პოლიტიკა
სამართალი

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიგა ბოკერია - უხერხულიც კი იყო, რომ ასე დაგვიანდა ჩემი დაკითხვაზე დაბარება
გიგა ბოკერია - უხერხულიც კი იყო, რომ ასე დაგვიანდა ჩემი დაკითხვაზე დაბარება

სა­ქარ­თვე­ლოს უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს ყო­ფი­ლი მდი­ვა­ნი გიგა ბო­კე­რია პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში და­ბა­რე­ბას ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის დაკ­ვე­თად აფა­სებს.

რო­გორც ბო­კე­რი­ამ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში და­კი­თხვა­ზე შეს­ვლამ­დე გა­ნა­ცხა­და, ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით ყო­ფილ პრე­მი­ერს "პო­ლი­ტი­კუ­რი დაკ­ვე­თა" მკა­ფი­ოდ აქვს გა­მოთ­ქმუ­ლი.

"მო­უ­ლოდ­ნე­ლი არ ყო­ფი­ლა პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში და­ბა­რე­ბა, ივა­ნიშ­ვილს პრე­მი­ე­რო­ბის დროს ეს არა ერთხელ აქვს ნათ­ქვა­მი და და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი. ასეც რომ არ იყოს, ყვე­ლას­თვის აშ­კა­რაა, რომ პრო­კუ­რა­ტუ­რა პო­ლი­ტი­კურ ინ­სტრუ­მენ­ტად გა­მო­ი­ყე­ნე­ბა. სი­მარ­თლე გი­თხრათ, იმ ფონ­ზე, როცა ჩემი თა­ნა­გუნ­დე­ლე­ბის მე­გობ­რე­ბის ძა­ლი­ან დიდი ნა­წი­ლი ცი­ხე­შია ან ბრა­ლი აქვს წა­ყე­ნე­ბუ­ლი, ან დღე და ღამე და­კი­თხვა­ზე და­ა­ტა­რე­ბენ, უხერ­ხუ­ლიც კი იყო, რომ ასე დაგ­ვი­ან­და ჩემი და­ბა­რე­ბა", - გა­ნა­ცხა­და ბო­კე­რი­ამ.

მი­სი­ვე თქმით, ის და­კი­თხვა­ზე და­ბა­რე­ბას უკავ­ში­რებს იმ ღრმა კრი­ზისს, რო­მელ­შიც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და "მისი დაკ­ვე­თით მოქ­მე­დი პრო­კუ­რა­ტუ­რა" იმ­ყო­ფე­ბა.

"ეს ასე­ვე და­კავ­ში­რე­ბუ­ლია თა­თუ­ხაშ­ვი­ლის სიკ­ვდილ­თან, ნუგ­ზარ წიკ­ლა­უ­რის ცე­მას­თან და, რო­გორც ჩანს, ეს დღე ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ მის­თვის სა­სურ­ველ მო­მენ­ტად მი­იჩ­ნია", - აღ­ნიშ­ნა უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს ყო­ფილ­მა მდი­ვან­მა.

ამას­თან, გიგა ბო­კე­რი­ას გან­მარ­ტე­ბით, ხარ­ჯე­ბი, რო­მელ­ზეც ედა­ვე­ბი­ან, გან­კუთ­ვნი­ლი იყო "უსაფრ­თხო­ე­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად და სა­ერ­თა­შო­რი­სო ას­პა­რე­ზის­თვის".

"მე, რო­გორც უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს მდი­ვა­ნი ვფიქ­რობ­დი, რომ იმ მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბის­თვის, რაც არის ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი ინ­ტეგ­რა­ცია, არა­ღი­ა­რე­ბის პო­ლი­ტი­კა, რუ­სეთ­თან მი­მარ­თე­ბით არ­სე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კა და სხვა მრა­ვა­ლი პო­ლი­ტი­კა, რო­მე­ლიც ქვეყ­ნის უსაფრ­თხო­ე­ბის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, იყო ადეკ­ვა­ტუ­რი, თუმ­ცა ისი­ნი ამას კრი­მი­ნა­ლად თვლი­ან", - გა­ნა­ცხა­და ბო­კე­რი­ამ.

იგი არ გა­მო­რი­ცხავს, რომ დღეს და­კი­თხვის შემ­დეგ ბრა­ლი წა­უ­ყე­ნონ და და­ა­კა­ვონ.

"ივა­ნიშ­ვი­ლის წი­ნას­წარ და­ა­ნონ­სე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბით თუ ვიმ­სჯე­ლებთ, დღეს თუ არა ხვალ ან ზეგ ბრალს წა­მი­ყე­ნე­ბენ. ვე­ლო­დე­ბი ბრა­ლის წა­ყე­ნე­ბას, და­კა­ვე­ბა­საც, თუმ­ცა მარ­ჩი­ე­ლო­ბა არ მიყ­ვარს", - დას­ძი­ნა ბო­კე­რი­ამ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

გიგა ბოკერია - უხერხულიც კი იყო, რომ ასე დაგვიანდა ჩემი დაკითხვაზე დაბარება

გიგა ბოკერია - უხერხულიც კი იყო, რომ ასე დაგვიანდა ჩემი დაკითხვაზე დაბარება

საქართველოს უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი გიგა ბოკერია პროკურატურაში დაბარებას ბიძინა ივანიშვილის დაკვეთად აფასებს.

როგორც ბოკერიამ პროკურატურაში დაკითხვაზე შესვლამდე განაცხადა, ამასთან დაკავშირებით ყოფილ პრემიერს "პოლიტიკური დაკვეთა" მკაფიოდ აქვს გამოთქმული.

"მოულოდნელი არ ყოფილა პროკურატურაში დაბარება, ივანიშვილს პრემიერობის დროს ეს არა ერთხელ აქვს ნათქვამი და დაფიქსირებული. ასეც რომ არ იყოს, ყველასთვის აშკარაა, რომ პროკურატურა პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოიყენება. სიმართლე გითხრათ, იმ ფონზე, როცა ჩემი თანაგუნდელების მეგობრების ძალიან დიდი ნაწილი ციხეშია ან ბრალი აქვს წაყენებული, ან დღე და ღამე დაკითხვაზე დაატარებენ, უხერხულიც კი იყო, რომ ასე დაგვიანდა ჩემი დაბარება", - განაცხადა ბოკერიამ.

მისივე თქმით, ის დაკითხვაზე დაბარებას უკავშირებს იმ ღრმა კრიზისს, რომელშიც ხელისუფლება და "მისი დაკვეთით მოქმედი პროკურატურა" იმყოფება.

"ეს ასევე დაკავშირებულია თათუხაშვილის სიკვდილთან, ნუგზარ წიკლაურის ცემასთან და, როგორც ჩანს, ეს დღე ხელისუფლებამ მისთვის სასურველ მომენტად მიიჩნია", - აღნიშნა უშიშროების საბჭოს ყოფილმა მდივანმა.

ამასთან, გიგა ბოკერიას განმარტებით, ხარჯები, რომელზეც ედავებიან, განკუთვნილი იყო "უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და საერთაშორისო ასპარეზისთვის".

"მე, როგორც უშიშროების საბჭოს მდივანი ვფიქრობდი, რომ იმ მიმართულებებისთვის, რაც არის ევროატლანტიკური ინტეგრაცია, არაღიარების პოლიტიკა, რუსეთთან მიმართებით არსებული პოლიტიკა და სხვა მრავალი პოლიტიკა, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია, იყო ადეკვატური, თუმცა ისინი ამას კრიმინალად თვლიან", - განაცხადა ბოკერიამ.

იგი არ გამორიცხავს, რომ დღეს დაკითხვის შემდეგ ბრალი წაუყენონ და დააკავონ.

"ივანიშვილის წინასწარ დაანონსებული განცხადებებით თუ ვიმსჯელებთ, დღეს თუ არა ხვალ ან ზეგ ბრალს წამიყენებენ. ველოდები ბრალის წაყენებას, დაკავებასაც, თუმცა მარჩიელობა არ მიყვარს", - დასძინა ბოკერიამ.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა