პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ანუკა არეშიძის დახვეწილი სილუეტი, რომელიც მუდამ მზად არის სიახლისთვის (+41 ფოტო)
ანუკა არეშიძის დახვეწილი სილუეტი, რომელიც მუდამ მზად არის სიახლისთვის (+41 ფოტო)

დი­ზა­ი­ნერ ანუ­კი არე­ში­ძის ბრენდმა ANOUKI-მ მოს­წავ­ლე-ახალ­გაზ­რდო­ბის სა­სახ­ლის სარ­კე­ე­ბი­ან დარ­ბაზ­ში შე­მოდ­გო­მა-ზამ­თრის 2014-15 წლის სე­ზო­ნის კო­ლექ­ცი­ის ჩვე­ნე­ბა მო­ა­წყო. ეს დი­ზა­ი­ნე­რის პირ­ვე­ლი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ჩვე­ნე­ბაა სა­ქარ­თვე­ლო­ში. ღო­ნის­ძი­ე­ბას სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლი სა­ხე­ე­ბი ეს­წრე­ბოდ­ნენ.

პო­დი­უმ­ზე კო­ლექ­ცია ცნო­ბილ­მა ქარ­თველ­მა მო­დე­ლებ­მა წა­რად­გი­ნეს. ჩვე­ნე­ბა კრის­ტი ყიფ­ში­ძემ გახ­სნა, რო­მელ­მაც შავი, კლა­სი­კუ­რი კაბა წა­რად­გი­ნა. პო­დი­უმ­ზე ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის უც­ნობ მო­დე­ლებ­თან ერ­თად ფო­ტოგ­რა­ფე­ბის წი­ნა­შე წარ­მა­ტე­ბუ­ლი ვარ­სკვლა­ვე­ბი: კრის­ტი ყიფ­ში­ძე, მა­რი­ტა ჯა­ნა­შია, ნა­ნუ­კა გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლი და მა­ნი­კა ასა­თი­ა­ნი პო­ზი­რებ­დნენ.

კო­ლექ­ცია ძი­რი­თა­დად მუქ ტო­ნებ­ში იყო გა­და­წყვე­ტი­ლი, რო­მე­ლიც ფე­რა­დი დე­ტა­ლე­ბი­თა და აქ­სე­სუ­ა­რე­ბით იყო გა­ფორ­მე­ბუ­ლი. კო­ლექ­ცია წარ­მო­ად­გენს ელე­გან­ტურ, გე­მოვ­ნე­ბი­ან და ძლი­ერ ქალს, რო­მე­ლიც უპი­რა­ტე­სო­ბას ქა­ლურ, დახ­ვე­წილ სი­ლუ­ეტს ანი­ჭებს და მუ­დამ მზად არის სი­ახ­ლის­თვის.

დი­ზა­ი­ნე­რის­თვის ეს კო­ლექ­ცია ემო­ცი­ე­ბის გა­მო­ძა­ხი­ლი და მო­მა­ვა­ლი სე­ზო­ნის ქა­ლის პერ­სო­ნა­ლუ­რი ხედ­ვაა.

კო­ლექ­ცია გვი­ა­ნი 60-იანი წლე­ბის გა­მო­ძა­ხი­ლია. ძი­რი­თა­დი აქ­ცენ­ტი წელ­ზე და გა­მოყ­ვა­ნილ ფორ­მებ­ზე კეთ­დე­ბა. ამას­თან, სხვა­დას­ხვა ფე­რი­სა და ტო­ნა­ლო­ბის ქვე­ბი აქ­სე­სუ­ა­რებ­ზეა წარ­მოდ­გე­ნი­ლი. პო­დი­უმ­ზე რამ­დე­ნი­მე მო­დელ­მა ბეწ­ვით გა­ფორ­მე­ბუ­ლი სა­მო­სი წარ­მო­ად­გი­ნა.

რო­გორც ღო­ნის­ძი­ე­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ანუ­კიმ Ambebi.ge-ს გა­ნუ­ცხა­და, კო­ლექ­ცი­ა­ზე 6 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­და და სა­ერ­თო ჯამ­ში ჩვე­ნე­ბით კმა­ყო­ფი­ლია.

ანუ­კი არე­ში­ძე: კო­ლექ­ცი­ა­ზე და­ახ­ლო­ე­ბით 5-6 თვე ვი­მუ­შა­ვე. ძა­ლი­ან კმა­ყო­ფი­ლი ვარ - მა­ინ­ტე­რე­სებს შე­ფა­სე­ბე­ბი. ოქ­ტომ­ბერ­ში უკვე 2015 წლის ქალს წარ­მო­ვად­გენ, რო­მელ­ზე მუ­შა­ო­ბაც და­წყე­ბუ­ლი მაქვს.

ანუ­კის კო­ლექ­ცია მო­ე­წო­ნათ და და­დე­ბი­თად შე­ა­ფა­სეს სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბილ­მა სა­ხე­ებ­მა.

სა­ლო­მე ღვი­ნი­აშ­ვი­ლი: ძა­ლი­ან ლა­მა­ზი კო­ლექ­ცია იყო, ანუ­კი­სა­ვით ბრჭყვი­ა­ლა და ლა­მა­ზი. ძა­ლი­ან მი­ხა­რია ანუ­კის წარ­მა­ტე­ბა. ვუ­ლო­ცავ ამ წინ გა­დად­გმულ ნა­ბიჯს და ვფიქ­რობ, რო­გორც დი­ზა­ი­ნერს წინ ძა­ლი­ან დიდი მო­მა­ვა­ლი ელო­დე­ბა. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, მალე ვი­ხი­ლავთ სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის Fashion Week-ებზე.

ია კიწ­მა­რიშ­ვი­ლი: არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ჩვე­ნე­ბა იყო. და­წყე­ბუ­ლი დარ­ბა­ზით, გა­რე­მო­თი ყვე­ლა­ფე­რი შე­სა­ნიშ­ნა­ვი იყო. ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო კო­ლექ­ცია იყო, გან­სხვა­ვე­ბუ­ლი, ანუ­კას­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი. მე პი­რა­დად დიდ წარ­მა­ტე­ბას ვუ­სურ­ვებ. ეს მისი პირ­ვე­ლი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ჩვე­ნე­ბაა. იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ ძა­ლი­ან მონ­დო­მე­ბუ­ლი, შრო­მის­მოყ­ვა­რე და ნი­ჭი­ე­რი გო­გო­ნაა, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ მას ყვე­ლა­ფე­რი წინ აქვს და ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო კო­ლექ­ცი­ით გაგ­ვა­ხა­რებს.

იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

ეკა­ტე­რი­ნე ცი­ცხვა­ია, Ambebi.ge

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ანუკა არეშიძის დახვეწილი სილუეტი, რომელიც მუდამ მზად არის სიახლისთვის (+41 ფოტო)

ანუკა არეშიძის დახვეწილი სილუეტი, რომელიც მუდამ მზად არის სიახლისთვის (+41 ფოტო)

დიზაინერ ანუკი არეშიძის ბრენდმა ANOUKI-მ მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის სარკეებიან დარბაზში შემოდგომა-ზამთრის 2014-15 წლის სეზონის კოლექციის ჩვენება მოაწყო. ეს დიზაინერის პირველი დამოუკიდებელი ჩვენებაა საქართველოში. ღონისძიებას საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები ესწრებოდნენ.

პოდიუმზე კოლექცია ცნობილმა ქართველმა მოდელებმა წარადგინეს. ჩვენება კრისტი ყიფშიძემ გახსნა, რომელმაც შავი, კლასიკური კაბა წარადგინა. პოდიუმზე ფართო საზოგადოებისთვის უცნობ მოდელებთან ერთად ფოტოგრაფების წინაშე წარმატებული ვარსკვლავები: კრისტი ყიფშიძე, მარიტა ჯანაშია, ნანუკა გოგიჩაიშვილი და მანიკა ასათიანი პოზირებდნენ.

კოლექცია ძირითადად მუქ ტონებში იყო გადაწყვეტილი, რომელიც ფერადი დეტალებითა და აქსესუარებით იყო გაფორმებული. კოლექცია წარმოადგენს ელეგანტურ, გემოვნებიან და ძლიერ ქალს, რომელიც უპირატესობას ქალურ, დახვეწილ სილუეტს ანიჭებს და მუდამ მზად არის სიახლისთვის.

დიზაინერისთვის ეს კოლექცია ემოციების გამოძახილი და მომავალი სეზონის ქალის პერსონალური ხედვაა.

კოლექცია გვიანი 60-იანი წლების გამოძახილია. ძირითადი აქცენტი წელზე და გამოყვანილ ფორმებზე კეთდება. ამასთან, სხვადასხვა ფერისა და ტონალობის ქვები აქსესუარებზეა წარმოდგენილი. პოდიუმზე რამდენიმე მოდელმა ბეწვით გაფორმებული სამოსი წარმოადგინა.

როგორც ღონისძიების დასრულების შემდეგ ანუკიმ Ambebi.ge-ს განუცხადა, კოლექციაზე 6 თვის განმავლობაში მუშაობდა და საერთო ჯამში ჩვენებით კმაყოფილია.

ანუკი არეშიძე: კოლექციაზე დაახლოებით 5-6 თვე ვიმუშავე. ძალიან კმაყოფილი ვარ - მაინტერესებს შეფასებები. ოქტომბერში უკვე 2015 წლის ქალს წარმოვადგენ, რომელზე მუშაობაც დაწყებული მაქვს.

ანუკის კოლექცია მოეწონათ და დადებითად შეაფასეს საზოგადოებისთვის ცნობილმა სახეებმა.

სალომე ღვინიაშვილი: ძალიან ლამაზი კოლექცია იყო, ანუკისავით ბრჭყვიალა და ლამაზი. ძალიან მიხარია ანუკის წარმატება. ვულოცავ ამ წინ გადადგმულ ნაბიჯს და ვფიქრობ, როგორც დიზაინერს წინ ძალიან დიდი მომავალი ელოდება. დარწმუნებული ვარ, მალე ვიხილავთ სხვადასხვა ქვეყნის Fashion Week-ებზე.

ია კიწმარიშვილი: არაჩვეულებრივი ჩვენება იყო. დაწყებული დარბაზით, გარემოთი ყველაფერი შესანიშნავი იყო. ძალიან საინტერესო კოლექცია იყო, განსხვავებული, ანუკასთვის დამახასიათებელი. მე პირადად დიდ წარმატებას ვუსურვებ. ეს მისი პირველი დამოუკიდებელი ჩვენებაა. იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან მონდომებული, შრომისმოყვარე და ნიჭიერი გოგონაა, დარწმუნებული ვარ, რომ მას ყველაფერი წინ აქვს და ბევრი საინტერესო კოლექციით გაგვახარებს.

იხილეთ ფოტოგალერეა

ეკატერინე ციცხვაია, Ambebi.ge

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება