საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

14

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 23:39-ზე, მთვარე თევზებში იქნება 03-44-დან –რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. მოერიდეთ ეგოიზმს და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებულ შეფასებას. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. აქტიურია ზურგის ზედა ნაწილი. გაუფრთხილდით ხერხემალს. მთვარის ამ დღეს შექმნილი ოჯახები იშვიათად იშლება ეჭვიანობის, ღალატის ან ფინანსური პრობლემების გამო.
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სკოლიდან მოსწავლე იმის გამო გარიცხეს, რომ მამა პატიმარი ჰყავს
სკოლიდან მოსწავლე იმის გამო გარიცხეს, რომ მამა პატიმარი ჰყავს

ოზურ­გე­თის წმინ­და ნი­ნოს სა­ხე­ლო­ბის სამ­რევ­ლო სკო­ლი­დან მე­ექ­ვსე კლა­სე­ლე­ბი - გ. დ. და დ. ჩ. გა­რი­ცხეს. მათ­გან ერთ-ერთი იმის გამო გა­ი­რი­ცხა, რომ მა­მა­მი­სი სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში სას­ჯელს იხ­დის. ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას "გუ­რი­ის მო­ამ­ბეს­თან" გა­რი­ცხუ­ლის დედა, ინგა სა­რიშ­ვი­ლი ადას­ტუ­რებს.

აღ­ნიშ­ნულ სკო­ლა­ში მე­ექ­ვსე კლა­სის მოს­წავ­ლე­ე­ბი შეს­ვე­ნე­ბის დროს, საკ­ლა­სო ოთახს უდი­ე­რად მო­ექ­ცნენ (და­ას­ხეს წყა­ლი, მო­ა­ყა­რეს ქვი­შა). გაკ­ვე­თილ­ზე შე­მო­სუ­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი დამ­ნა­შა­ვე მოს­წავ­ლის ვი­ნა­ო­ბის გარ­კვე­ვას შე­ე­ცა­და, რო­გორც "გუ­რი­ის მო­ამ­ბეს­თან" მშობ­ლე­ბი აცხა­დე­ბენ, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მოს­წავ­ლე­ე­ე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა ჩარ­თუ­ლი იყო ამ პრო­ცეს­ში, და­ნა­შა­უ­ლის აღი­ა­რე­ბის­თვის ფეხ­ზე მხო­ლოდ ორი ბავ­შვი წა­მოდ­გა გ. დ და დ ჩ.

მშობ­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბით, ორი­ვე მოს­წავ­ლე იმ დღეს­ვე სკო­ლის პრო­რექ­ტო­რის, მამა ვა­სი­ლის (გო­გო­ტიშ­ვი­ლი) გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით გა­რი­ცხეს.

"რა უნდა და­ა­შა­ვოს ბავ­შვმა ისე­თი, რომ სკო­ლი­დან მა­მა­ომ გა­მო­აგ­დოს? ქრის­ტი­ა­ნუ­ლი სარ­წმუ­ნო­ე­ბა მიმ­ტე­ვებ­ლო­ბას და ცოდ­ვე­ბის პა­ტი­ე­ბას ქა­და­გებს, ჩემ­მა შვილ­მა რა ჩა­ი­დი­ნა ასე­თი მი­უ­ტე­ვე­ბე­ლი? და­უ­ჩო­ქა მა­მა­ოს, გეხ­ვე­წე­ბი არ გა­მიშ­ვა სახ­ლში, დე­და­ჩე­მი დამ­სჯის ამის გა­მოო, და შენ რო­გორ უნდა გა­პა­ტიო, არ და­მე­ნა­ხო თვა­ლად, მო­უ­თო­კა­ვი და პა­ტიმ­რის შვი­ლი ამ სკო­ლა­ში არა­ვის სჭირ­დე­ბაო. ერთი შვი­ლი ავად­მყო­ფი მყავს, მარ­ტო ერთი წუ­თი­თაც ვერ ვტო­ვებ, მე­ო­რე პრობ­ლე­მა, რომ მე­უღ­ლე პა­ტი­მა­რია და მღვდე­ლი კი­დევ ამას აკე­თებს. მთე­ლი დღე ბავ­შვი ში­შით სახ­ლში არ გა­მო­ჩე­ნი­ლა, ტე­ლე­ფო­ნიც გა­მორ­თო, სად არ ვრე­კე, ვე­ძე­ბე, სკო­ლა­შიც მი­ვე­დი და მას­წავ­ლე­ბელს არც უთ­ქვამს, გა­რი­ცხუ­ლი­აო. სა­ღა­მოს მო­ვი­და სახ­ლში, კლა­სელ­თან დარ­ჩე­ნი­ლა. ბავ­შვს რომ რამე მოს­ვლო­და, ან ში­შით რა­ი­მე სი­სუ­ლე­ლე ჩა­ე­დი­ნა, ამა­ზე ვინ აგებ­და პა­სუხს?" - აცხა­დებს ინგა სა­რიშ­ვი­ლი.

იხი­ლეთ ვრცლად

გუ­რი­ის მო­ამ­ბე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"

სკოლიდან მოსწავლე იმის გამო გარიცხეს, რომ მამა პატიმარი ჰყავს

სკოლიდან მოსწავლე იმის გამო გარიცხეს, რომ მამა პატიმარი ჰყავს

ოზურგეთის წმინდა ნინოს სახელობის სამრევლო სკოლიდან მეექვსე კლასელები - გ. დ. და დ. ჩ. გარიცხეს. მათგან ერთ-ერთი იმის გამო გაირიცხა, რომ მამამისი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სასჯელს იხდის. ამ ინფორმაციას "გურიის მოამბესთან" გარიცხულის დედა, ინგა სარიშვილი ადასტურებს.

აღნიშნულ სკოლაში მეექვსე კლასის მოსწავლეები შესვენების დროს, საკლასო ოთახს უდიერად მოექცნენ (დაასხეს წყალი, მოაყარეს ქვიშა). გაკვეთილზე შემოსული მასწავლებელი დამნაშავე მოსწავლის ვინაობის გარკვევას შეეცადა, როგორც "გურიის მოამბესთან" მშობლები აცხადებენ, მიუხედავად იმისა, რომ მოსწავლეეების უმრავლესობა ჩართული იყო ამ პროცესში, დანაშაულის აღიარებისთვის ფეხზე მხოლოდ ორი ბავშვი წამოდგა გ. დ და დ ჩ.

მშობლების განცხადებით, ორივე მოსწავლე იმ დღესვე სკოლის პრორექტორის,  მამა ვასილის (გოგოტიშვილი) გადაწყვეტილებით გარიცხეს.

"რა უნდა დააშავოს ბავშვმა ისეთი, რომ სკოლიდან მამაომ გამოაგდოს? ქრისტიანული სარწმუნოება მიმტევებლობას და ცოდვების პატიებას ქადაგებს, ჩემმა შვილმა რა ჩაიდინა ასეთი მიუტევებელი? დაუჩოქა მამაოს, გეხვეწები არ გამიშვა სახლში, დედაჩემი დამსჯის ამის გამოო, და შენ როგორ უნდა გაპატიო, არ დამენახო თვალად, მოუთოკავი და პატიმრის შვილი ამ სკოლაში არავის სჭირდებაო. ერთი შვილი ავადმყოფი მყავს, მარტო ერთი წუთითაც ვერ ვტოვებ, მეორე პრობლემა, რომ მეუღლე პატიმარია და მღვდელი კიდევ ამას აკეთებს. მთელი დღე ბავშვი შიშით სახლში არ გამოჩენილა, ტელეფონიც გამორთო, სად არ ვრეკე, ვეძებე, სკოლაშიც მივედი და მასწავლებელს არც უთქვამს, გარიცხულიაო. საღამოს მოვიდა სახლში, კლასელთან დარჩენილა. ბავშვს რომ რამე მოსვლოდა, ან შიშით რაიმე სისულელე ჩაედინა, ამაზე ვინ აგებდა პასუხს?" - აცხადებს ინგა სარიშვილი.

იხილეთ ვრცლად

გურიის მოამბე

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა