Faceამბები
სამართალი
მსოფლიო

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 15:45-ზე, მთვარე სასწორშია – რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. დღეს დაწყებული მოგზაურობა აუცილებლად წარმატებით დასრულდება. ზედმეტი არ მიირთვათ. კარგია მცენარეული ჩაის, ნატურალური წვენების დალევა და ბოსტნეულის კერძების ჭამა.
საზოგადოება
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მაიდნებს აწყობს არა ოპოზიცია, არამედ ხელისუფლება" - დავით დარჩიაშვილის პასუხი ალექსანდრე ჭიკაიძეს
"მაიდნებს აწყობს არა ოპოზიცია, არამედ ხელისუფლება" - დავით დარჩიაშვილის პასუხი ალექსანდრე ჭიკაიძეს

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ერთ-ერთი ლი­დე­რის, და­ვით დარ­ჩი­აშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, მა­იდ­ნებს აწყობს არა ოპო­ზი­ცია, არა­მედ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა.

ასე პა­სუ­ხობს დარ­ჩი­აშ­ვი­ლი ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის ალექ­სან­დრე ჭი­კა­ი­ძის გან­ცხა­დე­ბას "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მხრი­დან ქვე­ყა­ნა­ში დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცი­ის შექ­მნი­სა და სა­ქარ­თვე­ლო­ში ევ­რო­მა­იდ­ნის სცე­ნა­რის გა­მე­ო­რე­ბის შე­სა­ხებ.

"როცა ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის დონე არის ესე­თი, ეს სა­ხელ­მწი­ფოს მმარ­თვე­ლო­ბის სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მაა. პირ­ველ რიგ­ში ვი­ტყვი, რომ გა­ტა­რე­ბუ­ლი რე­ფორ­მე­ბის შემ­დეგ, პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა, როცა შს მი­ნის­ტრი კვლავ ფორ­მი­ა­ნი პო­ლი­ცი­ე­ლი გახ­და. ეს კახა თარ­გა­მა­ძის შემ­დეგ არ ყო­ფი­ლა. შე­ვარ­დნა­ძის მმარ­თვე­ლო­ბის ბოლო პე­რი­ოდ­შიც და­ფიქ­რდნენ და და­ი­წყეს სა­მო­ქა­ლა­ქო მი­ნის­ტრე­ბის და­ნიშ­ვნა. ახლა რი­გი­თი ოპე­რა­ტი­უ­ლი მუ­შა­კი კვლავ მი­ნის­ტრი გახ­და, შე­სა­ბა­მი­სია მისი გან­ცხა­დე­ბე­ბი და მისი ანა­ლი­ზის ჰო­რი­ზონ­ტი – სად ოპე­რა­ტი­უ­ლი მუ­შა­კი და სად პო­ლი­ტი­კა. რაც შე­ე­ხე­ბა მისი გან­ცხა­დე­ბის ში­ნა­არს, ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით გე­ტყვით, რომ მა­იდ­ნებს აწყობს არა ოპო­ზი­ცია, არა­მედ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა. თუ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ისეთს იზამს, რაც სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის მი­უ­ღე­ბე­ლი იქ­ნე­ბა, ეს იმას ნიშ­ნავს, რომ თა­ვად აწყობს მა­ი­დანს, აქ ოპო­ზი­ცია არა­ფერ შუ­ა­შია", - გა­ნუ­ცხა­და "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" და­ვით დარ­ჩი­აშ­ვილ­მა.

ამას­თან, რო­გორც დარ­ჩა­იშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის ფარ­გლებ­ში გეგ­მავს შეკ­რე­ბებს, გა­მოს­ვლებს, რა­შიც მისი თქმით, უკა­ნო­ნო არა­ფე­რია.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

"მაიდნებს აწყობს არა ოპოზიცია, არამედ ხელისუფლება" - დავით დარჩიაშვილის პასუხი ალექსანდრე ჭიკაიძეს

"მაიდნებს აწყობს არა ოპოზიცია, არამედ ხელისუფლება" - დავით დარჩიაშვილის პასუხი ალექსანდრე ჭიკაიძეს

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, დავით დარჩიაშვილის განცხადებით, მაიდნებს აწყობს არა ოპოზიცია, არამედ ხელისუფლება.

ასე პასუხობს დარჩიაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრის ალექსანდრე ჭიკაიძის განცხადებას "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან ქვეყანაში დესტაბილიზაციის შექმნისა და საქართველოში ევრომაიდნის სცენარის გამეორების შესახებ.

"როცა შინაგან საქმეთა მინისტრის დონე არის ესეთი, ეს სახელმწიფოს მმართველობის სერიოზული პრობლემაა. პირველ რიგში ვიტყვი, რომ გატარებული რეფორმების შემდეგ, პირველი შემთხვევა, როცა შს მინისტრი კვლავ ფორმიანი პოლიციელი გახდა. ეს კახა თარგამაძის შემდეგ არ ყოფილა. შევარდნაძის მმართველობის ბოლო პერიოდშიც დაფიქრდნენ და დაიწყეს სამოქალაქო მინისტრების დანიშვნა. ახლა რიგითი ოპერატიული მუშაკი კვლავ მინისტრი გახდა, შესაბამისია მისი განცხადებები და მისი ანალიზის ჰორიზონტი – სად ოპერატიული მუშაკი და სად პოლიტიკა. რაც შეეხება მისი განცხადების შინაარს, ამასთან დაკავშირებით გეტყვით, რომ მაიდნებს აწყობს არა ოპოზიცია, არამედ ხელისუფლება. თუ ხელისუფლება ისეთს იზამს, რაც საზოგადოებისთვის მიუღებელი იქნება, ეს იმას ნიშნავს, რომ თავად აწყობს მაიდანს, აქ ოპოზიცია არაფერ შუაშია", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" დავით დარჩიაშვილმა.

ამასთან, როგორც დარჩაიშვილმა განაცხადა, "ნაციონალური მოძრაობა" წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გეგმავს შეკრებებს, გამოსვლებს, რაშიც მისი თქმით, უკანონო არაფერია.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა