"ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისთან აქციის ერთ-ერთი მონაწილე დააკავეს

"ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისთან აქციის ერთ-ერთი მონაწილე დააკავეს

"ქართული ოცნების" ცენტრალური ოფისის წინ მიმდინარე აქციაზე სამართალდამცავებმა ერთ-ერთი მძღოლი, თამაზ მანსიაშვილი დააკავეს.

რა გახდა მისი დაკავების მიზეზი, ჯერ უცნობია. თავად მძღოლების განცხადებით კი, შესაძლოა ერთ-ერთი მიზეზი მისი უწმაწური გამონათქვამები და გინება იყოს, თუმცა დაზუსტებული ინფორმაცია არც მათ აქვთ. დაკავებული საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა წაიყვანა.

რაც შეეხება "ქართული ოცნების" ოფისის მიმდებარე ტერიტორიას, იქ სამართლამდაცველების მობილიზება გაძლიერებულია.

აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ რუსთავი-თბილისის სამარშრუტო ტაქსის მძღოლებთან ქვემო ქართლის გუბერნატორი გიორგი მღებრიშვილი მივიდა, თუმცა აქციის მონაწილეებთან მისი მოლაპარაკება არ შედგა.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ