მგონი, საბჭოთა დრო დაბრუნდა - რატომ ადარებენ ღარიბაშვილს ბრეჟნევს

მგონი, საბჭოთა დრო დაბრუნდა - რატომ ადარებენ ღარიბაშვილს ბრეჟნევს

კინომცოდნე და რადიო "თავისუფლების" ბლოგერი გოგი გვახარია "ფეისბუქის" პირად გვერდზე საქართველოში საბჭოთა სტილის დაბრუნების შესახებ წერს.

"2003 წელს სრულიად დარწმუნებული ვიყავი რომ "საბჭოთა სტილი" მოკვდა.. თუნდაც იმიტომ რომ რევოლუციის კონცერტი ირაკლი ჩარკვიანმა დააგვირგვინა. დაახლოებით 2 წელიწადში, განსაკუთრებით ზურა წერეთლის ქანდაკება როცა დაგვიდგეს ქალაქის ცენტრში, დავრწმუნდი, რომ საბჭოთა კავშირი უკვდავია ქართველთა ტვინებში.. ამაზე პირველი ტექსტი მაშინ დავწერე.. ჰოდა ახლა გრძელდება ეს ამბავი. ეგ არის და ეგ.. სუბიექტურია ყველაფერი. სუბიექტური არ არის მხოლოდ მკვდარი:)", - წერს გვახარია და ბათუმის საზღვაო აკადემიაში პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის ვიზიტის ამსახველ ფოტოს აქვეყნებს, რომელიც სოციალური ქსელის მომხმარებლებმა უკვე გააშარჟეს. "ფეისბუქელები" ღარიბაშვილს ბრეჟნევს ადარებენ.

"მამაჩემი საპირველმაისო დემონსტრაციაზე თავისი ფაბრიკის მუშებთან ერთად. მახსოვს, როგორ ვიცინოდით ამ სურათზე. ბებიაჩემის პანაშვიდზე რომ მოვიდნენ დაწყობილები, გულში ვიფიქრე, მოვიდნენ მამაჩემის გოგოშკები:)

მგონი დაბრუნდა ეს დრო. მამის აჩრდილიანად. სამწუხაროდ, უმამოდ:(", - წერს კვლავ გვახარია და მამის ფოტოს აქვეყნებს.

"ხვალ რომ მომკლან..." - რას წერს მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი

"უნდა ვაჩვენოთ, რომ ამას არ ვეგუებით! დაინახოს მთელმა მსოფლიოს, რომ საქართველოში ხელისუფლება ხოცავს ჟურნალისტებს!" - რას წერს ვახო სანაია

"მოხდილიც მაქვს და ორჯერ ვარ აცრილი. ვდარდობ ჩემს ჯანმრთელობაზე, რომელიც ძლივს შევაკოწიწე"  - ანა სუბელიანი კოვიდით მეორედ დაინფიცირდა