სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ახლა შენს დას მოვკლავ და მის სისხლს დაგალევინებ" - "რუსთაველმა მანიაკმა" თავი მოიკლა...
"ახლა შენს დას მოვკლავ და მის სისხლს დაგალევინებ" - "რუსთაველმა მანიაკმა" თავი მოიკლა...

"კვი­რის პა­ლიტ­რის" არ­ქი­ვი­დან, 2001 წელი

რუს­თავ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ გახ­მა­უ­რე­ბულ მკვლე­ლო­ბებს ად­გი­ლობ­რი­ვი პრო­კუ­რა­ტუ­რა გახ­სნი­ლად აცხა­დებს. "რუს­თა­ვე­ლი მა­ნი­ა­კის მოღ­ვა­წე­ო­ბა დას­რულ­და", - ამ­ბო­ბენ გა­ხა­რე­ბუ­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი. თუმ­ცა ამ სი­ხა­რულს მიღ­მა დარ­ჩა ექ­ვსამ­დე მოხ­რჩო­ბი­ლი და გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბუ­ლი მცი­რე­წლო­ვა­ნი თუ სრულ­წლო­ვა­ნი ქალი, და კი­დევ, თა­ვის დრო­ზე "რუს­თა­ველ მა­ნი­ა­კად" შე­რა­ცხუ­ლი, ცი­ხე­ში შე­უ­რა­ცხყო­ფი­ლი და ყურ­ჩა­მოთ­ლი­ლი პა­ა­ტა სხირტლა­ძე, რო­მელ­მაც თა­ვის დრო­ზე ასე­ვე აღი­ა­რა გო­გო­ნე­ბის მკვლე­ლო­ბა.

ამ­ჯე­რად "რუს­თა­ველ მა­ნი­ა­კად" გა­მო­ძი­ე­ბა ასა­ხე­ლებს ფრი­დონ პირ­ტა­ხი­ას, რო­მე­ლიც გა­სულ კვი­რას, 12 ნო­ემ­ბერს, მარ­ტვი­ლის რა­ი­ონ­ში და­ა­კა­ვეს. პირ­ტა­ხი­ამ ექ­ვსი გა­უხ­სნე­ლი მკვლე­ლო­ბა აღი­ა­რა, მაგ­რამ თბი­ლის­ში, #5 სა­გა­მო­ძი­ე­ბო იზო­ლა­ტორ­ში გად­მოყ­ვა­ნის შემ­დეგ, შა­ბათ დი­ლას თვით­მკვლე­ლო­ბით და­ას­რუ­ლა სი­ცო­ცხლე. სა­მარ­თალ­დამ­ცველ­თა თქმით, მან "ბრიტ­ვით" ვე­ნე­ბი გა­და­იჭ­რა.

ძნე­ლი სათ­ქმე­ლია, რამ­დე­ნი ხნის შემ­დეგ გა­მოჩ­ნდე­ბა "ახა­ლი რუს­თა­ვე­ლი მა­ნი­ა­კი", თუმ­ცა რუს­თა­ვის პრო­კუ­რო­რის თა­ნა­შემ­წე ნუგ­ზარ კან­დე­ლა­კი გა­დაჭ­რით აცხა­დებს, რომ რუს­თავ­ში მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბე­ბი გახ­სნი­ლია.

ნუგ­ზარ კან­დე­ლა­კი:

"და­კი­თხვის დროს მი­უ­თი­თებ­და ისეთ ნი­უ­ან­სებს, რაც გა­მო­ძი­ე­ბის გარ­და არა­ვინ იცო­და. შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე რა გა­ა­კე­თა, რო­გორ გა­ა­კე­თა, რო­გორ მოხ­და ყო­ვე­ლი­ვე, დე­ტა­ლებ­ში გვი­ამ­ბო. მა­გა­ლი­თად, მზია ხუ­ციშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე (მოხ­რჩო­ბი­ლი და და­ნა­დარ­ტყმუ­ლი იპო­ვეს სა­კუ­თარ სახ­ლში) გვი­თხრა, რომ ღა­მით შემ­თხვე­ვით შეხ­ვდა ქუ­ჩა­ში ხუ­ციშ­ვი­ლი, რო­მელ­მაც სი­გა­რე­ტი სთხო­ვა. შემ­დეგ პირ­ტა­ხი­ამ იგი სა­კუ­თარ სახ­ლში და­პა­ტი­ჟა. სახ­ლის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მის­ვლი­სას მზია ხუ­ციშ­ვილს უთ­ქვამს, - აქ ჩემი ახ­ლობ­ლე­ბი ცხოვ­რო­ბენ და ისევ ჩემ­თან წა­ვი­დე­თო. მარ­თლაც, მი­დი­ან მას­თან. თავ­და­პირ­ვე­ლად, ვახ­შმო­ბენ. რო­დე­საც ვკი­თხეთ, რა ჭა­მეს, გვი­პა­სუ­ხა - სუფ­რა­ზე იდო კიტ­რი, "სა­ლის" შემ­წვა­რი კანი და კი­დევ ნამ­ცხვა­რი. ეს დე­ტა­ლე­ბი ემ­თხვე­ვა თა­ვის დრო­ზე შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე ნა­ნახ საკ­ვე­ბის ნარ­ჩე­ნებს. გარ­და ამი­სა, ისიც კი გვი­თხრა, ხუ­ციშ­ვი­ლის ბი­ნა­ში ნა­თუ­რე­ბი მოვხსე­ნი და წა­მო­ვი­ღეო. რო­დე­საც მი­ზე­ზი ვკი­თხეთ, გვი­პა­სუ­ხა, ვი­ღა­ცა რომ შე­ვი­დო­და, უცებ არ აენ­თო სი­ნათ­ლე და გვა­მი მა­შინ­ვე არ და­ე­ნა­ხაო.

რაც შე­ე­ხე­ბა მე­ო­რე მკვლე­ლო­ბას... ბრეგ­ვა­ძის საქ­მე­ზე გე­მახ­სოვ­რე­ბათ, რომ მოკ­ლულს ჯვა­რი ჰქონ­და და­კარ­გუ­ლი. პირ­ტა­ხი­ამ გვი­ამ­ბო: "რო­დე­საც მოვ­წყვი­ტე ყე­ლი­დან, ვი­ფიქ­რე, რომ ძვირ­ფა­სი იქ­ნე­ბო­და. ნან­გრე­ვე­ბი­დან გა­რეთ გა­მოს­ვლი­სას, სი­ნათ­ლე­ზე ვნა­ხე, რომ პლასტმა­სის იყო და წა­მოს­ვლი­სას იქვე დავ­დე..."

ფრი­დონ პირ­ტა­ხი­ამ რუს­თავ­ში მომ­ხდა­რი ექ­ვსი­ვე მკვლე­ლო­ბა აღი­ა­რა:

1999 წლის 13 აგ­ვის­ტოს მოკ­ლა 14 წლის ნანა ბრეგ­ვა­ძე, რომ­ლის გვა­მი გა­და­მა­ლა "აზო­ტის" სა­ა­ვად­მყო­ფოს მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე რსე­ბულ მშე­ნე­ბა­რე სახ­ლის სარ­დაფ­ში.

1999 წლის 18 ოქ­ტომ­ბერს გა­ა­უ­პა­ტი­უ­რა და შემ­დეგ მოკ­ლა პირ­ვე­ლი კურ­სის სტუ­დენ­ტი, 16 წლის ხა­თუ­ნა მა­ნაშ­ვი­ლი, რომ­ლის გვა­მი ჩა­აგ­დო რუს­თა­ვის რკი­ნიგ­ზის სად­გუ­რის სატ­ვირ­თო-სა­კონ­ტე­ი­ნე­რო ეზოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მდე­ბა­რე ლი­თო­ნის ყუთ­ში. მოკ­ლულს მოხ­სნა ოქ­როს სამ­კა­უ­ლე­ბი, რო­მე­ლიც მიჰ­ყი­და მე­ზო­ბელს, რუ­სუ­დან ვა­ჩი­ბე­რი­ძე-კი­კა­ლიშ­ვილს.

იხი­ლეთ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

"ახლა შენს დას მოვკლავ და მის სისხლს დაგალევინებ" - "რუსთაველმა მანიაკმა" თავი მოიკლა...

"ახლა შენს დას მოვკლავ და მის სისხლს დაგალევინებ" - "რუსთაველმა მანიაკმა" თავი მოიკლა...

"კვირის პალიტრის" არქივიდან, 2001 წელი

რუსთავში განხორციელებულ გახმაურებულ მკვლელობებს ადგილობრივი პროკურატურა გახსნილად აცხადებს. "რუსთაველი მანიაკის მოღვაწეობა დასრულდა", - ამბობენ გახარებული სამართალდამცველები. თუმცა ამ სიხარულს მიღმა დარჩა ექვსამდე მოხრჩობილი და გაუპატიურებული მცირეწლოვანი თუ სრულწლოვანი ქალი, და კიდევ, თავის დროზე "რუსთაველ მანიაკად" შერაცხული, ციხეში შეურაცხყოფილი და ყურჩამოთლილი პაატა სხირტლაძე, რომელმაც თავის დროზე ასევე აღიარა გოგონების მკვლელობა.

ამჯერად "რუსთაველ მანიაკად" გამოძიება ასახელებს ფრიდონ პირტახიას, რომელიც გასულ კვირას, 12 ნოემბერს, მარტვილის რაიონში დააკავეს. პირტახიამ ექვსი გაუხსნელი მკვლელობა აღიარა, მაგრამ თბილისში, #5 საგამოძიებო იზოლატორში გადმოყვანის შემდეგ, შაბათ დილას თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. სამართალდამცველთა თქმით, მან "ბრიტვით" ვენები გადაიჭრა.

ძნელი სათქმელია, რამდენი ხნის შემდეგ გამოჩნდება "ახალი რუსთაველი მანიაკი", თუმცა რუსთავის პროკურორის თანაშემწე ნუგზარ კანდელაკი გადაჭრით აცხადებს, რომ რუსთავში მომხდარი მკვლელობები გახსნილია.

ნუგზარ კანდელაკი:

"დაკითხვის დროს მიუთითებდა ისეთ ნიუანსებს, რაც გამოძიების გარდა არავინ იცოდა. შემთხვევის ადგილზე რა გააკეთა, როგორ გააკეთა, როგორ მოხდა ყოველივე, დეტალებში გვიამბო. მაგალითად, მზია ხუციშვილის მკვლელობის ფაქტზე (მოხრჩობილი და დანადარტყმული იპოვეს საკუთარ სახლში) გვითხრა, რომ ღამით შემთხვევით შეხვდა ქუჩაში ხუციშვილი, რომელმაც სიგარეტი სთხოვა. შემდეგ პირტახიამ იგი საკუთარ სახლში დაპატიჟა. სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მისვლისას მზია ხუციშვილს უთქვამს, - აქ ჩემი ახლობლები ცხოვრობენ და ისევ ჩემთან წავიდეთო. მართლაც, მიდიან მასთან. თავდაპირველად, ვახშმობენ. როდესაც ვკითხეთ, რა ჭამეს, გვიპასუხა - სუფრაზე იდო კიტრი, "სალის" შემწვარი კანი და კიდევ ნამცხვარი. ეს დეტალები ემთხვევა თავის დროზე შემთხვევის ადგილზე ნანახ საკვების ნარჩენებს. გარდა ამისა, ისიც კი გვითხრა, ხუციშვილის ბინაში ნათურები მოვხსენი და წამოვიღეო. როდესაც მიზეზი ვკითხეთ, გვიპასუხა, ვიღაცა რომ შევიდოდა, უცებ არ აენთო სინათლე და გვამი მაშინვე არ დაენახაო.

რაც შეეხება მეორე მკვლელობას... ბრეგვაძის საქმეზე გემახსოვრებათ, რომ მოკლულს ჯვარი ჰქონდა დაკარგული. პირტახიამ გვიამბო: "როდესაც მოვწყვიტე ყელიდან, ვიფიქრე, რომ ძვირფასი იქნებოდა. ნანგრევებიდან გარეთ გამოსვლისას, სინათლეზე ვნახე, რომ პლასტმასის იყო და წამოსვლისას იქვე დავდე..."

ფრიდონ პირტახიამ რუსთავში მომხდარი ექვსივე მკვლელობა აღიარა:

1999 წლის 13 აგვისტოს მოკლა 14 წლის ნანა ბრეგვაძე, რომლის გვამი გადამალა "აზოტის" საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე რსებულ მშენებარე სახლის სარდაფში.

1999 წლის 18 ოქტომბერს გააუპატიურა და შემდეგ მოკლა პირველი კურსის სტუდენტი, 16 წლის ხათუნა მანაშვილი, რომლის გვამი ჩააგდო რუსთავის რკინიგზის სადგურის სატვირთო-საკონტეინერო ეზოს ტერიტორიაზე მდებარე ლითონის ყუთში. მოკლულს მოხსნა ოქროს სამკაულები, რომელიც მიჰყიდა მეზობელს, რუსუდან ვაჩიბერიძე-კიკალიშვილს.

იხილეთ სრულად

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ