იუმორისტი ბაკურ სვანიძე, რომელიც ბოლო დროს არაერთ ხმაურიან პოსტს აქვეყნებს Facebook-ზე, იუწყება, რომ "რუსთავი 2"-ზე "დარდუბალა" ბრუნდება.
Facebook/ ბაკურ სვანიძე, იუმორისტი:
სენსაციური ამბავი გავიგე!
(დაუზუსტებელი, მაგრამ არ ვხუმრობ, ძალიან სანდო წყაროა და - მართლა სენსაციურია)
"რუსთავი 2" აპირებს ახალი "დარდუბალას" გაკეთებას!
და თუ ვინმეს ჰგონია, რომ ეს გავლენას ვერ მოახდენს მასებზე, მაგრად ცდებით!!!
"ოცნება" - თქვენ დაიკიდეთ მიდით მედიასაშუალებები, რაც გაქვთ ისიც ჩააბარეთ "ყოფილ" ნაციონალებს, პიარებში დაისვით ნაცების ყოფილი "გამპრავებლები", რეალური და ნიჭიერი რესურსი "სანთლით ეძებეთ", ვინც იომა თქვენს გვერდით ის ხალხი დაიკიდეთ, დატოვეთ მშიერი და ვინც ჩვენ გვეომებოდა იმათ "პროფესიონალები" ეძახეთ და მერე შედეგზე წუწუნს ნუ დაიწყებთ - "რა უმადური ყოფილა ხალხიო!"...
ხალხი კი არ არის უმადური, თქვენ ხართ ტუტუცები !!!
ძმებო, "ნაციონალებო", ერთი შეღავათი მაინც გამიწიეთ, როცა მობრუნდებით - ჩემივე ცოცხით მოვალ რა, ცოტა მოკლეს და ვიწროს შევარჩევ, ჰა? ვერ გამიწევთ ამ შეღავათს?
კი ვარ მეტის ღირსი ამ ქლიავებს რომ დავუდექი გვერდით, მარა მაინც... ჩემით ვაღიარებ და გაითვალისწინეთ, კაი?