დონეცკისა და ლუგანსკის მოვლენების გამო ტურჩინოვმა ლიტვაში ვიზიტი გადადო

დონეცკისა და ლუგანსკის მოვლენების გამო ტურჩინოვმა ლიტვაში ვიზიტი გადადო

დონეცკსა და ლუგანსკის ოლქებში გუშინ განვითარებული მოვლენები უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარემ და პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრ ტურჩინოვმა პირად კონტროლზე აიყვანა.

"უნიანის" ინფორმაციით, ტურჩინოვმა ლიტვაში ვიზიტი გადადო, სადაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეების კონფერენციას უნდა დასწრებოდა.

ტურჩინოვმა ძალოვან მინისტრებთან ერთად საგანგებო თათბირი მოიწვია, რომელზეც ლუგანსკსა და დონეცკში შექმნილ ვითარებას განიხილავენ, სადაც გუშინ პრორუსული აქციები მიმდინარეობს. აქციების მონაწილეებმა სახელმწიფო დაწესებულებები დაიკავეს.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა