თუ რუსეთი აღმოსავლეთ უკრაინის ანექსიას მოახდენს, ჩეხეთი მოსკოვის წინააღმდეგ ყველაზე მკაცრ სანქციებს მხარს დაუჭერს, - ამის შესახებ ჩეხეთის პრეზიდენტმა მილოშ ზემანმა განაცხადა.
როგორც ზემანმა რადიო "პრაღასთან" ინტერვიუში განაცხადა, ასეთ შემთხვევაში უკრაინის ტერიტორიაზე ნატო-ს სამხედრო ოპერაციის ჩატარებას მხარს დაუჭერდა.
უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში - ლუგანსკში, დონეცსკსა და ხარკოვში გუშინ პრორუსული აქციები გაიმართა, რომელთა მონაწილეებმა სახელმწიფო შენობები დაიკავეს. კერძოდ - ხარკოვსა და დონეცკში სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობები, ხოლო ლიგანსკში უშიშროების სამსახურის შენობა და ეროვნული ბანკის ფილიალი შტურმით აიღეს.
მომზადებულია radio.cz-ის მიხედვით.