სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

20

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე ვერძშია – ფიზიკური ძალის ძლიერი ზრდაა. შესანიშნავია საპირისპირო სქესთან კომუნიკაცია. ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. კარგია გამოფენების, სპექტაკლების, კონცერტების, შემოქმედებითი საღამოების გამართვა. ისწავლეთ, აიმაღლე კვალიფიკაცია. საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი და ნოყიერი. არ არის მიზანშეწონილი შიმშილი. კარგია ვარჯიში და იოგა.
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიგა ბოკერია - დავიკითხე იმ თემებსა და მიმართულებებზე, რაც ბიძინა ივანიშვილს ჰქონდა დაანონსებული
გიგა ბოკერია - დავიკითხე იმ თემებსა და მიმართულებებზე, რაც ბიძინა ივანიშვილს ჰქონდა დაანონსებული

და­ვი­კი­თხე იმ თე­მებ­სა და მი­მარ­თუ­ლე­ბებ­ზე, რაც ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს ჰქონ­და და­ა­ნონ­სე­ბუ­ლი, - ამის შე­სა­ხებ პრო­კუ­რა­ტუ­რის და­ტო­ვე­ბის შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს ყო­ფილ­მა მდი­ვან­მა გიგა ბო­კე­რი­ამ გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, მას კი­თხვე­ბი და­უს­ვეს იმ ხარ­ჯებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რო­მე­ლიც არის დო­კუ­მენ­ტი­რე­ბუ­ლი, თუმ­ცა ივა­ნიშ­ვი­ლი თვლი­და, რომ ეს არ იყო მიზ­ნობ­რი­ვი. ბო­კე­რი­ას ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მო­ძი­ე­ბა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით მუ­შა­ობს და გა­მო­ძი­ე­ბა ეხე­ბა მისი უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს მდივ­ნად ყოფ­ნის პე­რი­ოდს.

მი­სი­ვე თქმით, ამ დო­კუ­მენ­ტე­ბი­დან ნა­წილს "გრი­ფი სა­ი­დუმ­ლო" არ აქვს მოხ­სნი­ლი. "ლო­ბის­ტურ კომ­პა­ნი­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ნა­წი­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­სა­ჯა­რო­ე­ბუ­ლი იყო. მა­გა­ლი­თად, სა­ჯა­რო იყო ინ­ფორ­მა­ცია, რო­მე­ლიც შე­ე­ხე­ბო­და აშშ-ის ჯგუ­ფებს, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას უწევ­დნენ კონ­სულ­ტა­ცი­ას. არის ნა­წი­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­ჯა­რო, მაგ­რამ ეს არ ცვლის არსს", - გა­ნა­ცხა­და ბო­კე­რი­ამ.

მისი შე­ფა­სე­ბით, და­კი­თხვა­ზე და­ბა­რე­ბა იყო პო­ლი­ტი­კუ­რი დაკ­ვე­თა. "პრობ­ლე­მა მდგო­მა­რე­ობს არა იმა­ში, რომ პო­ლი­ტი­კუ­რი თა­ნამ­დე­ბო­ბის პირი და­კი­თხეს, არა­მედ პრობ­ლე­მა არის სა­ჯა­როდ გა­ცხა­დე­ბულ დაკ­ვე­თა­ში. მა­ინც და მა­ინც დღეს და­ბა­რე­ბა უკავ­შირ­დე­ბა იმ კრი­ზისს, რა­შიც იმ­ყო­ფე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა თა­თუ­ხაშ­ვი­ლის სიკ­ვდი­ლის, წიკ­ლა­ურ­ზე თავ­დას­ხმის და ზო­გა­დად ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის გამო. ეს არის პო­ლი­ტი­კუ­რი ოპო­ნენ­ტე­ბის დევ­ნა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მთლი­ა­ნად ფო­კუ­სი­რე­ბუ­ლია მთა­ვა­რი პო­ლი­ტი­კუ­რი ოპო­ნენ­ტი ძა­ლის გა­ნად­გუ­რე­ბა­ზე", - აღ­ნიშ­ნა ბო­კე­რი­ამ.

მი­სი­ვე თქმით, და­კი­თხვამ ძა­ლი­ან კო­რექ­ტუ­ლად ჩა­ი­ა­რა. "სამ­წუ­ხა­როა, რომ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში მო­მუ­შა­ვე რი­გით ხალ­ხს ფაქ­ტობ­რი­ვი მმარ­თვე­ლი ივა­ნიშ­ვი­ლი, მა­რი­ო­ნე­ტი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი და პრო­კუ­რა­ტუ­რის ფაქ­ტობ­რი­ვი მმარ­თვე­ლი ფარ­ცხა­ლა­ძე ასეთ საქ­მე­ებ­ზე ახარ­ჯი­ნე­ბენ დროს და ენერ­გი­ას", - აღ­ნიშ­ნა ბო­კე­რი­ამ. უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს ყო­ფი­ლი მდივ­ნის გან­ცხა­დე­ბით, არ და­კონ­კრე­ტე­ბუ­ლა, ზუს­ტად რა თან­ხებ­ზეა სა­უ­ბა­რი და რა ნა­წილს მი­იჩ­ნე­ვენ სა­ეჭ­ვოდ.

გიგა ბო­კე­რია პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში 5 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში იკი­თხე­ბო­და. ბო­კე­რი­ას კი­თხვე­ბი უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს მიერ გა­წე­ულ ხარ­ჯებ­ზე, მათ შო­რის ლო­ბის­ტებ­ზე და­ხარ­ჯულ თან­ხებ­ზე და­უს­ვეს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა

გიგა ბოკერია - დავიკითხე იმ თემებსა და მიმართულებებზე, რაც ბიძინა ივანიშვილს ჰქონდა დაანონსებული

გიგა ბოკერია - დავიკითხე იმ თემებსა და მიმართულებებზე, რაც ბიძინა ივანიშვილს ჰქონდა დაანონსებული

დავიკითხე იმ თემებსა და მიმართულებებზე, რაც ბიძინა ივანიშვილს ჰქონდა დაანონსებული, - ამის შესახებ პროკურატურის დატოვების შემდეგ საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს ყოფილმა მდივანმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.

მისი თქმით, მას კითხვები დაუსვეს იმ ხარჯებთან დაკავშირებით, რომელიც არის დოკუმენტირებული, თუმცა ივანიშვილი თვლიდა, რომ ეს არ იყო მიზნობრივი. ბოკერიას ინფორმაციით, გამოძიება ამ მიმართულებით მუშაობს და გამოძიება ეხება მისი უშიშროების საბჭოს მდივნად ყოფნის პერიოდს.

მისივე თქმით, ამ დოკუმენტებიდან ნაწილს "გრიფი საიდუმლო" არ აქვს მოხსნილი. "ლობისტურ კომპანიებთან დაკავშირებით ნაწილი ინფორმაციის გასაჯაროებული იყო. მაგალითად, საჯარო იყო ინფორმაცია, რომელიც შეეხებოდა აშშ-ის ჯგუფებს, რომლებიც საქართველოს მთავრობას უწევდნენ კონსულტაციას. არის ნაწილი ინფორმაციის საჯარო, მაგრამ ეს არ ცვლის არსს", - განაცხადა ბოკერიამ.

მისი შეფასებით, დაკითხვაზე დაბარება იყო პოლიტიკური დაკვეთა. "პრობლემა მდგომარეობს არა იმაში, რომ პოლიტიკური თანამდებობის პირი დაკითხეს, არამედ პრობლემა არის საჯაროდ გაცხადებულ დაკვეთაში. მაინც და მაინც დღეს დაბარება უკავშირდება იმ კრიზისს, რაშიც იმყოფება ხელისუფლება თათუხაშვილის სიკვდილის, წიკლაურზე თავდასხმის და ზოგადად ქვეყანაში არსებული პრობლემების გამო. ეს არის პოლიტიკური ოპონენტების დევნა და ხელისუფლება მთლიანად ფოკუსირებულია მთავარი პოლიტიკური ოპონენტი ძალის განადგურებაზე", - აღნიშნა ბოკერიამ.

მისივე თქმით, დაკითხვამ ძალიან კორექტულად ჩაიარა. "სამწუხაროა, რომ პროკურატურაში მომუშავე რიგით ხალხს ფაქტობრივი მმართველი ივანიშვილი, მარიონეტი ღარიბაშვილი და პროკურატურის ფაქტობრივი მმართველი ფარცხალაძე ასეთ საქმეებზე ახარჯინებენ დროს და ენერგიას", - აღნიშნა ბოკერიამ. უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივნის განცხადებით, არ დაკონკრეტებულა, ზუსტად რა თანხებზეა საუბარი და რა ნაწილს მიიჩნევენ საეჭვოდ.

გიგა ბოკერია პროკურატურაში 5 საათის განმავლობაში იკითხებოდა. ბოკერიას კითხვები უშიშროების საბჭოს მიერ გაწეულ ხარჯებზე, მათ შორის ლობისტებზე დახარჯულ თანხებზე დაუსვეს.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ