ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთის დელეგაციასთან ურთიერთობა შეწყვიტა

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთის დელეგაციასთან ურთიერთობა შეწყვიტა

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთის დელეგაციასთან ურთიერთობა შეწყვიტა. ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ასამბლეის მუდმივი კომიტეტის წევრებმა რიგაში გამართულ სხდომაზე უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისადმი თავიანთი მხარდაჭერა დააფიქსირეს და რუსეთის პარლამენტის დელეგაციას ასამბლეის წევრობა შეუწყვიტეს.

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს წევრები რუს დეპუტატებს შეხვდნენ და მათ ასამბლეის გადაწყვეტილება გააცნეს.

"რუსეთის სათათბიროს ორივე პალატის გადაწყვეტილება, მხარი დაეჭირათ პრეზიდენტ პუტინისთვის უკრაინაში ჯარის გაგზავნაში და ყირიმის უკანონო ანექსიის რატიფიცირება, არ გვიტოვებს შესაძლებლობას, რუსეთის დეპუტატებთან ნორმალური ურთიერთობები შევინარჩუნოთ. დიალოგი ორხმრივ ნდობას ეფუძნება, თუმცა ნდობა დაკარგულია. რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება ყირიმის ანექსიის თაობაზე აჩვენებს მათ მიერ საერთაშორისო სამართლის ნორმების სრულ იგნორირებას. ეს ქმედება ძირს უთხრის 25-წლიან გულმოდგინე ძალისხმევას რუსეთთან სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების თაობაზე. შემაშფოთებელია, რომ ჯერ კიდევ არ არის ნათელი, რუსეთი გეგმავს თუ არა უკრიანის ტერიტორიული მთლიანობის კვლავ დარღვევას", - განაცხადა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ჰიუ ბეილიმ.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა