სიზმრების ახსნის ზუსტი და მეცნიერული მეთოდი დღემდე არ არსებობს, ამის მიუხედავად, ღამის ხილვების ახსნის უამრავი ვერსია ვცელდება. ამჯერად განვიხილოთ შემთხვევა, როცა სიზმარში თვით პრემიერ-მინისტრი გვევლინება.
თუ მთავრობის ხელმძღვანელი დაგესიზმრათ, პირად ცხოვრებაში ცვლილებები გელით. პრემიერის დასიზმრება ნიშნავს, რომ მალე თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდება ადამიანი, რომელთან ურთიერთობაც მრავალ ბედნიერ წუთს განგაცდევინებთ და თქვენს ცხოვრებას ახალ შინაარსს შესძენს.
თუ პრემიერი ქალს დაესიზმრა, მალე მას არაორაზროვნად აგრძნობინებენ, რომ მოსწონთ. თუ მამაკაცს - მალე შეხვდება გოგონას, რომელიც კარგი დიასახლისია და ოჯახში სიმყუდროვესაც შექმნის.
თუ პრემიერის გარდა სიზმარში სხვა ადამიანებიც ფიგურირებენ, ესე იგი საქმე ან ქორწილით დასრულდება, ან რაიმე ხმაურიან წვეულებაზე მოხვდებით. თუ პრემიერი ცხოველთან ერთად გამოგეცხადათ, დიდი ხნის უნახავი მეგობარი შეგხვდებათ.
მნიშვნელობა აქვს იმასაც, სიზმრად მოვლენილი პრემიერი ადგილობრივია თუ უცხოელი. კეთილად მხოლოდ საკუთარი ქვეყნის პრემიერ-მინისტრის დასიზმრება აგიხდებათ, თუ ვინმე უცხოელი პრემიერი შემოიჭრა თქვენ ღამეულ ხილვებში, ეს უსიამოვნო ცვლილებებს და არასასიამოვნო მგზავრობას მოგიტანთ. თუ პრემიერის რანგში საკუთარი თავი იხილეთ, ესე იგი სხვისი უფლებების უკანონოდ მითვისებისთვის სასჯელს თავიდან აიცილებთ.
თუ პრემიერის რეზიდენცია ნახეთ, სამსახურში ჩამოგაქვეითებენ, რეზიდენციის კორიდორებში სიარული კი საქმეების არევას ნიშნავს.
მომზადებულია news.am-ის მიხედვით.