პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
იესო ქრისტეს ჯვარცმისას მკლავები თავს ზემოთ ჰქონდა? - მეცნიერები ჯვარცმის ახალ ვერსიაზე
იესო ქრისტეს ჯვარცმისას მკლავები თავს ზემოთ ჰქონდა? - მეცნიერები ჯვარცმის ახალ ვერსიაზე

დღემ­დე ცნო­ბი­ლი იყო, რომ იესო ქრის­ტეს ჯვარ­ზე გაკ­ვრი­სას მკლა­ვე­ბი ჰო­რი­ზონ­ტა­ლუ­რად ჰქონ­და გაწ­ვდი­ლი. თუმ­ცა, მეც­ნი­ე­რებს ამ თე­მა­ზე სხვა მო­საზ­რე­ბა აქვთ.

ისი­ნი ახა­ლი კვლე­ვის მი­ხედ­ვით აცხა­დე­ბენ, რომ იესო ქრის­ტემ ჯვარ­ცმი­სას გა­ცი­ლე­ბით დიდი ტკი­ვი­ლი იგ­რძნო და მას გა­ცი­ლე­ბით უფრო ულ­მობ­ლად მო­ექ­ცნენ, ვიდ­რე გვგო­ნია. მათი აზ­რით, ქრის­ტეს მკლა­ვე­ბი თავს ზე­მოთ იყო მი­ლურ­სმუ­ლი და არა ჰო­რი­ზონ­ტა­ლუ­რად.

მეც­ნი­ე­რე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო ჯგუფ­მა ქრის­ტეს სუ­და­რა (ტუ­რი­ნის სუ­და­რა) შე­ის­წავ­ლა. მათი თქმით, წარ­მოდ­გე­ნი­ლია Y მო­ხა­ზუ­ლო­ბა. ლი­ვერ­პულ­ში მდე­ბა­რე უნი­ვერ­სი­ტე­ტის John Moores University-ს მეც­ნი­ე­რი ჯონ მუ­რი­სი ყო­ველკ­ვი­რე­ულ სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მეც­ნი­ე­რო ჟურ­ნალ New Scientist-თან სა­უ­ბარ­ში აცხა­დებს, რომ "ეს ძა­ლი­ან მტკივ­ნე­უ­ლი პო­ზი­ცი­აა და ასეთ პო­ზა­ში სუნ­თქვა ჭირს".

მეც­ნი­ერ­მა მა­ტეო მო­რი­ნიმ გა­და­წყვი­ტა გა­მო­ევ­ლი­ნა, მარ­ცხე­ნა მკლავ­ზე წარ­მოდ­გე­ნი­ლი "სის­ხლის ლა­ქე­ბი" ნამ­დვი­ლად შე­ე­სა­ბა­მე­ბო­და თუ არა სის­ხლის დი­ნე­ბას ჯვარ­ცმუ­ლი პი­როვ­ნე­ბი­დან. გა­მოკ­ვლე­ვა უფრო სრულ­ფა­სო­ვა­ნი რომ ყო­ფი­ლი­ყო, ექ­სპე­რი­მენ­ტში სხვა მკვლე­ვა­რიც ჩა­ერ­თო. იტა­ლი­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტის, University of Pavia-ს მკვლე­ვარ­მა ჯვარ­ცმის გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პო­ზი­ცია წარ­მო­ად­გი­ნა: სის­ხლი მო­ე­დი­ნე­ბო­და მის მკლავ­ზე იმ ად­გი­ლი­დან, სა­დაც ლურ­სმა­ნი ხელ­ში იყო ჩა­ჭე­დე­ბუ­ლი. მეც­ნი­ერ­თა დუ­ეტ­მა აღ­მო­ა­ჩი­ნა, რომ "სის­ხლი", რო­მე­ლიც სუ­და­რა­ზეა ნაჭ­დე­ვი, ჯვარ­ცმას შე­ე­სა­ბა­მე­ბა, - მაგ­რამ მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ პი­როვ­ნე­ბა მი­ლურ­სმუ­ლი იყო ჯვარ­ზე "Y" პო­ზი­ცი­ით და არა "T", რო­გორც ამას ქრის­ტი­ა­ნულ სამ­ყა­რო­ში გა­მო­სა­ხა­ვენ.

ამას­თან, რო­გორც მა­სა­ჩუ­სეტ­სის შტატ­ში მოღ­ვა­წე მეც­ნი­ე­რი გილ­ბერტ ლა­ვოი ვა­რა­უ­დობს, პი­როვ­ნე­ბა, რო­მე­ლიც სუ­და­რა­ზეა გა­მო­სა­ხუ­ლი, ჯვარ­ცმუ­ლია Y ფორ­მით (Y-shape).

"სის­ხლის­დე­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბა აბ­სო­ლუ­ტუ­რად თან­ხვედ­რია იმი­სა, რა­საც სუ­და­რა­ზე ხე­დავთ", - ამ­ბობს ის.

და­ნი­ე­ლი მეც­ნი­ე­რი ნი­ელს სვენ­სო­ნი, რო­მე­ლიც ასე­ვე მო­ნა­წი­ლე­ობ­და სუ­და­რის შეს­წავ­ლა­ში, აცხა­დებს, რომ "სუ­და­რა­ზე წარ­მოდ­გე­ნი­ლი ანა­ბეჭ­დი სა­ერ­თოდ არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა ჯვარ­ცმის ამ­სახ­ველ გა­მო­სა­ხუ­ლე­ბას, რო­მე­ლიც დღემ­დე ცნო­ბი­ლია".

იხი­ლეთ ვი­დეო

მომ­ზა­დე­ბუ­ლია dailymail.co.uk-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

იესო ქრისტეს ჯვარცმისას მკლავები თავს ზემოთ ჰქონდა? - მეცნიერები ჯვარცმის ახალ ვერსიაზე

იესო ქრისტეს ჯვარცმისას მკლავები თავს ზემოთ ჰქონდა? - მეცნიერები ჯვარცმის ახალ ვერსიაზე

დღემდე ცნობილი იყო, რომ იესო ქრისტეს ჯვარზე გაკვრისას მკლავები ჰორიზონტალურად ჰქონდა გაწვდილი. თუმცა, მეცნიერებს ამ თემაზე სხვა მოსაზრება აქვთ.

ისინი ახალი კვლევის მიხედვით აცხადებენ, რომ იესო ქრისტემ ჯვარცმისას გაცილებით დიდი ტკივილი იგრძნო და მას გაცილებით უფრო ულმობლად მოექცნენ, ვიდრე გვგონია. მათი აზრით, ქრისტეს მკლავები თავს ზემოთ იყო მილურსმული და არა ჰორიზონტალურად.

მეცნიერების საერთაშორისო ჯგუფმა ქრისტეს სუდარა (ტურინის სუდარა) შეისწავლა. მათი თქმით, წარმოდგენილია Y მოხაზულობა. ლივერპულში მდებარე უნივერსიტეტის John Moores University-ს მეცნიერი ჯონ მურისი ყოველკვირეულ საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალ New Scientist-თან საუბარში აცხადებს, რომ "ეს ძალიან მტკივნეული პოზიციაა და ასეთ პოზაში სუნთქვა ჭირს".

მეცნიერმა მატეო მორინიმ გადაწყვიტა გამოევლინა, მარცხენა მკლავზე წარმოდგენილი "სისხლის ლაქები" ნამდვილად შეესაბამებოდა თუ არა სისხლის დინებას ჯვარცმული პიროვნებიდან. გამოკვლევა უფრო სრულფასოვანი რომ ყოფილიყო, ექსპერიმენტში სხვა მკვლევარიც ჩაერთო. იტალიის უნივერსიტეტის, University of Pavia-ს მკვლევარმა ჯვარცმის განსხვავებული პოზიცია წარმოადგინა:  სისხლი მოედინებოდა მის მკლავზე იმ ადგილიდან, სადაც ლურსმანი ხელში იყო ჩაჭედებული. მეცნიერთა დუეტმა აღმოაჩინა, რომ "სისხლი", რომელიც სუდარაზეა ნაჭდევი, ჯვარცმას შეესაბამება, - მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პიროვნება მილურსმული იყო ჯვარზე "Y" პოზიციით და არა "T", როგორც ამას ქრისტიანულ სამყაროში გამოსახავენ.

ამასთან, როგორც მასაჩუსეტსის შტატში მოღვაწე მეცნიერი გილბერტ ლავოი ვარაუდობს, პიროვნება, რომელიც სუდარაზეა გამოსახული, ჯვარცმულია Y ფორმით (Y-shape).

"სისხლისდენის მიმართულება აბსოლუტურად თანხვედრია იმისა, რასაც სუდარაზე ხედავთ", - ამბობს ის.

დანიელი მეცნიერი ნიელს სვენსონი, რომელიც ასევე მონაწილეობდა სუდარის შესწავლაში, აცხადებს, რომ "სუდარაზე წარმოდგენილი ანაბეჭდი საერთოდ არ შეესაბამება ჯვარცმის ამსახველ გამოსახულებას, რომელიც დღემდე ცნობილია".

იხილეთ ვიდეო

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

რატომ მივიდა "მასტერშეფში" და ვინ დააშორა დიმუ მენაბდე თინა მახარაძესთან - "მტკივნეული იყო დაშორება, ძალიან კარგად ვიყავით"

"სიღარიბე დაუბანელ თავში ჩნდება" - 4 ნიშანი იმის, რომ მისი ფესვები ფსიქიკაშია

ეს ხაზი ყველას არ აქვს, თუ ის აღმოაჩინეთ ხელის გულზე, ძალიან გაგიმართლათ - აი, რა უნდა იცოდეთ