საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ცოცხალი მიცვალებულები ვართ" - თბილისის კლინიკაში მომაკვდავი პაციენტები გაიფიცნენ
"ცოცხალი მიცვალებულები ვართ" - თბილისის კლინიკაში მომაკვდავი პაციენტები გაიფიცნენ

ტუ­ბერ­კუ­ლო­ზი­სა და ფილ­ტვის და­ა­ვა­დე­ბა­თა ეროვ­ნულ ცენ­ტრში მყო­ფი პა­ცი­ენ­ტე­ბი რამ­დე­ნი­მე დღეა, მე­დი­კა­მენ­ტე­ბი­სა და საკ­ვე­ბის მი­ღე­ბა­ზე უარს ამ­ბო­ბენ. მათი მტკი­ცე­ბით, წამ­ლე­ბი, რი­თაც მათ მკურ­ნა­ლო­ბენ, მათ­თვის გა­მო­უ­სა­დე­გა­რია. პა­ცი­ენ­ტე­ბი სა­ხელ­მწი­ფოს­გან ფრან­გუ­ლი წამ­ლე­ბის შე­მო­ტა­ნას ითხო­ვენ და სხვა პრე­ტენ­ზი­ებ­საც უყე­ნე­ბენ სა­ა­ვად­მყო­ფოს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას. ყვე­ლას­თვის ცნო­ბი­ლია, რომ ტუ­ბერ­კუ­ლო­ზი ჰა­ერ­წვე­თო­ვა­ნი გზით გა­და­დის. და­ა­ვა­დე­ბულ­თან კონ­ტაქ­ტი ძალ­ზე სა­ში­შია და ხში­რად მათი ოჯა­ხის წევ­რე­ბიც ავად­დე­ბი­ან, ამი­ტომ ოდით­გან­ვე ის მემ­კვიდ­რე­ო­ბით სე­ნად მი­იჩ­ნე­ო­და. მარ­თა­ლია, დღეს სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ტუ­ბერ­კუ­ლო­ზი იკურ­ნე­ბა, მაგ­რამ პა­ცი­ენ­ტე­ბის მტკი­ცე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბუ­ლი მე­დი­კა­მენ­ტე­ბით არ იკურ­ნე­ბა.

24 მარ­ტი ტუ­ბერ­კუ­ლოზ­თან ბრძო­ლის დღეა და მთელ მსოფ­ლი­ო­ში 1992 წლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, ყო­ველ­წლი­უ­რად აღი­ნიშ­ნე­ბა. სწო­რედ ამ დღეს და­ი­წყო პა­ცი­ენ­ტე­ბის პრო­ტეს­ტი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში და დღემ­დე გრძელ­დე­ბა. გა­ფი­ცუ­ლე­ბი ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის­გან კონ­კრე­ტულ პა­სუხს ელოდ­ნენ.

მა­რი­ამ ჯა­შის გან­ცხა­დე­ბით, ტუ­ბერ­კუ­ლო­ზის სამ­კურ­ნა­ლო ახა­ლი პრე­პა­რა­ტე­ბის ეფექ­ტი­ა­ნო­ბა ბო­ლომ­დე შეს­წავ­ლი­ლი არ არის და სა­ქარ­თვე­ლო მათ შე­მო­სა­ტა­ნად ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის რე­კო­მენ­და­ცი­ას ელო­დე­ბა.

პა­ცი­ენ­ტებს ეს პა­სუ­ხი არ აკ­მა­ყო­ფი­ლებთ. ირ­წმუ­ნე­ბი­ან, რომ საფ­რან­გეთ­ში წა­სუ­ლი, მო­მაკ­ვდა­ვი ქარ­თვე­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბი სრუ­ლად გა­ნი­კურ­ნენ.

ავად­მყო­ფე­ბის პრობ­ლე­მე­ბის უფრო დე­ტა­ლუ­რად გა­სარ­კვე­ვად ხუ­და­დოვ­ზე ავე­დი. იქ უმ­ძი­მე­სი პა­ცი­ენ­ტე­ბი დამ­ხვდნენ. თა­ვად ამ­ბო­ბენ, რომ მათ­თან კონ­ტაქ­ტი სა­ში­შია. მათი დიდი ნა­წი­ლი ყო­ფი­ლი პა­ტი­მა­რია.

ან­ზო­რი:

- 2009 წლი­დან აქ ვარ. ვსვამ წამ­ლებს, მაგ­რამ არა­ნა­ი­რი შე­დე­გი არ ჩანს. საფ­რან­გეთ­ში არის პროგ­რა­მა, რო­მე­ლიც სრუ­ლად კურ­ნავს ტუ­ბერ­კუ­ლოზს. სა­უ­ბა­რია 4 მე­დი­კა­მენტზე, რო­მე­ლიც კომ­პლექ­სუ­რად უნდა მი­ვი­ღოთ. იყო შემ­თხვე­ვე­ბი, როცა ჩვენ­მა ექი­მებ­მა უარი უთხრეს ადა­მი­ა­ნებს მკურ­ნა­ლო­ბა­ზე. ძლივს იდ­გნენ ისი­ნი ფეხ­ზე, ფაქ­ტობ­რი­ვად, მო­მაკ­ვდა­ვებ­მა მო­ა­ხერ­ხეს ემიგ­რა­ცი­ა­ში წას­ვლა. ზოგ­მა სახ­ლი გა­ყი­და იქ სამ­კურ­ნა­ლოდ რომ წა­სუ­ლი­ყო და ბევ­რი გა­ნი­კურ­ნა კი­დეც. იმ წამ­ლე­ბის ჩა­მო­ტა­ნას ვი­თხოვთ კარ­გა ხა­ნია, მაგ­რამ საშ­ვე­ლი არ და­ად­გა. მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ ცრუ და­პი­რე­ბე­ბი მოგ­ვცა და წა­ვი­და. ამა­სო­ბა­ში ჩვენ თვალ­წინ მძიმ­დე­ბა ჩვე­ნი მე­გობ­რე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა, გა­დაჰ­ყავთ სა­სუნ­თქ აპა­რატ­ზე, ზოგს სის­ხლდე­ნა ეწყე­ბა და კვდე­ბა. სა­ში­ნე­ლი სი­ტუ­ა­ცი­აა, ამის გაძ­ლე­ბა აუ­ტა­ნე­ლია. ზოგი ახ­ლაც ჟანგბად­ზეა შე­ერ­თე­ბუ­ლი და სულს ღა­ფავს. ფრან­გუ­ლი წამ­ლის ჩა­მო­ტა­ნა ალ­ბათ ძა­ლი­ან ძვი­რი და­უჯ­დე­ბა სა­ხელ­მწი­ფოს, თან­ხის გა­ღე­ბა არ უნ­დათ, ამი­ტომ არ ადარ­დებთ ჩვე­ნი ბედი. კურ­სის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ექი­მე­ბი ამ­ბო­ბენ, ვე­ღარ გშვე­ლი­თო და ასე­თი ხალ­ხი ქუ­ჩა­ში გა­დის. ის მერე მა­ლავს ამ ამ­ბავს და ავად­დე­ბა მის გვერ­დით უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი.

- თქვენ რო­გორ და­ა­ვად­დით?

- მი­შას "ნუ­ლო­ვა­ნი ტო­ლე­რან­ტო­ბი­დან" გა­მომ­დი­ნა­რე, ცი­ხე­ში აღ­მოვ­ჩნდი, ერთ "კო­ი­კა­ზე" უამ­რავ ადა­მი­ანს გვე­ძი­ნა. ქსნის ზო­ნა­ში ვიხ­დი­დი სას­ჯელს, სა­მან­ქა­ნო გზა გვყოფ­და ქსნის ტუბ­ზო­ნის­გან. თუ წა­მალს არ და­ლევ­და ტუბ­ზო­ნა­ში პა­ტი­მა­რი, რე­ჟი­მის დარ­ღვე­ვის­თვის სჯიდ­ნენ, გად­მოჰ­ყავ­დათ ჩვენ­თან, 3-ათას­კა­ცი­ან და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში და სხვე­ბიც ავად­დე­ბოდ­ნენ. ვი­ცო­დით, ავად­მყო­ფი რომ იყო, მაგ­რამ რა გვექ­ნა? ერთი თვე სულ სი­ცხე მქონ­და. ექიმ­მა არ მო­მაქ­ცია ყუ­რა­დღე­ბა, სა­ნამ სის­ხლდე­ნა არ და­მე­წყო. ამ სა­ა­ვად­მყო­ფო­დან ბევ­რჯერ ვარ გაგ­დე­ბუ­ლი. ად­მი­ნის­ტრა­ცია ვერ იტანს შე­ნიშ­ვნას, პრო­ტეს­ტი არ უნდა გა­მო­ხა­ტო. 4-დან 7 სა­ა­თამ­დე სა­ა­ვად­მყო­ფოს და­ტო­ვე­ბა შეგ­ვიძ­ლია. ბან­კო­მა­ტი არ არის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, არც მა­ღა­ზი­აა, ამი­ტომ ქა­ლაქ­ში გვი­წევს გას­ვლა. იმას ვერ მი­ვაღ­წი­ეთ, ერთი სა­რე­ცხი მან­ქა­ნა და­ედ­გა ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას. მარ­ტო თეთ­რე­ულს გვი­რე­ცხა­ვენ. ამ­დე­ნი თვე აქ ვართ, ხომ გვინ­და სა­რე­ცხის გა­რე­ცხვა? გა­მა­გე­ბი­ნეთ, რა იქ­ნე­ბა, გაგ­ვა­რე­ცხი­ნონ აქვე?! აქა­უ­რი მან­ქა­ნა ორ­სუ­ლად არის? თეთ­რე­ულ­თან ერ­თად ტან­საც­მე­ლიც რომ გა­რე­ცხოს, მუ­ცე­ლი მო­ეშ­ლე­ბა? და­ბა­ნის სა­შუ­ა­ლე­ბა კვი­რა­ში ორ­ჯერ გვაქვს. პრობ­ლე­მა ამის გა­მოც შეგ­ვექ­მნა. "ყა­ზტრანსგა­ზის" და­ვა­ლი­ა­ნე­ბა და­უგ­როვ­დათ, ამი­ტომ კვი­რა­ში ერთხელ გვაძ­ლევ­დნენ და­ბა­ნის უფ­ლე­ბას. ბავ­შვე­ბი არი­ან და­ა­ვა­დე­ბუ­ლი, ისი­ნი რომ ნა­ხოთ, ატირ­დე­ბით. მო­მაკ­ვდავ ბავ­შვებს მულ­ტი­რე­ზის­ტენ­ტუ­რი ფორ­მის ტუ­ბერ­კუ­ლო­ზი აქვთ. ორი ძრო­ხა გავ­ყი­დე, მე­ზობ­ლებ­მა, ნა­თე­სა­ვებ­მა გა­მი­წი­ეს დახ­მა­რე­ბა, მაწ­ვდი­ან საჭ­მელს, მაგ­რამ რა ვქნათ, ასე რო­დემ­დე ვი­ყოთ? მარ­ტო ტო­მოგ­რა­ფი­ის გა­და­ღე­ბა 250 ლა­რამ­დე ჯდე­ბა. არის უფა­სო ჩვენ­თვის, ძვე­ლი აპა­რა­ტით გა­და­ღე­ბა, ის 26 ლარი ღირს, მაგ­რამ ბევ­რი რამე არ ჩანს. 24 მარტს ტუ­ბერ­კუ­ლოზ­თან ბრძო­ლის დღე რომ აღი­ნიშ­ნე­ბო­და "თბი­ლი­სი მა­რი­ოტ­ში", ეს ამ­ბა­ვი მე­უღ­ლემ შე­მა­ტყო­ბი­ნა. აქ არა­ვის არა­ფე­რი უთ­ქვამს. გა­ვი­პა­რე და იქ და­ვა­ფიქ­სი­რე ჩვე­ნი მდგო­მა­რე­ო­ბა, მაგ­რამ რა? საშ­ვე­ლი არ­სა­ი­დან ჩანს.

ანა­ლო­გი­ურ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია 34 წლის ნინო. ძა­ლი­ან მძი­მე აღ­მოჩ­ნდა ჩემ­თვის მისი მო­ნა­თხრო­ბის მოს­მე­ნა.

ნინო:

- მე არ ვყო­ფილ­ვარ ცი­ხე­ში, მაგ­რამ ავად ვარ. არ ვა­ჭარ­ბებ, ჩვენ ვართ ცო­ცხა­ლი მიც­ვა­ლე­ბუ­ლე­ბი. 20-დან 40 წლამ­დე ახალ­გაზ­რდე­ბი ვართ ძი­რი­თა­დად და ცხოვ­რე­ბა­ზე ხელი იმის გამო გვაქვს ჩაქ­ნე­უ­ლი, რომ არ გვაქვს წა­მა­ლი. მულ­ტი­რე­ზის­ტენ­ტუ­რი ტუ­ბერ­კუ­ლო­ზია ჩემი დი­აგ­ნო­ზი. გავ­ცივ­დი, ექიმ­თან მი­ვე­დი და გა­ირ­კვა, რომ ტუ­ბერ­კუ­ლო­ზი მქონ­და. ნამ­დვი­ლად არ ვიცი, ვის­გან გა­და­მე­დო. ჩვე­ნი სა­ხელ­მწი­ფოს­თვის ხელ­მი­საწ­ვდო­მია წა­მა­ლი, რო­მე­ლიც გა­დაგ­ვარ­ჩენს. ოთხ კე­დელს შო­რის გა­მომ­წყვდე­უ­ლე­ბი ვე­ლო­დე­ბით სიკ­ვდილს. პი­რა­დად მე, ღმერ­თს ყო­ველ დი­ლას მად­ლო­ბას ვუხ­დი, რომ ჩემ­თვის ის დღე გა­თენ­და. გა­თე­ნე­ბა და და­ღა­მე­ბა უზო­მოდ მწა­რეა. ჩვენც გვინ­და ცხოვ­რე­ბა. 2 წე­ლია, ამ ტან­ჯვა­ში ვარ. 5-10 წე­ლია, აქ ადა­მი­ა­ნე­ბი მკურ­ნა­ლო­ბენ და შე­დე­გი არ ჩანს. ამ­წუ­თას ვერ ვსვამ ამ წამ­ლებს, რად­გან ორ­გა­ნიზ­მი არ იღებს. მე­დი­კა­მენ­ტებს გვერ­დი­თი მოვ­ლე­ნე­ბიც აქვს - იწ­ვევს ფსი­ქი­კურ აშ­ლი­ლო­ბას. არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ნორ­მა­ლუ­რი ფსი­ქი­კით მო­ვიდ­ნენ, მაგ­რამ ახლა და­დი­ან და სა­კუ­თარ თავს ელა­პა­რა­კე­ბი­ან. ბევ­რი აგ­რე­სი­უ­ლი ხდე­ბა. არის თვით­მკვლე­ლო­ბის შემ­თხვე­ვე­ბიც. წა­მა­ლი, რა­საც ჩვენ ვი­ღებთ, იწ­ვევს სმე­ნის, მხედ­ვე­ლო­ბის დაქ­ვე­ი­თე­ბას. მარ­ჯვე­ნა ყურ­ში არ მეს­მის; კა­ნა­მი­ცინს გვი­კე­თე­ბენ და ამან გა­მო­იწ­ვია. გვერ­დით მოვ­ლე­ნებ­საც მო­ით­მენ გან­კურ­ნე­ბის იმე­დით, მაგ­რამ ეს იმე­დიც არ ჩანს. 13 წლის ბიჭი მყავს, დე­და­ჩემ­თან არის სო­ფელ­ში. მას ვერ ვე­კა­რე­ბი. გა­მო­დის, ჩემს სი­ცო­ცხლეს აქ ვამ­თავ­რებ. 2-წლი­ა­ნია პროგ­რა­მა, მა­ნამ­დე სხვა კურ­სი და­ვამ­თავ­რე, მაგ­რამ - უშე­დე­გოდ. თით­ქმის ყვე­ლას და­უ­ზი­ა­ნა წამ­ლებ­მა ღვიძ­ლი, აქვთ ჩ ჰე­პა­ტი­ტი, ჩიყ­ვი, ფსი­ქი­კა დან­გრე­უ­ლი, სოკო, მეხ­სი­ე­რე­ბა დაქ­ვე­ი­თე­ბუ­ლი. სა­ჯა­რო სამ­სა­ხუ­რი მქონ­და, ვერ ვი­მუ­შა­ვებ, ძალა არ შემ­წევს. კვე­ბის მხრი­ვაც ვართ უკ­მა­ყო­ფი­ლო. ჩვენ­ნა­ირ ავად­მყოფს წყალ­ზე დამ­ზა­დე­ბულ ბრინჯს ან მა­კა­რო­ნის სუპს რომ მი­უ­ტან და ერთ ცალ "პე­რაშკს", ეს გვე­ყო­ფა? არა­ფერს არ ვი­თხოვთ, წამ­ლის გარ­და.

- წა­მალს რომ არ სვამთ, ამით ხომ თქვენს ჯან­მრთე­ლო­ბას ავ­ნებთ?

- ვიცი, მაგ­რამ რა ვქნა? მა­ინც ვკვდე­ბი, სხვა გზა არ მაქვს. წამ­ლებს თუ დავ­ლევ, ორი დღით გვი­ან მოვ­კვდე­ბი, ეს არის გან­სხვა­ვე­ბა. ახალ­გაზ­რდა ქალი ვარ და მინ­და, ვი­ცხოვ­რო სრულ­ფა­სოვ­ნად. ერ­თმა ექიმ­მა მი­თხრა ჟარ­გო­ნით, - თუ წა­მალს არ სვამთ, მა­შინ აქ რა გინ­დათ, "კო­ი­კა" გაქვთ და აქ იმი­ტომ ხარ­თო? დიახ, აქ მაქვს "კო­ი­კა", აქე­დან რომ გა­ვი­დე, 13 წლის შვილს ხომ არ გა­დავ­დებ? ამი­ტომ ვერ წა­ვალ ოჯახ­ში, ვერ გა­დავ­დებ სხვას. ისე, აქა­უ­რი ექი­მე­ბი, ექთა­ნე­ბი, სა­ნიტ­რე­ბი გმი­რე­ბი არი­ან. 160 ლარ­ზე მუ­შა­ო­ბენ სა­ნიტ­რე­ბი. ღმერ­თმა და­ლო­ცოს ისი­ნი!.. ბევ­რი ავად­მყო­ფი ალ­ბათ დიდ­ხანს ვერ შეძ­ლებს უწამ­ლოდ ყოფ­ნას, რად­გან სის­ხლდე­ნა და­ე­წყე­ბა. ამო­ხეთ­ქა ჩვენ­მა ტკი­ვილ­მა, გვიშ­ვე­ლეთ, რომ გა­დავ­რჩეთ. სა­ნამ ამ და­ა­ვა­დე­ბას და­ვა­მა­ტებ ჰე­პა­ტიტს, არით­მი­ას, სა­ნამ დავ­ბრმავ­დე­ბი, მოდი, ამ ერთი ტუ­ბერ­კუ­ლო­ზით ვიყო, სხვა გზა ჯერ­ჯე­რო­ბით არ მაქვს და ღვთის ანა­ბა­რად ვარ დარ­ჩე­ნი­ლი.

ზაზა 1996 წლი­დან მკურ­ნა­ლობს უშე­დე­გოდ. ისიც ცი­ხე­ში და­ა­ვად­და.

- სას­ჯე­ლი მო­ვი­ხა­დეთ, მაგ­რამ ფაქ­ტობ­რი­ვად სა­სიკ­ვდი­ლო და­ა­ვა­დე­ბა ავი­კი­დეთ ცი­ხე­ში. სა­ნამ სის­ხლდე­ნა არ და­მე­წყო, სა­ა­ვად­მყო­ფო­ში არ გა­და­მიყ­ვა­ნეს. სამ­ჯერ ვარ ნამ­კურ­ნა­ლე­ბი, შე­იძ­ლე­ბა სხვე­ბი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად ვერ უძ­ლე­ბენ, მაგ­რამ სა­მი­ვე კურ­სი ბო­ლომ­დე ჩა­ვი­ტა­რე. ვუვ­ლი თავს და ამი­ტომ გავ­ძე­ლი ამ­დენ ხანს. ბევ­რს არ აქვს სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ იკ­ვე­ბოს ნორ­მა­ლუ­რად და ამ და­ა­ვა­დე­ბას თავი და­აღ­წი­ოს. დე­კემ­ბერ­ში გა­ვარ­კვიე, რომ ისევ გა­დამ­დე­ბი ფორ­მა მაქვს და ამი­ტომ ვარ აქ. 13 წლის ბიჭი მყავს. წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ, 13-ჯერ არ მოვ­ფე­რე­ბი­ვარ სა­კუ­თარ შვილს იმის ში­შით, რომ არ გა­და­ე­დოს. მან არ იცის მა­მის სით­ბო. თავ­ზე ხელს თუ გა­და­ვუს­ვამ, ეს არის ჩემი მო­ფე­რე­ბა. ჩემს მე­გობ­რებ­თან სახ­ლში არ დავ­დი­ვარ, როცა მე­პა­ტი­ჟე­ბი­ან. რას არ ვი­მი­ზე­ზებ. შე­იძ­ლე­ბა, იმ პე­რი­ოდ­ში არ ვიყო გა­დამ­დე­ბი, მაგ­რამ ვა­რი­დებ თავს ყვე­ლას. არი­ან ისე­თი პა­ცი­ენ­ტე­ბი, რომ­ლებ­მაც შე­იძ­ლე­ბა ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად ვერ გა­უძ­ლონ და ისე გა­ბო­როტ­დნენ, რომ არ გა­უფრ­თხილ­დნენ სხვას. მკურ­ნა­ლო­ბის წინ ვთხო­ვე, რომ მო­ე­ცათ ღვიძ­ლის დამ­ცა­ვი მე­დი­კა­მენ­ტე­ბი, მაგ­რამ არ მომ­ცეს, არა­და, C ჰე­პა­ტი­ტი მქონ­და. ახ­ლა­ხან ანა­ლი­ზი ამი­ღეს და მი­თხრეს, ღვიძლსაც შე­ექ­მნა პრობ­ლე­მაო. ახლა მაძ­ლე­ვენ წა­მალს. რა იქ­ნე­ბო­და, მა­ნამ­დე მო­ე­ცათ? აქა­უ­რი საჭ­მე­ლი არ გვყოფ­ნის. შე­იძ­ლე­ბა, ყო­ველ­დღე ერთი და იგი­ვე საჭ­მე­ლი იყოს? ხორ­ცი­ან მა­კა­რონს თით­ქმის არა­ვინ ჭამს. ერთი ვედ­რო რომ შე­მო­დის, ნა­ხე­ვარ­ზე მეტი უკან გა­დის. ხომ შე­იძ­ლე­ბა, ეს სხვა რა­მე­თი შეც­ვა­ლონ? წარ­მო­იდ­გი­ნეთ, დღე­ში 21 აბ წა­მალს ვსვამ. არი­ან ისე­თე­ბი, რომ­ლე­ბიც 28 აბს მარ­ტო ტუ­ბერ­კუ­ლო­ზის წა­მალს სვა­მენ, ამას ემა­ტე­ბა გვერ­დი­თი და­ა­ვა­დე­ბე­ბის სამ­კურ­ნა­ლო 4 პრე­პა­რა­ტი. ასე ინ­გრე­ვა ჩვე­ნი ორ­გა­ნიზ­მი. წამ­ლის მი­ღე­ბის შემ­დეგ რამ­დე­ნი­მე სა­ა­თი ფეხ­ზე ვე­ღარ ვდგე­ბით.

"შარ­შან დღე არ გა­დი­ო­და, ერთი ადა­მი­ა­ნი არ და­ღუ­პუ­ლი­ყო. ცოტა ხნის წინ რომ და­ი­ღუ­პა ბიჭი, იმის სა­წოლ­ზე ახლა მე და­მაწ­ვი­ნეს. მივ­ხვდი, რომ უკვე ჩემი დრო მო­დის", - მი­თხრა და­ნა­ნე­ბით 49 წლის მა­მა­კაც­მა. 56 წლის ქარ­თლო­სი კი უკვე წლე­ბია, მკურ­ნა­ლობს და მას მხო­ლოდ ჟანგბა­დის აპა­რა­ტი აცო­ცხლებს. "აქ ახ­ლო­ბე­ლი იწვა, მის სა­ნა­ხა­ვად მო­ვე­დი. ექიმ­მა შე­მომ­ხე­და და მი­თხრა, ანა­ლი­ზე­ბი თქვენც გა­ი­კე­თე­თო. შე­მა­ტყო, ტუ­ბერ­კუ­ლო­ზი რომ მქონ­და. დი­ა­ბე­ტიც მაქვს. 3 წე­ლია, მი­წა­ზე ფეხი არ და­მიდ­გამს. აქ ვარ გა­მო­კე­ტი­ლი, ეზო­შიც ვერ ჩავ­დი­ვარ, რად­გან ჟანგბა­დის გა­რე­შე არ შე­მიძ­ლია ყოფ­ნა, ეს მა­ცო­ცხლებს. გრძე­ლი "შნუ­რი" აქვს და მე­ო­რე ოთახ­ში თუ გავ­დი­ვარ მხო­ლოდ. მხედ­ვე­ლო­ბა და­მიქ­ვე­ით­და, ოპე­რა­ცია მჭირ­დე­ბა და ამის ფული არ მაქვს. სმე­ნაც არ მაქვს. ნერ­ვუ­ლი სის­ტე­მაც არ მი­ვარ­გა. ბევ­რჯერ თა­ვის მოკ­ვლა ვცა­დე. ერთხელ ფან­ჯრი­დან გა­დახ­ტო­მა და­ვა­პი­რე და გა­და­მარ­ჩი­ნეს. ძა­ლი­ან ცუდი წამ­ლე­ბია. რომ და­ლევ, სიკ­ვდი­ლის გარ­და, არა­ფე­რი გინ­და. რაც აქ ვარ, ალ­ბათ მი­ნი­მუმ 500 კაცი გარ­და­იც­ვა­ლა ჩემ თვალ­წინ. აქ ისე­თი ახალ­გაზ­რდე­ბი მო­დი­ან, მათ რომ ვუ­ყუ­რებ, ვტი­რი. სი­ცო­ცხლე უნდა ყვე­ლას", - მი­თხრა მან. მის გვერ­დით ასა­კო­ვა­ნი, გამ­ხდა­რი მა­მა­კა­ცი იჯდა, რო­მელ­საც ცოტა ხნის წინ 35 წლის შვი­ლი ამ და­ა­ვა­დე­ბით გარ­და­ეც­ვა­ლა.

ამ სტა­ტი­ით ალ­ბათ ძა­ლი­ან და­ვამ­ძი­მეთ მკი­თხვე­ლი, მაგ­რამ გვინ­და, მათი გუ­ლის­ტკი­ვი­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბამ­დე მი­ვი­დეს. იქ­ნებ სა­ხელ­მწი­ფომ მარ­თლა იზ­რუ­ნოს ამ პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რა­ზე. უფრო შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდა ნა­ტა­ლია ნი­კო­ლე­იშ­ვი­ლის მო­ნა­თხრო­ბი. რე­ა­ნი­მა­ცი­ის ექთა­ნად 17 წე­ლია მუ­შა­ობს. ეთან­ხმე­ბა ავად­მყო­ფე­ბის მო­თხოვ­ნებს და ადას­ტუ­რებს, რომ წა­მა­ლი არ არის ეფექ­ტი­ა­ნი. მან სხვა პრობ­ლე­მებ­ზეც და­უ­ფა­რა­ვად ისა­უბ­რა.

ნა­ტა­ლია ნი­კო­ლე­იშ­ვი­ლი, ექთა­ნი:

- არის ინ­ფორ­მა­ცია, რომ და­სავ­ლე­თის ქვეყ­ნებ­ში არის უკე­თე­სი მე­დი­კა­მენ­ტე­ბი და მკურ­ნა­ლო­ბის მე­თო­დიც უკე­თე­სია. ფაქ­ტია, ეს მკურ­ნა­ლო­ბა არ შვე­ლის ტუ­ბერ­კუ­ლოზს. ალ­ბათ სა­ფუძ­ვლი­ა­ნია პა­ცი­ენ­ტე­ბის მო­თხოვ­ნე­ბი, მაგ­რამ მათ ვერ და­ვე­თან­ხმე­ბი იმა­ში, რომ კვე­ბა კარ­გი არ არის. ბევრ პა­ცი­ენტს არა­ვინ აკი­თხავს, პა­ლი­ა­ტი­უ­რი პა­ცი­ენ­ტე­ბიც გვყავს, რომ­ლე­ბიც ოჯა­ხებ­მა მი­ა­ტო­ვეს. არ უნ­დათ, ასე­თი ავად­მყო­ფი სახ­ლში ჰყავ­დეთ. ჩვე­ნი სა­ნიტ­რე­ბი და ექთა­ნე­ბი მათ უვ­ლი­ან, პამ­პერსსაც კი უც­ვლი­ან. ისიც ხმა­მაღ­ლა უნდა ით­ქვას, ჩვენც მსხვერ­პლნი ვართ ამ და­ა­ვა­დე­ბის. ჩვე­ნი მრა­ვა­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლი და­ა­ვად­და აქ. ძა­ლი­ან და­ბა­ლი ხელ­ფა­სი გვაქვს და დიდი რის­კის ქვეშ ვართ.

- თავს ვერ იცავთ?

- ვი­ცავთ, მაგ­რამ რის­კი ძა­ლი­ან დი­დია. ქუ­ჩა­ში ტაქ­სის მძღო­ლად მუ­შა­ო­ბენ ტუ­ბერ­კუ­ლო­ზი­ა­ნი პა­ცი­ენ­ტე­ბი და მათ­გან მგზავრს შე­იძ­ლე­ბა გა­და­ე­დოს. რა იცის მგზავ­რმა, ვის უჯ­დე­ბა მან­ქა­ნა­ში? დის­ტრი­ბუ­ცი­ა­ში მუ­შა­ო­ბენ ასე­თი ავად­მყო­ფე­ბი. სხვა­საც აზი­ა­ნე­ბენ. ეს სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მაა სა­ხელ­მწი­ფოს­თვის და მი­ხედ­ვა სჭირ­დე­ბა. ჩემი ხელ­ფა­სი 288 ლა­რია. ეს არის და­ცინ­ვა. ჩვენც ვუ­ერ­თდე­ბით ავად­მყო­ფე­ბის მო­თხოვ­ნებს, რად­გან ჩვენც ვართ ამ და­ა­ვა­დე­ბის მსხვერ­პლნი.

- რო­გორ უნდა მიხ­ვდეს ადა­მი­ა­ნი, რომ და­ა­ვა­დე­ბუ­ლია?

- უნდა და­თე­სოს ნახ­ვე­ლის ანა­ლი­ზი, თუ აქვს ხვე­ლა, ოფ­ლი­ა­ნო­ბა, და­ბა­ლი სი­ცხე, აუ­ცი­ლებ­ლად მი­მარ­თოს ექიმს. არას­წო­რი მკურ­ნა­ლო­ბა ხში­რად სა­ვა­ლა­ლო შე­დეგს იწ­ვევს. იმ­დე­ნად ძვი­რი ღირს დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბა, რომ ბევ­რს ამის სა­შუ­ა­ლე­ბა არ აქვს. დი­აგ­ნოს­ტი­კის ხარ­ჯებს არ ფა­რავს სა­ხელ­მწი­ფო. ეს არის სო­ცი­ა­ლუ­რი და­ა­ვა­დე­ბა, სა­ხელ­მწი­ფომ უნდა მი­აქ­ცი­ოს ყუ­რა­დღე­ბა. როცა წამ­ლი­სა და ექი­მის ფული ექ­ნე­ბა პა­ცი­ენტს, ის დრო­უ­ლად მივა. აქ დი­აგ­ნოს­ტი­კა მაქ­სი­მა­ლურ დო­ნე­ზეა, მაგ­რამ ამას თან­ხე­ბი სჭირ­დე­ბა. თა­ნამ­შრომ­ლებ­საც არ გვემ­სა­ხუ­რე­ბი­ან უფა­სოდ. ერთჯე­რა­დად, თუ სი­ცხე მაქვს და ოფ­ლი­ა­ნო­ბა, გაგ­ვი­კე­თე­ბენ უფა­სო გა­მოკ­ვლე­ვას, მაგ­რამ პრო­ფი­ლაქ­ტი­კა­ში ფული უნდა გა­და­ვი­ხა­დოთ. როცა 280 ლარი მაქვს ხელ­ფა­სი, რო­გორ გა­და­ვი­ხა­დო ეს თან­ხე­ბი? წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რე­ა­ნი­მა­ტო­ლოგს აქვს 400 ლარი ხელ­ფა­სი! ბევ­რჯერ დავ­გეგ­მეთ მას­შტა­ბუ­რი აქ­ცია, მაგ­რამ გაგ­ვა­ჩე­რეს. ძა­ლი­ან მძი­მე სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ვართ. "ჯან­დაც­ვა­ში" გვე­უბ­ნე­ბი­ან, - თუ არ გა­წყობთ, წა­დით სამ­სა­ხუ­რი­და­ნო. ეს არის პა­სუ­ხი? სად უნდა წა­ვი­დეთ და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბი? წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრი ერთხე­ლაც არ მო­სუ­ლა აქ, როცა იცის, რომ ტუ­ბერ­კუ­ლო­ზის სა­ხით ჯი­ბე­ში ბომ­ბი უდევს.

მა­მუ­კა ჯა­ფა­რი­ძე, ტუ­ბერ­კუ­ლო­ზი­სა და ფილ­ტვის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რი:

- ის, რომ კვე­ბა არ ვარ­გა, სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა. აქ ყვე­ლა კა­ლო­რა­ჟი დათ­ვლი­ლი აქვს ექიმ-დი­ე­ტო­ლოგს და იმის მი­ხედ­ვით ხდე­ბა კვე­ბა, მათ­თვის შემ­წვა­რი არ შე­იძ­ლე­ბა. ითხო­ვენ ნა­ტუ­რა­ლურ წვე­ნებ­სა და ხილს, მეს­მის მათი, მაგ­რამ ამის სა­შუ­ა­ლე­ბა არ აქვს სა­ხელ­მწი­ფოს, 5 ლარი ღირს მი­ნი­მუმ ერთი ლიტ­რი წვე­ნი.

- ბა­ტო­ნო მა­მუ­კა, სა­რე­ცხი მან­ქა­ნის გა­მო­ყე­ნე­ბის უფ­ლე­ბას რა­ტომ არ აძ­ლევთ?

- პი­რა­დი ნივ­თე­ბის­თვის აქამ­დეც არა­სო­დეს ყო­ფი­ლა კლი­ნი­კა­ში სა­რე­ცხი მან­ქა­ნა. თეთ­რე­ულს ვუ­რე­ცხავთ. ახალ კორ­პუს­ში უნდა გა­და­ვიყ­ვა­ნოთ "ემ­დი­ა­რი" პა­ცი­ენ­ტე­ბი და იქ უკვე და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა თითო სარ­თულ­ზე თითო სა­რე­ცხი მან­ქა­ნა. ეს პრობ­ლე­მა მოგ­ვარ­დე­ბა. ახლა ახალ სა­ხელ­მწი­ფო პროგ­რა­მა­ზე მი­დის მუ­შა­ო­ბა, ცვლი­ლე­ბე­ბი ნამ­დვი­ლად იქ­ნე­ბა. ერთი დღე სტა­ცი­ო­ნარ­ში სენ­სი­ტი­უ­რი პა­ცი­ენ­ტის მკურ­ნა­ლო­ბა 35 ლარი უჯ­დე­ბა სა­ხელ­მწი­ფოს, ხოლო "ემ­დი­ა­რი" პა­ცი­ენ­ტე­ბის - 40 ლარი. ეს ძა­ლი­ან ცო­ტაა და მიმ­დი­ნა­რე­ობს დე­ტა­ლუ­რი დათ­ვლა. ან­ტი­ტუ­ბერ­კუ­ლო­ზის წამ­ლებს მთლი­ა­ნად ყი­დუ­ლობს დო­ნო­რი ორ­გა­ნი­ზა­ცია, "გლო­ბა­ლუ­რი ფონ­დი", სა­ხელ­მწი­ფო ამა­ში ფულს არ იხ­დის, ძა­ლი­ან ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი მე­დი­კა­მენ­ტე­ბია. მას იღე­ბენ რო­გორც სტა­ცი­ო­ნარ­ში მყო­ფი პა­ცი­ენ­ტე­ბი, ასე­ვე ისი­ნიც, ვინც ამ­ბუ­ლა­ტო­რი­ულ მკურ­ნა­ლო­ბას გა­დის. და­ნარ­ჩენ წამ­ლებს სა­ხელ­მწი­ფო ყი­დუ­ლობს. მერ­წმუ­ნეთ, ეს არ არის პა­ტა­რა თან­ხა. რაც შე­ე­ხე­ბა მათ მო­თხოვ­ნას. ისი­ნი 4 წა­მალს ითხო­ვენ, მათ­გან - 2 რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში. თუ დრო­უ­ლად მივა პა­ცი­ენ­ტი, არის გან­კურ­ნე­ბის შან­სი. ყო­ველ­თვის უფა­სო იყო ტუ­ბერ­კუ­ლო­ზის მკურ­ნა­ლო­ბა, ტუ­ბერ­კუ­ლოზ­ში ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი პი­რის დი­აგ­ნო­ზი­რე­ბაც უფა­სოა. სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის სა­ში­ში და­ა­ვა­დე­ბაა. ადა­მი­ა­ნუ­რად მეს­მის პა­ცი­ენ­ტე­ბის, ძნე­ლია ყო­ველ­დღე და­ლიო ამ­დე­ნი წა­მა­ლი, მაგ­რამ ეს აუ­ცი­ლე­ბე­ლია.

- ძა­ლი­ან დი­დია რის­კი, სხვას გა­და­ე­დოს ტუ­ბერ­კუ­ლო­ზი, ისი­ნი ქუ­ჩა­ში თა­ვი­სუფ­ლად მოძ­რა­ო­ბენ, ამ პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია?

- ჩემი პი­რა­დი აზ­რია, რომ ისი­ნი იზო­ლი­რე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ. კა­ნონ­მდებ­ლო­ბით, და­ა­ვა­დე­ბულს სრუ­ლი უფ­ლე­ბა აქვს, სა­დაც უნდა, იქ წა­ვი­დეს, თუ უარს ამ­ბობს მკურ­ნა­ლო­ბა­ზე. მიმ­დი­ნა­რე­ობს პარ­ლა­მენ­ტში კა­ნონ­მდებ­ლო­ბის შე­მუ­შა­ვე­ბა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, უნდა მოხ­დეს მათი "იძუ­ლე­ბი­თი" იზო­ლა­ცია. სა­ყო­ველ­თაო და­ზღვე­ვით ყვე­ლას შე­უძ­ლია სარ­გებ­ლო­ბა, მთა­ვა­რია, ოჯა­ხის ექიმ­თან მი­ვი­დეს ადა­მი­ა­ნი და თა­ვი­სი ჩი­ვი­ლე­ბი უთხრას. უფა­სოა წე­ლი­წად­ში ერთხელ მედ­პერ­სო­ნა­ლის გა­სინ­ჯვა. ისიც ტყუ­ი­ლია, რომ სა­ა­ვად­მყო­ფოს ბევ­რი თა­ნამ­შრო­მე­ლი და­ა­ვა­დე­ბუ­ლია. ბუ­ნებ­რი­ვია, როცა აქ მუ­შა­ობ, გა­და­დე­ბის რის­კი ძა­ლი­ან დი­დია. რაც შე­ე­ხე­ბა მედ­პერ­სო­ნა­ლის ხელ­ფა­სებს, მი­დის მუ­შა­ო­ბა სა­მი­ნის­ტროს­თან და ვფიქ­რობ, ეს პრობ­ლე­მაც მოგ­ვარ­დე­ბა.

თეა ხურ­ცი­ლა­ვა

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

"ცოცხალი მიცვალებულები ვართ" - თბილისის კლინიკაში მომაკვდავი პაციენტები გაიფიცნენ

"ცოცხალი მიცვალებულები ვართ" - თბილისის კლინიკაში მომაკვდავი პაციენტები გაიფიცნენ

ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრში მყოფი პაციენტები რამდენიმე დღეა, მედიკამენტებისა და საკვების მიღებაზე უარს ამბობენ. მათი მტკიცებით, წამლები, რითაც მათ მკურნალობენ, მათთვის გამოუსადეგარია. პაციენტები სახელმწიფოსგან ფრანგული წამლების შემოტანას ითხოვენ და სხვა პრეტენზიებსაც უყენებენ საავადმყოფოს ადმინისტრაციას. ყველასთვის ცნობილია, რომ ტუბერკულოზი ჰაერწვეთოვანი გზით გადადის. დაავადებულთან კონტაქტი ძალზე საშიშია და ხშირად მათი ოჯახის წევრებიც ავადდებიან, ამიტომ ოდითგანვე ის მემკვიდრეობით სენად მიიჩნეოდა. მართალია, დღეს სპეციალისტები ამბობენ, რომ ტუბერკულოზი იკურნება, მაგრამ პაციენტების მტკიცებით, საქართველოში არსებული მედიკამენტებით არ იკურნება.

24 მარტი ტუბერკულოზთან ბრძოლის დღეა და მთელ მსოფლიოში 1992 წლიდან მოყოლებული, ყოველწლიურად აღინიშნება. სწორედ ამ დღეს დაიწყო პაციენტების პროტესტი საავადმყოფოში და დღემდე გრძელდება. გაფიცულები ჯანდაცვის მინისტრის მოადგილისგან კონკრეტულ პასუხს ელოდნენ.

მარიამ ჯაშის განცხადებით, ტუბერკულოზის სამკურნალო ახალი პრეპარატების ეფექტიანობა ბოლომდე შესწავლილი არ არის და საქართველო მათ შემოსატანად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციას ელოდება.

პაციენტებს ეს პასუხი არ აკმაყოფილებთ. ირწმუნებიან, რომ საფრანგეთში წასული, მომაკვდავი ქართველი პაციენტები სრულად განიკურნენ.

ავადმყოფების პრობლემების უფრო დეტალურად გასარკვევად ხუდადოვზე ავედი. იქ უმძიმესი პაციენტები დამხვდნენ. თავად ამბობენ, რომ მათთან კონტაქტი საშიშია. მათი დიდი ნაწილი ყოფილი პატიმარია.

ანზორი:

- 2009 წლიდან აქ ვარ. ვსვამ წამლებს, მაგრამ არანაირი შედეგი არ ჩანს. საფრანგეთში არის პროგრამა, რომელიც სრულად კურნავს ტუბერკულოზს. საუბარია 4 მედიკამენტზე, რომელიც კომპლექსურად უნდა მივიღოთ. იყო შემთხვევები, როცა ჩვენმა ექიმებმა უარი უთხრეს ადამიანებს მკურნალობაზე. ძლივს იდგნენ ისინი ფეხზე, ფაქტობრივად, მომაკვდავებმა მოახერხეს ემიგრაციაში წასვლა. ზოგმა სახლი გაყიდა იქ სამკურნალოდ რომ წასულიყო და ბევრი განიკურნა კიდეც. იმ წამლების ჩამოტანას ვითხოვთ კარგა ხანია, მაგრამ საშველი არ დაადგა. მინისტრის მოადგილემ ცრუ დაპირებები მოგვცა და წავიდა. ამასობაში ჩვენ თვალწინ მძიმდება ჩვენი მეგობრების მდგომარეობა, გადაჰყავთ სასუნთქ აპარატზე, ზოგს სისხლდენა ეწყება და კვდება. საშინელი სიტუაციაა, ამის გაძლება აუტანელია. ზოგი ახლაც ჟანგბადზეა შეერთებული და სულს ღაფავს. ფრანგული წამლის ჩამოტანა ალბათ ძალიან ძვირი დაუჯდება სახელმწიფოს, თანხის გაღება არ უნდათ, ამიტომ არ ადარდებთ ჩვენი ბედი. კურსის დასრულების შემდეგ ექიმები ამბობენ, ვეღარ გშველითო და ასეთი ხალხი ქუჩაში გადის. ის მერე მალავს ამ ამბავს და ავადდება მის გვერდით უამრავი ადამიანი.

- თქვენ როგორ დაავადდით?

- მიშას "ნულოვანი ტოლერანტობიდან" გამომდინარე, ციხეში აღმოვჩნდი, ერთ "კოიკაზე" უამრავ ადამიანს გვეძინა. ქსნის ზონაში ვიხდიდი სასჯელს, სამანქანო გზა გვყოფდა ქსნის ტუბზონისგან. თუ წამალს არ დალევდა ტუბზონაში პატიმარი, რეჟიმის დარღვევისთვის სჯიდნენ, გადმოჰყავდათ ჩვენთან, 3-ათასკაციან დაწესებულებაში და სხვებიც ავადდებოდნენ. ვიცოდით, ავადმყოფი რომ იყო, მაგრამ რა გვექნა? ერთი თვე სულ სიცხე მქონდა. ექიმმა არ მომაქცია ყურადღება, სანამ სისხლდენა არ დამეწყო. ამ საავადმყოფოდან ბევრჯერ ვარ გაგდებული. ადმინისტრაცია ვერ იტანს შენიშვნას, პროტესტი არ უნდა გამოხატო. 4-დან 7 საათამდე საავადმყოფოს დატოვება შეგვიძლია. ბანკომატი არ არის საავადმყოფოში, არც მაღაზიაა, ამიტომ ქალაქში გვიწევს გასვლა. იმას ვერ მივაღწიეთ, ერთი სარეცხი მანქანა დაედგა ადმინისტრაციას. მარტო თეთრეულს გვირეცხავენ. ამდენი თვე აქ ვართ, ხომ გვინდა სარეცხის გარეცხვა? გამაგებინეთ, რა იქნება, გაგვარეცხინონ აქვე?! აქაური მანქანა ორსულად არის? თეთრეულთან ერთად ტანსაცმელიც რომ გარეცხოს, მუცელი მოეშლება? დაბანის საშუალება კვირაში ორჯერ გვაქვს. პრობლემა ამის გამოც შეგვექმნა. "ყაზტრანსგაზის" დავალიანება დაუგროვდათ, ამიტომ კვირაში ერთხელ გვაძლევდნენ დაბანის უფლებას. ბავშვები არიან დაავადებული, ისინი რომ ნახოთ, ატირდებით. მომაკვდავ ბავშვებს მულტირეზისტენტური ფორმის ტუბერკულოზი აქვთ. ორი ძროხა გავყიდე, მეზობლებმა, ნათესავებმა გამიწიეს დახმარება, მაწვდიან საჭმელს, მაგრამ რა ვქნათ, ასე როდემდე ვიყოთ? მარტო ტომოგრაფიის გადაღება 250 ლარამდე ჯდება. არის უფასო ჩვენთვის, ძველი აპარატით გადაღება, ის 26 ლარი ღირს, მაგრამ ბევრი რამე არ ჩანს. 24 მარტს ტუბერკულოზთან ბრძოლის დღე რომ აღინიშნებოდა "თბილისი მარიოტში", ეს ამბავი მეუღლემ შემატყობინა. აქ არავის არაფერი უთქვამს. გავიპარე და იქ დავაფიქსირე ჩვენი მდგომარეობა, მაგრამ რა? საშველი არსაიდან ჩანს.

ანალოგიურ მდგომარეობაშია 34 წლის ნინო. ძალიან მძიმე აღმოჩნდა ჩემთვის მისი მონათხრობის მოსმენა.

ნინო:

- მე არ ვყოფილვარ ციხეში, მაგრამ ავად ვარ. არ ვაჭარბებ, ჩვენ ვართ ცოცხალი მიცვალებულები. 20-დან 40 წლამდე ახალგაზრდები ვართ ძირითადად და ცხოვრებაზე ხელი იმის გამო გვაქვს ჩაქნეული, რომ არ გვაქვს წამალი. მულტირეზისტენტური ტუბერკულოზია ჩემი დიაგნოზი. გავცივდი, ექიმთან მივედი და გაირკვა, რომ ტუბერკულოზი მქონდა. ნამდვილად არ ვიცი, ვისგან გადამედო. ჩვენი სახელმწიფოსთვის ხელმისაწვდომია წამალი, რომელიც გადაგვარჩენს. ოთხ კედელს შორის გამომწყვდეულები ველოდებით სიკვდილს. პირადად მე, ღმერთს ყოველ დილას მადლობას ვუხდი, რომ ჩემთვის ის დღე გათენდა. გათენება და დაღამება უზომოდ მწარეა. ჩვენც გვინდა ცხოვრება. 2 წელია, ამ ტანჯვაში ვარ. 5-10 წელია, აქ ადამიანები მკურნალობენ და შედეგი არ ჩანს. ამწუთას ვერ ვსვამ ამ წამლებს, რადგან ორგანიზმი არ იღებს. მედიკამენტებს გვერდითი მოვლენებიც აქვს - იწვევს ფსიქიკურ აშლილობას. არიან ადამიანები, რომლებიც ნორმალური ფსიქიკით მოვიდნენ, მაგრამ ახლა დადიან და საკუთარ თავს ელაპარაკებიან. ბევრი აგრესიული ხდება. არის თვითმკვლელობის შემთხვევებიც. წამალი, რასაც ჩვენ ვიღებთ, იწვევს სმენის, მხედველობის დაქვეითებას. მარჯვენა ყურში არ მესმის; კანამიცინს გვიკეთებენ და ამან გამოიწვია. გვერდით მოვლენებსაც მოითმენ განკურნების იმედით, მაგრამ ეს იმედიც არ ჩანს. 13 წლის ბიჭი მყავს, დედაჩემთან არის სოფელში. მას ვერ ვეკარები. გამოდის, ჩემს სიცოცხლეს აქ ვამთავრებ. 2-წლიანია პროგრამა, მანამდე სხვა კურსი დავამთავრე, მაგრამ - უშედეგოდ. თითქმის ყველას დაუზიანა წამლებმა ღვიძლი, აქვთ ჩ ჰეპატიტი, ჩიყვი, ფსიქიკა დანგრეული, სოკო, მეხსიერება დაქვეითებული. საჯარო სამსახური მქონდა, ვერ ვიმუშავებ, ძალა არ შემწევს. კვების მხრივაც ვართ უკმაყოფილო. ჩვენნაირ ავადმყოფს წყალზე დამზადებულ ბრინჯს ან მაკარონის სუპს რომ მიუტან და ერთ ცალ "პერაშკს", ეს გვეყოფა? არაფერს არ ვითხოვთ, წამლის გარდა.

- წამალს რომ არ სვამთ, ამით ხომ თქვენს ჯანმრთელობას ავნებთ?

- ვიცი, მაგრამ რა ვქნა? მაინც ვკვდები, სხვა გზა არ მაქვს. წამლებს თუ დავლევ, ორი დღით გვიან მოვკვდები, ეს არის განსხვავება. ახალგაზრდა ქალი ვარ და მინდა, ვიცხოვრო სრულფასოვნად. ერთმა ექიმმა მითხრა ჟარგონით, - თუ წამალს არ სვამთ, მაშინ აქ რა გინდათ, "კოიკა" გაქვთ და აქ იმიტომ ხართო? დიახ, აქ მაქვს "კოიკა", აქედან რომ გავიდე, 13 წლის შვილს ხომ არ გადავდებ? ამიტომ ვერ წავალ ოჯახში, ვერ გადავდებ სხვას. ისე, აქაური ექიმები, ექთანები, სანიტრები გმირები არიან. 160 ლარზე მუშაობენ სანიტრები. ღმერთმა დალოცოს ისინი!.. ბევრი ავადმყოფი ალბათ დიდხანს ვერ შეძლებს უწამლოდ ყოფნას, რადგან სისხლდენა დაეწყება. ამოხეთქა ჩვენმა ტკივილმა, გვიშველეთ, რომ გადავრჩეთ. სანამ ამ დაავადებას დავამატებ ჰეპატიტს, არითმიას, სანამ დავბრმავდები, მოდი, ამ ერთი ტუბერკულოზით ვიყო, სხვა გზა ჯერჯერობით არ მაქვს და ღვთის ანაბარად ვარ დარჩენილი.

ზაზა 1996 წლიდან მკურნალობს უშედეგოდ. ისიც ციხეში დაავადდა.

- სასჯელი მოვიხადეთ, მაგრამ ფაქტობრივად სასიკვდილო დაავადება ავიკიდეთ ციხეში. სანამ სისხლდენა არ დამეწყო, საავადმყოფოში არ გადამიყვანეს. სამჯერ ვარ ნამკურნალები, შეიძლება სხვები ფსიქოლოგიურად ვერ უძლებენ, მაგრამ სამივე კურსი ბოლომდე ჩავიტარე. ვუვლი თავს და ამიტომ გავძელი ამდენ ხანს. ბევრს არ აქვს საშუალება, რომ იკვებოს ნორმალურად და ამ დაავადებას თავი დააღწიოს. დეკემბერში გავარკვიე, რომ ისევ გადამდები ფორმა მაქვს და ამიტომ ვარ აქ. 13 წლის ბიჭი მყავს. წარმოგიდგენიათ, 13-ჯერ არ მოვფერებივარ საკუთარ შვილს იმის შიშით, რომ არ გადაედოს. მან არ იცის მამის სითბო. თავზე ხელს თუ გადავუსვამ, ეს არის ჩემი მოფერება. ჩემს მეგობრებთან სახლში არ დავდივარ, როცა მეპატიჟებიან. რას არ ვიმიზეზებ. შეიძლება, იმ პერიოდში არ ვიყო გადამდები, მაგრამ ვარიდებ თავს ყველას. არიან ისეთი პაციენტები, რომლებმაც შეიძლება ფსიქოლოგიურად ვერ გაუძლონ და ისე გაბოროტდნენ, რომ არ გაუფრთხილდნენ სხვას. მკურნალობის წინ ვთხოვე, რომ მოეცათ ღვიძლის დამცავი მედიკამენტები, მაგრამ არ მომცეს, არადა, C ჰეპატიტი მქონდა. ახლახან ანალიზი ამიღეს და მითხრეს, ღვიძლსაც შეექმნა პრობლემაო. ახლა მაძლევენ წამალს. რა იქნებოდა, მანამდე მოეცათ? აქაური საჭმელი არ გვყოფნის. შეიძლება, ყოველდღე ერთი და იგივე საჭმელი იყოს? ხორციან მაკარონს თითქმის არავინ ჭამს. ერთი ვედრო რომ შემოდის, ნახევარზე მეტი უკან გადის. ხომ შეიძლება, ეს სხვა რამეთი შეცვალონ? წარმოიდგინეთ, დღეში 21 აბ წამალს ვსვამ. არიან ისეთები, რომლებიც 28 აბს მარტო ტუბერკულოზის წამალს სვამენ, ამას ემატება გვერდითი დაავადებების სამკურნალო 4 პრეპარატი. ასე ინგრევა ჩვენი ორგანიზმი. წამლის მიღების შემდეგ რამდენიმე საათი ფეხზე ვეღარ ვდგებით.

"შარშან დღე არ გადიოდა, ერთი ადამიანი არ დაღუპულიყო. ცოტა ხნის წინ რომ დაიღუპა ბიჭი, იმის საწოლზე ახლა მე დამაწვინეს. მივხვდი, რომ უკვე ჩემი დრო მოდის", - მითხრა დანანებით 49 წლის მამაკაცმა. 56 წლის ქართლოსი კი უკვე წლებია, მკურნალობს და მას მხოლოდ ჟანგბადის აპარატი აცოცხლებს. "აქ ახლობელი იწვა, მის სანახავად მოვედი. ექიმმა შემომხედა და მითხრა, ანალიზები თქვენც გაიკეთეთო. შემატყო, ტუბერკულოზი რომ მქონდა. დიაბეტიც მაქვს. 3 წელია, მიწაზე ფეხი არ დამიდგამს. აქ ვარ გამოკეტილი, ეზოშიც ვერ ჩავდივარ, რადგან ჟანგბადის გარეშე არ შემიძლია ყოფნა, ეს მაცოცხლებს. გრძელი "შნური" აქვს და მეორე ოთახში თუ გავდივარ მხოლოდ. მხედველობა დამიქვეითდა, ოპერაცია მჭირდება და ამის ფული არ მაქვს. სმენაც არ მაქვს. ნერვული სისტემაც არ მივარგა. ბევრჯერ თავის მოკვლა ვცადე. ერთხელ ფანჯრიდან გადახტომა დავაპირე და გადამარჩინეს. ძალიან ცუდი წამლებია. რომ დალევ, სიკვდილის გარდა, არაფერი გინდა. რაც აქ ვარ, ალბათ მინიმუმ 500 კაცი გარდაიცვალა ჩემ თვალწინ. აქ ისეთი ახალგაზრდები მოდიან, მათ რომ ვუყურებ, ვტირი. სიცოცხლე უნდა ყველას", - მითხრა მან. მის გვერდით ასაკოვანი, გამხდარი მამაკაცი იჯდა, რომელსაც ცოტა ხნის წინ 35 წლის შვილი ამ დაავადებით გარდაეცვალა.

ამ სტატიით ალბათ ძალიან დავამძიმეთ მკითხველი, მაგრამ გვინდა, მათი გულისტკივილი საზოგადოებამდე მივიდეს. იქნებ სახელმწიფომ მართლა იზრუნოს ამ პრობლემის გადაჭრაზე. უფრო შემაშფოთებელი აღმოჩნდა ნატალია ნიკოლეიშვილის მონათხრობი. რეანიმაციის ექთანად 17 წელია მუშაობს. ეთანხმება ავადმყოფების მოთხოვნებს და ადასტურებს, რომ წამალი არ არის ეფექტიანი. მან სხვა პრობლემებზეც დაუფარავად ისაუბრა.

ნატალია ნიკოლეიშვილი, ექთანი:

- არის ინფორმაცია, რომ დასავლეთის ქვეყნებში არის უკეთესი მედიკამენტები და მკურნალობის მეთოდიც უკეთესია. ფაქტია, ეს მკურნალობა არ შველის ტუბერკულოზს. ალბათ საფუძვლიანია პაციენტების მოთხოვნები, მაგრამ მათ ვერ დავეთანხმები იმაში, რომ კვება კარგი არ არის. ბევრ პაციენტს არავინ აკითხავს, პალიატიური პაციენტებიც გვყავს, რომლებიც ოჯახებმა მიატოვეს. არ უნდათ, ასეთი ავადმყოფი სახლში ჰყავდეთ. ჩვენი სანიტრები და ექთანები მათ უვლიან, პამპერსსაც კი უცვლიან. ისიც ხმამაღლა უნდა ითქვას, ჩვენც მსხვერპლნი ვართ ამ დაავადების. ჩვენი მრავალი თანამშრომელი დაავადდა აქ. ძალიან დაბალი ხელფასი გვაქვს და დიდი რისკის ქვეშ ვართ.

- თავს ვერ იცავთ?

- ვიცავთ, მაგრამ რისკი ძალიან დიდია. ქუჩაში ტაქსის მძღოლად მუშაობენ ტუბერკულოზიანი პაციენტები და მათგან მგზავრს შეიძლება გადაედოს. რა იცის მგზავრმა, ვის უჯდება მანქანაში? დისტრიბუციაში მუშაობენ ასეთი ავადმყოფები. სხვასაც აზიანებენ. ეს სერიოზული პრობლემაა სახელმწიფოსთვის და მიხედვა სჭირდება. ჩემი ხელფასი 288 ლარია. ეს არის დაცინვა. ჩვენც ვუერთდებით ავადმყოფების მოთხოვნებს, რადგან ჩვენც ვართ ამ დაავადების მსხვერპლნი.

- როგორ უნდა მიხვდეს ადამიანი, რომ დაავადებულია?

- უნდა დათესოს ნახველის ანალიზი, თუ აქვს ხველა, ოფლიანობა, დაბალი სიცხე, აუცილებლად მიმართოს ექიმს. არასწორი მკურნალობა ხშირად სავალალო შედეგს იწვევს. იმდენად ძვირი ღირს დიაგნოსტირება, რომ ბევრს ამის საშუალება არ აქვს. დიაგნოსტიკის ხარჯებს არ ფარავს სახელმწიფო. ეს არის სოციალური დაავადება, სახელმწიფომ უნდა მიაქციოს ყურადღება. როცა წამლისა და ექიმის ფული ექნება პაციენტს, ის დროულად მივა. აქ დიაგნოსტიკა მაქსიმალურ დონეზეა, მაგრამ ამას თანხები სჭირდება. თანამშრომლებსაც არ გვემსახურებიან უფასოდ. ერთჯერადად, თუ სიცხე მაქვს და ოფლიანობა, გაგვიკეთებენ უფასო გამოკვლევას, მაგრამ პროფილაქტიკაში ფული უნდა გადავიხადოთ. როცა 280 ლარი მაქვს ხელფასი, როგორ გადავიხადო ეს თანხები? წარმოიდგინეთ, რეანიმატოლოგს აქვს 400 ლარი ხელფასი! ბევრჯერ დავგეგმეთ მასშტაბური აქცია, მაგრამ გაგვაჩერეს. ძალიან მძიმე სიტუაციაში ვართ. "ჯანდაცვაში" გვეუბნებიან, - თუ არ გაწყობთ, წადით სამსახურიდანო. ეს არის პასუხი? სად უნდა წავიდეთ დაინფიცირებულები? წარმოიდგინეთ, ჯანდაცვის მინისტრი ერთხელაც არ მოსულა აქ, როცა იცის, რომ ტუბერკულოზის სახით ჯიბეში ბომბი უდევს.

მამუკა ჯაფარიძე, ტუბერკულოზისა და ფილტვის ეროვნული ცენტრის დირექტორი:

- ის, რომ კვება არ ვარგა, სიმართლეს არ შეესაბამება. აქ ყველა კალორაჟი დათვლილი აქვს ექიმ-დიეტოლოგს და იმის მიხედვით ხდება კვება, მათთვის შემწვარი არ შეიძლება. ითხოვენ ნატურალურ წვენებსა და ხილს, მესმის მათი, მაგრამ ამის საშუალება არ აქვს სახელმწიფოს, 5 ლარი ღირს მინიმუმ ერთი ლიტრი წვენი.

- ბატონო მამუკა, სარეცხი მანქანის გამოყენების უფლებას რატომ არ აძლევთ?

- პირადი ნივთებისთვის აქამდეც არასოდეს ყოფილა კლინიკაში სარეცხი მანქანა. თეთრეულს ვურეცხავთ. ახალ კორპუსში უნდა გადავიყვანოთ "ემდიარი" პაციენტები და იქ უკვე დამონტაჟებული იქნება თითო სართულზე თითო სარეცხი მანქანა. ეს პრობლემა მოგვარდება. ახლა ახალ სახელმწიფო პროგრამაზე მიდის მუშაობა, ცვლილებები ნამდვილად იქნება. ერთი დღე სტაციონარში სენსიტიური პაციენტის მკურნალობა 35 ლარი უჯდება სახელმწიფოს, ხოლო "ემდიარი" პაციენტების - 40 ლარი. ეს ძალიან ცოტაა და მიმდინარეობს დეტალური დათვლა. ანტიტუბერკულოზის წამლებს მთლიანად ყიდულობს დონორი ორგანიზაცია, "გლობალური ფონდი", სახელმწიფო ამაში ფულს არ იხდის, ძალიან ძვირად ღირებული მედიკამენტებია. მას იღებენ როგორც სტაციონარში მყოფი პაციენტები, ასევე ისინიც, ვინც ამბულატორიულ მკურნალობას გადის. დანარჩენ წამლებს სახელმწიფო ყიდულობს. მერწმუნეთ, ეს არ არის პატარა თანხა. რაც შეეხება მათ მოთხოვნას. ისინი 4 წამალს ითხოვენ, მათგან - 2 რეგისტრირებულია საქართველოში. თუ დროულად მივა პაციენტი, არის განკურნების შანსი. ყოველთვის უფასო იყო ტუბერკულოზის მკურნალობა, ტუბერკულოზში ეჭვმიტანილი პირის დიაგნოზირებაც უფასოა. საზოგადოებისთვის საშიში დაავადებაა. ადამიანურად მესმის პაციენტების, ძნელია ყოველდღე დალიო ამდენი წამალი, მაგრამ ეს აუცილებელია.

- ძალიან დიდია რისკი, სხვას გადაედოს ტუბერკულოზი, ისინი ქუჩაში თავისუფლად მოძრაობენ, ამ პრობლემის მოგვარება შესაძლებელია?

- ჩემი პირადი აზრია, რომ ისინი იზოლირებულები იყვნენ. კანონმდებლობით, დაავადებულს სრული უფლება აქვს, სადაც უნდა, იქ წავიდეს, თუ უარს ამბობს მკურნალობაზე. მიმდინარეობს პარლამენტში კანონმდებლობის შემუშავება ამ მიმართულებით, უნდა მოხდეს მათი "იძულებითი" იზოლაცია. საყოველთაო დაზღვევით ყველას შეუძლია სარგებლობა, მთავარია, ოჯახის ექიმთან მივიდეს ადამიანი და თავისი ჩივილები უთხრას. უფასოა წელიწადში ერთხელ მედპერსონალის გასინჯვა. ისიც ტყუილია, რომ საავადმყოფოს ბევრი თანამშრომელი დაავადებულია. ბუნებრივია, როცა აქ მუშაობ, გადადების რისკი ძალიან დიდია. რაც შეეხება მედპერსონალის ხელფასებს, მიდის მუშაობა სამინისტროსთან და ვფიქრობ, ეს პრობლემაც მოგვარდება.

თეა ხურცილავა

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია