Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცემით მოკლული ფარტენაძის ძმა ციხის ადმინისტრაციის დასჯას ითხოვს
ცემით მოკლული ფარტენაძის ძმა ციხის ადმინისტრაციის დასჯას ითხოვს

გე­გუ­თის კო­ლო­ნი­ა­ში მოკ­ლუ­ლი 24 წლის გიგა ფარ­ტე­ნა­ძის საქ­მე მთა­ვარ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ გახ­სნი­ლად გა­მო­ა­ცხა­და. ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­დას­ტურ­და, რომ ახალ­გაზ­რდა სპორ­ტსმე­ნი პა­ტიმ­რებ­მა ცე­მით მოკ­ლეს.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გე­ნი­ლია, რომ 2014 წლის 4 მარტს, და­ახ­ლო­ე­ბით 02:20 სა­ათ­ზე, გე­გუთ­ში, 322-ე სა­კან­ში მსჯავ­რდა­დე­ბუ­ლებს - შოთა შა­ნი­ძეს, ლე­ვან მო­ის­წრა­ფიშ­ვილს, გი­ორ­გი სეხ­ნი­აშ­ვილ­სა და გიგა ფარ­ტე­ნა­ძეს შო­რის და­წყე­ბუ­ლი სი­ტყვი­ე­რი შე­ლა­პა­რა­კე­ბა ფი­ზი­კურ და­პი­რის­პი­რე­ბა­ში გა­და­ი­ზარ­და. შა­ნი­ძემ, სეხ­ნი­აშ­ვილ­მა და მო­ის­წრა­ფიშ­ვილ­მა გიგა ფარ­ტე­ნა­ძე ია­ტაკ­ზე წა­აქ­ცი­ეს, რა დრო­საც მან გო­ნე­ბა და­კარ­გა და წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­წე­ვა ვე­ღარ შეძ­ლო. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ისი­ნი აგ­რძე­ლებ­დნენ სას­ტიკ ძა­ლა­დო­ბას, კერ­ძოდ, გულ­მკერ­დის, კის­რი­სა და სა­ხის არე­ში ხე­ლე­ბი­თა და ფე­ხე­ბით სცემ­დნენ და თავს ბე­ტო­ნის ია­ტაკ­ზე არ­ტყმე­ვი­ნებ­დნენ. პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბა­ში ნათ­ქვა­მია, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი ქმე­დე­ბა სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა აღ­კვე­თეს, გიგა ფარ­ტე­ნა­ძე გა­და­იყ­ვა­ნეს სა­მე­დი­ცი­ნო ნა­წილ­ში, მაგ­რამ გა­წე­უ­ლი დახ­მა­რე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, იგი გონ­ზე მო­უს­ვლე­ლად გარ­და­იც­ვა­ლა.

კონ­ფლიქ­ტის კონ­კრე­ტუ­ლი მი­ზე­ზი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის უც­ნო­ბია. პრო­კუ­რა­ტუ­რამ შოთა შა­ნი­ძეს, ლე­ვან მო­ის­წრა­ფიშ­ვილ­სა და გი­ორ­გი სეხ­ნი­აშ­ვილს ბრა­ლი 117-ე მუხ­ლით წა­უ­ყე­ნა, - ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ და­ზი­ა­ნე­ბა, რა­საც სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა მოჰ­ყვა, - რაც ათი­დან ცა­მეტ წლამ­დე პა­ტიმ­რო­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

მარ­თა­ლია, 3 პირს ბრა­ლი წა­ე­ყე­ნა, მაგ­რამ გიგა ფარ­ტე­ნა­ძის ოჯა­ხი გა­მო­ძი­ე­ბით უკ­მა­ყო­ფი­ლოა და ცი­ხის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის დას­ჯას ითხოვს.

გიგა ბა­თუ­მე­ლი გახ­ლდათ, ფი­ზი­კუ­რად ძლი­ე­რი იყო. ბავ­შვო­ბი­დან სპორ­ტს მის­დევ­და და თურ­მე ცი­ხე­შიც სულ ვარ­ჯი­შობ­და.

"გი­გას კის­რის ფუძე მო­ტე­ხი­ლი აქვს, თავი გა­დახ­სნი­ლი ჰქონ­და, სა­ხე­ზე უამ­რა­ვი და­ზი­ა­ნე­ბა აღე­ნიშ­ნე­ბო­და. ბავ­შვმა ბა­თუმ­ში თურ­ქი გა­ლა­ხა, ამის­თვის 16 წელი მის­ცეს. ყა­ჩა­ღო­ბის ბრალ­დე­ბით იხ­დი­და სას­ჯელს. და­ნა­შა­უ­ლი არ ჩა­უ­დე­ნია - ბრა­ლი შე­უ­თი­თხნეს. სა­მარ­თალს ვი­თხოვ­დით, მაგ­რამ ვერ მი­ვაღ­წი­ეთ. ახლა ცი­ხე­ში მო­მიკ­ლეს და დამ­ნა­შა­ვე­ე­ბიც არ ის­ჯე­ბი­ან. გა­მა­გე­ბი­ნეთ, ეს არის სა­მარ­თა­ლი? მი­თხა­რით, სად იყო ბად­რა­გი ან ცი­ხის ად­მი­ნის­ტრა­ცია? სა­კან­ში თუ ჩხუ­ბობ­დნენ და ეს ხმა­უ­რი ეს­მო­დათ, რა­ტომ არ მი­ი­ღეს ზო­მე­ბი დრო­უ­ლად? 8-10 კაცი ვერ გა­უმკლავ­დე­ბო­და გი­გას, იმ­დე­ნად ძლი­ე­რი იყო. მო­ჭი­და­ვე, ბერ­ძნულ-რო­მა­უ­ლი სტი­ლით ჭი­და­ო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის წევ­რი გახ­ლდათ. იქაც აზიდ­ვებს აკე­თებ­და, ასე ებ­რძო­და დეპ­რე­სი­ას. თურ­მე თა­ვი­სი სა­ვარ­ჯი­შო გირა ჩა­არ­ტყეს თავ­ში და ისე გა­თი­შეს. ისე­თი და­სა­ხიჩ­რე­ბუ­ლი იყო ჩემი შვი­ლიშ­ვი­ლი, გავ­გიჟ­დი. ცემა-წა­მე­ბით მო­მიკ­ლეს. ღო­ნი­ე­რი იყო, ალ­ბათ მი­ე­პარ­ნენ და მოკ­ლეს", - ყვე­ბა გი­გას ბე­ბია, ნანი კო­მა­ხი­ძე.

გი­გას ძმა, კობა ამ­ბობს, რომ ოჯა­ხი არ გა­ჩუმ­დე­ბა, სა­ნამ ცი­ხის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა არ და­ის­ჯე­ბა.

კობა ფარ­ტე­ნა­ძე:

- საქ­მე პრო­კუ­რა­ტუ­რამ გახ­სნი­ლად გა­მო­ა­ცხა­და, სა­მი­ვე პა­ტი­მარს წა­უ­ყე­ნა ბრა­ლი, მაგ­რამ ამას არ ჰქვია გა­მო­ძი­ე­ბა. ამით პრო­კუ­რა­ტუ­რამ ხელი შე­აწ­მინ­და მარ­ტო მკვლე­ლებს. სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით ვა­ცხა­დებ, - ცი­ხის ად­მი­ნის­ტრა­ცია გა­დას­წი­ეს უკა­ნა პლან­ზე და არ უნ­დათ მათი დას­ჯა. ამით უნ­დათ, სა­ზო­გა­დო­ე­ბას და­ა­ნახ­ვონ, ვი­თომ საქ­მე გა­იხ­სნა. მო­ვი­თხოვ ცი­ხის ბად­რა­გი­დან და­წყე­ბუ­ლი - მო­ად­გი­ლით, დი­რექ­ტო­რით დამ­თავ­რე­ბუ­ლი, ყვე­ლამ, ვინც იმ დღეს მო­რი­გე იყო და ვერ და­იც­ვა ჩემი ძმის სი­ცო­ცხლე, პა­სუ­ხი აგოს! ღა­მის 3 სა­ათ­ზე მოხ­და ჩხუ­ბი, ამ დროს ცი­ხე­ში სი­ჩუ­მე იქ­ნე­ბო­და, შე­უძ­ლე­ბე­ლია, არ გა­ე­გო­ნა ხმა­უ­რი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას. სა­კან­ში თურ­მე კონ­ფლიქ­ტი ორ­ჯერ მოხ­და. პირ­ვე­ლი კონ­ფლიქ­ტის შემ­დეგ პა­ტიმ­რე­ბი ხომ უნდა გა­ე­ცალ­კე­ვე­ბი­ნათ? მით უმე­ტეს, თუ მკვლე­ლი იჯდა იქ. ბად­რა­გი მი­სუ­ლა ხმა­ურ­ზე, უთ­ქვამთ, - არა­ფე­რი ხდე­ბაო, მერე, როცა სხვა საკ­ნე­ბი მო­ი­ა­რა და მობ­რუნ­და, გიგა უკვე ძირს ეგდო მო­მაკ­ვდა­ვი. მას მერე მხო­ლოდ ერთი სა­ა­თი იცო­ცხლა. თუ ხმა­უ­რი გა­ი­გო­ნეს, ზო­მე­ბი რა­ტომ არ მი­ი­ღეს? რა­ტომ არ და­იც­ვეს ჩემი ძმის სი­ცო­ცხლე? პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ცი­ხეს ეკის­რე­ბა და ყვე­ლამ უნდა აგოს პა­სუ­ხი! იმ სა­კან­ში ტრა­გე­დი­ის დროს ჩემი ძმის მე­გო­ბა­რიც იყო, ის დღემ­დე დუმს, იცის ჩხუ­ბის მი­ზე­ზიც და ისიც, რე­ა­ლუ­რად რა მოხ­და. მო­ვი­თხოვ, ხმა ამო­ი­ღოს და სი­მარ­თლე თქვას. ფაქ­ტია, მკვლე­ლებ­მა შე­ა­ში­ნეს და დღემ­დე დუმს.

- თქვე­ნი ძმის მკვლე­ლო­ბის შემ­დეგ ცი­ხის დი­რექ­ტო­რი გა­დად­გა. მის დას­ჯას მა­ინც ითხოვთ?

- ვი­თხოვ, ის და სხვე­ბიც და­ი­სა­ჯონ! გვაქვს ეჭვი, რომ სპე­ცი­ა­ლუ­რად მოხ­და მკვლე­ლე­ბის შე­სახ­ლე­ბა ჩემი ძმის სა­კან­ში. ბევ­რი რამ არის და­სად­გე­ნი. ერთ-ერთს თურ­მე სამი ადა­მი­ა­ნი ჰყავს მოკ­ლუ­ლი, მათ შო­რის - სტი­ქა­რო­სა­ნი ბიჭი და ფეხ­მძი­მე ქალი. გი­გას­თან მა­ნამ­დე სხვა პა­ტიმ­რე­ბი ის­ხდნენ, რომ­ლებ­თა­ნაც ჩემი ძმა მე­გობ­რობ­და. რა­ტომ­ღაც ისი­ნი ყვე­ლა­ნი ქუ­თა­ი­სის კრი­ტში გა­და­იყ­ვა­ნეს. ამ პე­რი­ოდ­ში ჩა­მო­იყ­ვა­ნეს ახ­ლე­ბი და შე­ა­სახ­ლეს მას­თან. ამ ტრა­გე­დი­ამ­დე 4 დღით ადრე გვი­თხრა, - ახ­ლე­ბი მო­დი­ან ჩემს სა­კან­ში, მინ­და, პა­ტი­ვი ვცე და იქ­ნებ "პე­რე­და­ჩი" შე­მო­მიგ­ზავ­ნო­თო. ჩვენც შე­ვუგ­ზავ­ნეთ. ამ ფაქ­ტი­დან რამ­დე­ნი­მე დღე­ში მოკ­ლეს. მერე გა­ვი­გეთ, ვინც მას­თან სა­კან­ში თავ­და­პირ­ვე­ლად ის­ხდნენ, ის ბი­ჭე­ბი გი­გას სიკ­ვდი­ლის მე­ო­რე დღეს­ვე ისევ უკან - გე­გუთ­ში და­აბ­რუ­ნეს. ესეც ბევრ ეჭვს აჩენს. პა­ტიმ­რე­ბი გვი­რე­კა­ვენ ცი­ხი­დან, მაგ­რამ ვერ ამ­ბო­ბენ ვე­რა­ფერს, რად­გან ის­მი­ნე­ბა მათი ტე­ლე­ფო­ნე­ბი, ალ­ბათ ეში­ნი­ათ. პარ­ლა­მენ­ტშიც ვი­ყა­ვი, კი­დევ არ ვკარ­გავ იმედს, რომ საქ­მე ბო­ლომ­დე მივა. მა­შინ ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ ჩემი ძმის მკვლე­ლო­ბის ამ­ბა­ვიც არ შეგ­ვა­ტყო­ბი­ნა. პა­ტი­მარ­მა და­რე­კა და იმან მი­თხრა, რომ ჩემი ძმა მოკ­ლუ­ლი პრო­ზექ­ტუ­რა­ში ჰყავ­დათ გა­დაყ­ვა­ნი­ლი. ახლა საქ­მის გახ­სნა შე­ვი­ტყვეთ ტე­ლე­ვი­ზი­ით, არა­და, წი­ნა­დღეს გა­მომ­ძი­ე­ბელს ვე­ლა­პა­რა­კე. მი­თხრა, ტან­საც­მლის ექ­სპერ­ტი­ზას ორი კვი­რა დას­ჭირ­დე­ბაო. 16 წელი მის­ცეს ჩემს ძმას თურ­ქის ცე­მის­თვის და 10 წელი საკ­მა­რი­სია ადა­მი­ა­ნის წა­მე­ბით მკვლე­ლო­ბის­თვის? თუ არ და­ი­სა­ჯა ად­მი­ნის­ტრა­ცია, არ გავ­ჩერ­დე­ბით და ბრძო­ლას გა­ვაგ­რძე­ლებთ. მით უმე­ტეს, გე­გუ­თის კო­ლო­ნი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას ბევ­რი და­ნა­შა­უ­ლი და­უგ­როვ­და. გამ­ცენ პა­სუ­ხი, ­- რა­ტომ კლა­ვენ ცე­მით ადა­მი­ა­ნებს იქ? რა ხდე­ბა გე­გუთ­ში რე­ა­ლუ­რად, ეს კო­ლო­ნია სა­საკ­ლა­ოა? ჩემი ძმის მკვლე­ლო­ბამ­დე სა­დის­ტუ­რად ცე­მა­ში ამო­ხა­დეს სული ლე­ვან კორ­ტა­ვას, გი­გას მკვლე­ლო­ბი­დან სულ მოკ­ლე ხან­ში მა­ი­სუ­რა­ძე გა­მო­ას­ვე­ნეს ცი­ხი­დან. ამ­ბო­ბენ, პა­ტი­მარ­მა მა­ი­სუ­რა­ძემ თავი მო­იკ­ლაო. მა­ნამ­დეც იყო მსგავ­სი ფაქ­ტე­ბი, რო­მე­ლიც თვით­მკვლე­ლო­ბად გა­საღ­და. მა­ი­სუ­რა­ძე ნა­ხეს სა­პირ­ფა­რე­შო­ში ჩა­მომ­ხრჩვა­ლიო, არა­და, მის სა­კან­ში ოთხი პა­ტი­მა­რი იჯდა. ვე­რა­ვინ ნახა, კაცი თავს თუ იკ­ლავ­და? ეჭ­ვე­ბი აქაც ჩნდე­ბა. რო­გორც ვიცი, მის ოჯახს ისე უჭირს, შე­იძ­ლე­ბა, ბრძო­ლა ვერ შეძ­ლოს, იქ­ნებ ისიც მოკ­ლუ­ლია? ამ­ბო­ბენ, და­ზი­ა­ნე­ბე­ბი აქ­ვსო. ეს ფაქ­ტე­ბი ხომ მი­უ­თი­თებს სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის უუ­ნა­რო­ბა­ზე? ერ­თა­დერ­თი გან­სხვა­ვე­ბა წინა და ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას შო­რის ის არის, რომ წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს ჭი­რი­სუ­ფა­ლი ხმას ვერ იღებ­და, ახლა ვლა­პა­რა­კობთ, მაგ­რამ არა­ვინ გვის­მენს. ჩემი ძმა ძა­ლი­ან კარ­გი ადა­მი­ა­ნი იყო. არც მო­თა­მა­შე ყო­ფი­ლა, არც წამ­ლის გამ­კე­თე­ბე­ლი და არც ცუდი რამე ჩა­უ­დე­ნია, უდა­ნა­შა­უ­ლოდ გა­მო­კე­ტეს ცი­ხე­ში. სი­ცო­ცხლე­ში ვერ და­ვამ­ტკი­ცეთ მისი უდა­ნა­შა­უ­ლო­ბა, მოგ­ვიკ­ლეს და ახ­ლაც არ უნდა აღ­სრულ­დეს სა­მარ­თა­ლი?

P.S. ლე­ვან კორ­ტა­ვას მკვლე­ლო­ბის შემ­დეგ გამ­წა­რე­ბუ­ლი მა­მი­და დამ­ნა­შა­ვე­ე­ბის დას­ჯას დიდ­ხანს ითხოვ­და. ამ საქ­მე­ზე პა­სუ­ხის­გე­ბა­ში 13 პი­რია მი­ცე­მუ­ლი, მათ შო­რის - ცი­ხის 7 თა­ნამ­შრო­მე­ლი. ისიც ცნო­ბი­ლია, რომ რამ­დე­ნი­მე დღის წინ გარ­დაც­ვლი­ლი პა­ტიმ­რის, ავ­თან­დილ მა­ი­სუ­რა­ძის ოჯახ­საც აქვს უამ­რა­ვი კი­თხვა. მოკ­ლუ­ლის დედა, ინგა მა­ი­სუ­რა­ძე დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ ცი­ხე­ში შვი­ლი მო­უკ­ლეს: "ჩემს შვილს თავი არ ჩა­მო­უხ­რჩვია, ვი­ღა­ცამ ჩა­მო­ახ­რჩო. ის უდა­ნა­შა­უ­ლოდ იჯდა. საქ­მე სტრას­ბურ­გში გვქონ­და გაგ­ზავ­ნი­ლი. ყო­ველ­დღე ელო­დე­ბო­და და­დე­ბით პა­სუხს და ცი­ხი­დან გა­მოს­ვლას, ასე­თი ადა­მი­ა­ნი თავს მო­იკ­ლავ­და? ჩემი შვი­ლის უკა­ნო­ნო პა­ტიმ­რო­ბის გამო და­ა­კა­ვეს პო­ლი­ცი­ე­ლი. იმა­საც ვეჭ­ვობ, იმ პო­ლი­ცი­ელ­მა ხომ არ ჩა­ა­წყო ჩემი შვი­ლის მკვლე­ლო­ბა? თურ­მე სიკ­ვდი­ლამ­დე წე­რი­ლი და­წე­რა ავ­თომ. რა­ტომ არ მაჩ­ვე­ნე­ბენ ამ წე­რილს?! ამის მი­ზე­ზი სწო­რედ ის არის, რომ ცდი­ლო­ბენ, საქ­მე შე­თი­თხნონ და თვით­მკვლე­ლო­ბად გა­ა­სა­ღონ მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბა".

ავ­თან­დილ მა­ი­სუ­რა­ძის საქ­მე­ზეც მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­მო­ძი­ე­ბა. ძა­ლო­ვა­ნე­ბი არ ამ­ხე­ლენ, რა წე­რია შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე აღ­მო­ჩე­ნილ წე­რილ­ში. მხო­ლოდ იმას ამ­ბო­ბენ, რომ წე­რი­ლი ოჯახს გა­მო­ძი­ე­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­და­ე­ცე­მა. რე­ა­ლუ­რად არის თუ არა იგი მა­ი­სუ­რა­ძის ხე­ლით და­წე­რი­ლი ან რა­ტომ მო­იკ­ლა თავი, გა­მო­ძი­ე­ბით უნდა გა­ირ­კვეს. აქვე უნდა აღ­ვნიშ­ნოთ, რომ პა­ტი­მარ­თა ოჯა­ხის წევ­რე­ბის პრე­ტენ­ზი­ე­ბი სა­მარ­თლი­ა­ნია: პა­ტიმ­რის სი­ცო­ცხლის დაც­ვა ცი­ხის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის პირ­და­პი­რი მო­ვა­ლე­ო­ბაა. კორ­ტა­ვას მკვლე­ლო­ბის შემ­დეგ გა­დად­გა ცი­ხის დი­რექ­ტო­რი, და­ი­სა­ჯა რამ­დე­ნი­მე თა­ნამ­შრო­მე­ლი, ფარ­ტე­ნა­ძის მკვლე­ლო­ბის მე­რეც იგი­ვე გა­მე­ორ­და, - გა­დად­გა ახა­ლი დი­რექ­ტო­რი, თუმ­ცა ამის მი­უ­ხე­და­ვად, რამ­დე­ნი­მე დღე­ში გე­გუ­თის კო­ლო­ნი­ა­ში ისევ იპო­ვეს გარ­დაც­ვლი­ლი პა­ტი­მა­რი. აშ­კა­რაა, პრობ­ლე­მა უფრო სე­რი­ო­ზუ­ლია და იმე­დია, გა­მო­ძი­ე­ბა მი­ზე­ზებს და­ად­გენს, რომ მო­მა­ვალ­ში ისევ არ შე­ვი­ტყოთ ასე­თი შემ­ზა­რა­ვი ფაქ­ტე­ბი.

თეა ხურ­ცი­ლა­ვა

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

ცემით მოკლული ფარტენაძის ძმა ციხის ადმინისტრაციის დასჯას ითხოვს

ცემით მოკლული ფარტენაძის ძმა ციხის ადმინისტრაციის დასჯას ითხოვს

გეგუთის კოლონიაში მოკლული 24 წლის გიგა ფარტენაძის საქმე მთავარმა პროკურატურამ გახსნილად გამოაცხადა. ოფიციალურად დადასტურდა, რომ ახალგაზრდა სპორტსმენი პატიმრებმა ცემით მოკლეს.

გამოძიებით დადგენილია, რომ 2014 წლის 4 მარტს, დაახლოებით 02:20 საათზე, გეგუთში, 322-ე საკანში მსჯავრდადებულებს - შოთა შანიძეს, ლევან მოისწრაფიშვილს, გიორგი სეხნიაშვილსა და გიგა ფარტენაძეს შორის დაწყებული სიტყვიერი შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. შანიძემ, სეხნიაშვილმა და მოისწრაფიშვილმა გიგა ფარტენაძე იატაკზე წააქციეს, რა დროსაც მან გონება დაკარგა და წინააღმდეგობის გაწევა ვეღარ შეძლო. მიუხედავად ამისა, ისინი აგრძელებდნენ სასტიკ ძალადობას, კერძოდ, გულმკერდის, კისრისა და სახის არეში ხელებითა და ფეხებით სცემდნენ და თავს ბეტონის იატაკზე არტყმევინებდნენ. პროკურატურის განცხადებაში ნათქვამია, რომ აღნიშნული ქმედება სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლებმა აღკვეთეს, გიგა ფარტენაძე გადაიყვანეს სამედიცინო ნაწილში, მაგრამ გაწეული დახმარების მიუხედავად, იგი გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.

კონფლიქტის კონკრეტული მიზეზი საზოგადოებისთვის უცნობია. პროკურატურამ შოთა შანიძეს, ლევან მოისწრაფიშვილსა და გიორგი სეხნიაშვილს ბრალი 117-ე მუხლით წაუყენა, - ჯანმრთელობის განზრახ დაზიანება, რასაც სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა, - რაც ათიდან ცამეტ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მართალია, 3 პირს ბრალი წაეყენა, მაგრამ გიგა ფარტენაძის ოჯახი გამოძიებით უკმაყოფილოა და ციხის ადმინისტრაციის დასჯას ითხოვს.

გიგა ბათუმელი გახლდათ, ფიზიკურად ძლიერი იყო. ბავშვობიდან სპორტს მისდევდა და თურმე ციხეშიც სულ ვარჯიშობდა.

"გიგას კისრის ფუძე მოტეხილი აქვს, თავი გადახსნილი ჰქონდა, სახეზე უამრავი დაზიანება აღენიშნებოდა. ბავშვმა ბათუმში თურქი გალახა, ამისთვის 16 წელი მისცეს. ყაჩაღობის ბრალდებით იხდიდა სასჯელს. დანაშაული არ ჩაუდენია - ბრალი შეუთითხნეს. სამართალს ვითხოვდით, მაგრამ ვერ მივაღწიეთ. ახლა ციხეში მომიკლეს და დამნაშავეებიც არ ისჯებიან. გამაგებინეთ, ეს არის სამართალი? მითხარით, სად იყო ბადრაგი ან ციხის ადმინისტრაცია? საკანში თუ ჩხუბობდნენ და ეს ხმაური ესმოდათ, რატომ არ მიიღეს ზომები დროულად? 8-10 კაცი ვერ გაუმკლავდებოდა გიგას, იმდენად ძლიერი იყო. მოჭიდავე, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში საქართველოს ნაკრების წევრი გახლდათ. იქაც აზიდვებს აკეთებდა, ასე ებრძოდა დეპრესიას. თურმე თავისი სავარჯიშო გირა ჩაარტყეს თავში და ისე გათიშეს. ისეთი დასახიჩრებული იყო ჩემი შვილიშვილი, გავგიჟდი. ცემა-წამებით მომიკლეს. ღონიერი იყო, ალბათ მიეპარნენ და მოკლეს", - ყვება გიგას ბებია, ნანი კომახიძე.

გიგას ძმა, კობა ამბობს, რომ ოჯახი არ გაჩუმდება, სანამ ციხის ხელმძღვანელობა არ დაისჯება.

კობა ფარტენაძე:

- საქმე პროკურატურამ გახსნილად გამოაცხადა, სამივე პატიმარს წაუყენა ბრალი, მაგრამ ამას არ ჰქვია გამოძიება. ამით პროკურატურამ ხელი შეაწმინდა მარტო მკვლელებს. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, - ციხის ადმინისტრაცია გადასწიეს უკანა პლანზე და არ უნ­დათ მათი დასჯა. ამით უნდათ, საზოგადოებას დაანახვონ, ვითომ საქმე გაიხსნა. მოვითხოვ ციხის ბადრაგიდან დაწყებული - მოადგილით, დირექტორით დამთავრებული, ყველამ, ვინც იმ დღეს მორიგე იყო და ვერ დაიცვა ჩემი ძმის სიცოცხლე, პასუხი აგოს! ღამის 3 საათზე მოხდა ჩხუბი, ამ დროს ციხეში სიჩუმე იქნებოდა, შეუძლებელია, არ გაეგონა ხმაური ადმინისტრაციას. საკანში თურმე კონფლიქტი ორჯერ მოხდა. პირველი კონფლიქტის შემდეგ პატიმრები ხომ უნდა გაეცალკევებინათ? მით უმეტეს, თუ მკვლელი იჯდა იქ. ბადრაგი მისულა ხმაურზე, უთქვამთ, - არაფერი ხდებაო, მერე, როცა სხვა საკნები მოიარა და მობრუნდა, გიგა უკვე ძირს ეგდო მომაკვდავი. მას მერე მხოლოდ ერთი საათი იცოცხლა. თუ ხმაური გაიგონეს, ზომები რატომ არ მიიღეს? რატომ არ დაიცვეს ჩემი ძმის სიცოცხლე? პასუხისმგებლობა ციხეს ეკისრება და ყველამ უნდა აგოს პასუხი! იმ საკანში ტრაგედიის დროს ჩემი ძმის მეგობარიც იყო, ის დღემდე დუმს, იცის ჩხუბის მიზეზიც და ისიც, რეალურად რა მოხდა. მოვითხოვ, ხმა ამოიღოს და სიმართლე თქვას. ფაქტია, მკვლელებმა შეაშინეს და დღემდე დუმს.

- თქვენი ძმის მკვლელობის შემდეგ ციხის დირექტორი გადადგა. მის დასჯას მაინც ითხოვთ?

- ვითხოვ, ის და სხვებიც დაისაჯონ! გვაქვს ეჭვი, რომ სპეციალურად მოხდა მკვლელების შესახლება ჩემი ძმის საკანში. ბევრი რამ არის დასადგენი. ერთ-ერთს თურმე სამი ადამიანი ჰყავს მოკლული, მათ შორის - სტიქაროსანი ბიჭი და ფეხმძიმე ქალი. გიგასთან მანამდე სხვა პატიმრები ისხდნენ, რომლებთანაც ჩემი ძმა მეგობრობდა. რატომღაც ისინი ყველანი ქუთაისის კრიტში გადაიყვანეს. ამ პერიოდში ჩამოიყვანეს ახლები და შეასახლეს მასთან. ამ ტრაგედიამდე 4 დღით ადრე გვითხრა, - ახლები მოდიან ჩემს საკანში, მინდა, პატივი ვცე და იქნებ "პერედაჩი" შემომიგზავნოთო. ჩვენც შევუგზავნეთ. ამ ფაქტიდან რამდენიმე დღეში მოკლეს. მერე გავიგეთ, ვინც მასთან საკანში თავდაპირველად ისხდნენ, ის ბიჭები გიგას სიკვდილის მეორე დღესვე ისევ უკან - გეგუთში დააბრუნეს. ესეც ბევრ ეჭვს აჩენს. პატიმრები გვირეკავენ ციხიდან, მაგრამ ვერ ამბობენ ვერაფერს, რადგან ისმინება მათი ტელეფონები, ალბათ ეშინიათ. პარლამენტშიც ვიყავი, კიდევ არ ვკარგავ იმედს, რომ საქმე ბოლომდე მივა. მაშინ ადმინისტრაციამ ჩემი ძმის მკვლელობის ამბავიც არ შეგვატყობინა. პატიმარმა დარეკა და იმან მითხრა, რომ ჩემი ძმა მოკლული პროზექტურაში ჰყავდათ გადაყვანილი. ახლა საქმის გახსნა შევიტყვეთ ტელევიზიით, არადა, წინადღეს გამომძიებელს ველაპარაკე. მითხრა, ტანსაცმლის ექსპერტიზას ორი კვირა დასჭირდებაო. 16 წელი მისცეს ჩემს ძმას თურქის ცემისთვის და 10 წელი საკმარისია ადამიანის წამებით მკვლელობისთვის? თუ არ დაისაჯა ადმინისტრაცია, არ გავჩერდებით და ბრძოლას გავაგრძელებთ. მით უმეტეს, გეგუთის კოლონიის ხელმძღვანელობას ბევრი დანაშაული დაუგროვდა. გამცენ პასუხი, ­- რატომ კლავენ ცემით ადამიანებს იქ? რა ხდება გეგუთში რეალურად, ეს კოლონია სასაკლაოა? ჩემი ძმის მკვლელობამდე სადისტურად ცემაში ამოხადეს სული ლევან კორტავას, გიგას მკვლელობიდან სულ მოკლე ხანში მაისურაძე გამოასვენეს ციხიდან. ამბობენ, პატიმარმა მაისურაძემ თავი მოიკლაო. მანამდეც იყო მსგავსი ფაქტები, რომელიც თვითმკვლელობად გასაღდა. მაისურაძე ნახეს საპირფარეშოში ჩამომხრჩვალიო, არადა, მის საკანში ოთხი პატიმარი იჯდა. ვერავინ ნახა, კაცი თავს თუ იკლავდა? ეჭვები აქაც ჩნდება. როგორც ვიცი, მის ოჯახს ისე უჭირს, შეიძლება, ბრძოლა ვერ შეძლოს, იქნებ ისიც მოკლულია? ამბობენ, დაზიანებები აქვსო. ეს ფაქტები ხომ მიუთითებს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უუნარობაზე? ერთადერთი განსხვავება წინა და ამ ხელისუფლებას შორის ის არის, რომ წინა ხელისუფლების დროს ჭირისუფალი ხმას ვერ იღებდა, ახლა ვლაპარაკობთ, მაგრამ არავინ გვისმენს. ჩემი ძმა ძალიან კარგი ადამიანი იყო. არც მოთამაშე ყოფილა, არც წამლის გამკეთებელი და არც ცუდი რამე ჩაუდენია, უდანაშაულოდ გამოკეტეს ციხეში. სიცოცხლეში ვერ დავამტკიცეთ მისი უდანაშაულობა, მოგვიკლეს და ახლაც არ უნდა აღსრულდეს სამართალი?

P.S. ლევან კორტავას მკვლელობის შემდეგ გამწარებული მამიდა დამნაშავეების დასჯას დიდხანს ითხოვდა. ამ საქმეზე პასუხისგებაში 13 პირია მიცემული, მათ შორის - ციხის 7 თანამშრომელი. ისიც ცნობილია, რომ რამდენიმე დღის წინ გარდაცვლილი პატიმრის, ავთანდილ მაისურაძის ოჯახსაც აქვს უამრავი კითხვა. მოკლულის დედა, ინგა მაისურაძე დარწმუნებულია, რომ ციხეში შვილი მოუკლეს: "ჩემს შვილს თავი არ ჩამოუხრჩვია, ვიღაცამ ჩამოახრჩო. ის უდანაშაულოდ იჯდა. საქმე სტრასბურგში გვქონდა გაგზავნილი. ყოველდღე ელოდებოდა დადებით პასუხს და ციხიდან გამოსვლას, ასეთი ადამიანი თავს მოიკლავდა? ჩემი შვილის უკანონო პატიმრობის გამო დააკავეს პოლიციელი. იმასაც ვეჭვობ, იმ პოლიციელმა ხომ არ ჩააწყო ჩემი შვილის მკვლელობა? თურმე სიკვდილამდე წერილი დაწერა ავთომ. რატომ არ მაჩვენებენ ამ წერილს?! ამის მიზეზი სწორედ ის არის, რომ ცდილობენ, საქმე შეთითხნონ და თვითმკვლელობად გაასაღონ მომხდარი მკვლელობა".

ავთანდილ მაისურაძის საქმეზეც მიმდინარეობს გამოძიება. ძალოვანები არ ამხელენ, რა წერია შემთხვევის ადგილზე აღმოჩენილ წერილში. მხოლოდ იმას ამბობენ, რომ წერილი ოჯახს გამოძიების დასრულების შემდეგ გადაეცემა. რეალურად არის თუ არა იგი მაისურაძის ხელით დაწერილი ან რატომ მოიკლა თავი, გამოძიებით უნდა გაირკვეს. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ პატიმართა ოჯახის წევრების პრეტენზიები სამართლიანია: პატიმრის სიცოცხლის დაცვა ციხის ადმინისტრაციის პირდაპირი მოვალეობაა. კორტავას მკვლელობის შემდეგ გადადგა ციხის დირექტორი, დაისაჯა რამდენიმე თანამშრომელი, ფარტენაძის მკვლელობის მერეც იგივე გამეორდა, - გადადგა ახალი დირექტორი, თუმცა ამის მიუხედავად, რამდენიმე დღეში გეგუთის კოლონიაში ისევ იპოვეს გარდაცვლილი პატიმარი. აშკარაა, პრობლემა უფრო სერიოზულია და იმედია, გამოძიება მიზეზებს დაადგენს, რომ მომავალში ისევ არ შევიტყოთ ასეთი შემზარავი ფაქტები.

თეა ხურცილავა

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია