პოლიტიკა
მეცნიერება

17

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 23:58-ზე, მთვარე ვერძშია – რეკომენდებულია: მონანიება, მიტევება, მარხვა. სახლის განწმენდა და დალოცვა. კარგია ყველაფერი ზედმეტის მოშორება. არ არის რეკომენდებული: მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. გაუფრთხილდით ხერხემალს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს. ამ დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს.
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჭიკაიძე ქვეყანაში მოსალოდნელ არეულობაზე - რა არის ცნობილი შს მინისტრისთვის სააკაშვილის გეგმების შესახებ
ჭიკაიძე ქვეყანაში მოსალოდნელ არეულობაზე - რა არის ცნობილი შს მინისტრისთვის სააკაშვილის გეგმების შესახებ

სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრი, ალექ­სან­დრე ჭი­კა­ი­ძე სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­სა­ლოდ­ნელ დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცი­ა­ზე სა­უბ­რობს. გთა­ვა­ზობთ ფრაგ­მენტს ინ­ტერ­ვი­უ­დან, რო­მე­ლიც შს მი­ნის­ტრმა "პრა­იმ ტა­იმსს" მის­ცა.

- "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" ხში­რად აკე­თებს მი­ნიშ­ნე­ბას იმის თა­ო­ბა­ზე, რომ შე­საძ­ლოა, სა­ქარ­თვე­ლო­ში გან­მე­ორ­დეს ევ­რო­მა­ი­და­ნის მოვ­ლე­ნე­ბი... ხე­დავთ თუ არა ამის ალ­ბა­თო­ბას და რო­გორ იმოქ­მე­დებს პო­ლი­ცია უკ­რა­ი­ნუ­ლი სცე­ნა­რის შემ­თხვე­ვა­ში?

- რაც უკ­რა­ი­ნა­ში მოხ­და, გა­ნა­პი­რო­ბა იმან, რომ იქ ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ უარი თქვა დე­მოკ­რა­ტი­ულ და ევ­რო­პულ ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­ზე, რაც სა­ქარ­თვე­ლო­ში არ შე­იმ­ჩნე­ვა, პი­რი­ქით, ივ­ნის­ში ჩვენ ხელს ვა­წერთ ასო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას და ეს კი­დევ უფრო დაგ­ვა­ახ­ლო­ებს ევ­რო­პას­თან. რა მიზ­ნი­თაც უკ­რა­ი­ნა­ში ევ­რო­მა­ი­და­ნი მოხ­და, ჩვენ­თან ამის წი­ნა­პი­რო­ბა ნამ­დვი­ლად არ არის. წინა წლებ­თან შე­და­რე­ბით 200 და 300 პრო­ცენ­ტით მე­ტა­დაა და­ცუ­ლი ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბი, მათი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა, პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი და ა.შ. თუმ­ცა არ და­გი­მა­ლავთ და გე­ტყვით, რომ არ­სე­ბობს გარ­კვე­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი. რო­გორც იცით, ყო­ფილ­მა პრე­ზი­დენ­ტმაც გა­აჟ­ღე­რა ევ­რო­მა­ი­და­ნის იდეა და ამ­ბო­ბენ, რომ ეს თემა პარ­ტი­ის შიგ­ნი­თაც აქ­ტი­უ­რად გა­ნი­ხი­ლე­ბა. არის ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი, რომ და­ი­წყეს სა­ბუ­რა­ვე­ბის ყიდ­ვაც.

- ანუ თქვენ გინ­დათ თქვათ, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" აქ­ტი­უ­რად გა­ნი­ხი­ლავს მას­შტა­ბუ­რი გა­მოს­ვლე­ბის სცე­ნარს და ამ მიზ­ნით მო­ი­მა­რა­გეს სა­ბუ­რა­ვე­ბი?

- დიახ, არის ასე­თი ინ­ფორ­მა­ცია. მათ სურთ რა­ღაც ზონ­დერჯგუ­ფე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა. შე­საძ­ლოა, მო­ახ­დი­ნონ წარ­სულ­ში კრი­მი­ნალ­თან და მრა­ვალ და­ნა­შა­უ­ლებ­თან ასო­ცი­რე­ბუ­ლი პი­რე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბა. არის ჯგუ­ფე­ბი, რომ­ლე­ბიც შე­ეც­დე­ბი­ან, გა­მო­იწ­ვი­ონ ქვე­ყა­ნა­ში აურ­ზა­უ­რი და ეს კეთ­დე­ბა იმის­თვის, რომ სა­კუ­თა­რი პო­ლი­ტი­კუ­რი ინ­ტე­რე­სე­ბი გა­ამ­ყა­რონ. მე მგო­ნი, ამას თვი­თონ სა­ზო­გა­დო­ე­ბა არ და­უშ­ვებს, რად­გან დღეს ქვე­ყა­ნა დგას სწორ გზა­ზე. მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა, რაც სა­ქარ­თვე­ლოს გა­აჩ­ნია, არის სო­ცი­ა­ლურ-ეკო­ნო­მი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა და მერ­წმუ­ნეთ, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით, აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობს ამ პრობ­ლე­მის დაძ­ლე­ვის მიზ­ნით. ოპო­ნენ­ტებს, რა თქმა უნდა, ექ­ნე­ბათ არე­უ­ლო­ბის მცდე­ლო­ბე­ბი, მაგ­რამ ეს არის მხო­ლოდ მათი სურ­ვი­ლი და ასეთ იდე­ებს რე­ა­ლო­ბა­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა არ უწე­რია. მეტ­საც გე­ტყვით, მათ ჩა­მო­იყ­ვა­ნეს უკ­რა­ი­ნი­დან ევ­რო­მა­ი­და­ნის აქ­ტი­ვის­ტე­ბი, ატა­რე­ბენ ტრე­ნინ­გებს და მო­სამ­ზა­დე­ბელ სა­მუ­შა­ო­ებს. ეს ინ­ფორ­მა­ცია მე­დი­ა­შიც მუ­სი­რებს. მათ სა­ფარ­ქვეშ ჰყავთ რამ­დე­ნი­მე არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია, რომ­ლე­ბიც აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ო­ბენ იმა­ზე, რო­გორ გა­მო­იყ­ვა­ნონ ხალ­ხი ქუ­ჩა­ში, მოხ­დეს არე­უ­ლო­ბა, შემ­დეგ ისევ მათ­მა ხალ­ხმა ეს­რო­ლოს ვინ­მეს და ეს დაჰბ­რალ­დეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას. იგეგ­მე­ბა, რომ გა­შა­ლონ კარ­ვე­ბი, სა­დაც 300-400 კა­ცის მო­ბი­ლი­ზე­ბას მო­ხა­დე­ნენ. მე მჯე­რა, რომ ჩვე­ნი ოპო­ნენ­ტე­ბი, თა­ვად­ვე მიხ­ვდე­ბი­ან, რომ ეს არ არის ის გზა, რო­მე­ლიც ქვე­ყა­ნას, ან ნე­ბის­მი­ერ ჩვენ­განს რა­ი­მე სი­კე­თეს მო­უ­ტანს.

- თუკი თქვენ სა­უბ­რობთ მო­სა­ლოდ­ნელ სის­ხლისღვრა­ზე, რა პრე­ვენ­ცი­ულ ღო­ნის­ძი­ე­ბებს ატა­რებთ იმის­თვის, რომ ეს არ მოხ­დეს?

- დღეს ჩვენ არ ვართ ის უწყე­ბა, რო­მე­ლიც სურ­ვი­ლე­ბი­სა და იდე­ე­ბის გამო, რა გინდ მი­უ­ღე­ბე­ლიც არ უნდა იყოს ეს, და­ვი­წყებთ და­ჭე­რებს. მათ აქვთ სა­კუ­თა­რი ნე­ბის თა­ვი­სუფ­ლად გა­მო­ხატ­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, მაგ­რამ ჯგუ­ფე­ბი, რომ­ლე­ბიც შე­ეც­დე­ბი­ან ქვე­ყა­ნა­ში დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცი­ის მოხ­დე­ნას, ხალ­ხი­სა და ოპო­ნენ­ტე­ბის ცე­მას, რათა ეს ყვე­ლა­ფე­რი მერე სა­ხელ­მწი­ფოს და­აბ­რა­ლონ, უმ­კაც­რე­სად და­ის­ჯე­ბი­ან! ჩვენ მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ვეც­დე­ბით, არ და­ვუშ­ვათ ქვე­ყა­ნა­ში დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცია და აღვკვე­თოთ ყო­ველ­გვა­რი მსგავ­სი ქმე­დე­ბა. მათ, პირ­ველ რიგ­ში, სა­ზო­გა­დო­ე­ბა უპა­სუ­ხებთ და გა­ცი­ლე­ბით მკაც­რად. სა­ქარ­თვე­ლო­ში უკა­ნას­კნე­ლი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში საკ­მა­ოდ ბევ­რი სის­ხლი და­იღ­ვა­რა. ეს ხალ­ხს აღარ სჭირ­დე­ბა, ხალ­ხს სჭირ­დე­ბა სიმ­შვი­დე და ნორ­მა­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბა.

- უკ­რა­ი­ნა­ში ევ­რო­მა­ი­და­ნის შე­დე­გედ ია­ნუ­კო­ვი­ჩის მთავ­რო­ბა და­ემ­ხო... ამ შემ­თხვე­ვა­შიც მი­ზა­ნი იგი­ვე იქ­ნე­ბა, თუკი თქვენ უკ­რა­ი­ნულ სცე­ნარ­ზე სა­უბ­რობთ?

- მი­ზა­ნი არის დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცია, შე­ეც­დე­ბი­ან, ევ­რო­პელ პო­ლი­ტი­კო­სებს ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი მი­ა­წო­დონ და ამით გარ­კვე­უ­ლი წრე­ე­ბის მხარ­და­ჭე­რა მო­ი­პო­ვონ. მი­ზა­ნი შე­იძ­ლე­ბა იყოს სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ტე­ბის დამ­ხო­ბა, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შეც­ვლა და ა.შ. არის ინ­ფორ­მა­ცია, რომ შე­საძ­ლოა, ეს სცე­ნა­რი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ აა­მუ­შა­ონ, თუმ­ცა არც ისაა გა­მო­რი­ცხუ­ლი, გარ­კვე­უ­ლი ნი­ა­და­გი მა­ნამ­დეც მო­სინ­ჯონ.

- საკ­მა­ოდ სე­რი­ო­ზუ­ლი გან­ცხა­დე­ბაა, მით უმე­ტეს, როცა ამა­ზე ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრი სა­უბ­რობს, თუმ­ცა არ­ჩევ­ნე­ბამ­დე წინ გვაქვს 17 მა­ი­სი, რო­მე­ლიც ერ­თგვარ ტეს­ტად იქ­ცე­ვა რო­გორც სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სათ­ვის, ასე­ვე თქვე­ნი უწყე­ბის­თვის... გა­სუ­ლი წლის გა­მოც­დი­ლე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რამ­დე­ნად ადეკ­ვა­ტუ­რად მო­იქ­ცე­ვა პო­ლი­ცია, თუ იგი­ვე ექ­სცე­სებს ექ­ნე­ბა ად­გი­ლი?

- პირ­ველ რიგ­ში, მო­ვუ­წო­დებ სა­ზო­გა­დო­ე­ბას, კა­ნონს სცეს პა­ტი­ვი. ის, რაც გა­სულ წელს მოხ­და, არ არის მი­სა­სალ­მე­ბე­ლი. უნდა გვეს­მო­დეს, რომ ყვე­ლა ადა­მი­ანს, ნე­ბის­მი­ერ ჯგუფს აქვს სა­კუ­თა­რი აზ­რის გა­მო­ხატ­ვის უფ­ლე­ბა. არა მგო­ნია, წელ­საც დრა­მა­ტუ­ლად გან­ვი­თარ­დეს მოვ­ლე­ნე­ბი. ქარ­თვე­ლი ხალ­ხი არის ბრძე­ნი, მას აქვს ანა­ლი­ზის შე­სა­ნიშ­ნა­ვი უნა­რი და დას­კვნებ­საც კარ­გად აკე­თებს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რა­ი­მე გან­სა­კუთ­რე­ბულ გარ­თუ­ლე­ბებს არ ვე­ლით, თუმ­ცა ნე­ბის­მი­ერ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვას პო­ლი­ცია ადეკ­ვა­ტუ­რად უპა­სუ­ხებს და იქ­ნე­ბა შე­სა­ბა­მი­სი რე­ა­გი­რე­ბა.

მი­რი­ან ბო­ქო­ლიშ­ვი­ლი

გა­ზე­თი "პრა­იმ ტა­ი­მი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება სპეცოპერაციის კადრები და ფარული ჩანაწერები, რომლებშიც "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი ფიგურირებენ

ჭიკაიძე ქვეყანაში მოსალოდნელ არეულობაზე - რა არის ცნობილი შს მინისტრისთვის სააკაშვილის გეგმების შესახებ

ჭიკაიძე ქვეყანაში მოსალოდნელ არეულობაზე - რა არის ცნობილი შს მინისტრისთვის სააკაშვილის გეგმების შესახებ

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, ალექსანდრე ჭიკაიძე საქართველოში მოსალოდნელ დესტაბილიზაციაზე საუბრობს. გთავაზობთ ფრაგმენტს ინტერვიუდან, რომელიც შს მინისტრმა "პრაიმ ტაიმსს" მისცა.

- "ნაციონალური მოძრაობა" ხშირად აკეთებს მინიშნებას იმის თაობაზე, რომ შესაძლოა, საქართველოში განმეორდეს ევრომაიდანის მოვლენები... ხედავთ თუ არა ამის ალბათობას და როგორ იმოქმედებს პოლიცია უკრაინული სცენარის შემთხვევაში?

- რაც უკრაინაში მოხდა, განაპირობა იმან, რომ იქ ხელისუფლებამ უარი თქვა დემოკრატიულ და ევროპულ ღირებულებებზე, რაც საქართველოში არ შეიმჩნევა, პირიქით, ივნისში ჩვენ ხელს ვაწერთ ასოცირების ხელშეკრულებას და ეს კიდევ უფრო დაგვაახლოებს ევროპასთან. რა მიზნითაც უკრაინაში ევრომაიდანი მოხდა, ჩვენთან ამის წინაპირობა ნამდვილად არ არის. წინა წლებთან შედარებით 200 და 300 პროცენტით მეტადაა დაცული ადამიანის უფლებები, მათი პირადი ცხოვრება, პოლიტიკური შეხედულებები და ა.შ. თუმცა არ დაგიმალავთ და გეტყვით, რომ არსებობს გარკვეული ინფორმაციები. როგორც იცით, ყოფილმა პრეზიდენტმაც გააჟღერა ევრომაიდანის იდეა და ამბობენ, რომ ეს თემა პარტიის შიგნითაც აქტიურად განიხილება. არის ინფორმაციები, რომ დაიწყეს საბურავების ყიდვაც.

- ანუ თქვენ გინდათ თქვათ, რომ "ნაციონალური მოძრაობა" აქტიურად განიხილავს მასშტაბური გამოსვლების სცენარს და ამ მიზნით მოიმარაგეს საბურავები?

- დიახ, არის ასეთი ინფორმაცია. მათ სურთ რაღაც ზონდერჯგუფების ჩამოყალიბება. შესაძლოა, მოახდინონ წარსულში კრიმინალთან და მრავალ დანაშაულებთან ასოცირებული პირების მობილიზება. არის ჯგუფები, რომლებიც შეეცდებიან, გამოიწვიონ ქვეყანაში აურზაური და ეს კეთდება იმისთვის, რომ საკუთარი პოლიტიკური ინტერესები გაამყარონ. მე მგონი, ამას თვითონ საზოგადოება არ დაუშვებს, რადგან დღეს ქვეყანა დგას სწორ გზაზე. მთავარი პრობლემა, რაც საქართველოს გააჩნია, არის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და მერწმუნეთ, საქართველოს მთავრობა, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, აქტიურად მუშაობს ამ პრობლემის დაძლევის მიზნით. ოპონენტებს, რა თქმა უნდა, ექნებათ არეულობის მცდელობები, მაგრამ ეს არის მხოლოდ მათი სურვილი და ასეთ იდეებს რეალობაში განხორციელება არ უწერია. მეტსაც გეტყვით, მათ ჩამოიყვანეს უკრაინიდან ევრომაიდანის აქტივისტები, ატარებენ ტრენინგებს და მოსამზადებელ სამუშაოებს. ეს ინფორმაცია მედიაშიც მუსირებს. მათ საფარქვეშ ჰყავთ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებიც აქტიურად მუშაობენ იმაზე, როგორ გამოიყვანონ ხალხი ქუჩაში, მოხდეს არეულობა, შემდეგ ისევ მათმა ხალხმა ესროლოს ვინმეს და ეს დაჰბრალდეს ხელისუფლებას. იგეგმება, რომ გაშალონ კარვები, სადაც 300-400 კაცის მობილიზებას მოხადენენ. მე მჯერა, რომ ჩვენი ოპონენტები, თავადვე მიხვდებიან, რომ ეს არ არის ის გზა, რომელიც ქვეყანას, ან ნებისმიერ ჩვენგანს რაიმე სიკეთეს მოუტანს.

- თუკი თქვენ საუბრობთ მოსალოდნელ სისხლისღვრაზე, რა პრევენციულ ღონისძიებებს ატარებთ იმისთვის, რომ ეს არ მოხდეს?

- დღეს ჩვენ არ ვართ ის უწყება, რომელიც სურვილებისა და იდეების გამო, რა გინდ მიუღებელიც არ უნდა იყოს ეს, დავიწყებთ დაჭერებს. მათ აქვთ საკუთარი ნების თავისუფლად გამოხატვის შესაძლებლობა, მაგრამ ჯგუფები, რომლებიც შეეცდებიან ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოხდენას, ხალხისა და ოპონენტების ცემას, რათა ეს ყველაფერი მერე სახელმწიფოს დააბრალონ, უმკაცრესად დაისჯებიან! ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით, არ დავუშვათ ქვეყანაში დესტაბილიზაცია და აღვკვეთოთ ყოველგვარი მსგავსი ქმედება. მათ, პირველ რიგში, საზოგადოება უპასუხებთ და გაცილებით მკაცრად. საქართველოში უკანასკნელი წლების განმავლობაში საკმაოდ ბევრი სისხლი დაიღვარა. ეს ხალხს აღარ სჭირდება, ხალხს სჭირდება სიმშვიდე და ნორმალური განვითარება.

- უკრაინაში ევრომაიდანის შედეგედ იანუკოვიჩის მთავრობა დაემხო... ამ შემთხვევაშიც მიზანი იგივე იქნება, თუკი თქვენ უკრაინულ სცენარზე საუბრობთ?

- მიზანი არის დესტაბილიზაცია, შეეცდებიან, ევროპელ პოლიტიკოსებს ცრუ ინფორმაციები მიაწოდონ და ამით გარკვეული წრეების მხარდაჭერა მოიპოვონ. მიზანი შეიძლება იყოს სახელმწიფო ინსტიტუტების დამხობა, ხელისუფლების შეცვლა და ა.შ. არის ინფორმაცია, რომ შესაძლოა, ეს სცენარი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ აამუშაონ, თუმცა არც ისაა გამორიცხული, გარკვეული ნიადაგი მანამდეც მოსინჯონ.

- საკმაოდ სერიოზული განცხადებაა, მით უმეტეს, როცა ამაზე შინაგან საქმეთა მინისტრი საუბრობს, თუმცა არჩევნებამდე წინ გვაქვს 17 მაისი, რომელიც ერთგვარ ტესტად იქცევა როგორც საზოგადოებისათვის, ასევე თქვენი უწყებისთვის... გასული წლის გამოცდილებიდან გამომდინარე, რამდენად ადეკვატურად მოიქცევა პოლიცია, თუ იგივე ექსცესებს ექნება ადგილი?

- პირველ რიგში, მოვუწოდებ საზოგადოებას, კანონს სცეს პატივი. ის, რაც გასულ წელს მოხდა, არ არის მისასალმებელი. უნდა გვესმოდეს, რომ ყველა ადამიანს, ნებისმიერ ჯგუფს აქვს საკუთარი აზრის გამოხატვის უფლება. არა მგონია, წელსაც დრამატულად განვითარდეს მოვლენები. ქართველი ხალხი არის ბრძენი, მას აქვს ანალიზის შესანიშნავი უნარი და დასკვნებსაც კარგად აკეთებს. აქედან გამომდინარე, რაიმე განსაკუთრებულ გართულებებს არ ველით, თუმცა ნებისმიერ სამართალდარღვევას პოლიცია ადეკვატურად უპასუხებს და იქნება შესაბამისი რეაგირება.

მირიან ბოქოლიშვილი

გაზეთი "პრაიმ ტაიმი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

×
Live: ეთერშია "თავისუფალი სტუდია"