კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
კონფლიქტები

15

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:02-ზე – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. არ არის რეკომენდებული ხელშეკრულებების გაფორმება, ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება, მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა, უცნობ ადამიანებთან კონტაქტი. მიიღეთ მარტივი საკვები და დაიცავით დიეტა. ორგანიზმის გადატვირთვამ შეიძლება გამოიწვიოს უსიამოვნო შედეგები.
პოლიტიკა
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მსოფლიო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დღეს ხარებაა
დღეს ხარებაა

მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სია დღეს ყოვ­ლად­წ­მინ­და ღვთის­მშობ­ლის ხა­რე­ბის დღე­სას­წა­ულს აღ­ნიშ­ნავს. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ტაძ­რებ­ში სა­დღე­სას­წა­უ­ლო წირ­ვა-ლოც­ვა შეს­რულ­დე­ბა.

რო­გორც "ამ­ბე­ბი.გე"-ს სა­პატ­რი­არ­ქო­დან აც­ნო­ბეს, სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი, უწ­მინ­დე­სი და უნე­ტა­რე­სი, ილია მე­ო­რე წირ­ვა-ლოც­ვას სვე­ტი­ცხო­ველ­ში აღას­რუ­ლებს.

ხა­რე­ბა ერთ-ერთი უდი­დე­სი სა­უფ­ლო დღე­სას­წა­უ­ლია. ამ დღეს ყოვ­ლად­წ­მი­და მა­რი­ამ­თან ერ­თად მთელ კა­ცობ­რი­ო­ბას ეუ­წყა, რომ ღმერ­თმა ადა­მი­ა­ნი სიკ­ვდი­ლი­სა და ცოდ­ვის სა­მუ­და­მო ტყვე­ო­ბის­გან იხ­სნა.

წმინ­და სა­ხა­რე­ბის მი­ხედ­ვით, გა­ლი­ლე­ის ქა­ლაქ ნა­ზა­რეთ­ში ყოვ­ლად­წ­მინ­და ღვთის­მშო­ბელს მთა­ვა­რან­გე­ლო­ზი გაბ­რი­ე­ლი გა­მო­ე­ცხა­და და ახა­რა, რომ მის­გან იშ­ვე­ბო­და ძე ღვთი­სა და კა­ცობ­რი­ო­ბის მა­ცხო­ვა­რი. "გი­ხა­რო­დენ, მი­მად­ლე­ბუ­ლო, უფა­ლი შენ­თა­ნაა. კურ­თხე­ულ ხარ შენ დე­და­თა შო­რის.... და აჰა, ესე­რა შენ მუც­ლად-იღო და ჰშვა ძე და უწო­დი სა­ხე­ლი მისი იესუ".

ღმერ­თმა ყოვ­ლად­წ­მინ­და ღვთის­მშო­ბე­ლი მა­რი­ა­მი დე­დად ღვთი­სად მისი სიმ­დაბ­ლი­სა და სიმ­შვი­დის გამო გა­მო­არ­ჩია.

სა­ეკ­ლე­სიო სწავ­ლე­ბის თა­ნახ­მად, რა ია­რა­ღი­თაც იღ­ვა­წა ეშ­მაკ­მა ადა­მი­ან­თა და­ცე­მი­სათ­ვის, იმა­ვე ია­რა­ღით იხ­სნა კა­ცობ­რი­ო­ბა ქრის­ტემ - თუ ევას საქ­ცი­ელ­მა ადა­მის მოდ­გმას ცრემ­ლი მო­უ­ტა­ნა, ქალ­წულ­მა მა­რი­ამ­მა უდი­დე­სი სი­ხა­რუ­ლი მო­უვ­ლი­ნა.

დიდ­მარ­ხვა წელს 3 მარტს და­ი­წყო და 20 აპ­რილს უფ­ლის აღ­დგო­მის ბრწყინ­ვა­ლე დღე­სას­წა­ულ­ზე დას­რულ­დე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები

დღეს ხარებაა

დღეს ხარებაა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების დღესასწაულს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით, ტაძრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა შესრულდება.

როგორც "ამბები.გე"-ს საპატრიარქოდან აცნობეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე წირვა-ლოცვას სვეტიცხოველში აღასრულებს.

ხარება ერთ-ერთი უდიდესი საუფლო დღესასწაულია. ამ დღეს ყოვლადწმიდა მარიამთან ერთად მთელ კაცობრიობას ეუწყა, რომ ღმერთმა ადამიანი სიკვდილისა და ცოდვის სამუდამო ტყვეობისგან იხსნა.

წმინდა სახარების მიხედვით, გალილეის ქალაქ ნაზარეთში ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს მთავარანგელოზი გაბრიელი გამოეცხადა და ახარა, რომ მისგან იშვებოდა ძე ღვთისა და კაცობრიობის მაცხოვარი. "გიხაროდენ, მიმადლებულო, უფალი შენთანაა. კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის.... და აჰა, ესერა შენ მუცლად-იღო და ჰშვა ძე და უწოდი სახელი მისი იესუ".

ღმერთმა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი მარიამი დედად ღვთისად მისი სიმდაბლისა და სიმშვიდის გამო გამოარჩია.

საეკლესიო სწავლების თანახმად, რა იარაღითაც იღვაწა ეშმაკმა ადამიანთა დაცემისათვის, იმავე იარაღით იხსნა კაცობრიობა ქრისტემ - თუ ევას საქციელმა ადამის მოდგმას ცრემლი მოუტანა, ქალწულმა მარიამმა უდიდესი სიხარული მოუვლინა.

დიდმარხვა წელს 3 მარტს დაიწყო და 20 აპრილს უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე დასრულდება.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია