მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა დაპირისპირება მოხდა ღარიბაშვილსა და თეა წულუკიანს შორის?
რა დაპირისპირება მოხდა ღარიბაშვილსა და თეა წულუკიანს შორის?

ალ­ბათ, გახ­სოვთ, რამ­დე­ნი­მე დღის წინ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა გა­ნა­ცხა­და: კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში უნდა ჩა­ი­წე­როს, რომ ოჯა­ხი არის ქა­ლი­სა და მა­მა­კა­ცის ერ­თო­ბაო. პრე­მი­ერ­მა მა­შინ ან­ტი­დის­კრი­მი­ნა­ცი­ულ კა­ნონ­მდებ­ლო­ბა­ზეც ისა­უბ­რა, რომ­ლის მი­ხევ­დი­თაც ყვე­ლა ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა ერ­თნა­ი­რად იქ­ნე­ბა და­ცუ­ლი.

"ეს არ ქმნის არა­ვის­თვის რა­ი­მე ტი­პის ახალ უფ­ლე­ბას და არ ანი­ჭებს, ან არ არ­თმევს რა­ი­მე უფ­ლე­ბას. ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი არის ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე და ჩვენ ვალ­დე­ბუ­ლი ვართ, და­ვიც­ვათ მათი უფ­ლე­ბე­ბი, რო­გო­რი გან­სხვა­ვე­ბუ­ლიც არ უნდა იყოს ის. ან­ტი­დის­კრი­მი­ნა­ცი­უ­ლი კა­ნო­ნის მი­ღე­ბა არის ნა­წი­ლი იმ რე­ფორ­მე­ბი­სა, რო­მელ­საც ჩვე­ნი მთავ­რო­ბა ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის გაძ­ლი­ე­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით ატა­რებს. ეს ფაქ­ტი არის კი­დევ ერთი წინ­გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯი ევ­რო­კავ­შირ­თან ვიზა-ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ის პრო­ცეს­ში".

ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, კა­ნონპ­რო­ექ­ტი უკვე მზად არის და ამ თე­მა­ზე დის­კუ­სია გახ­სნი­ლად გა­მო­ცხად­დაო. კი, ბა­ტო­ნო, კე­თი­ლი და პა­ტი­ო­სა­ნი, ზო­გი­ერ­თმა ქარ­თველ­მა ამა­ზე ბევ­რი იცი­ნა, ამას გან­მარ­ტე­ბა რად უნდა, ისე­დაც ხომ ვი­ცით, რომ ოჯა­ხი ქა­ლი­სა და კა­ცის ერ­თო­ბა­აო, მაგ­რამ ვინც ამ სა­კი­თხებ­ში ერ­კვე­ვა, მან იცის, რომ ეს ასე არ არის... თუ ჩვენ კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში ამ სა­კითხს არ და­ვა­კონ­კრე­ტებთ, ხვალ ჩვე­ნი ევ­რო­პე­ლი "მე­გობ­რე­ბი" ერ­თსქე­სი­ან­თა ქორ­წი­ნე­ბის და­კა­ნო­ნე­ბა­საც მოგვ­თხო­ვენ და "პე­დე­რას­ტე­ბის" ბა­ი­რა­მო­ბა­საც. რა უძღო­და წინ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბას?

რო­გორც "ალი­ას" ინ­კოგ­ნი­ტო წყა­რო უყ­ვე­ბა, მა­ნამ­დე იგი­ვე ღა­რი­ბაშ­ვილ­მა თეა წუ­ლუ­კი­ანს ან­ტი­დის­კრი­მი­ნა­ცი­უ­ლი კა­ნო­ნი თავ­ზე და­ა­ხია:

"ამ კა­ნონპ­რო­ექ­ტის პირ­ვე­ლი ვა­რი­ან­ტი მომ­ზად­და იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს მიერ, კონ­კრე­ტუ­ლად, თეა წუ­ლუ­კი­ა­ნის ინი­ცი­ა­ტი­ვით და უშუ­ა­ლო ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით, რო­მე­ლიც შემ­დგომ­ში გან­სა­ხილ­ვე­ლად გა­და­ეგ­ზავ­ნა მთავ­რო­ბის კან­ცე­ლა­რი­ას. ამ პრო­ექ­ტმა პრე­მი­ე­რის, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის მძაფ­რი აღ­შფო­თე­ბა გა­მო­იწ­ვია, რად­გან წუ­ლუ­კი­ა­ნის კა­ნონპ­რო­ექ­ტი და­უ­ფა­რა­ვად იძ­ლე­ო­და შე­საძ­ლებ­ლო­ბას, უახ­ლო­ეს ხან­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში და­კა­ნო­ნე­ბუ­ლი­ყო ერ­თსქე­სი­ან­თა ქორ­წი­ნე­ბა. წუ­ლუ­კი­ა­ნი კან­ცე­ლა­რი­ა­ში გა­მო­ი­ძა­ხეს და სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით ვა­ცხა­დებ, თა­ვი­სი­ვე მომ­ზა­დე­ბუ­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტი "თავ­ზე და­ა­ხი­ეს". ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა კა­ტე­გო­რი­უ­ლად მოს­თხო­ვა მუხ­ლე­ბის შეც­ვლა. წუ­ლუ­კი­ა­ნი ამა­ზე კი დას­თან­ხმდა, მაგ­რამ აღ­მოჩ­ნდა, რომ ერ­თსქე­სი­ან­თა ქორ­წი­ნე­ბის და­კა­ნო­ნე­ბას მხარ­დამ­ჭე­რე­ბი მთავ­რო­ბა­შიც გა­მო­უჩ­ნდნენ - წუ­ლუ­კი­ა­ნის მიერ შე­ტა­ნილ მუხ­ლებს მხარ­და­ჭე­რა გა­მო­უ­ცხა­დეს ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ამ, ხოლო პარ­ლა­მენ­ტში - "რეს­პუბ­ლი­კე­ლებ­მა". მათ ფა­რუ­ლი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა კი გას­წი­ეს, მაგ­რამ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა თა­ვი­სი მა­ინც გა­ი­ტა­ნა. მისი და­ჟი­ნე­ბუ­ლი მო­თხოვ­ნით, ეს მუხ­ლე­ბი ამო­ი­ღეს და კა­ნონპ­რო­ექ­ტი შეს­წო­რე­ბუ­ლი ფორ­მით გა­ვი­და მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე".

თქვე­ნი არ ვიცი და... მე პი­რა­დად ძა­ლი­ან გა­მიკ­ვირ­და, როცა ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ას პარ­ტი­ის წევ­რე­ბი "რეს­პუბ­ლი­კე­ლებ­თან" ერ­თად სი­მაღ­ლის მი­ხედ­ვით გა­მო­ლაგ­დნენ და ერთ ხმა­ში გა­ა­კე­თეს კო­მენ­ტა­რე­ბი: პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ინი­ცი­ა­ტი­ვა დრო­უ­ლი და სა­ჭი­რო­აო. მარ­თა­ლია, მათი პრინ­ცი­პე­ბი პრე­მი­ე­რის პრინ­ცი­პებს არ ეთან­ხმე­ბა, მაგ­რამ, რო­გორც ჩანს, ძალა აღ­მართს ჯერ კი­დევ ხნავს და ის უნდა ილა­პა­რა­კონ, "რაც სა­ჭი­როა".

მო­დით, გა­ვიხ­სნე­ოთ, რო­გორ გან­ცხა­დე­ბებს აკე­თებ­და პი­რა­დად თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი ჯერ კი­დევ შარ­შან მა­ის­ში, როცა "ელ­გე­ბე­ტე­ებ­მა" აღ­ლუ­მის გა­მარ­თვა სცა­დეს:

"არ შე­იძ­ლე­ბა ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი უჭ­ვრი­ტი­ნებ­დნენ, ვის ვის­თან სძი­ნავს. ეს არის უპირ­ვე­ლე­სი სა­ფუძ­ვე­ლი ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის. ჭვრი­ტი­ნი არის უხამ­სო­ბა და უმ­სგავ­სო­ბა. ხდე­ბა ისე­თი რა­ღა­ცე­ბი, რო­დე­საც ახალ­გაზ­რდა ბიჭი იღ­ვი­ძებს და ხვდე­ბა, რომ მოს­წონს არა ქალი, არა­მედ - კაცი. როცა ადა­მი­ა­ნი ასე­თი გან­ცდით იღ­ვი­ძებს და აც­ნო­ბი­ე­რებს, რომ არის უმ­ცი­რე­სო­ბა, ამის გამო არ შე­იძ­ლე­ბა, მას ვინ­მე თავს და­ეს­ხას და სცე­მოს, რად­გან ეს არის ბარ­ბა­რო­სო­ბა... იმის მი­უ­ხე­და­ვად, რო­გო­რი მრწამ­სი­სა და სექ­სუ­ა­ლუ­რი ორი­ენ­ტა­ცი­ის არის ადა­მი­ა­ნი, აქვს უფ­ლე­ბა, გა­მო­ხა­ტოს თა­ვი­სი აზრი".

ჩვენ არ ვლა­პა­რა­კობთ ძა­ლა­დო­ბა­ზე, ჩვენ არ მო­ვუ­წო­დებთ ვინ­მეს, რომ წა­ვი­დეს და "ელ­გე­ბე­ტე­ე­ბი" სად­მე ჩაკ­ლას, მაგ­რამ როცა ბიჭი იღ­ვი­ძებს და ხვდე­ბა, რომ მოს­წონს არა ქალი, არა­მედ ბიჭი, ის არ უნდა გა­მო­ვარ­დეს ეგ­რე­ვე დრო­შით ხელ­ში და არ უნდა და­ი­წყოს "პი­და­რას­ტო­ბის" პრო­პა­გან­და. კი, ბა­ტო­ნო, იყ­ვნენ თა­ვის­თვის და თუ ვინ­მე მათ შე­ე­ხე­ბა ზედ­მე­ტად, ამის­თვის კა­ნო­ნი არ­სე­ბობს. სხვა­თა შო­რის, ან­ტი­დის­კრი­მი­ნა­ცი­უ­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტი ამა­საც გა­ით­ვა­ლის­წი­ნებს, როცა პარ­ლა­მენ­ტი სა­ბო­ლო­ოდ მი­ი­ღებს.

რაც შე­ე­ხე­ბა "რეს­პუბ­ლი­კე­ლე­ბის" პო­ზი­ცი­ას, ეს ყვე­ლას­თვის ცნო­ბი­ლია, და­ვით ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი, თინა ხი­და­შე­ლი და სხვე­ბი "ელ­გე­ბე­ტე­ებს" ყო­ველ­თვის კბი­ლე­ბით იცა­ვენ და ამ­ბო­ბენ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ჰო­მო­ფო­ბია მძვინ­ვა­რებს. რაც შე­ე­ხე­ბა ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ას, მის­გან ხმა­მა­ღა­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი "ელ­გე­ბე­ტე­ე­ბის" და­სა­ცა­ვად, ალა­სა­ნი­ას, ზუ­რაბ აბა­ში­ძი­სა და სხვე­ბის­გან არ გვახ­სოვს, წყა­რო კი დე­ტა­ლებს ვერ აკონ­კრე­ტებს და მხო­ლოდ იმას ამ­ბობს, რომ თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი ალა­სა­ნი­ას კად­რი და დღემ­დე მის პარ­ტი­ის წევ­რია.

ჩვე­ნი წყა­როს მიერ მო­წო­დე­ბუ­ლი ეს ინ­ფორ­მა­ცია ისე­თი თე­მაა, რო­მე­ლიც გა­და­მოწ­მე­ბას არ ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა. არც იმას ვაბ­მობთ, რომ წყა­როს ინ­ფორმ­ცა­ი­ა­ში რა­ი­მე უზუს­ტო­ბა არ შე­იძ­ლე­ბა იყოს, მაგ­რამ ფაქ­ტია, ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ტო­რის მო­წო­დე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში, მოგ­ვი­ა­ნე­ბით, მარ­თლდე­ბა.

და კი­დევ ერთი. როცა გია ბა­რა­მი­ძეს ვკი­თხეთ, შს მი­ნის­ტრად მარ­თლა ინიშ­ნე­ბიო? თავი გა­ი­გი­ჟა, არაო, და მე­ო­რე დღეს სა­ა­კაშ­ვილ­მა მი­ნის­ტრად წა­რად­გი­ნა. ვწერ­დით, გიგი უგუ­ლა­ვა სა­მეგ­რე­ლოს გუ­ბერ­ნა­ტო­რო­ბი­დან თბი­ლი­სის მე­რად მიჰ­ყავ­თო და სი­სუ­ლე­ლე­აო, თქვეს. ასე­თი ფაქ­ტი კი უამ­რა­ვია.

სხვა­თა შო­რის, 2013 წლის 17 მა­ი­სის შემ­დეგ "იუ­ე­სა­ი­დის" მიერ გა­მო­ცე­მუ­ლი ბი­უ­ლე­ტე­ნის მი­ხედ­ვით, "ალია", "კვი­რის ქრო­ნი­კა" და "ასა­ვალ-და­სა­ვა­ლი" ყვე­ლა­ზე ჰო­მო­ფო­ბი­ურ გა­ზე­თე­ბად გა­მო­ცხად­და. თურ­მე ჩვენ ყვე­ლა­ზე ხში­რად ვარ­ღვევთ სექ­სუ­ა­ლუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის უფ­ლე­ბებს, რად­გან ვი­ყე­ნებთ ასეთ ტერ­მი­ნებს: "პე­დე­რას­ტი", "მა­მათ­მა­ვა­ლი", "უკა­ნა­ლის დაც­ვა", "გა­უ­კუღ­მარ­თე­ბუ­ლი სექ­სუ­ა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბა", "გარ­ყვნი­ლე­ბა" და ასე შემ­დეგ. რაც შე­ე­ხე­ბათ ჰო­მო­ფობ პი­როვ­ნე­ბებს, ესე­ნი არი­ან: კობა და­ვი­თაშ­ვი­ლი, ლე­ვან ვა­სა­ძე, გოგა ხა­ინ­დრა­ვა, სოსო ცინ­ცა­ძე, ჯან­სუღ ჩარ­კვი­ა­ნი.

გელა ზე­დე­ლაშ­ვი­ლი

გა­ზე­თი "ალია"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

რა დაპირისპირება მოხდა ღარიბაშვილსა და თეა წულუკიანს შორის?

რა დაპირისპირება მოხდა ღარიბაშვილსა და თეა წულუკიანს შორის?

ალბათ, გახსოვთ, რამდენიმე დღის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა: კონსტიტუციაში უნდა ჩაიწეროს, რომ ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობაო. პრემიერმა მაშინ ანტიდისკრიმინაციულ კანონმდებლობაზეც ისაუბრა, რომლის მიხევდითაც ყველა ადამიანის უფლება ერთნაირად იქნება დაცული.

"ეს არ ქმნის არავისთვის რაიმე ტიპის ახალ უფლებას და არ ანიჭებს, ან არ ართმევს რაიმე უფლებას. ყველა ადამიანი არის ჩვენი მოქალაქე და ჩვენ ვალდებული ვართ, დავიცვათ მათი უფლებები, როგორი განსხვავებულიც არ უნდა იყოს ის. ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღება არის ნაწილი იმ რეფორმებისა, რომელსაც ჩვენი მთავრობა ადამიანის უფლებების დაცვის გაძლიერების მიმართულებით ატარებს. ეს ფაქტი არის კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი ევროკავშირთან ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესში".

ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, კანონპროექტი უკვე მზად არის და ამ თემაზე დისკუსია გახსნილად გამოცხადდაო. კი, ბატონო, კეთილი და პატიოსანი, ზოგიერთმა ქართველმა ამაზე ბევრი იცინა, ამას განმარტება რად უნდა, ისედაც ხომ ვიცით, რომ ოჯახი ქალისა და კაცის ერთობააო, მაგრამ ვინც ამ საკითხებში ერკვევა, მან იცის, რომ ეს ასე არ არის... თუ ჩვენ კონსტიტუციაში ამ საკითხს არ დავაკონკრეტებთ, ხვალ ჩვენი ევროპელი "მეგობრები" ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებასაც მოგვთხოვენ და "პედერასტების" ბაირამობასაც. რა უძღოდა წინ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას?

როგორც "ალიას" ინკოგნიტო წყარო უყვება, მანამდე იგივე ღარიბაშვილმა თეა წულუკიანს ანტიდისკრიმინაციული კანონი თავზე დაახია:

"ამ კანონპროექტის პირველი ვარიანტი მომზადდა იუსტიციის სამინისტროს მიერ, კონკრეტულად, თეა წულუკიანის ინიციატივით და უშუალო ხელმძღვანელობით, რომელიც შემდგომში განსახილველად გადაეგზავნა მთავრობის კანცელარიას. ამ პროექტმა პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის მძაფრი აღშფოთება გამოიწვია, რადგან წულუკიანის კანონპროექტი დაუფარავად იძლეოდა შესაძლებლობას, უახლოეს ხანში საქართველოში დაკანონებულიყო ერთსქესიანთა ქორწინება. წულუკიანი კანცელარიაში გამოიძახეს და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, თავისივე მომზადებული კანონპროექტი "თავზე დაახიეს". ირაკლი ღარიბაშვილმა კატეგორიულად მოსთხოვა მუხლების შეცვლა. წულუკიანი ამაზე კი დასთანხმდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას მხარდამჭერები მთავრობაშიც გამოუჩნდნენ - წულუკიანის მიერ შეტანილ მუხლებს მხარდაჭერა გამოუცხადეს ირაკლი ალასანიამ, ხოლო პარლამენტში - "რესპუბლიკელებმა". მათ ფარული წინააღმდეგობა კი გასწიეს, მაგრამ პრემიერ-მინისტრმა თავისი მაინც გაიტანა. მისი დაჟინებული მოთხოვნით, ეს მუხლები ამოიღეს და კანონპროექტი შესწორებული ფორმით გავიდა მთავრობის სხდომაზე".

თქვენი არ ვიცი და... მე პირადად ძალიან გამიკვირდა, როცა ირაკლი ალასანიას პარტიის წევრები "რესპუბლიკელებთან" ერთად სიმაღლის მიხედვით გამოლაგდნენ და ერთ ხმაში გააკეთეს კომენტარები: პრემიერ-მინისტრის ინიციატივა დროული და საჭიროაო. მართალია, მათი პრინციპები პრემიერის პრინციპებს არ ეთანხმება, მაგრამ, როგორც ჩანს, ძალა აღმართს ჯერ კიდევ ხნავს და ის უნდა ილაპარაკონ, "რაც საჭიროა".

მოდით, გავიხსნეოთ, როგორ განცხადებებს აკეთებდა პირადად თეა წულუკიანი ჯერ კიდევ შარშან მაისში, როცა "ელგებეტეებმა" აღლუმის გამართვა სცადეს:

"არ შეიძლება ცივილიზებული ადამიანები უჭვრიტინებდნენ, ვის ვისთან სძინავს. ეს არის უპირველესი საფუძველი ცივილიზებული საზოგადოების. ჭვრიტინი არის უხამსობა და უმსგავსობა. ხდება ისეთი რაღაცები, როდესაც ახალგაზრდა ბიჭი იღვიძებს და ხვდება, რომ მოსწონს არა ქალი, არამედ - კაცი. როცა ადამიანი ასეთი განცდით იღვიძებს და აცნობიერებს, რომ არის უმცირესობა, ამის გამო არ შეიძლება, მას ვინმე თავს დაესხას და სცემოს, რადგან ეს არის ბარბაროსობა... იმის მიუხედავად, როგორი მრწამსისა და სექსუალური ორიენტაციის არის ადამიანი, აქვს უფლება, გამოხატოს თავისი აზრი".

ჩვენ არ ვლაპარაკობთ ძალადობაზე, ჩვენ არ მოვუწოდებთ ვინმეს, რომ წავიდეს და "ელგებეტეები" სადმე ჩაკლას, მაგრამ როცა ბიჭი იღვიძებს და ხვდება, რომ მოსწონს არა ქალი, არამედ ბიჭი, ის არ უნდა გამოვარდეს ეგრევე დროშით ხელში და არ უნდა დაიწყოს "პიდარასტობის" პროპაგანდა. კი, ბატონო, იყვნენ თავისთვის და თუ ვინმე მათ შეეხება ზედმეტად, ამისთვის კანონი არსებობს. სხვათა შორის, ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტი ამასაც გაითვალისწინებს, როცა პარლამენტი საბოლოოდ მიიღებს.

რაც შეეხება "რესპუბლიკელების" პოზიციას, ეს ყველასთვის ცნობილია, დავით ზურაბიშვილი, თინა ხიდაშელი და სხვები "ელგებეტეებს" ყოველთვის კბილებით იცავენ და ამბობენ, რომ საქართველოში ჰომოფობია მძვინვარებს. რაც შეეხება ირაკლი ალასანიას, მისგან ხმამაღალი განცხადებები "ელგებეტეების" დასაცავად, ალასანიას, ზურაბ აბაშიძისა და სხვებისგან არ გვახსოვს, წყარო კი დეტალებს ვერ აკონკრეტებს და მხოლოდ იმას ამბობს, რომ თეა წულუკიანი ალასანიას კადრი და დღემდე მის პარტიის წევრია.

ჩვენი წყაროს მიერ მოწოდებული ეს ინფორმაცია ისეთი თემაა, რომელიც გადამოწმებას არ ექვემდებარება. არც იმას ვაბმობთ, რომ წყაროს ინფორმცაიაში რაიმე უზუსტობა არ შეიძლება იყოს, მაგრამ ფაქტია, ჩვენი ინფორმატორის მოწოდებული ინფორმაციები უმეტეს შემთხვევაში, მოგვიანებით, მართლდება.

და კიდევ ერთი. როცა გია ბარამიძეს ვკითხეთ, შს მინისტრად მართლა ინიშნებიო? თავი გაიგიჟა, არაო, და მეორე დღეს სააკაშვილმა მინისტრად წარადგინა. ვწერდით, გიგი უგულავა სამეგრელოს გუბერნატორობიდან თბილისის მერად მიჰყავთო და სისულელეაო, თქვეს. ასეთი ფაქტი კი უამრავია.

სხვათა შორის, 2013 წლის 17 მაისის შემდეგ "იუესაიდის" მიერ გამოცემული ბიულეტენის მიხედვით, "ალია", "კვირის ქრონიკა" და "ასავალ-დასავალი" ყველაზე ჰომოფობიურ გაზეთებად გამოცხადდა. თურმე ჩვენ ყველაზე ხშირად ვარღვევთ სექსუალური უმცირესობების უფლებებს, რადგან ვიყენებთ ასეთ ტერმინებს: "პედერასტი", "მამათმავალი", "უკანალის დაცვა", "გაუკუღმართებული სექსუალური ცხოვრება", "გარყვნილება" და ასე შემდეგ. რაც შეეხებათ ჰომოფობ პიროვნებებს, ესენი არიან: კობა დავითაშვილი, ლევან ვასაძე, გოგა ხაინდრავა, სოსო ცინცაძე, ჯანსუღ ჩარკვიანი.

გელა ზედელაშვილი

გაზეთი "ალია"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა