სამხედრო
პოლიტიკა
მეცნიერება

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პატრიარქმა მცხეთას წმინდა ქალაქის ტიტული მიანიჭა
პატრიარქმა მცხეთას წმინდა ქალაქის ტიტული მიანიჭა

პატ­რი­არ­ქის ლოც­ვა-კურ­თხე­ვით, მცხე­თას წმინ­და ქა­ლა­ქის ტი­ტუ­ლი მი­ე­ნი­ჭა. რო­გორც კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა ილია მე­ო­რემ საკ­ვი­რაო ქა­და­გე­ბი­სას ბრძა­ნა, მი­ღე­ბუ­ლია გან­ჩი­ნე­ბა, რომ­ლის მი­ხედ­ვით, აღ­დგე­ბა მცხე­თის სრუ­ლი ტი­ტუ­ლი და მას წმინ­და ქა­ლა­ქი, წმინ­და დე­და­ქა­ლა­ქი მცხე­თა ეწო­დე­ბა. აღ­ნიშ­ნულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას სა­ფუძ­ვლად მელ­ქი­სე­დეკ პირ­ვე­ლი კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის ან­დერ­ძი უდევს, რო­მე­ლიც მე-11 სა­უ­კუ­ნე­ში და­ი­წე­რა.

პატ­რი­არ­ქმა დღე­ვან­დე­ლი ქა­და­გე­ბი­სას მრევლს ან­დერ­ძი გა­აც­ნო, რომ­ლის თა­ნახ­მად, მელ­ქი­სე­დეკ I კა­თა­ლი­კო­სი ასა­ხე­ლებს სოფ­ლებს, აგა­რა­კებს, რო­მე­ლიც მან ეკ­ლე­სი­ას შეს­წი­რა და ამ­ბობს, რომ ვინც მის შემ­დგომ იქ­ნე­ბა, ან­დერ­ძი აღას­რუ­ლოს. ან­დერ­ძში მელ­ქი­სე­დეკ კა­თა­ლი­კო­სი მცხე­თას წმინ­და ქა­ლა­ქად მო­იხ­სე­ნი­ებს.

დღეს ილია II-მ უფალს შეს­თხო­ვა, ნა­თელ­ში ამ­ყო­ფოს მელ­ქი­სე­დეკ კა­თა­ლი­კო­სის სული და მისი ლოც­ვა-კურ­თხე­ვა სა­ქარ­თვე­ლოს შე­ე­წი­ოს. ამას­თან, რო­გორც მან ბრძა­ნა, მცხე­თას მი­ე­ნი­ჭე­ბა უძ­ვე­ლე­სი სა­ხელ­წო­დე­ბა და აღ­დგე­ბა მისი სრუ­ლი ტი­ტუ­ლი, რა­ზეც მი­ღე­ბუ­ლია სა­თა­ნა­დო გან­ჩი­ნე­ბა.

ამას­თან, ხვალ ხა­რე­ბის დღე­სას­წა­უ­ლი წმინ­და ქა­ლაქ მცხე­თა­ში, სვე­ტი­ცხო­ველ­ში აღი­ნიშ­ნე­ბა. პატ­რი­არ­ქის თქმით, ან­დერ­ძში წე­რია, რომ ხა­რე­ბის დღე­სას­წა­უ­ლი მცხე­თა­ში უნდა აღი­ნიშ­ნე­ბო­დეს.

"იყო ასე­თი წესი, რომ ამ დღეს მთელ მცხე­თას სამ­ღვდე­ლო­ე­ბა და ხალ­ხი ნა­კურთხ წყალს ას­ხუ­რებ­და. ამი­ტომ გაძ­ლე­ვათ ლოც­ვა-კურ­თხე­ვას, რომ ას­ხუ­როთ სახ­ლებს, ქუ­ჩებს, შვი­ლებს, ყვე­ლა­ფერს, რაც თქვენს გარ­შე­მოა ნა­კურ­თხი წყა­ლი. რო­გორც მცხე­თა­ში, ასე­ვე თბი­ლის­ში", - ბრძა­ნა პატ­რი­არ­ქმა.

ხა­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი წირ­ვა სვე­ტი­ცხო­ველ­ში ხვალ, 10:00 სა­ათ­ზე და­ი­წყე­ბა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა

პატრიარქმა მცხეთას წმინდა ქალაქის ტიტული მიანიჭა

პატრიარქმა მცხეთას წმინდა ქალაქის ტიტული მიანიჭა

პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, მცხეთას წმინდა ქალაქის ტიტული მიენიჭა. როგორც კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას ბრძანა, მიღებულია განჩინება, რომლის მიხედვით, აღდგება მცხეთის სრული ტიტული და მას წმინდა ქალაქი, წმინდა დედაქალაქი მცხეთა ეწოდება. აღნიშნულ გადაწყვეტილებას საფუძვლად მელქისედეკ პირველი კათოლიკოს-პატრიარქის ანდერძი უდევს, რომელიც მე-11 საუკუნეში დაიწერა.

პატრიარქმა დღევანდელი ქადაგებისას მრევლს ანდერძი გააცნო, რომლის თანახმად, მელქისედეკ I კათალიკოსი ასახელებს სოფლებს, აგარაკებს, რომელიც მან ეკლესიას შესწირა და ამბობს, რომ ვინც მის შემდგომ იქნება, ანდერძი აღასრულოს. ანდერძში მელქისედეკ კათალიკოსი მცხეთას წმინდა ქალაქად მოიხსენიებს.

დღეს ილია II-მ უფალს შესთხოვა, ნათელში ამყოფოს მელქისედეკ კათალიკოსის სული და მისი ლოცვა-კურთხევა საქართველოს შეეწიოს. ამასთან, როგორც მან ბრძანა, მცხეთას მიენიჭება უძველესი სახელწოდება და აღდგება მისი სრული ტიტული, რაზეც მიღებულია სათანადო განჩინება.

ამასთან, ხვალ ხარების დღესასწაული წმინდა ქალაქ მცხეთაში, სვეტიცხოველში აღინიშნება. პატრიარქის თქმით, ანდერძში წერია, რომ ხარების დღესასწაული მცხეთაში უნდა აღინიშნებოდეს.

"იყო ასეთი წესი, რომ ამ დღეს მთელ მცხეთას სამღვდელოება და ხალხი ნაკურთხ წყალს ასხურებდა. ამიტომ გაძლევათ ლოცვა-კურთხევას, რომ ასხუროთ სახლებს, ქუჩებს, შვილებს, ყველაფერს, რაც თქვენს გარშემოა ნაკურთხი წყალი. როგორც მცხეთაში, ასევე თბილისში", - ბრძანა პატრიარქმა.

ხარებასთან დაკავშირებული წირვა სვეტიცხოველში ხვალ, 10:00 საათზე დაიწყება.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია