პოლიტიკა
კონფლიქტები

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ გადაიღეს 9 აპრილი: ადამიანების ნაამბობი, რომლებსაც დიდი წვლილი მიუძღვით საიდუმლოს გამჟღავნებაში
როგორ გადაიღეს 9 აპრილი: ადამიანების ნაამბობი, რომლებსაც დიდი წვლილი მიუძღვით საიდუმლოს გამჟღავნებაში

9 აპ­რი­ლის ტრა­გი­კულ დღე­ებ­ში არა­ნაკ­ლე­ბი უბე­დუ­რე­ბა ისიც იყო, რომ მა­სობ­რი­ვი სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით ცენ­ტრა­ლუ­რი პრე­სა და სა­ინ­ფორ­მა­ციო პროგ­რა­მა "ვრე­მია" ყალ­ბად და ტენ­დენ­ცი­უ­რად აშუ­ქებ­დნენ მოვ­ლე­ნებს, თით­ქოს ადა­მი­ან­თა მსხვერ­პლი მოხ­და წარ­მოქ­მნი­ლი ჭყლე­ტის შე­დე­გად. ხალ­ხი არ ცდე­ბო­და, რომ ამ დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ა­ში საბ­ჭო­თა პრო­პა­გან­დის­ტულ მან­ქა­ნას ადა­ნა­შა­უ­ლებ­და, რომ მათი ხელი ერია, რათა სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლი არ გამ­ხდა­რი­ყო რაც საბ­ჭო­თა არ­მი­ის ნა­წი­ლებ­მა ჩა­ი­დი­ნეს თბი­ლის­ში 1989 წლის 9 აპ­რი­ლის დი­ლის 4 სა­ათ­ზე მი­ტინ­გის დარ­ბე­ვის დროს. თუმ­ცა, ტრა­გე­დი­ი­დან მე­ო­რე დღეს მთელ­მა მსოფ­ლი­ომ გა­ი­გო ამ ბარ­ბა­რო­სუ­ლი აქ­ტის შე­სა­ხებ.

ის­ტო­რი­ე­ბი, რო­მე­ლიც ჯერ არ გვსმე­ნია 9 აპ­რილ­ზე - რო­გორ მოხ­ვდა ტრა­გი­კუ­ლი ღა­მის კად­რე­ბი მარ­გა­რეტ ტეტ­ჩერ­თან

დღე­ვან­დელ სტა­ტი­ა­ში გვინ­და მკი­თხველს შევ­თა­ვა­ზოთ იმ ადა­მი­ა­ნე­ბის ნა­ამ­ბო­ბი, რომ­ლებ­საც დიდი წვლი­ლი მი­უ­ძღვით ამ სა­ი­დუმ­ლოს გამ­ჟღავ­ნე­ბა­ში. მა­ნამ­დე კი თვალ­სა­ჩი­ნე­ო­ბის­თვის შე­მოგ­თა­ვა­ზებთ რამ­დე­ნი­მე ფრაგ­მენტს იმ დღე­ე­ბის ქრო­ნი­კი­დან, თუ რო­გორ მუ­შა­ობ­და საბ­ჭო­თა პრო­პა­გან­დის­ტუ­ლი მან­ქა­ნა.

9 აპ­რილს თით­ქმის მთე­ლი დღე დუმ­და სა­ქარ­თვე­ლოს ტე­ლე­ვი­ზია და რა­დიო, თუ არ ჩავ­თვლით "მო­წო­დე­ბას კე­თილ­გო­ნი­ე­რე­ბი­სა­კენ" და იმას, რომ თბი­ლი­სის ტრა­გე­დი­ას უწო­დეს "გარ­დაქ­მნი­სათ­ვის ზურ­გში ჩა­ცე­მუ­ლი ლახ­ვა­რი". იმ დღეს ეთერ­ში გა­ვი­და მხო­ლოდ სამი გა­და­ცე­მა, მათ შორ­გის იყო 16 სა­ათ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს კომ­პარ­ტი­ის ცენ­ტრა­ლუ­რი კო­მი­ტე­ტის მი­მარ­თვა მშრო­მე­ლე­ბი­სად­მი. 22 სა­ათ­სა და 50 წუთ­ზე - გე­ნე­რალ იგორ რო­დი­ო­ნო­ვის გა­მოს­ვლა, რო­მელ­მაც გა­მო­ა­ცხა­და, რომ შე­მო­ღე­ბუ­ლია კო­მენ­დან­ტის სა­ა­თი.

11 აპ­რილს კი გა­ზეთ "კო­მუ­ნის­ტში" გა­მოქ­ვეყ­ნდა ოფი­ცი­ა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბა: "8 აპ­რილს ღა­მით, ქა­ლაქ თბი­ლის­ში მთავ­რო­ბის სახ­ლის მო­ე­დან­ზე ექ­სტრე­მის­ტი, ან­ტი­სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ელე­მენ­ტე­ბის მიერ პრო­ვო­კა­ცი­უ­ლად გა­მოწ­ვე­ულ უწეს­რი­გო­ბა­თა აღ­კვე­თის დროს და­შავ­და ადა­მი­ან­თა ჯგფი სა­მო­ქა­ლა­ქო პირ­თა და სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­თა რი­ცხვი­დან, წარ­მოქ­მნი­ლი ჭყლე­ტის შე­დე­გად და­ი­ღუ­პა 16 კაცი. სკკპ ცენ­ტრა­ლუ­რი კო­მი­ტე­ტი, სსრ კავ­ში­რის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს პრე­ზი­დი­უ­მი და სსრ კავ­ში­რის მი­ნის­ტრთა საბ­ჭო ღრმა სამ­ძი­მარს უცხა­დე­ბენ და­ღუ­პულ­თა ოჯა­ხებს, ნა­თე­სა­ვებს და ახ­ლობ­ლებს".

გა­ზეთ "ვე­ჩერ­ნი თბი­ლი­სი" კი 11 აპ­რილს იუ­წყე­ბო­და, რომ "სწო­რედ ზო­გი­ერ­თი თვით­მარ­ქვია, ექ­სტრე­მის­ტი ლი­დე­რი­სა და ნა­ცი­ო­ნა­ლის­ტე­ბის სინ­დის­ზეა თბი­ლის­ში მომ­ხდა­რი ტრა­გი­კუ­ლი ამ­ბე­ბი, უწეს­რი­გო­ბა­ნი, რო­მელ­საც მსხვერ­პლი მოჰ­ყვა. ნა­ცი­ო­ნა­ლის­ტურ­მა გა­მოვ­ლი­ნე­ბებ­მა ან­ტი­სო­ცი­ა­ლის­ტუ­რი ელ­ფე­რი შე­ი­ძი­ნა".

იგი­ვე სუ­ლის­კვე­თე­ბით იყო გამ­სჭვა­ლუ­ლი სხვა ად­გი­ლობ­რივ პრე­სა­ში და­ბეჭ­დი­ლი სტა­ტი­ე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა.

ცენ­ტრა­ლუ­რი პრე­სა კი თით­ქოს გან­ზრახ აყ­რი­და მა­რილს ია­რებ­ზე მგლო­ვი­ა­რე ხალ­ხს. "პრავ­და", "იზ­ვეს­ტია", "სო­ვეტსკა­ია კულ­ტუ­რა". "ლი­ტე­რა­ტურ­ნა­ია გა­ზე­ტა" და სხვა გა­მო­ცე­მე­ბი დო­ზი­რე­ბუ­ლად, სი­ტყვა­ძუნწ ინ­ფორ­მა­ცი­ებს სჯერ­დე­ბოდ­ნენ.

დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ა­ში გან­სა­კუთ­რე­ბით "იმარ­ჯვა" სსრკ-ს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ბეჭდ­ვით­მა ორ­გა­ნომ "კრას­ნა­ია ზვეზ­და". მას­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ­მა სიც­რუ­ემ ყვე­ლა ნორ­მას გა­და­ა­ჭარ­ბა. სიც­რუ­ის ეს ეს­ტა­ფე­ტა შემ­დეგ აი­ტა­ცეს "სო­ვეტსკა­ია რა­სი­ამ", "მე­დი­ცინ­სკა­ია გა­ზე­ტამ", "სო­ვეტსკი პატ­რი­ოტ­მა" და სხვებ­მა.

გა­მო­ცე­მა "არ­გუ­მენ­ტი ი ფაქ­ტი"-ს 16 აპ­რი­ლის ნო­მერ­ში კი­თხვა­ზე "რა ქი­მი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბა იხ­მა­რეს თბი­ლის­ში 8 აპ­რი­ლის ღა­მეს?" - სსრკ-ს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს პრეს­სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრო­მე­ლი, რო­მელ­მაც ისურ­ვა, ინ­კოგ­ნი­ტოდ დარ­ჩე­ნი­ლი­ყო, პა­სუ­ხობს: "ში­ნა­გან­მა ჯა­რებ­მა იხ­მა­რეს მხო­ლოდ ცრემლსა­დე­ნი მოქ­მე­დე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, რო­მელ­საც წეს­რი­გის დაც­ვის ძა­ლე­ბი იყე­ნე­ბენ". თუმ­ცა არა­ფე­რი უთ­ქვამს "სი-ეს"-ით ათა­სო­ბით მო­წამ­ლულ­ზე, მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის ბარ­ბა­რო­სულ სას­ტიკ რბე­ვა-და­წი­ო­კე­ბა­ზე.

ქი­მი­ურ სა­შუ­ა­ლე­ბა­თა გა­მო­ყე­ნე­ბის შე­სა­ხებ ადეკ­ვა­ტუ­რი ინ­ფორ­მა­ცია მხო­ლოდ 19 აპ­რი­ლის "პრავ­და­ში" გა­მოქ­ვეყ­ნდა. სა­ინ­ფორ­მა­ციო გა­და­ცე­მა "ვრე­მი­ა­ში" გა­სულ აღ­მაშ­ფო­თე­ბელ დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ებ­ზე კი შე­იძ­ლე­ბა ტო­მე­ბი და­ი­წე­როს.

13 აპ­რილს გა­ზეთ "მო­ლო­დი­ოჟ გრუ­ზიი"-ში გა­მოქ­ვეყ­ნდა "ლი­ტე­რა­ტურ­ნა­ია გა­ზე­ტას" მი­მომ­ხილ­ვე­ლის იური როს­ტის რე­პორ­ტა­ჟი, სა­დაც პირ­ვე­ლად გა­ირ­ღვა ის კე­დე­ლი, რო­მე­ლიც მკი­თხვე­ლამ­დე არ უშ­ვებ­და სი­მარ­თლეს 9 აპ­რი­ლის ღა­მის შე­სა­ხებ. მარ­თა­ლია, მოს­კოვ­ში გა­მო­მა­ვალ­მა "ლი­ტე­რა­ტურ­ნა­ია გა­ზე­ტამ" არ და­ბეჭ­და ეს რე­პორ­ტა­ჟი, მაგ­რამ თბი­ლი­სუ­რი "მო­ლო­დი­ოჟ გრუ­ზი­ას" ის ნო­მე­რი, რო­მე­ლიც სამ­ხედ­რო ცენ­ზუ­რამ სწო­რედ იური როს­ტის გამო აკ­რძა­ლა, თით­ქმის ბიბ­ლი­ოგ­რა­ფი­ულ იშ­ვი­ა­თო­ბად იქცა.

ეს ამ­ბა­ვი კი ასე იყო: რო­გორც 9 აპ­რი­ლის ღა­მის მოვ­ლე­ნე­ბის თვითმხილ­ველ­მა იური როსტმა ყვე­ლა­ფე­რი იღო­ნა, რათა დო­კუ­მენ­ტუ­რად აღე­ბეჭ­და ის, რაც მო­ე­დან­ზე მოხ­და. და­ბეჭ­და ფო­ტო­სუ­რა­თე­ბი, და­წე­რა ტექ­სტი, რო­მელ­შიც არა­ვი­თარ შე­ფა­სე­ბებს არ იძ­ლე­ო­და და მოჰ­ყავ­და მხო­ლოდ ფაქ­ტე­ბი და გა­დას­ცა "ლი­ტე­რა­ტურ­ნა­ია გა­ზე­ტას". მაგ­რამ გა­ზეთ­მა "გარ­კვე­უ­ლი მი­ზე­ზე­ბის" გამო უარი თქვა გა­მო­ექ­ვეყ­ნე­ბი­ნა მა­სა­ლა. მა­შინ "მო­ლო­დი­ოჟ გრუ­ზი­ამ" სთხო­ვა ავ­ტორს მი­ე­ცა მის­თვის კო­რეს­პონ­დენ­ცია და ფო­ტო­სუ­რა­თე­ბი.

რე­დაქ­ტო­რი­სა­გან ხელ­მო­წე­რი­ლი ნო­მე­რი და­სა­ბეჭ­დად წა­ვი­და სტამ­ბა­ში, მაგ­რამ 13 აპ­რილს, დი­ლის 4 სა­ათ­ზე სტამ­ბას ალყა შე­მო­არ­ტყეს სამ­ხედ­რო­ებ­მა, ბრძა­ნე­ბა გას­ცეს არ და­რი­გე­ბო­დათ "მო­ლო­დი­ოჟ გრუ­ზი­ას" ხელ­მომ­წე­რებს და ჯი­ხუ­რებს. და­ა­პა­ტიმ­რეს მთე­ლი ტი­რა­ჟი. მაგ­რამ პო­ლიტ­ბი­უ­როს წევ­რის შე­ვარ­დნა­ძი­სა და პო­ლიტ­ბი­უ­როს წევ­რო­ბის კან­დი­და­ტის რა­ზუ­მოვ­სკის ჩა­რე­ვის შემ­დეგ გა­ზე­თი მი­ი­ღეს მხო­ლოდ თბი­ლი­სის ხელ­მომ­წე­რებ­მა.

კი­ნოს­ტუ­დია "ქარ­თუ­ლი ფილ­მის" გა­ზეთ­ში, 19 აპ­რი­ლის ნო­მერ­ში გა­მოქ­ვეყ­ნდა სრუ­ლი ან­გა­რი­ში კი­ნოს­ტუ­დი­ა­ში შე­ვარ­დნა­ძის და რა­ზუ­მოვ­სკის შეხ­ვედ­რის შეს­პხებ. ასე და­ი­ბეჭ­და მი­მარ­თვა გორ­ბა­ჩო­ვი­სად­მი, რო­მელ­საც ხელ­სა­წერ­დნენ სსრკ-ს უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს დე­პუ­ტა­ტე­ბი. გა­ზე­თი სის­ტე­მა­ტუ­რად აქ­ვეყ­ნებ­და საპ­რო­ტეს­ტო წე­რი­ლებს. მკაც­რად აკ­რი­ტი­კებ­და ტენ­დენ­ცი­ურ გა­მოს­ვლებს არ­მი­ის და­სა­ცა­ვად, ასე­ვე ინ­ტერ­ვი­უ­ებს 9 აპ­რი­ლის ღა­მეს და­შა­ვე­ბუ­ლებ­თან.

იური როს­ტი: "8 აპ­რილს ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა, გოგი ხა­რა­ბა­ძემ და­მი­რე­კა თბი­ლი­სი­დან და მთხო­ვა - ჩვენ­თან რთუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბაა და ჩა­მო­დიო. მეც ავი­ღე ბი­ლე­თი და თბი­ლის­ში ჩა­მოვფრინ­დი. ღა­მის პირ­ვე­ლი სა­ა­თი იქ­ნე­ბო­და, მი­ტინგზე რომ მი­ვე­დით. თან მქონ­და მიკრო­ფო­ნი, კა­მე­რა.

"ილია მე­ო­რემ რომ და­ას­რუ­ლა მი­მარ­თვა ხალ­ხი­სად­მი, მე და გოგი ქვე­ვით მხატ­ვრის სახ­ლთან ჩა­ვე­დით. გა­ვი­გო­ნე რომ ამ­ბობ­დნენ - თუ სამ­ხედ­რო­ე­ბი და­იძ­ვრე­ბი­ან, წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა არ გა­ვუ­წი­ო­თო. იმ­დე­ნად დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, რომ მშვი­დო­ბი­ა­ნად დამ­თავ­რდე­ბო­და ყვე­ლა­ფე­რი, გო­გის ვუ­თხა­რი - არა­ფე­რიც არ მოხ­დე­ბა-მეთ­ქი.

"ისევ ზე­მოთ ვა­პი­რებ­დი ას­ვლას მო­შიმ­ში­ლე­ებ­თან. გო­გიმ მი­თხრა - თუ და­ვი­კარ­გე­ბით, ერ­თმა­ნეთს ისევ მხატ­ვრის სახ­ლთან შევ­ხვდე­თო. დავ­შორ­დით და იქვე ქუ­ჩა­ზე გა­ვე­დი. და­ვი­ნა­ხე, მო­შო­რე­ბით ოთხი ჯავ­შანტრან­სპორ­ტი­ო­რი იდგა ან­თე­ბუ­ლი ფა­რე­ბით. ამ დროს და­მე­წია გოგა ხა­ინ­დრა­ვა და მთხო­ვა - დაბ­რუნ­დი, იქით წას­ვლა სა­ხი­ფა­თო­აო. მე მა­ინც წა­ვე­დი.

"ტრო­ტუ­არ­ზე გა­და­ვე­დი და სიბ­ნე­ლე­ში და­ვი­ნა­ხე, რომ მო­ე­დან­ზე მზად­ყოფ­ნა­ში მო­ეყ­ვა­ნათ ჯა­რის­კა­ცე­ბი, ჯავ­შანტრან­სპორ­ტი­ო­რე­ბი, ორი სა­ხან­ძრო მან­ქა­ნა, რო­მე­ლიც შემ­დეგ არ გა­მო­უ­ყე­ნე­ბი­ათ. ესეც გა­და­ვი­ღე. მინ­დო­და უკან წა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი და ხალ­ხის­თვის მეთ­ქვა მო­დი­ან-მეთ­ქი, რომ სწო­რედ იმ დროს და­მა­კა­ვეს ჯა­რის­კა­ცებ­მა, ია­რა­ღით და­მად­გნენ თავ­ზე.

"გამ­ჩხრი­კეს, აპა­რა­ტის წარ­თმე­ვა მო­ინ­დო­მეს. შემ­დეგ მო­ვი­და ოფი­ცე­რი. ჩინი ვერ გა­ვარ­ჩიე, რად­გან სამ­ხრე­ე­ბი არ უჩან­და. შეს­ძა­ხა "კა­მე­რუ პად­გუ­სე­ნი­ცი". ვუ­პა­სუ­ხე - კა­მე­რა სა­ხელ­მწი­ფო­სია და თუ და­მიმ­ტვრევთ, ხელ­წე­რი­ლი მო­მე­ცით, რომ თქვენ და­მიმ­ტვრი­ეთ-მეთ­ქი. ამის გა­გო­ნე­ბა­ზე გა­ჩუმ­და.

"ჯა­რის­კა­ცებ­მა ფოლ­გა­ში მოქ­ცე­უ­ლი ფი­რე­ბი მთლი­ა­ნად ამო­ქა­ჩეს და გა­მი­ნა­თეს. ორი ფირი გა­სა­ღებ­თან ერ­თად მქონ­და შე­ნა­ხუ­ლი. იქ რომ მო­ინ­დო­მეს ხე­ლის ჩა­ყო­ფა, ვუ­თხა­რი, მანდ მხო­ლოდ გა­სა­ღე­ბე­ბია-მეთ­ქი.

"სას­წა­უ­ლად გა­და­ვარ­ჩი­ნე ის ფი­რიც, რო­მე­ლიც აპა­რატ­ში მქონ­და. სამ­ხედ­რო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბა რომ მო­მე­დუ­ნე­ბი­ნა, რა­ღა­ცას ვე­უბ­ნე­ბო­დი და თან ფრთხი­ლად ვახ­ვევ­დი ფირს კა­სე­ტა­ში, რო­დე­საც მთლი­ა­ნად გა­და­ვახ­ვიე, კა­სე­ტა ამო­ვი­ღე და ჯა­რის­კე­ცებს ცა­რი­ე­ლი აპა­რა­ტი და­ვა­ნა­ხე. რო­გორც ჩანს იმ დროს ბრძა­ნე­ბა მი­ი­ღეს, უცებ და­მა­ნე­ბეს თავი, და­მიყ­ვი­რეს - წადი აქე­და­ნო და მან­ქა­ნის­კენ გა­იქ­ცნენ.

"მე წა­მო­ვე­დი და ვი­ძახ­დი "მო­დი­ან-მეთ­ქი", მარ­თლაც წა­მო­ვიდ­ნენ...

"მერე, როცა რბე­ვას ვი­ღებ­დი, ში­შის გრძნო­ბა არ მქო­ნია. კი, სა­ში­ნე­ლი სა­ნა­ხა­ვი იყო, მაგ­რამ მე მხო­ლოდ ერთი რამ მა­მოძ­რა­ვებ­და - ყვე­ლაფ­რის გა­და­ღე­ბა უნდა მო­მეს­წრო.

"შევ­ყუ­რებ­დი ჯა­რის­კა­ცებს და მე­გო­ნა, რომ ისი­ნი სა­ი­დან­ღაც ძა­ლი­ან შო­რი­დან მო­დი­ოდ­ნენ, რუ­სუ­ლად რომ და­ვე­ლა­პა­რა­კო, ვერც გა­მი­გე­ბენ-მეთ­ქი. დე­მონ­სტრან­ტე­ბის მხრი­დან კი დაც­ვას ვგრძნობ­დი. ქარ­თველ­მა ბი­ჭებ­მა ხელ­ში ამიყ­ვა­ნეს, რომ უკეთ გა­და­მე­ღო, მი­ფა­რავ­დნენ".

შემ­დეგ იყო ის, რომ იური როსტს ცრემლსა­დენ­მა გაზ­მა მუ­შა­ო­ბა­ში ხელი შე­უ­შა­ლა, ჯა­რის­კა­ცე­ბის ხელ­კე­ტიც იგე­მა, მაგ­რამ ყვე­ლაფ­რის გა­და­ღე­ბა მო­ას­წრო და მოს­კო­ვის "კი­ნოს სახ­ლში" 9 აპ­რი­ლის ამ­ბე­ბის ამ­სახ­ვე­ლი, იუ­რის როს­ტის თავ­ზარ­დამ­ცე­მი 50 ფო­ტო­სუ­რა­თი­ა­ნი რე­პორ­ტა­ჟიც გა­ვი­და.

9 აპ­რი­ლის სა­ღა­მოს კი შვე­დე­თის ტე­ლე­ვი­ზი­ით გა­ვი­და კად­რე­ბი, იმ ღა­მის სა­ში­ნე­ლე­ბე­ბი, რო­მე­ლიც ვი­დე­ო­ფირ­ზე ქარ­თველ­მა კი­ნო­რე­ჟი­სორ­მა გოგა ხა­ინ­დრა­ვამ გა­და­ი­ღო.

გოგა ხა­ინ­დრა­ვა: "ნო­ემ­ბრი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, რაც იმ დროს ქვე­ყა­ნა­ში ხდე­ბო­და, თით­ქმის ყვე­ლა­ფე­რი მაქვს გა­და­ღე­ბუ­ლი, და­ახ­ლო­ე­ბით 200-სა­ა­თი­ა­ნი ფი­რია. რაც შე­ე­ხე­ბა 9 აპ­რილს, ვი­ცო­დი, რომ მძი­მე ღამე იქ­ნე­ბო­და. თვალ­ნათ­ლივ ჩან­და, რომ რა­ღაც მზად­დე­ბო­და.

"იმ ღა­მეს კად­რებს მარ­ტო მე არ ვი­ღებ­დი, ახალ­გაზ­რდა ბი­ჭე­ბიც თავ­გან­წირ­ვით მუ­შა­ოდ­ნენ, რომ სრუ­ლი სუ­რა­თი ეჩ­ვე­ნე­ბი­ნათ.

"მი­ტინ­გის დარ­ბე­ვის შემ­დეგ წა­ვე­დით ფი­ლარ­მო­ნი­ის­კენ, შემ­დეგ უნი­ვერ­სი­ტე­ტის ბაღ­ში გა­და­ვი­ნაც­ვლეთ. ჯერ ამ­დე­ნი მსხვერ­პლის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია არ გვქონ­და. როცა გა­ვი­გეთ, წა­ვე­დით პრო­ზექ­ტუ­რა­ში რო­მე­ლიც ავ­ლა­ბარ­ში იყო. პირ­ვე­ლებ­მა ჩვენ მო­ვა­ხერ­ხეთ, რომ გა­დაგ­ვე­ღო ეს გვა­მე­ბი. შემ­დეგ უკვე მო­ვიდ­ნენ და და­ხუ­რეს. მო­ვას­წა­რით, გა­მო­ვი­პა­რეთ და კად­რე­ბი წა­მო­ვი­ღეთ.

"აპ­რი­ლის დღე­ებს იღებ­დნენ ეს­ტო­ნე­ლი ახალ­გაზ­რდე­ბი. აქ­ცი­ა­ზე ხში­რად ვხვდე­ბო­დით. ვი­ცო­დი, რომ ისი­ნი 9 აპ­რი­ლის დი­ლას სამ­შობ­ლო­ში ბრუნ­დე­ბოდ­ნენ. ისიც ვი­ცო­დი, რომ სას­ტუმ­რო "თბი­ლის­ში" ცხოვ­რობ­დნენ. გამ­თე­ნი­ი­სას უკა­ნა კა­რი­დან შე­ვაღ­წიე სას­ტუმ­რო "თბი­ლის­ში" და ფირი გა­და­ვე­ცი, სულ 22 წუ­თი­ა­ნი ფი­რია. ეს ფირი ეს­ტო­ნეთ­ში ჩა­ი­ტა­ნეს და იმა­ვე სა­ღა­მოს შვე­დეთ­ში გა­და­აგ­ზავ­ნეს, შვე­დე­თის ტე­ლე­ვი­ზი­ამ კი იმ სა­ღა­მოს­ვე აჩ­ვე­ნა ეს კად­რე­ბი, რომ­ლი­თაც გა­ბა­თილ­და ის, რა­საც "ვრე­მია" გა­დას­ცემ­და - რომ ჩვენ ვი­ყა­ვით ექ­სტრე­მის­ტე­ბი, ერ­თმა­ნეთს თვი­თონ და­ვე­რი­ეთ და ა.შ.

"ჩემს სახ­ლში სამ­ჯერ ჩა­ა­ტა­რეს ჩხრე­კა და ყვე­ლა­ფე­რი გა­და­თე­ლეს, მაგ­რამ კად­რებს რო­გორ მივ­ცემ­დი?! ყვე­ლაფ­რი­სათ­ვის მზად ვი­ყა­ვი. ვი­ცო­დი, რომ ნა­დი­რო­ბა ჩემ­ზე დიდი ხნის წინ იყო და­წყე­ბუ­ლი. ღმერ­თმა ინე­ბა, რომ ეს კად­რე­ბი გა­დარ­ჩა და მო­მა­ვალ თა­ო­ბას დარ­ჩა", - ასე გა­იხ­სე­ნა "მთელ კვი­რას­თან" სა­უბ­რი­სას 25 წლის წი­ნან­დე­ლი ტრა­გი­კუ­ლი ღამე გოგა ხა­ინ­დრა­ვამ.

კი­ნო­დო­კუ­მენ­ტა­ლის­ტი გივი ყუ­რე­ლი კი ამ ამ­ბებს იხ­სე­ნებს, რო­მე­ლიც მას და მის კო­ლე­გებს გა­დახ­დათ თავს აპ­რი­ლის დღე­ებ­ში.

"მი­ტინ­გის მსვლე­ლო­ბის კად­რებს იღებ­დნენ კი­ნო­რე­ჟი­სო­რი ლია ელი­ა­ვა, კი­ნო­დო­კუ­მენ­ტა­ლის­ტე­ბი ნო­დარ ფა­ლი­აშ­ვი­ლი, გია ჭუ­ბაბ­რია და სხვე­ბი, მათ­თან ერ­თად მეც. ამ მა­სა­ლას შემ­დეგ ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში ვა­ბა­რებ­დით გა­სამ­ჟღავ­ნებ­ლად. რო­დე­საც მი­ვე­დით ფი­რე­ბის წა­მო­სა­ღე­ბად, ლა­ბო­რა­ტო­რია ჩა­რა­ზუ­ლი დამ­ხვდა, იქ უკვე კგბ-ს თა­ნამ­შრომ­ლე­ბი იდ­გნენ. ასე და­ი­კარ­გა უამ­რა­ვი ფოტო არა მხო­ლოდ ჩემ მიერ გა­და­ღე­ბუ­ლი, არა­მედ იმა­თიც, ვინც ამ მოვ­ლე­ნებს იღებ­და.

"პი­რა­დად მე, სა­ნამ კო­მენ­დან­ტის სა­ა­თი გა­მო­ცხად­დე­ბო­და, აე­რო­პორ­ტის გზა­ზე ჩემი მან­ქა­ნით მივ­დი­ო­დი და ჯავ­შანტრან­სპორ­ტი­ორ­მა გა­და­მი­ა­რა, რო­მე­ლიც კო­ლო­ნას მო­წყდა და სა­ვალ გზა­ზე გად­მო­ვი­და. ეს ის კო­ლო­ნა იყო, რო­მე­ლიც ავ­ღა­ნე­თი­დან წა­მო­სუ­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბით სავ­სე მან­ქა­ნე­ბით თბი­ლის­ში შე­მო­დი­ო­და 9 აპ­რი­ლის სა­ღა­მოს. ჯერ გაგ­ვა­ჩე­რეს, ყვე­ლა გზა მოგ­ვიჭ­რეს და მერე ისევ ჩვენ გვაბ­რა­ლებ­დნენ - თქვენ ჩა­უ­ხერ­გეთ გზა კო­ლო­ნა­სო. იძახ­დნენ - ჩვენ კა­ნო­ნის ფარ­გლებ­ში ვმოქ­მე­დებ­თო.

"სას­წა­უ­ლად გა­დავ­რჩი. ამ ფო­ტომ კი, რო­მელ­ზეც აღ­ბეჭ­დი­ლი იყო, თუ რო­გორ გა­და­უ­ა­რა ჩემს მა­ნა­ქანს ამ­ხე­ლა ტექ­ნი­კამ, მგო­ნი მთე­ლი ქვე­ყა­ნა მო­ი­ა­რა.

"მე­ო­რე დღეს მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბე­ბით მა­ინც მი­ვე­დი კი­ნოს­ტუ­დი­ა­ში. მი­ტინ­გი იყო. მარ­თა­ლია, ბუ­რუს­ში ვი­ყა­ვით და მდგო­მა­რე­ო­ბი­დან ჯე­რაც არ ვი­ყა­ვით გა­მო­სუ­ლი, მაგ­რამ რეზო ჩხე­ი­ძემ კი­ნოს­ტუ­დი­ის პა­ვი­ლი­ონ­ში დიდი მი­ტინ­გი მო­ა­წყო.

"ერ­თმა ახალ­გაზ­რდა მსა­ხი­ობ­მა თქვა - გას­ტრო­ლებ­ზე საფ­რან­გეთ­ში მივ­დი­ო­დით, მაგ­რამ აღარ წა­ვალ­თო. რეზო ჩხე­ი­ძემ უთხრა - სწო­რედ ახლა უნდა წახ­ვი­დეთ და ყო­ვე­ლი სპექ­ტაკ­ლის წინ 9 აპ­რი­ლის ტრა­გე­დი­ა­ზე უნდა მო­უყ­ვეთ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­სო.

"ჩვენც რო­გორც შეგ­ვეძ­ლო, ისე ვაწ­ვდი­დით ხმას ჩვენს უცხო­ელ კო­ლე­გებს. მე პი­რა­დად გორ­ბა­ჩოვ­საც გა­ვუგ­ზავ­ნე დე­პე­შა ყრი­ლო­ბა­ზე, მგო­ნი კო­მუ­ნის­ტე­ბის ბოლო ყრი­ლო­ბა იყო. მე­ო­რე დღეს კი გე­ნე­რა­ლურ­მა პრო­კუ­რორ­მა და­მი­ბა­რა და მი­თხრა - ეს რო­გორ გა­ბე­დეო".

ია აბუ­ლაშ­ვი­ლი

გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი"

როგორ გადაიღეს 9 აპრილი: ადამიანების ნაამბობი, რომლებსაც დიდი წვლილი მიუძღვით საიდუმლოს გამჟღავნებაში

როგორ გადაიღეს 9 აპრილი: ადამიანების ნაამბობი, რომლებსაც დიდი წვლილი მიუძღვით საიდუმლოს გამჟღავნებაში

9 აპრილის ტრაგიკულ დღეებში არანაკლები უბედურება ისიც იყო, რომ მასობრივი საინფორმაციო საშუალებები, განსაკუთრებით ცენტრალური პრესა და საინფორმაციო პროგრამა "ვრემია" ყალბად და ტენდენციურად აშუქებდნენ მოვლენებს, თითქოს ადამიანთა მსხვერპლი მოხდა წარმოქმნილი ჭყლეტის შედეგად. ხალხი არ ცდებოდა, რომ ამ დეზინფორმაციაში საბჭოთა პროპაგანდისტულ მანქანას ადანაშაულებდა, რომ მათი ხელი ერია, რათა საზოგადოებისთვის ცნობილი არ გამხდარიყო რაც საბჭოთა არმიის ნაწილებმა ჩაიდინეს თბილისში 1989 წლის 9 აპრილის დილის 4 საათზე მიტინგის დარბევის დროს. თუმცა, ტრაგედიიდან მეორე დღეს მთელმა მსოფლიომ გაიგო ამ ბარბაროსული აქტის შესახებ.

ისტორიები, რომელიც ჯერ არ გვსმენია 9 აპრილზე - როგორ მოხვდა ტრაგიკული ღამის კადრები მარგარეტ ტეტჩერთან

დღევანდელ სტატიაში გვინდა მკითხველს შევთავაზოთ იმ ადამიანების ნაამბობი, რომლებსაც დიდი წვლილი მიუძღვით ამ საიდუმლოს გამჟღავნებაში. მანამდე კი თვალსაჩინეობისთვის შემოგთავაზებთ რამდენიმე ფრაგმენტს იმ დღეების ქრონიკიდან, თუ როგორ მუშაობდა საბჭოთა პროპაგანდისტული მანქანა.

9 აპრილს თითქმის მთელი დღე დუმდა საქართველოს ტელევიზია და რადიო, თუ არ ჩავთვლით "მოწოდებას კეთილგონიერებისაკენ" და იმას, რომ თბილისის ტრაგედიას უწოდეს "გარდაქმნისათვის ზურგში ჩაცემული ლახვარი". იმ დღეს ეთერში გავიდა მხოლოდ სამი გადაცემა, მათ შორგის იყო 16 საათზე საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის მიმართვა მშრომელებისადმი. 22 საათსა და 50 წუთზე - გენერალ იგორ როდიონოვის გამოსვლა, რომელმაც გამოაცხადა, რომ შემოღებულია კომენდანტის საათი.

11 აპრილს კი გაზეთ "კომუნისტში" გამოქვეყნდა ოფიციალური განცხადება: "8 აპრილს ღამით, ქალაქ თბილისში მთავრობის სახლის მოედანზე ექსტრემისტი, ანტისაზოგადოებრივი ელემენტების მიერ პროვოკაციულად გამოწვეულ უწესრიგობათა აღკვეთის დროს დაშავდა ადამიანთა ჯგფი სამოქალაქო პირთა და სამხედრო მოსამსახურეთა რიცხვიდან, წარმოქმნილი ჭყლეტის შედეგად დაიღუპა 16 კაცი. სკკპ ცენტრალური კომიტეტი, სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი და სსრ კავშირის მინისტრთა საბჭო ღრმა სამძიმარს უცხადებენ დაღუპულთა ოჯახებს, ნათესავებს და ახლობლებს".

გაზეთ "ვეჩერნი თბილისი" კი 11 აპრილს იუწყებოდა, რომ "სწორედ ზოგიერთი თვითმარქვია, ექსტრემისტი ლიდერისა და ნაციონალისტების სინდისზეა თბილისში მომხდარი ტრაგიკული ამბები, უწესრიგობანი, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა. ნაციონალისტურმა გამოვლინებებმა ანტისოციალისტური ელფერი შეიძინა".

იგივე სულისკვეთებით იყო გამსჭვალული სხვა ადგილობრივ პრესაში დაბეჭდილი სტატიების უმრავლესობა.

ცენტრალური პრესა კი თითქოს განზრახ აყრიდა მარილს იარებზე მგლოვიარე ხალხს. "პრავდა", "იზვესტია", "სოვეტსკაია კულტურა". "ლიტერატურნაია გაზეტა" და სხვა გამოცემები დოზირებულად, სიტყვაძუნწ ინფორმაციებს სჯერდებოდნენ.

დეზინფორმაციაში განსაკუთრებით "იმარჯვა" სსრკ-ს თავდაცვის სამინისტროს ბეჭდვითმა ორგანომ "კრასნაია ზვეზდა". მასში გამოქვეყნებულმა სიცრუემ ყველა ნორმას გადააჭარბა. სიცრუის ეს ესტაფეტა შემდეგ აიტაცეს "სოვეტსკაია რასიამ", "მედიცინსკაია გაზეტამ", "სოვეტსკი პატრიოტმა" და სხვებმა.

გამოცემა "არგუმენტი ი ფაქტი"-ს 16 აპრილის ნომერში კითხვაზე "რა ქიმიური ნივთიერება იხმარეს თბილისში 8 აპრილის ღამეს?" - სსრკ-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის თანამშრომელი, რომელმაც ისურვა, ინკოგნიტოდ დარჩენილიყო, პასუხობს: "შინაგანმა ჯარებმა იხმარეს მხოლოდ ცრემლსადენი მოქმედების საშუალებები, რომელსაც წესრიგის დაცვის ძალები იყენებენ". თუმცა არაფერი უთქვამს "სი-ეს"-ით ათასობით მოწამლულზე, მშვიდობიანი მოსახლეობის ბარბაროსულ სასტიკ რბევა-დაწიოკებაზე.

ქიმიურ საშუალებათა გამოყენების შესახებ ადეკვატური ინფორმაცია მხოლოდ 19 აპრილის "პრავდაში" გამოქვეყნდა. საინფორმაციო გადაცემა "ვრემიაში" გასულ აღმაშფოთებელ დეზინფორმაციებზე კი შეიძლება ტომები დაიწეროს.

13 აპრილს გაზეთ "მოლოდიოჟ გრუზიი"-ში გამოქვეყნდა "ლიტერატურნაია გაზეტას" მიმომხილველის იური როსტის რეპორტაჟი, სადაც პირველად გაირღვა ის კედელი, რომელიც მკითხველამდე არ უშვებდა სიმართლეს 9 აპრილის ღამის შესახებ. მართალია, მოსკოვში გამომავალმა "ლიტერატურნაია გაზეტამ" არ დაბეჭდა ეს რეპორტაჟი, მაგრამ თბილისური "მოლოდიოჟ გრუზიას" ის ნომერი, რომელიც სამხედრო ცენზურამ სწორედ იური როსტის გამო აკრძალა, თითქმის ბიბლიოგრაფიულ იშვიათობად იქცა.

ეს ამბავი კი ასე იყო: როგორც 9 აპრილის ღამის მოვლენების თვითმხილველმა იური როსტმა ყველაფერი იღონა, რათა დოკუმენტურად აღებეჭდა ის, რაც მოედანზე მოხდა. დაბეჭდა ფოტოსურათები, დაწერა ტექსტი, რომელშიც არავითარ შეფასებებს არ იძლეოდა და მოჰყავდა მხოლოდ ფაქტები და გადასცა "ლიტერატურნაია გაზეტას". მაგრამ გაზეთმა "გარკვეული მიზეზების" გამო უარი თქვა გამოექვეყნებინა მასალა. მაშინ "მოლოდიოჟ გრუზიამ" სთხოვა ავტორს მიეცა მისთვის კორესპონდენცია და ფოტოსურათები.

რედაქტორისაგან ხელმოწერილი ნომერი დასაბეჭდად წავიდა სტამბაში, მაგრამ 13 აპრილს, დილის 4 საათზე სტამბას ალყა შემოარტყეს სამხედროებმა, ბრძანება გასცეს არ დარიგებოდათ "მოლოდიოჟ გრუზიას" ხელმომწერებს და ჯიხურებს. დააპატიმრეს მთელი ტირაჟი. მაგრამ პოლიტბიუროს წევრის შევარდნაძისა და პოლიტბიუროს წევრობის კანდიდატის რაზუმოვსკის ჩარევის შემდეგ გაზეთი მიიღეს მხოლოდ თბილისის ხელმომწერებმა.

კინოსტუდია "ქართული ფილმის" გაზეთში, 19 აპრილის ნომერში გამოქვეყნდა სრული ანგარიში კინოსტუდიაში შევარდნაძის და რაზუმოვსკის შეხვედრის შესპხებ. ასე დაიბეჭდა მიმართვა გორბაჩოვისადმი, რომელსაც ხელსაწერდნენ სსრკ-ს უმაღლესი საბჭოს დეპუტატები. გაზეთი სისტემატურად აქვეყნებდა საპროტესტო წერილებს. მკაცრად აკრიტიკებდა ტენდენციურ გამოსვლებს არმიის დასაცავად, ასევე ინტერვიუებს 9 აპრილის ღამეს დაშავებულებთან.

იური როსტი: "8 აპრილს ჩემმა მეგობარმა, გოგი ხარაბაძემ დამირეკა თბილისიდან და მთხოვა - ჩვენთან რთული მდგომარეობაა და ჩამოდიო. მეც ავიღე ბილეთი და თბილისში ჩამოვფრინდი. ღამის პირველი საათი იქნებოდა, მიტინგზე რომ მივედით. თან მქონდა მიკროფონი, კამერა.

"ილია მეორემ რომ დაასრულა მიმართვა ხალხისადმი, მე და გოგი ქვევით მხატვრის სახლთან ჩავედით. გავიგონე რომ ამბობდნენ - თუ სამხედროები დაიძვრებიან, წინააღმდეგობა არ გავუწიოთო. იმდენად დარწმუნებული ვიყავი, რომ მშვიდობიანად დამთავრდებოდა ყველაფერი, გოგის ვუთხარი - არაფერიც არ მოხდება-მეთქი.

"ისევ ზემოთ ვაპირებდი ასვლას მოშიმშილეებთან. გოგიმ მითხრა - თუ დავიკარგებით, ერთმანეთს ისევ მხატვრის სახლთან შევხვდეთო. დავშორდით და იქვე ქუჩაზე გავედი. დავინახე, მოშორებით ოთხი ჯავშანტრანსპორტიორი იდგა ანთებული ფარებით. ამ დროს დამეწია გოგა ხაინდრავა და მთხოვა - დაბრუნდი, იქით წასვლა სახიფათოაო. მე მაინც წავედი.

"ტროტუარზე გადავედი და სიბნელეში დავინახე, რომ მოედანზე მზადყოფნაში მოეყვანათ ჯარისკაცები, ჯავშანტრანსპორტიორები, ორი სახანძრო მანქანა, რომელიც შემდეგ არ გამოუყენებიათ. ესეც გადავიღე. მინდოდა უკან წამოვსულიყავი და ხალხისთვის მეთქვა მოდიან-მეთქი, რომ სწორედ იმ დროს დამაკავეს ჯარისკაცებმა, იარაღით დამადგნენ თავზე.

"გამჩხრიკეს, აპარატის წართმევა მოინდომეს. შემდეგ მოვიდა ოფიცერი. ჩინი ვერ გავარჩიე, რადგან სამხრეები არ უჩანდა. შესძახა "კამერუ პადგუსენიცი". ვუპასუხე - კამერა სახელმწიფოსია და თუ დამიმტვრევთ, ხელწერილი მომეცით, რომ თქვენ დამიმტვრიეთ-მეთქი. ამის გაგონებაზე გაჩუმდა.

"ჯარისკაცებმა ფოლგაში მოქცეული ფირები მთლიანად ამოქაჩეს და გამინათეს. ორი ფირი გასაღებთან ერთად მქონდა შენახული. იქ რომ მოინდომეს ხელის ჩაყოფა, ვუთხარი, მანდ მხოლოდ გასაღებებია-მეთქი.

"სასწაულად გადავარჩინე ის ფირიც, რომელიც აპარატში მქონდა. სამხედროების ყურადღება რომ მომედუნებინა, რაღაცას ვეუბნებოდი და თან ფრთხილად ვახვევდი ფირს კასეტაში, როდესაც მთლიანად გადავახვიე, კასეტა ამოვიღე და ჯარისკეცებს ცარიელი აპარატი დავანახე. როგორც ჩანს იმ დროს ბრძანება მიიღეს, უცებ დამანებეს თავი, დამიყვირეს - წადი აქედანო და მანქანისკენ გაიქცნენ.

"მე წამოვედი და ვიძახდი "მოდიან-მეთქი", მართლაც წამოვიდნენ...

"მერე, როცა რბევას ვიღებდი, შიშის გრძნობა არ მქონია. კი, საშინელი სანახავი იყო, მაგრამ მე მხოლოდ ერთი რამ მამოძრავებდა - ყველაფრის გადაღება უნდა მომესწრო.

"შევყურებდი ჯარისკაცებს და მეგონა, რომ ისინი საიდანღაც ძალიან შორიდან მოდიოდნენ, რუსულად რომ დაველაპარაკო, ვერც გამიგებენ-მეთქი. დემონსტრანტების მხრიდან კი დაცვას ვგრძნობდი. ქართველმა ბიჭებმა ხელში ამიყვანეს, რომ უკეთ გადამეღო, მიფარავდნენ".

შემდეგ იყო ის, რომ იური როსტს ცრემლსადენმა გაზმა მუშაობაში ხელი შეუშალა, ჯარისკაცების ხელკეტიც იგემა, მაგრამ ყველაფრის გადაღება მოასწრო და მოსკოვის "კინოს სახლში" 9 აპრილის ამბების ამსახველი, იურის როსტის თავზარდამცემი 50 ფოტოსურათიანი რეპორტაჟიც გავიდა.

9 აპრილის საღამოს კი შვედეთის ტელევიზიით გავიდა კადრები, იმ ღამის საშინელებები, რომელიც ვიდეოფირზე ქართველმა კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ გადაიღო.

გოგა ხაინდრავა: "ნოემბრიდან მოყოლებული, რაც იმ დროს ქვეყანაში ხდებოდა, თითქმის ყველაფერი მაქვს გადაღებული, დაახლოებით 200-საათიანი ფირია. რაც შეეხება 9 აპრილს, ვიცოდი, რომ მძიმე ღამე იქნებოდა. თვალნათლივ ჩანდა, რომ რაღაც მზადდებოდა.

"იმ ღამეს კადრებს მარტო მე არ ვიღებდი, ახალგაზრდა ბიჭებიც თავგანწირვით მუშაოდნენ, რომ სრული სურათი ეჩვენებინათ.

"მიტინგის დარბევის შემდეგ წავედით ფილარმონიისკენ, შემდეგ უნივერსიტეტის ბაღში გადავინაცვლეთ. ჯერ ამდენი მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გვქონდა. როცა გავიგეთ, წავედით პროზექტურაში რომელიც ავლაბარში იყო. პირველებმა ჩვენ მოვახერხეთ, რომ გადაგვეღო ეს გვამები. შემდეგ უკვე მოვიდნენ და დახურეს. მოვასწარით, გამოვიპარეთ და კადრები წამოვიღეთ.

"აპრილის დღეებს იღებდნენ ესტონელი ახალგაზრდები. აქციაზე ხშირად ვხვდებოდით. ვიცოდი, რომ ისინი 9 აპრილის დილას სამშობლოში ბრუნდებოდნენ. ისიც ვიცოდი, რომ სასტუმრო "თბილისში" ცხოვრობდნენ. გამთენიისას უკანა კარიდან შევაღწიე სასტუმრო "თბილისში" და ფირი გადავეცი, სულ 22 წუთიანი ფირია. ეს ფირი ესტონეთში ჩაიტანეს და იმავე საღამოს შვედეთში გადააგზავნეს, შვედეთის ტელევიზიამ კი იმ საღამოსვე აჩვენა ეს კადრები, რომლითაც გაბათილდა ის, რასაც "ვრემია" გადასცემდა - რომ ჩვენ ვიყავით ექსტრემისტები, ერთმანეთს თვითონ დავერიეთ და ა.შ.

"ჩემს სახლში სამჯერ ჩაატარეს ჩხრეკა და ყველაფერი გადათელეს, მაგრამ კადრებს როგორ მივცემდი?! ყველაფრისათვის მზად ვიყავი. ვიცოდი, რომ ნადირობა ჩემზე დიდი ხნის წინ იყო დაწყებული. ღმერთმა ინება, რომ ეს კადრები გადარჩა და მომავალ თაობას დარჩა", - ასე გაიხსენა "მთელ კვირასთან" საუბრისას 25 წლის წინანდელი ტრაგიკული ღამე გოგა ხაინდრავამ.

კინოდოკუმენტალისტი გივი ყურელი კი ამ ამბებს იხსენებს, რომელიც მას და მის კოლეგებს გადახდათ თავს აპრილის დღეებში.

"მიტინგის მსვლელობის კადრებს იღებდნენ კინორეჟისორი ლია ელიავა, კინოდოკუმენტალისტები ნოდარ ფალიაშვილი, გია ჭუბაბრია და სხვები, მათთან ერთად მეც. ამ მასალას შემდეგ ლაბორატორიაში ვაბარებდით გასამჟღავნებლად. როდესაც მივედით ფირების წამოსაღებად, ლაბორატორია ჩარაზული დამხვდა, იქ უკვე კგბ-ს თანამშრომლები იდგნენ. ასე დაიკარგა უამრავი ფოტო არა მხოლოდ ჩემ მიერ გადაღებული, არამედ იმათიც, ვინც ამ მოვლენებს იღებდა.

"პირადად მე, სანამ კომენდანტის საათი გამოცხადდებოდა, აეროპორტის გზაზე ჩემი მანქანით მივდიოდი და ჯავშანტრანსპორტიორმა გადამიარა, რომელიც კოლონას მოწყდა და სავალ გზაზე გადმოვიდა. ეს ის კოლონა იყო, რომელიც ავღანეთიდან წამოსული ჯარისკაცებით სავსე მანქანებით თბილისში შემოდიოდა 9 აპრილის საღამოს. ჯერ გაგვაჩერეს, ყველა გზა მოგვიჭრეს და მერე ისევ ჩვენ გვაბრალებდნენ - თქვენ ჩაუხერგეთ გზა კოლონასო. იძახდნენ - ჩვენ კანონის ფარგლებში ვმოქმედებთო.

"სასწაულად გადავრჩი. ამ ფოტომ კი, რომელზეც აღბეჭდილი იყო, თუ როგორ გადაუარა ჩემს მანაქანს ამხელა ტექნიკამ, მგონი მთელი ქვეყანა მოიარა.

"მეორე დღეს მძიმე დაზიანებებით მაინც მივედი კინოსტუდიაში. მიტინგი იყო. მართალია, ბურუსში ვიყავით და მდგომარეობიდან ჯერაც არ ვიყავით გამოსული, მაგრამ რეზო ჩხეიძემ კინოსტუდიის პავილიონში დიდი მიტინგი მოაწყო.

"ერთმა ახალგაზრდა მსახიობმა თქვა - გასტროლებზე საფრანგეთში მივდიოდით, მაგრამ აღარ წავალთო. რეზო ჩხეიძემ უთხრა - სწორედ ახლა უნდა წახვიდეთ და ყოველი სპექტაკლის წინ 9 აპრილის ტრაგედიაზე უნდა მოუყვეთ საზოგადოებასო.

"ჩვენც როგორც შეგვეძლო, ისე ვაწვდიდით ხმას ჩვენს უცხოელ კოლეგებს. მე პირადად გორბაჩოვსაც გავუგზავნე დეპეშა ყრილობაზე, მგონი კომუნისტების ბოლო ყრილობა იყო. მეორე დღეს კი გენერალურმა პროკურორმა დამიბარა და მითხრა - ეს როგორ გაბედეო".

ია აბულაშვილი

გაზეთი "რეზონანსი"

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ