რაც შეეხება გოგა ხაჩიძეს, ის Facebook-ზე წერს, რომ ჯერ ვერ მოიფიქრა, რა თქვას ჭიკაიძეზე.

Facebook/ გოგა ხაჩიძე, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"

@ერთიანი ნაციონალური მოძრაობა,

თუ მართლა მაიდანს ამზადებთ და მე დღემდე არაფერი გამიგია, შეგირცხვეთ ნამუსი, თუ არა და...

... ამ ჭიკაიძეზე რა ვთქვა, ვერ მოვიფიქრე.

არანაკლებ მწვავეა ჭიკაიძის მისამართით გაკეთებული განცხადება, რომელიც პავლე კუბლაშვილს ეკუთვნის. საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი ამბობს, რომ ამ განცხადებებით "ალექსანდრე ჭიკაიძე ცდილობს, ვიღაცას მოაჩვენოს, რომ მართლა მინისტრია".

შს მინისტრის ინტერვიუსთან დაკავშირებით უკვე გაკეთდა განცხადება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროშიც. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით ჯალაღანიამ მედიასთან განაცხადა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო არ ფლობს ინფორმაციას, თითქოს "ნაციონალური მოძრაობა" მაიდანის სცენარის განმეორებას გეგმავს".

დაგაინტერესებთ: ჭიკაიძე ქვეყანაში მოსალოდნელ არეულობაზე - რა არის ცნობილი შს მინისტრისთვის სააკაშვილის გეგმების შესახებ

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა