გატაცებები, და სხვადასხვა სახის უცნაური ჩვევები ცნობილ ადამიანებსაც ახასიათებთ. ზოგს უპატრონო ცხოველების მოვლა იტაცებს, ზოგი განდიდების მანიით არის შეპყრობილი, ზოგს სიბნელის ეშინია და ა.შ. გადავწყვიტეთ ცნობილი ადამიანები უცნობი კუთხით წარმოგვეჩინა.
მაკა ჩიჩუა
ქვეყნის პირველი ლედი მაკა ჩიჩუა მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოვებული აღმოჩნდა, ხატავს, მღერის, უკრავს, იყო ტელეწამყვანიც. ბევრმა არ იცის რომ ქვეყნის პირველ ლედის უყვარს ცხოველები, განსაკუთრებით კატები. ხშირად იფარებდა უპატრონო ცხოველებს და მათ განსაკუთრებით უვლიდა. ასევე უყვარს მცენარეების მოვლა. ამბობენ, რომ სახლში, სადაც მაკა ჩიჩუა ცხოვრობდა, უამრავი ცხოველი ცხოვრობს და სხვადასხვა სახეობის მცენარეები ხარობს.
გია სურამელაშვილი
გია სურამელაშვილის სიყვარული ოქრო-ვერცხლის მიმართ საქვეყნოდ არის ცნობილი. გია სურამელაშვილის დაცვის წევრები არაერთხელ გამხდარა ინტერნეტ-მომხმარებლებში განსჯის საგანი. სურამელაშვილს დაცვის გარდა ემსახურება პირადი მძღოლი, თუმცა მომღერალს ხშირად უწევს მომსახურე პერსონალის შეცვლა. სამსახურში თანამშრომლები კასტინგის შედეგად აჰყავს, უპირატესობას სიმპატიურ და ახალგაზრდა მამაკაცებს ანიჭებს. როგორც მისი მეგობრები ამბობენ, ხშირად სამდღიან კასტინგებს ატარებს სურამელაშვილი მძღოლების შესარჩევად, დიდხანს ფიქრობს არჩევანის გაკეთებაზე, მაგრამ ხშირად არის შემთხვევები, როცა უკვე სამსახურში აყვანილი პირადი მძღოლი ან დაცვა რამდენიმე დღეში საკუთარი ნებით გარბის გია სურამელაშვილისგან.
ნუკი კოშკელიშვილი
ქერათმიანი ტელეწამყვანი ნუკი კოშკელიშვილი თმას 7 წლის ასაკიდან იღებავს. მისი ბუნებრივი თმის ფერი ყავისფერია. ცოტა ხნის წინ ნუკიმ გადაწყვიტა თმა საკუთარი პატარა დისთვის, ელენესთვისაც შეეცვალა და მასაც ქერად შეუღება თმები. როგორც თავად ტელეწამყვანმა განაცხადა, მის პატარა დას მუქი ფერის თმა არ უხდებოდა. ნუკის კიდევ ერთი უცნაური ჩვევა აქვს, გარდერობში აქვს ტანსაცმელი რომელსაც არ იცმევს, მაგრამ აუცილებლად მიაქვს, როცა საზღვარგარეთ მიდის. ასეთ სამოსს ნუკი და დედამისი ბედნიერების სამოსს ეძახიან და თვლიან, რომ მუდმივად უნდა ატარონ. ბედნიერების სამოსი კი იმიტომ ჰქვია, რომ მაშინ არის შეძენილი, როცა განსაკუთრებით კარგ განწყობაზე იყვნენ.