პოლონეთში ნატოს სამხედროების რაოდენობა გაიზრდება, - "რადიო თავისუფლების" ინფორმაციით, ამის შესახებ პოლონეთის პრემიერმინისტრმა დონალდ ტუსკმა ადგილობრივ ტელეკომპანიებს განუცხადა.
ტუსკის განმარტებით, ეს იქნება პასუხი იმ შეშფოთებაზე, რომელიც გააჩნიათ აღმოსავლეთ ევროპელ პარტნიორებს საკუთარ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის შესახებ.
"რადიო თავისუფლების" ინფორმაციაში ასევე აღნიშნულია, რომ აშშ აპირებს საკუთარი სამხედროების რაოდენობა გაზარდოს რუმინეთის აღმოსავლეთით მდებარე სამხედრო ავიაბაზა "მიხაილ კოგელნიჩანზე". რუმინეთის პრეზიდენტის, ტრაიან ბასესკუს განცხადებით, ათასამდე სამხედროს, რომლებიც უკვე აღნიშნულ ბაზაზე იმყოფებიან, კიდევ 600 შეუერთდება.
"რადიო თავისუფლების" ცნობით, ვაშინგტონი ნატოში თავის მოკავშირეს სთხოვს, ავიაბაზაზე ავიატექნიკის დამატებითი ერთეულები განათავსოს, რაც "განსაკუთრებული მისიისთვის" გამოიყენება.