პოლიტიკა
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამართალი
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მარტო ძუძუების ამოყრა, ჟიურის წევრად ჯდომა და იქედან დარიგებები არავის სჭირდება" - დირიჟორი თეონა კონტრიძეზე
"მარტო ძუძუების ამოყრა, ჟიურის წევრად ჯდომა და იქედან დარიგებები არავის სჭირდება" - დირიჟორი თეონა კონტრიძეზე

"და აი, ეს ქა­ლის მსგავ­სი ლა­პა­რა­კობს ქარ­თლის დე­დის "ფა­ლოს­ზე"... გი­ხა­რო­დეს სა­ქარ­თვე­ლოვ - შენ უკვე შექ­მე­ნი "დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი" სა­ზო­გა­დო­ე­ბა..."- წერს "ფე­ის­ბუ­ქის" სა­კუ­თარ გვერ­დზე, ცნო­ბი­ლი დი­რი­ჟო­რი გელა ფარ­ჩუ­კი­ძე... თე­ო­ნა კონ­ტრი­ძის ფრა­ზამ - "ქარ­თლის დე­დას დიდი ხა­ნია ფა­ლო­სი აქვს", დი­რი­ჟო­რის უკი­დუ­რე­სი აღ­შფო­თე­ბა გა­მო­იწ­ვია... "ქარ­თვე­ლის­თვის ყვე­ლა­ზე დიდი სიწ­მინ­დე და მად­ლი დე­დაა და თუ მაგ უტვი­ნო ქალ­მა ეგ თუ არ იცის, მარ­ტო ძუ­ძუ­ე­ბის ამოყ­რა, ჟი­უ­რის წევ­რად ჯდო­მა და იქე­დან და­რი­გე­ბე­ბი არა­ვის სჭირ­დე­ბა"... - აცხა­დებს ფარ­ჩუ­კი­ძე...

გელა ფარ­ჩუ­კი­ძე, დი­რი­ჟო­რი:

- მე მხო­ლოდ იმა­ზე ვა­კე­თებ კო­მენ­ტარს, რაც მო­ვის­მი­ნე.. იცით რა, ეს არ არის თა­ვი­სუფ­ლე­ბის გა­მო­ხატ­ვა. არის რა­ღაც სიწ­მინ­დე­ე­ბი და თე­მე­ბი, რო­მელ­საც არ ეხე­ბი­ან ყვე­ლა­ზე თა­მა­მი პი­როვ­ნე­ბე­ბიც კი.. შე­იძ­ლე­ბა შე­ნო­ბით სიწ­მინ­დე­ე­ბი მო­იხ­სე­ნიო?! პატ­რი­არ­ქს ესა­უბ­რო შე­ნო­ბით? დე­დას ესა­უბ­რო ქუ­ჩუ­რი ტერ­მი­ნე­ბით და ამ ვი­თომ პი­კან­ტუ­რი გა­მოხ­ტო­მე­ბით შენი ად­გი­ლი იპო­ვო ცის­ქვე­შეთ­ში?! ეს უმ­სგავ­სო­ბაა, თო­რემ შეძ­ლე­ბით ყვე­ლა­ფე­რი შე­იძ­ლე­ბა... ჯერ ქალ­ზე რო­გორ უნდა ილა­პა­რა­კო ფა­ლო­სი აქ­ვსო - თუ ნორ­მა­ლუ­რი ხარ... მით უფრო, ის არის - ქარ­თლის, ანუ სა­ქარ­თვე­ლოს დედა! ვის ფა­ლოს­ზეც უნდა იმა­ზე ილა­პა­რა­კოს, მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლოს და მის სიწ­მინ­დე­ებს თავი და­ა­ნე­ბოს! ნუ ჰგო­ნია, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში აქვს უფ­ლე­ბა, ასე­თი მენ­ტო­რუ­ლი და უმ­სგავ­სო ტო­ნით ელა­პა­რა­კოს ჩვენს ქვე­ყა­ნას! ეს არის აღ­ვი­რახ­სნი­ლი ადა­მი­ა­ნის აღ­ვი­რახ­სნი­ლი ნათ­ქვა­მი! ეს არ არის თა­ვი­სუ­ფა­ლი ხე­ლო­ვა­ნის მიერ თა­ვი­სი აზ­რის გა­მო­ხატ­ვის ფორ­მა, არა­მედ გახ­ლავთ უზ­ნე­ოდ ნათ­ქვა­მი - უზ­ნე­ოს­გან. მე მის არც ოჯა­ხიშ­ვი­ლო­ბას ვე­ხე­ბი, არც პა­ტი­ოს­ნე­ბას და არც ღი­რე­ბუ­ლე­ბებს, მაგ­რამ არაფ­რით არ შე­მიძ­ლია ვინ­მეს­გან ეს ნათ­ქვა­მი მო­ვით­მი­ნო!

- ასე­თი ტი­პის ფრა­ზე­ბი ად­რეც არა­ერ­თხელ გაჟ­ღე­რე­ბუ­ლა ცნო­ბა­დი სა­ხე­ე­ბის მხრი­დან...

- ზუს­ტა­დაც! რამე გან­სხვა­ვე­ბუ­ლი კი არ უთ­ქვამს კრე­ტინ ზუ­რაბ ჭი­ა­ბე­რაშ­ვილს, ქა­ლა­ქის მე­რად რომ ეგდო მა­შინ. თე­ო­ნა კონ­ტრი­ძემ კი­დევ რა­ღაც ეშხი მის­ცა თით­ქოს მის ნათ­ქვამს. მე, რო­გორც მუ­სი­კო­სი, ვი­ყა­ვი კონ­ტრი­ძის ნი­ჭის თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლი, ძალ­ზე ნი­ჭი­ე­რი ქა­ლია, მაგ­რამ იმ რან­გის ნამ­დვი­ლად არ გახ­ლავთ, ერის­თვის ასე­თი სი­ტყვე­ბის კად­რე­ბის უფ­ლე­ბა ჰქონ­დეს. არა­ფე­რი არ გა­უ­კე­თე­ბია იმის ფასი, ქვე­ყა­ნას ასე აგ­დე­ბუ­ლად ექ­ცე­ო­დეს.. თქვენ ვერ და­მი­სა­ხე­ლებთ ვერ­ცერთ ქარ­თველს, რო­მელ­საც ამ­დე­ნის თქმის უფ­ლე­ბა ექ­ნე­ბა! ილია, აკა­კი და ვაჟა ვერ იტყო­და მაგ სი­ტყვებს.. იტყვი­ან – ყუ­ბა­ნე­იშ­ვი­ლე­ბი და ეგე­თე­ბი.. ქარ­თლის დედა ზო­გა­დად არის ქარ­თვე­ლი ქა­ლის პა­ტი­ვის­ცე­მის სიმ­ბო­ლო. სიმ­ბო­ლო, რო­მე­ლიც ყვე­ლას ნაც­ვლად და­უხ­ვდე­ბა სტუ­მარს თა­სით ხელ­ში.. ასეთ სიმ­ბო­ლო­ზე არ უნდა თქვა, ფა­ლო­სი აქ­ვსო, არა­ნორ­მა­ლუ­რი თუ არ ხარ!

იხი­ლეთ სრუ­ლად kvirispalitra.ge-ზე

"მარტო ძუძუების ამოყრა, ჟიურის წევრად ჯდომა და იქედან დარიგებები არავის სჭირდება" - დირიჟორი თეონა კონტრიძეზე

"მარტო ძუძუების ამოყრა, ჟიურის წევრად ჯდომა და იქედან დარიგებები არავის სჭირდება" - დირიჟორი თეონა კონტრიძეზე

"და აი, ეს ქალის მსგავსი ლაპარაკობს ქართლის დედის "ფალოსზე"... გიხაროდეს საქართველოვ - შენ უკვე შექმენი "დემოკრატიული" საზოგადოება..."- წერს "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე, ცნობილი დირიჟორი გელა ფარჩუკიძე... თეონა კონტრიძის ფრაზამ - "ქართლის დედას დიდი ხანია ფალოსი აქვს", დირიჟორის უკიდურესი აღშფოთება გამოიწვია... "ქართველისთვის ყველაზე დიდი სიწმინდე და მადლი დედაა და თუ მაგ უტვინო ქალმა ეგ თუ არ იცის, მარტო ძუძუების ამოყრა, ჟიურის წევრად ჯდომა და იქედან დარიგებები არავის სჭირდება"... - აცხადებს ფარჩუკიძე...

გელა ფარჩუკიძე, დირიჟორი:

- მე მხოლოდ იმაზე ვაკეთებ კომენტარს, რაც მოვისმინე.. იცით რა, ეს არ არის თავისუფლების გამოხატვა. არის რაღაც სიწმინდეები და თემები, რომელსაც არ ეხებიან ყველაზე თამამი პიროვნებებიც კი.. შეიძლება შენობით სიწმინდეები მოიხსენიო?! პატრიარქს ესაუბრო შენობით? დედას ესაუბრო ქუჩური ტერმინებით და ამ ვითომ პიკანტური გამოხტომებით შენი ადგილი იპოვო ცისქვეშეთში?! ეს უმსგავსობაა, თორემ შეძლებით ყველაფერი შეიძლება... ჯერ ქალზე როგორ უნდა ილაპარაკო ფალოსი აქვსო - თუ ნორმალური ხარ... მით უფრო, ის არის - ქართლის, ანუ საქართველოს დედა! ვის ფალოსზეც უნდა იმაზე ილაპარაკოს, მაგრამ საქართველოს და მის სიწმინდეებს თავი დაანებოს! ნუ ჰგონია, რომ საქართველოში აქვს უფლება, ასეთი მენტორული და უმსგავსო ტონით ელაპარაკოს ჩვენს ქვეყანას! ეს არის აღვირახსნილი ადამიანის აღვირახსნილი ნათქვამი! ეს არ არის თავისუფალი ხელოვანის მიერ თავისი აზრის გამოხატვის ფორმა, არამედ გახლავთ უზნეოდ ნათქვამი - უზნეოსგან. მე მის არც ოჯახიშვილობას ვეხები, არც პატიოსნებას და არც ღირებულებებს, მაგრამ არაფრით არ შემიძლია ვინმესგან ეს ნათქვამი მოვითმინო!

- ასეთი ტიპის ფრაზები ადრეც არაერთხელ გაჟღერებულა ცნობადი სახეების მხრიდან...

- ზუსტადაც! რამე განსხვავებული კი არ უთქვამს კრეტინ ზურაბ ჭიაბერაშვილს, ქალაქის მერად რომ ეგდო მაშინ. თეონა კონტრიძემ კიდევ რაღაც ეშხი მისცა თითქოს მის ნათქვამს. მე, როგორც მუსიკოსი, ვიყავი კონტრიძის ნიჭის თაყვანისმცემელი, ძალზე ნიჭიერი ქალია, მაგრამ იმ რანგის ნამდვილად არ გახლავთ, ერისთვის ასეთი სიტყვების კადრების უფლება ჰქონდეს. არაფერი არ გაუკეთებია იმის ფასი, ქვეყანას ასე აგდებულად ექცეოდეს.. თქვენ ვერ დამისახელებთ ვერცერთ ქართველს, რომელსაც ამდენის თქმის უფლება ექნება! ილია, აკაკი და ვაჟა ვერ იტყოდა მაგ სიტყვებს.. იტყვიან – ყუბანეიშვილები და ეგეთები.. ქართლის დედა ზოგადად არის ქართველი ქალის პატივისცემის სიმბოლო. სიმბოლო, რომელიც ყველას ნაცვლად დაუხვდება სტუმარს თასით ხელში.. ასეთ სიმბოლოზე არ უნდა თქვა, ფალოსი აქვსო, არანორმალური თუ არ ხარ!

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება