პოლიტიკა
მეცნიერება

25

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სი-თი პარკის" ვალდებულებები, რაც აქამდე არ ვიცოდით და რასაც კომპანია არ ასრულებს
"სი-თი პარკის" ვალდებულებები, რაც აქამდე არ ვიცოდით და რასაც კომპანია არ ასრულებს

საკ­რე­ბუ­ლოს შემ­დეგ "სი-თი პარკზე" უკვე სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო ფე­დე­რა­ცი­ის შეფი, შალ­ვა ოგ­ბა­ი­ძე ალა­პა­რაკ­და. კერ­ძოდ, 3 აპ­რილს, მან ბრი­ფინ­გი გა­მარ­თა და კომ­პა­ნია "სი-თი პარკს", "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი რე­ჟი­მის" ერთ-ერთი ფი­ნან­სუ­რი აფი­ო­რა უწო­და, რო­მე­ლიც წლე­ბის მან­ძილ­ზე მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის პი­რა­დი ქო­ნე­ბის ხელ­ყო­ფა­სა და დე­და­ქა­ლაქ­ში გა­უ­საძ­ლი­სი პი­რო­ბე­ბის შექ­მნას უკა­ნო­ნოდ და უსა­მარ­თლოდ ეწე­ვა.

"ნაც­მოძ­რა­ო­ბა" და მისი მერი წლე­ბის მან­ძილ­ზე კერ­ძო ბიზ­ნეს­ში ჩა­უ­რევ­ლო­ბის სა­ბა­ბით "სი-თი პარკთან" და­დე­ბულ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას ასა­ი­დუმ­ლო­ებ­და. "დე­მოკ­რა­ტი­ულ­მა მოძ­რა­ო­ბამ" ლე­გი­ტი­მუ­რად მო­ი­ძია აღ­ნიშ­ნუ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა. ჩვე­ნი ეჭ­ვე­ბი გა­მარ­თლდა და ეს დო­კუ­მენ­ტი გიგი უგუ­ლა­ვას (დღე­საც თბი­ლი­სის ფაქ­ტობ­რი­ვი მე­რის) და მთე­ლი რიგი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის მიერ ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლის პირ­და­პი­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი აღ­მოჩ­ნდა. ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა ისეა შედ­გე­ნი­ლი, რომ შე­უძ­ლე­ბე­ლია "სი-თი პარ­კის­თვის" გა­და­ცე­მუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის კუთ­ვნი­ლი მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი ქო­ნე­ბის აღ­რი­ცხვა და იქი­დან მი­ღე­ბუ­ლი მო­გე­ბის დათ­ვლა; ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, შე­მო­ღე­ბუ­ლი უნდა ყო­ფი­ლი­ყო არა­თუ ყო­ველ­დღი­უ­რი, არა­მედ სა­ა­თობ­რი­ვი გა­და­სა­ხა­დიც. დღეს თუ თქვენ "სი-თი პარ­კის­გან" მო­ი­თხოვთ ერ­თდღი­ან საშვს, პა­სუ­ხად მი­ი­ღებთ ერ­თკვი­რი­ა­ნი საშ­ვის შე­მო­თა­ვა­ზე­ბას", - დას­ძი­ნა ოგ­ბა­ი­ძემ.

მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, "ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი იყო კე­თილ­მო­წყო­ბი­ლი თა­ნა­მედ­რო­ვე მრა­ვალ­სარ­თუ­ლი­ა­ნი ავ­ტო­სად­გო­მე­ბის აშე­ნე­ბაც. უგუ­ლა­ვამ თავი და­ა­ყე­ნა კა­ნონ­ზე მაღ­ლა და თა­ვი­სი ბრძა­ნე­ბით, ფაქ­ტობ­რი­ვად, და­ა­კა­ნო­ნა შპს-სთვის სა­კუ­თა­რი თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­გან ხარ­კის აკ­რე­ფა. აღ­ნიშ­ნუ­ლი ბრძა­ნე­ბა არის ან­ტი­კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი, კო­რუფ­ცი­ი­სა და უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის აშ­კა­რა გა­და­მე­ტე­ბის ნიშ­ნის შემ­ცვე­ლი და, ფაქ­ტობ­რი­ვად, წარ­მო­ად­გენს თბი­ლი­სის ახ­ლაც ფაქ­ტი­უ­რი მე­რის, უგუ­ლა­ვას საბ­რალ­დე­ბო დას­კვნას," - აღ­ნიშ­ნა ოგ­ბა­ი­ძემ.

ამ გან­ცხა­დე­ბას მე­რია კი არა, "სი-თი პარ­კის" ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა გა­მო­ეხ­მა­უ­რა და გა­ნა­ცხა­და, არა­ფე­რიც, არა­ნა­ი­რი არც მი­წის­ზე­და და არც მი­წის­ქვე­შა სად­გო­მე­ბის აშე­ნე­ბას არა­ვის დავ­პი­რე­ბი­ვარ­თო.

"ალია" შალ­ვა ოგ­ბა­ი­ძეს იმ დე­ტა­ლე­ბის გა­სარ­კვე­ვად და­უ­კავ­შირ­და, რაც სა­ა­გენ­ტო­ებს არ "გა­უ­ნი­უ­სე­ბი­ათ":

- და­ვი­წყოთ მთა­ვა­რით: მე ფი­ნან­სურ აფი­ო­რა­ში ვამ­ხელ თბი­ლი­სის მე­რი­ას და რა­ტომ­ღაც პა­სუხს მცემს "სი-თი პარ­კი". ეს ხომ რა­ღაც ეჭვს ბა­დებს? მათ შო­რის გა­მო­დის, რა­ღაც ტო­ლო­ბის ნი­შა­ნი დგას, არა? ჩვენ მიერ მო­ძი­ე­ბულ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­ში გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი გახ­ლავთ "ამა­გონ ლი­მი­ტედ" და "შო­ჰარ პარ­კინგ სერ­ვის ლი­მი­თე­დის" კონ­სორ­ცი­უ­მი და რე­ა­ლუ­რად ეს ფირ­მე­ბი ინ­ტერ­ნეტ­შიც კი არ იძებ­ნე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა მათ მიერ აღე­ბულ ვალ­დე­ბუ­ლე­ბებს, თვლე­ბის ბლო­კი­რე­ბა­ზე იყო ვალ­დე­ბუ­ლე­ბა და არ შეს­რუ­ლე­ბუ­ლა, გარ­და ამი­სა მე­რი­ის არა­ერ­თგზის სა­ჯა­რო გან­ცხა­დე­ბი­სა და ეს ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­შიც წე­რია, რომ უნდა გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლი­ყო ინფრას­ტრუქ­ტუ­რა ავ­ტო­სად­გო­მე­ბის, არც ეს და­პი­რე­ბა არ შეს­რუ­ლე­ბუ­ლა. მე­ტიც: გა­უ­ა­რეს­და ტრო­ტუ­ა­რებ­ზე ავ­ტო­სად­გო­მე­ბის პან­დუ­სე­ბის გა­რე­შე მო­წყო­ბის თვალ­საზ­რი­სით. მა­გა­ლი­თად, ვაჟა-ფშა­ვე­ლა­ზე, ტრო­ტუ­ა­რი გა­და­აქ­ცი­ეს ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბის სა­ვალ ნა­წი­ლად. ამის გარ­და, ის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, რაც ხე­ლი­სუფ­ლე­ბას გა­აჩ­ნია ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ოქ­მე­ბის შედ­გე­ნის თვალ­საზ­რი­სით, ეს უგუ­ლა­ვამ კომ­პა­ნი­ას სა­კუ­თა­რი ბრძა­ნე­ბით გა­და­ა­ვა­ლა, ანუ ეს უფ­ლე­ბა ჩა­მო­არ­თვა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ ორ­გა­ნო­ებს და მის­ცა "სი-თი პარკს", შემ­დგომ ვი­ღა­ცამ ურ­ჩია, რომ ეს უხე­ში შეც­დო­მა­აო და ორი წლის მერე შე­ტა­ნი­ლია შე­სა­ბა­მი­სი ცვლი­ლე­ბა, თუმ­ცა­ღა ესეც ან­ტი­კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რია, იმი­ტომ რომ "სითი პარკს" შე­იძ­ლე­ბა უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა მის­ცე, დაგ­ვა­ჯა­რი­მოს პარ­კი­რე­ბის წე­სის დარ­ღვვის­თვის, შე­იძ­ლე­ბა დაგ­ვა­ჯა­რი­მოს, თუ გა­დახ­დი­ლი არ გვაქვს და "მათ ად­გილ­ზე" გა­ვა­ჩე­რებ მან­ქა­ნას, მაგ­რამ მას არა­ვი­თა­რი უფ­ლე­ბა არ გა­აჩ­ნია, არა­ვის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­ჩე­რე­ბის ამ­კრძა­ლა­ვი ნიშ­ნის ქვეშ მდგარ ავტმო­ბილს გა­მო­უ­წე­როს ჯა­რი­მა. ესაა ის მცი­რე ჩა­მო­ნათ­ვა­ლი, რის გახ­მო­ვა­ნე­ბა­საც უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში ვა­პი­რებ.

რაც შე­ე­ხე­ბა კე­თილ­მო­წყო­ბილ მრა­ვალ­სარ­თუ­ლი­ან ავ­ტო­სად­გო­მებს, ეს ვალ­დე­ბუ­ლე­ბა ჰქონ­და მე­რი­ას აღე­ბუ­ლი და მე ვე­ლა­პა­რა­კე­ბი მე­რი­ას და არა "სი-თი პარკს". მე საქ­მე მაქვს მე­რი­ას­თან და უგუ­ლა­ვას­თან და რა­ტომ მპა­სუ­ხობს "სითი პარ­კი", გა­უ­გე­ბა­რია...

თა­მარ ოქ­რუ­აშ­ვი­ლი

გა­ზე­თი "ალია"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რატომ გაგიჟდა მსოფლიო labubu-ს თოჯინებზე?

"სი-თი პარკის" ვალდებულებები, რაც აქამდე არ ვიცოდით და რასაც კომპანია არ ასრულებს

"სი-თი პარკის" ვალდებულებები, რაც აქამდე არ ვიცოდით და რასაც კომპანია არ ასრულებს

საკრებულოს შემდეგ "სი-თი პარკზე" უკვე საავტომობილო ფედერაციის შეფი, შალვა ოგბაიძე ალაპარაკდა. კერძოდ, 3 აპრილს, მან ბრიფინგი გამართა და კომპანია "სი-თი პარკს", "ნაციონალური რეჟიმის" ერთ-ერთი ფინანსური აფიორა უწოდა, რომელიც წლების მანძილზე მოქალაქეების პირადი ქონების ხელყოფასა და დედაქალაქში გაუსაძლისი პირობების შექმნას უკანონოდ და უსამართლოდ ეწევა.

"ნაცმოძრაობა" და მისი მერი წლების მანძილზე კერძო ბიზნესში ჩაურევლობის საბაბით "სი-თი პარკთან" დადებულ ხელშეკრულებას ასაიდუმლოებდა. "დემოკრატიულმა მოძრაობამ" ლეგიტიმურად მოიძია აღნიშნული ხელშეკრულება. ჩვენი ეჭვები გამართლდა და ეს დოკუმენტი გიგი უგულავას (დღესაც თბილისის ფაქტობრივი მერის) და მთელი რიგი მაღალჩინოსნების მიერ ჩადენილი დანაშაულის პირდაპირი მტკიცებულებები აღმოჩნდა. ხელშეკრულება ისეა შედგენილი, რომ შეუძლებელია "სი-თი პარკისთვის" გადაცემული მოქალაქეების კუთვნილი მუნიციპალური ქონების აღრიცხვა და იქიდან მიღებული მოგების დათვლა; ხელშეკრულების შესაბამისად, შემოღებული უნდა ყოფილიყო არათუ ყოველდღიური, არამედ საათობრივი გადასახადიც. დღეს თუ თქვენ "სი-თი პარკისგან" მოითხოვთ ერთდღიან საშვს, პასუხად მიიღებთ ერთკვირიანი საშვის შემოთავაზებას", - დასძინა ოგბაიძემ.

მისივე განცხადებით, "ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო კეთილმოწყობილი თანამედროვე მრავალსართულიანი ავტოსადგომების აშენებაც. უგულავამ თავი დააყენა კანონზე მაღლა და თავისი ბრძანებით, ფაქტობრივად, დააკანონა შპს-სთვის საკუთარი თანამოქალაქეებისგან ხარკის აკრეფა. აღნიშნული ბრძანება არის ანტიკონსტიტუციური, კორუფციისა და უფლებამოსილების აშკარა გადამეტების ნიშნის შემცველი და, ფაქტობრივად, წარმოადგენს თბილისის ახლაც ფაქტიური მერის, უგულავას საბრალდებო დასკვნას," - აღნიშნა ოგბაიძემ.

ამ განცხადებას მერია კი არა, "სი-თი პარკის" ხელმძღვანელობა გამოეხმაურა და განაცხადა, არაფერიც, არანაირი არც მიწისზედა და არც მიწისქვეშა სადგომების აშენებას არავის დავპირებივართო.

"ალია" შალვა ოგბაიძეს იმ დეტალების გასარკვევად დაუკავშირდა, რაც სააგენტოებს არ "გაუნიუსებიათ":

- დავიწყოთ მთავარით: მე ფინანსურ აფიორაში ვამხელ თბილისის მერიას და რატომღაც პასუხს მცემს "სი-თი პარკი". ეს ხომ რაღაც ეჭვს ბადებს? მათ შორის გამოდის, რაღაც ტოლობის ნიშანი დგას, არა? ჩვენ მიერ მოძიებულ ხელშეკრულებაში გამარჯვებული კომპანიები გახლავთ "ამაგონ ლიმიტედ" და "შოჰარ პარკინგ სერვის ლიმითედის" კონსორციუმი და რეალურად ეს ფირმები ინტერნეტშიც კი არ იძებნება. რაც შეეხება მათ მიერ აღებულ ვალდებულებებს, თვლების ბლოკირებაზე იყო ვალდებულება და არ შესრულებულა, გარდა ამისა მერიის არაერთგზის საჯარო განცხადებისა და ეს ხელშეკრულებაშიც წერია, რომ უნდა გაუმჯობესებულიყო ინფრასტრუქტურა ავტოსადგომების, არც ეს დაპირება არ შესრულებულა. მეტიც: გაუარესდა ტროტუარებზე ავტოსადგომების პანდუსების გარეშე მოწყობის თვალსაზრისით. მაგალითად, ვაჟა-ფშაველაზე, ტროტუარი გადააქციეს ავტომანქანების სავალ ნაწილად. ამის გარდა, ის ვალდებულება, რაც ხელისუფლებას გააჩნია ადმინისტრაციული ოქმების შედგენის თვალსაზრისით, ეს უგულავამ კომპანიას საკუთარი ბრძანებით გადაავალა, ანუ ეს უფლება ჩამოართვა შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციულ ორგანოებს და მისცა "სი-თი პარკს", შემდგომ ვიღაცამ ურჩია, რომ ეს უხეში შეცდომააო და ორი წლის მერე შეტანილია შესაბამისი ცვლილება, თუმცაღა ესეც ანტიკონსტიტუციურია, იმიტომ რომ "სითი პარკს" შეიძლება უფლებამოსილება მისცე, დაგვაჯარიმოს პარკირების წესის დარღვვისთვის, შეიძლება დაგვაჯარიმოს, თუ გადახდილი არ გვაქვს და "მათ ადგილზე" გავაჩერებ მანქანას, მაგრამ მას არავითარი უფლება არ გააჩნია, არავის ტერიტორიაზე გაჩერების ამკრძალავი ნიშნის ქვეშ მდგარ ავტმობილს გამოუწეროს ჯარიმა. ესაა ის მცირე ჩამონათვალი, რის გახმოვანებასაც უახლოეს პერიოდში ვაპირებ.

რაც შეეხება კეთილმოწყობილ მრავალსართულიან ავტოსადგომებს, ეს ვალდებულება ჰქონდა მერიას აღებული და მე ველაპარაკები მერიას და არა "სი-თი პარკს". მე საქმე მაქვს მერიასთან და უგულავასთან და რატომ მპასუხობს "სითი პარკი", გაუგებარია...

თამარ ოქრუაშვილი

გაზეთი "ალია"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია